სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ქუთაისმა კოლორიტი დაკარგა, მე ბავშვობის მეგობარი..." - "შავი პრინცის" გარდაცვალებას "ფეისბუქში"ეხმაურებიან
"ქუთაისმა კოლორიტი დაკარგა, მე ბავშვობის მეგობარი..." - "შავი პრინცის" გარდაცვალებას "ფეისბუქში"ეხმაურებიან

ქარ­თვე­ლი რე­პე­რი აკა­კი ბა­ბუ­ნაშ­ვი­ლი, იგი­ვე "შავი პრინ­ცი" (იგი­ვე პრინ­ცი P) 48 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. შემ­თხვე­ვა 4 თე­ბერ­ვალს ბა­თუმ­ში მოხ­და. ბოლო წლებ­ში ხე­ლო­ვა­ნი ზღვის­პი­რა ქა­ლაქ­ში ცხოვ­რობ­და.

"ჩემ­თვის ჰიპ-ჰოპი გახ­და ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლი. გა­მა­თეთ­რა, გა­მა­შა­ვა, გა­მა­წით­ლა... ყვე­ლა­ფერ­ში მა­მოძ­რა­ვა. მე ჰიპ-ჰოპს აღარ ვე­ძა­ხი გარ­თო­ბას - მინ­და სი­ა­მოვ­ნე­ბას გა­მოვ­ხა­ტავ ამით, მინ­და პრო­ტესტს. უბ­რა­ლოდ, ამის გა­რე­შე ჩემი არც ერთი ნა­ბი­ჯი აღარ იქ­ნე­ბა" - ამ­ბობ­და ერთ-ერთ ბოლო ინ­ტერ­ვი­უ­ში ჰიპ-ჰოპ არ­ტის­ტი.

რე­პე­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბას "ფე­ის­ბუქ­ზე" ეხ­მა­უ­რე­ბი­ან მე­გობ­რე­ბი, კო­ლე­გე­ბი და მისი შე­მოქ­მე­დე­ბის თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი. მე­გობ­რე­ბი "შავი პრინცს" შუ­რი­კას სა­ხე­ლი­თაც იც­ნობ­დნენ:

დათო ლიკ­ლი­კა­ძე, ჟურ­ნა­ლის­ტი:

"ნამ­დვი­ლი რე­პე­რი გარ­და­იც­ვა­ლა. წა­ვი­და ჩვე­ნი უწე­სი­ე­რე­სი შუ­რი­კა. უნი­ჭი­ე­რე­სი მუ­სი­კო­სი და ქუ­თა­ის­ზე უზო­მოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი კაცი. მშვი­დო­ბით "შავო პრინ­ცო"...

ერეკ­ლე დე­ი­სა­ძე, მუ­სი­კო­სი, მწე­რა­ლი:

"ჩემი ბავ­შვო­ბა დამ­თავ­რდა RIP "შავი პრინ­ცი". მშვი­დო­ბით მე­გო­ბა­რო!"

სო­ფია სე­ბის­კვე­რა­ძე, მსა­ხი­ო­ბი:

"ალ­ბათ რომ წა­ე­კი­თხა ეს პოს­ტი გა­ე­ღი­მე­ბო­და და რა­მეს მე­ტყო­და თა­ვის­ნა­ი­რი კე­თი­ლი იუ­მო­რით. იმი­ტომ ვწერ რომ იქ­ნებ მარ­თლა წა­ი­კი­თხოს. იმის მე­ო­თხედ­საც კი არ ახ­მა­უ­რებ­და რა­საც აკე­თებ­და. ჩუმი, კე­თი­ლი და ნი­ჭი­ე­რი მუ­სი­კო­სი და არა არა­მარ­ტო მუ­სი­კო­სი. ალ­ბათ ვერც წარ­მო­იდ­გენთ მაგ­რამ კლა­სი­კურ ნა­წარ­მო­ე­ბებ­საც წერ­და. ჰიპ-ჰო­პის და კორ­დე­ბა­ლე­ტის ელე­მენ­ტე­ბით ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი სპექ­ტაკლს დგამ­და, "და­სას­რუ­ლი" ერ­ქვა. მა­შინ გა­ვი­ცა­ნი პირ­ვე­ლად. მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზა. სკო­ლის მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი და სულ იქ მინ­დო­და ყოფ­ნა რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე. ბევ­რი კონ­ცერ­ტი, ბევ­რი რე­ი­ვი, მოკ­ლედ ჩემი თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის ყვე­ლა­ზე თბი­ლი და ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი დავ­კარ­გე.

ერთი თვის წინ და­მი­რე­კა, კლიპს იღებ­და და თუ ჩა­მოხ­ვა­ლო და ვერ ჩა­ვე­დი... ვა­ი­მე რო­გორ ვნა­ნობ... ძა­ლი­ან მიყ­ვარს! ჩემი ბავ­შვო­ბის ყვე­ლა­ზე მე­ამ­ბო­ხე წლე­ბი წა­ი­ღო თან... "შავი პრინ­ცი" და­ირ­ქვა, მაგ­რამ ჩემ­თვის სულ შუ­რი­კა იყო და ასე დარ­ჩე­ბა ბო­ლომ­დე. კე­თილ და ნა­თელ შუ­რი­კად. ქუ­თა­ის­მა კო­ლო­რი­ტი და­კარ­გა მე ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი..."

ლაშა გა­ბუ­ნია, მუ­სი­კის ბლო­გე­რი:

იმ­დე­ნად მო­უ­ლოდ­ნე­ლი ამ­ბა­ვია, ბო­ლომ­დე კი­დევ არ მჯე­რა... ღმერ­თმა შენი სული გა­ა­ნათ­ლოს შურა, მე­გო­ბა­რო!

მი­რი­ან ჯე­ჯე­ლა­ვა, დი­ჯეი, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი:

"ხან­გრძლი­ვი პა­უ­ზის მერე, ახა­ლი სიმ­ღე­რით მოგ­ვად­გა რა­დი­ო­ში. რეზო კა­კუ­ლი­ას უდიდსი ხელ­შე­წყო­ბით მოხ­და მისი რე­ინ­კარ­ნა­ცია. ფაქ­ტობ­რი­ვად და­ა­ძა­ლა სტუ­დი­ა­ში შეს­ვლა და სიმ­ღე­რის ჩა­წე­რა. ეთერ­ში რომ ვკი­თხე, ამ­დე­ნი ხანი რა­ტომ არ ჩან­დი, სად გაქ­რით­ქო, დეპ­რე­სია მქონ­დაო. ვერ გა­ვუ­ძე­ლი ცხოვ­რე­ბის დარ­ტყმებ­სო. ძა­ლი­ან სევ­დი­ა­ნი იყო, გულ­ჩა­თხრო­ბი­ლი, თან ნერ­ვი­უ­ლობ­და, მაგ­რამ პა­ტა­რა ბავ­შვი­ვით უხა­რო­და ახა­ლი სიმ­ღე­რის პრე­მი­ე­რა. რა­ღა­ცებ­ზე ვი­ცი­ნეთ კი­დეც და პი­რო­ბა დადო, მო­ვი­ხო­დე­ბი და ახა­ლი სიმ­ღე­რე­ბით გა­ვა­ნე­ბივ­რებ მსმე­ნელ­სო. შე­ას­რუ­ლა კი­დეც. დღეს კი გაფ­რინ­და. RIP შავი პრინ­ცი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ქუთაისმა კოლორიტი დაკარგა, მე ბავშვობის მეგობარი..." - "შავი პრინცის" გარდაცვალებას "ფეისბუქში"ეხმაურებიან

"ქუთაისმა კოლორიტი დაკარგა, მე ბავშვობის მეგობარი..." - "შავი პრინცის" გარდაცვალებას "ფეისბუქში"ეხმაურებიან

ქართველი რეპერი აკაკი ბაბუნაშვილი, იგივე "შავი პრინცი" (იგივე პრინცი P) 48 წლის ასაკში გარდაიცვალა. შემთხვევა 4 თებერვალს ბათუმში მოხდა. ბოლო წლებში ხელოვანი ზღვისპირა ქალაქში ცხოვრობდა.

"ჩემთვის ჰიპ-ჰოპი გახდა ცხოვრების ნაწილი. გამათეთრა, გამაშავა, გამაწითლა... ყველაფერში მამოძრავა. მე ჰიპ-ჰოპს აღარ ვეძახი გართობას - მინდა სიამოვნებას გამოვხატავ ამით, მინდა პროტესტს. უბრალოდ, ამის გარეშე ჩემი არც ერთი ნაბიჯი აღარ იქნება" - ამბობდა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ჰიპ-ჰოპ არტისტი.

რეპერის გარდაცვალებას "ფეისბუქზე" ეხმაურებიან მეგობრები, კოლეგები და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლები. მეგობრები "შავი პრინცს" შურიკას სახელითაც იცნობდნენ:

დათო ლიკლიკაძე, ჟურნალისტი:

"ნამდვილი რეპერი გარდაიცვალა. წავიდა ჩვენი უწესიერესი შურიკა. უნიჭიერესი მუსიკოსი და ქუთაისზე უზომოდ შეყვარებული კაცი. მშვიდობით "შავო პრინცო"...

ერეკლე დეისაძე, მუსიკოსი, მწერალი:

"ჩემი ბავშვობა დამთავრდა RIP "შავი პრინცი". მშვიდობით მეგობარო!"

სოფია სებისკვერაძე, მსახიობი:

"ალბათ რომ წაეკითხა ეს პოსტი გაეღიმებოდა და რამეს მეტყოდა თავისნაირი კეთილი იუმორით. იმიტომ ვწერ რომ იქნებ მართლა წაიკითხოს. იმის მეოთხედსაც კი არ ახმაურებდა რასაც აკეთებდა. ჩუმი, კეთილი და ნიჭიერი მუსიკოსი და არა არამარტო მუსიკოსი. ალბათ ვერც წარმოიდგენთ მაგრამ კლასიკურ ნაწარმოებებსაც წერდა. ჰიპ-ჰოპის და კორდებალეტის ელემენტებით ქორეოგრაფიული სპექტაკლს დგამდა, "დასასრული" ერქვა. მაშინ გავიცანი პირველად. მონაწილეობა შემომთავაზა. სკოლის მოსწავლე ვიყავი და სულ იქ მინდოდა ყოფნა რეპეტიციებზე. ბევრი კონცერტი, ბევრი რეივი, მოკლედ ჩემი თინეიჯერობის ყველაზე თბილი და ახლობელი ადამიანი დავკარგე.

ერთი თვის წინ დამირეკა, კლიპს იღებდა და თუ ჩამოხვალო და ვერ ჩავედი... ვაიმე როგორ ვნანობ... ძალიან მიყვარს! ჩემი ბავშვობის ყველაზე მეამბოხე წლები წაიღო თან... "შავი პრინცი" დაირქვა, მაგრამ ჩემთვის სულ შურიკა იყო და ასე დარჩება ბოლომდე. კეთილ და ნათელ შურიკად. ქუთაისმა კოლორიტი დაკარგა მე ბავშვობის მეგობარი..."

ლაშა გაბუნია, მუსიკის ბლოგერი:

იმდენად მოულოდნელი ამბავია, ბოლომდე კიდევ არ მჯერა... ღმერთმა შენი სული გაანათლოს შურა, მეგობარო!

მირიან ჯეჯელავა, დიჯეი, ტელეწამყვანი:

"ხანგრძლივი პაუზის მერე, ახალი სიმღერით მოგვადგა რადიოში. რეზო კაკულიას უდიდსი ხელშეწყობით მოხდა მისი რეინკარნაცია. ფაქტობრივად დააძალა სტუდიაში შესვლა და სიმღერის ჩაწერა. ეთერში რომ ვკითხე, ამდენი ხანი რატომ არ ჩანდი, სად გაქრითქო, დეპრესია მქონდაო. ვერ გავუძელი ცხოვრების დარტყმებსო. ძალიან სევდიანი იყო, გულჩათხრობილი, თან ნერვიულობდა, მაგრამ პატარა ბავშვივით უხაროდა ახალი სიმღერის პრემიერა. რაღაცებზე ვიცინეთ კიდეც და პირობა დადო, მოვიხოდები და ახალი სიმღერებით გავანებივრებ მსმენელსო. შეასრულა კიდეც. დღეს კი გაფრინდა. RIP შავი პრინცი"

"10 წლის ბავშვს წყევლიან და წერენ, რომ არაფერი შეერგება, რადგან ედუარდ შევარდნაძეა" - თათია შარანგია შვილის კრიტიკას პასუხობს

"ყველას აშორდება მოკრუხება და ღიპის დადება... არავინ არავის არ ღალატობს" - რატომ ემხრობა ნათია ფანჯიკიძე ქორწინების გაუქმებას

"ჰაერის გამოცვლა" ხალხმრავალ კურორტებზე წასვლის საფუძველი არ უნდა გახდეს" - ინფექციონისტი მშობლებს ურჩევს, პატარები სოფელში წაიყვანონ