სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"36 წლის ასაკში სიმსივნე დამიდგინეს, ეს დაავადება ჩემთვის საჩუქარივით იყო" - ისტორია ქალბატონზე, რომელსაც უამრავი ტურისტი იცნობს
"36 წლის ასაკში სიმსივნე დამიდგინეს, ეს დაავადება ჩემთვის საჩუქარივით იყო" - ისტორია ქალბატონზე, რომელსაც უამრავი ტურისტი იცნობს

სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტი "ქა­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან" წარ­მო­გიდ­გენთ 51 წლის ქე­თე­ვან სუ­ჯაშ­ვილს ყაზ­ბე­გი­დან:

"ოდით­გან­ვე ესე­თი წეს-ჩვე­უ­ლე­ბა იყო აქა: კა­ცე­ბი რო მი­დი­ოდ­ნენ ცხორ­ში, მო­ხე­ვე ქა­ლე­ბი რჩე­ბოდ­ნენ ად­გილ­ზე. ქა­ლე­ბი თა­ვის საქ­მე­საც აკე­თებ­დნენ და კა­ცი­სა­საც. ოჯა­ხის უფ­რო­სად დედა მი­იჩ­ნე­ო­და, რო­მე­ლიც სა­კუჭ­ნა­ო­საც გა­ნა­გებ­და და საქ­მე­საც ანა­წი­ლებ­და ოჯა­ხის სხვა წევ­რებ­ზე.

ყაზ­ბეგ­ში და­ვი­ბა­დე. მა­მა­ჩემს სამი გოგო ყავ­და და გულ­და­წყვე­ტი­ლი იყო, ბიჭი რომ არ გა­უჩ­ნდა. ჩვენ კი­დევ გო­გო­ე­ბი ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ­დით, რომ მა­მას უბი­ჭო­ბა არ ეგ­რძნო, შრო­მა­შიც არ ჩა­მო­ვუ­ვარ­დე­ბო­დით ბი­ჭებს. დღეს მე­ტყვის ხოლ­მე, ბიჭი რომ მყო­ლო­და, შენ­ნა­ი­რი ყო­ჩა­ღი ვერ იქ­ნე­ბო­დაო.

ეკო­ნო­მი­კურ­ზე ჩა­ვა­ბა­რე და დიდ ხანს ვმუ­შა­ობ­დი რუს­თა­ვის სა­გა­და­სა­ხა­დო­ში, მა­ნამ სა­ნამ ჩემი ქმა­რი სა­მუ­შა­ოდ კა­ხეთ­ში არ გა­და­ვი­და და მეც მო­მი­წია სა­მუ­შა­ო­ზე უა­რის თქმა და მას­თან ერ­თად გა­დას­ვლა იქ სა­ცხოვ­რებ­ლად. აქ გარ­კვე­უ­წი­ლად მა­მა­ჩემ­მაც ითა­მა­შა როლი, კა­ცის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას რომ დავ­მორ­ჩი­ლე­ბო­დი. კა­ხეთ­ში ცხოვ­რე­ბის პე­რი­ოდ­ში დიდი ხნით მოვ­წყდი ჩემს პრო­ფე­სი­ას და 12 წლის თა­ნა­ცხოვ­რე­ბის მერე, უკვე როცა ქმარს დავ­ცილ­დი და ყაზ­ბეგ­ში დავ­ბრუნ­დი, ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და სა­კუ­თა­რი ად­გი­ლის პოვ­ნა და თვით­რე­ა­ლი­ზა­ცია.

36 წლის ვი­ყა­ვი, როცა მკერ­დის სიმ­სივ­ნე და­მიდ­გი­ნეს. ვერ ვი­ტყვი, რომ ეს ჩემი ტრა­გე­დია იყო, უფრო ჩემ­მა დებ­მა და ოჯა­ხის წვრებ­მა გა­და­ი­ტა­ნეს მძი­მედ. მახ­სოვს პირ­ვე­ლად ჩემ­მა პა­ტა­რა დამ რომ იტი­რა ოპე­რა­ცი­ის წინ, ეს იყო დიდი შოკი და მა­შინ გა­ვი­აზ­რე, რომ ადა­მი­ა­ნი სას­რუ­ლია. დედა მე მიფრ­თხილ­დე­ბო­და და არა­ფერს მე­უბ­ნე­ბო­და, მე კი დე­დას. ეს და­ა­ვა­დე­ბა ჩემ­თვის იყო სა­ჩუ­ქა­რი­ვით - სა­ი­დან­ღაც უნდა გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი და სა­დღაც წავ­სუ­ლი­ყა­ვი. ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო რაც აღ­მო­ვა­ჩი­ნე, ეს იყო ადა­მი­ა­ნის მნიშ­ვნე­ლოვ­ნე­ბის გან­ცდა, თით­ქოს სხვა ყვე­ლა­ფე­რი, რაც შე­გიქ­მნია, აზრს კარ­გავს. უფრო თა­ნამ­გრძნო­ბი და მიმ­ტე­ვე­ბე­ლი გამ­ხა­და ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ.

ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ ქი­მი­ის რამ­დე­ნი­მე კურ­სი გა­ვი­კე­თე. რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პე­რი­ოდ­ში მახ­სოვს ძა­ლი­ან მჭირ­დე­ბო­და ბევ­რი სა­უ­ბა­რი და ამა­ში ჩემი და მეხ­მა­რე­ბო­და, ბევ­რს ვფიქ­რობ­დი მო­მა­ვალ­ზე, რას გა­ვა­კე­თებ­დი და რო­გორ და­ვიბ­რუ­ნებ­დი თვითრწმე­ნას, სად მოვ­ძებ­ნი­დი ჩემს ად­გილს.

ერთ დღეს ზა­ფხულ­ში მახ­სოვს, ის­რა­ე­ლი­დან ტუ­რის­ტებ­მა მო­მა­კი­თხეს "Do you have a shower?",- მკი­თხეს და პან­ტო­მი­მის ილე­თე­ბით ამიხ­სნეს, რა­საც გუ­ლის­ხმობ­დნენ. რამ­დე­ნი­მე დღე ჩემ­თან დარ­ჩნენ და მერე მთე­ლი ზა­ფხუ­ლის მან­ძილ­ზე სხვა ტუ­რის­ტებ­საც მიგ­ზავ­ნიდ­ნენ. ასე მოვ­სინ­ჯე 7 წლის წინ ტუ­რიზ­მში ბედი და წარ­მა­ტე­ბი­თაც გა­მო­მი­ვი­და. სულ ვცდი­ლობ­დი, აღე­ბუ­ლი თან­ხე­ბით რა­ღა­ცე­ე­ბი შე­მეც­ვა­ლა, რომ სახ­ლი სტუმ­რე­ბის­თვის უფრო კე­თილ­მო­წყო­ბი­ლი გამ­ხდა­რი­ყო. სა­ინ­ტე­რე­სო ისაა, რომ ტუ­რიზ­მის­თვის, რო­გორც ბიზ­ნე­სის­თვის შე­ხედ­ვა თა­ვი­დან გა­მი­ჭირ­და, რად­გან სტუ­მართ-მას­პინ­ძლო­ბა ისე­დაც ჩვე­ნი ჩვე­უ­ლე­ბაა და აბა ამ ჩვე­უ­ლე­ბა­ში ფული რო­გორ უნდა აიღო?!

ჩემი კი­დევ ერთი ბა­რი­ე­რი ტუ­რის­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ინ­გლი­სუ­რი ენის არ­ცოდ­ნა იყო. ჟეს­ტე­ბის ენას ხში­რად მივ­მარ­თავ­დი და სხვა­თა შო­რის ჩემი უცხო­ე­ლი ტუ­რის­ტე­ბი და პარტნი­ო­რე­ბი ამა­ში მეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. სა­ერ­თოდ ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ თავს როცა საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ქა­ლებ­თან მაქვს, მათ­თან ერ­თად და­წყე­ბუ­ლი საქ­მე ყო­ველ­თვის ბო­ლო­ში გა­დის და წარ­მა­ტე­ბი­თაც. მა­ინც ერ­თნა­ი­რი გა­მოც­დი­ლე­ბა გვაქვს და უკე­თე­სად გვეს­მის ერ­თმა­ნე­თის გა­სა­ჭი­რის. მახ­სოვს, ერთ ზა­ფხულს ბევ­რი სტუ­მა­რი მყავ­და. მა­შინ მარ­ტო­კა ვმუ­შა­ობ­დი და ყვე­ლაფ­რის კე­თე­ბა მე მი­წევ­და - და­ლა­გე­ბა, სა­დი­ლით გა­მას­პინ­ძლე­ბა. ერთ სა­ღა­მოს სამ­ზა­რე­უ­ლო­ში რომ შე­ვე­დი ჭურ­ჭლის უზარ­მა­ზა­რი გო­რის და­სა­რე­ცხად, სტუ­მარ­მა გო­გო­ნებ­მა მი­თხრეს, ქე­თი­ნო დაღ­ლი­ლი ხარ და წადი და­წე­ქიო. ვი­ფიქ­რე, დავ­წვე­ბი და ჭურ­ჭელს ხვალ მივ­ხე­დავ-თქო. მე­ო­რე დი­ლით მთე­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო და­სუფ­თა­ვე­ბუ­ლი დამ­ხვდა და მა­ცი­ვარ­ზე მიკ­რუ­ლი იყო ფურ­ცე­ლი, სა­დაც ეხა­ტა გა­ღი­მე­ბუ­ლი სახე და ეწე­რა Kiss. მივ­ხვდი იმ გო­გო­ე­ბის ნა­მოქ­მე­და­რი რომ იყო. ავ­დე­ქი, წა­ვის­ვი წი­თე­ლი პო­მა­და, ვა­კო­ცე ფურ­ცელს და მი­ვა­კა­რი უკან. იმ­დე­ნი ვი­ხა­ლი­სეთ იმ დი­ლას. ასე ნელ-ნელა ვსწავ­ლობ­დი და ვი­მახ­სოვ­რებ­დი ინ­გლი­სურ სი­ტყვებს. ახლა უკვე ტე­ლე­ფონ­ზეც შე­მიძ­ლია გა­ვა­გე­ბი­ნო სტუ­მარს ჩემი სათ­ქმე­ლი და მი­სიც გა­ვი­გო.

ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბა მაქვს. ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში არ ვარ ნამ­ყო­ფი, მაგ­რამ აქ მო­დი­ან სხვა ქვეყ­ნე­ბი და მაც­ნო­ბენ თა­ვის კულ­ტუ­რას და ხალ­ხს. ერ­თმა ინ­გლის­ში ცნო­ბილ­მა უკ­რა­ი­ნელ­მა კუ­ლი­ნარ­მა ოლია ჰერ­კუ­ლეს­მა, თა­ვის ცნო­ბილ კუ­ლი­ნა­რი­ულ წიგნ­ში ჩემი მო­ხე­ვუ­რი კერ­ძე­ბის რე­ცეპ­ტე­ბიც შე­იყ­ვა­ნა და ჩემი სუ­რა­თე­ბით გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

ტუ­რის­ტე­ბი ხში­რად მე­კი­თხე­ბი­ან, კა­ცე­ბი სადა გყავ­თო, რად­გან ამ საქ­მე­ში მე, დედა და ჩემი დები ვართ ჩარ­თუ­ლი. ამის ჩე­მე­ბუ­რი ახ­სნა მაქვს: საბ­ჭო­თა კავ­ში­რის პე­რი­ოდ­ში ჩვე­ნი კა­ცე­ბი ცხოვ­რობ­დნენ რო­გორც მე­ფე­ე­ბი, იო­ლად შო­უ­ლობ­დნენ ფულს და ოჯა­ხებს აცხოვ­რებ­დნენ, შემ­დეგ და­ი­შა­ლა ეს კავ­ში­რი აღარ იყო სა­მუ­შაო და კა­ცებ­მა ვე­ღარ გა­ი­გეს რა უნდა ეკე­თე­ბი­ნათ. ამ დროს ისევ ქალ­მა აიღო ხელ­ში ყვე­ლა­ფე­რი, რომ შვი­ლე­ბი გა­და­ერ­ჩი­ნა. სა­ქარ­თვე­ლო თუ გა­დარ­ჩა ამ პე­რი­ოდ­ში, ისევ ქა­ლე­ბის ჟი­ნით, რომ ოჯახს არა­ფე­რი მო­აკ­ლდეს და სას­ტუმ­რო ბიზ­ნეს­შიც წამ­ყვა­ნი როლი მა­ინც ქა­ლებს უკა­ვი­ათ.

ყაზ­ბეგ­ში რამ­დე­ნი­მე წლის წინ შე­იქ­მნა ად­გი­ლობ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის ჯგუ­ფი, ერო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბით, რომ­ლის აქ­ტი­უ­რი წევ­რი გავ­ხდი. ამ ჯგუ­ფის მეშ­ვე­ო­ბით ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა ჩარ­თუ­ლია სოფ­ლის პრობ­ლე­მე­ბის გა­და­წყვე­ტა­ში. ამ მიდ­გო­მამ აქა­ურ ხალ­ხს ბევ­რი რა­მის გა­კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა. ჩვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა და­სა­კარ­გი არაა და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­მა ეს უნდა გა­მო­ი­ყე­ნოს. ჩვენ უფრო გვეს­მის სო­ფელს რა ჭირ­დე­ბა, იმი­ტომ რომ ამ წი­აღ­ში გვი­წევს ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბა. ჩემი ინი­ცი­ა­ტი­ვით მო­ვა­წეს­რი­გეთ გერ­გე­თის ასას­ვლელ­თან ნაგ­ვის პრობ­ლე­მა და და­ვა­მა­ტეთ სა­ნაგ­ვე ბუნ­კე­რე­ბი, დავ­ნომ­რეთ ქუ­ჩე­ბი ქვე­მო გერ­გეტ­ში, ხე­ვის­ბე­რის და გერ­გე­ტის ქუჩა. ახლა გვაქვს ინი­ცი­ა­ტი­ვა, ყაზ­ბე­გი ზამ­თარ­შიც მომ­ხიბ­ვლე­ლი გავ­ხა­დოთ ტუ­რის­ტე­ბის­თვის და სა­თხი­ლა­მუ­რო ბი­გე­ლი და­ვა­მონ­ტა­ჟოთ. მთა­ვა­რია თვით­მმარ­თვე­ლო­ბამ მოგ­ვის­მი­ნოს და დაგ­ვი­ჯე­როს.

ახლა ვგეგ­მავ ყაზ­ბეგ­ში ქალ­თა კლუ­ბის შექ­მნას. რე­გი­ო­ნებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით უჭირთ ქა­ლებს ერ­თმა­ნეთ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია, რად­გან აქ ცოტა თავ­შეყ­რის ად­გი­ლია ქა­ლე­ბის­თვის. მინ­და შევ­ქნა ად­გი­ლი, სა­დაც მი­ვალთ ქა­ლე­ბი და თუნ­დაც გულს ამო­ვი­ღებთ, დავ­ჯდე­ბით და ვი­სა­უბ­რებთ, ერ­თმა­ნეთს აზ­რებს გა­ვუც­ვლით და რა­ღა­ცე­ებს ვას­წავ­ლით. იდეა რომ წარ­მო­იშ­ვე­ბა, ქა­ლე­ბი არი­ან ხოლ­მე ამის ხორ­ცშემსხმე­ლე­ბი და გვჭირ­დე­ბა სივ­რცე, სა­დაც გა­ვუ­ზი­ა­რებთ ერ­თმა­ნეთს იდე­ებს. ქა­ლე­ბი ბევ­რს ვშრო­მობთ და გვინ­და ძლი­ე­რი ბირ­თვი შევ­ქმნათ უკე­თე­სი ცხოვ­რე­ბი­სათ­ვის სოფ­ლად.

ასე­ვე მინ­და შევ­ქმნა კი­ბოს დი­აგ­ნო­ზის მქო­ნე ქა­ლე­ბის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტრი ყაზ­ბეგ­ში. ვიცი ეს რა რთუ­ლია - თუ ძლი­ე­რი არ ხარ და გვედრში არა­ვინ გიდ­გას, გა­გი­ჭირ­დე­ბა და­იბ­რუ­ნო ცხოვ­რე­ბის იმე­დი. მინ­და ასეთ ქა­ლებს სა­უბ­რე­ბით, ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბით და გვერ­დში დგო­მით, ისევ და­ვუბ­რუ­ნო სი­ცო­ცხლის სურ­ვი­ლი და სა­კუ­თა­რი თავი ვა­პოვ­ნი­ნო, რო­გორც ეს ერთხელ მე თვი­თონ შევ­ძე­ლი".

© 2017 სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტი "ქა­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან" ხორ­ცი­ელ­დე­ბა ქალ­თა სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის "ქა­ლის ხმა" მიერ. (ავტ. მა­ი­კო ჩი­ტა­ია; იდა ბახ­ტუ­რი­ძე; ნინო გა­მი­სო­ნია). ფოტო: ნინა ბა­ი­და­უ­რი; სა­ლო­მე ცო­ფუ­რაშ­ვი­ლი. პრო­ექ­ტი მიმ­დი­ნა­რე­ობს ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის (NDI) მხარ­და­ჭე­რით და შვე­დე­თის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს (SIDA) ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით. #ქა­ლე­ბი­სა­ქარ­თვე­ლო­დან

ფოტო: ნინა ბა­ი­და­უ­რი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"36 წლის ასაკში სიმსივნე დამიდგინეს, ეს დაავადება ჩემთვის საჩუქარივით იყო" - ისტორია ქალბატონზე, რომელსაც უამრავი ტურისტი იცნობს

"36 წლის ასაკში სიმსივნე დამიდგინეს, ეს დაავადება ჩემთვის საჩუქარივით იყო" - ისტორია ქალბატონზე, რომელსაც უამრავი ტურისტი იცნობს

სოციალური პროექტი "ქალები საქართველოდან" წარმოგიდგენთ 51 წლის ქეთევან სუჯაშვილს ყაზბეგიდან:

"ოდითგანვე ესეთი წეს-ჩვეულება იყო აქა: კაცები რო მიდიოდნენ ცხორში, მოხევე ქალები რჩებოდნენ ადგილზე. ქალები თავის საქმესაც აკეთებდნენ და კაცისასაც. ოჯახის უფროსად დედა მიიჩნეოდა, რომელიც საკუჭნაოსაც განაგებდა და საქმესაც ანაწილებდა ოჯახის სხვა წევრებზე.

ყაზბეგში დავიბადე. მამაჩემს სამი გოგო ყავდა და გულდაწყვეტილი იყო, ბიჭი რომ არ გაუჩნდა. ჩვენ კიდევ გოგოები ყველაფერს ვაკეთებდით, რომ მამას უბიჭობა არ ეგრძნო, შრომაშიც არ ჩამოვუვარდებოდით ბიჭებს. დღეს მეტყვის ხოლმე, ბიჭი რომ მყოლოდა, შენნაირი ყოჩაღი ვერ იქნებოდაო.

ეკონომიკურზე ჩავაბარე და დიდ ხანს ვმუშაობდი რუსთავის საგადასახადოში, მანამ სანამ ჩემი ქმარი სამუშაოდ კახეთში არ გადავიდა და მეც მომიწია სამუშაოზე უარის თქმა და მასთან ერთად გადასვლა იქ საცხოვრებლად. აქ გარკვეუწილად მამაჩემმაც ითამაშა როლი, კაცის გადაწყვეტილებას რომ დავმორჩილებოდი. კახეთში ცხოვრების პერიოდში დიდი ხნით მოვწყდი ჩემს პროფესიას და 12 წლის თანაცხოვრების მერე, უკვე როცა ქმარს დავცილდი და ყაზბეგში დავბრუნდი, ძალიან გამიჭირდა საკუთარი ადგილის პოვნა და თვითრეალიზაცია.

36 წლის ვიყავი, როცა მკერდის სიმსივნე დამიდგინეს. ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემი ტრაგედია იყო, უფრო ჩემმა დებმა და ოჯახის წვრებმა გადაიტანეს მძიმედ. მახსოვს პირველად ჩემმა პატარა დამ რომ იტირა ოპერაციის წინ, ეს იყო დიდი შოკი და მაშინ გავიაზრე, რომ ადამიანი სასრულია. დედა მე მიფრთხილდებოდა და არაფერს მეუბნებოდა, მე კი დედას. ეს დაავადება ჩემთვის იყო საჩუქარივით - საიდანღაც უნდა გამოვსულიყავი და სადღაც წავსულიყავი. ყველაზე საინტერესო რაც აღმოვაჩინე, ეს იყო ადამიანის მნიშვნელოვნების განცდა, თითქოს სხვა ყველაფერი, რაც შეგიქმნია, აზრს კარგავს. უფრო თანამგრძნობი და მიმტევებელი გამხადა ადამიანების მიმართ.

ოპერაციის შემდეგ ქიმიის რამდენიმე კურსი გავიკეთე. რეაბილიტაციის პერიოდში მახსოვს ძალიან მჭირდებოდა ბევრი საუბარი და ამაში ჩემი და მეხმარებოდა, ბევრს ვფიქრობდი მომავალზე, რას გავაკეთებდი და როგორ დავიბრუნებდი თვითრწმენას, სად მოვძებნიდი ჩემს ადგილს.

ერთ დღეს ზაფხულში მახსოვს, ისრაელიდან ტურისტებმა მომაკითხეს "Do you have a shower?",- მკითხეს და პანტომიმის ილეთებით ამიხსნეს, რასაც გულისხმობდნენ. რამდენიმე დღე ჩემთან დარჩნენ და მერე მთელი ზაფხულის მანძილზე სხვა ტურისტებსაც მიგზავნიდნენ. ასე მოვსინჯე 7 წლის წინ ტურიზმში ბედი და წარმატებითაც გამომივიდა. სულ ვცდილობდი, აღებული თანხებით რაღაცეები შემეცვალა, რომ სახლი სტუმრებისთვის უფრო კეთილმოწყობილი გამხდარიყო. საინტერესო ისაა, რომ ტურიზმისთვის, როგორც ბიზნესისთვის შეხედვა თავიდან გამიჭირდა, რადგან სტუმართ-მასპინძლობა ისედაც ჩვენი ჩვეულებაა და აბა ამ ჩვეულებაში ფული როგორ უნდა აიღო?!

ჩემი კიდევ ერთი ბარიერი ტურისტებთან ურთიერთობაში ინგლისური ენის არცოდნა იყო. ჟესტების ენას ხშირად მივმართავდი და სხვათა შორის ჩემი უცხოელი ტურისტები და პარტნიორები ამაში მეხმარებოდნენ. საერთოდ ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს როცა საქმიანი ურთიერთობა ქალებთან მაქვს, მათთან ერთად დაწყებული საქმე ყოველთვის ბოლოში გადის და წარმატებითაც. მაინც ერთნაირი გამოცდილება გვაქვს და უკეთესად გვესმის ერთმანეთის გასაჭირის. მახსოვს, ერთ ზაფხულს ბევრი სტუმარი მყავდა. მაშინ მარტოკა ვმუშაობდი და ყველაფრის კეთება მე მიწევდა - დალაგება, სადილით გამასპინძლება. ერთ საღამოს სამზარეულოში რომ შევედი ჭურჭლის უზარმაზარი გორის დასარეცხად, სტუმარმა გოგონებმა მითხრეს, ქეთინო დაღლილი ხარ და წადი დაწექიო. ვიფიქრე, დავწვები და ჭურჭელს ხვალ მივხედავ-თქო. მეორე დილით მთელი სამზარეულო დასუფთავებული დამხვდა და მაცივარზე მიკრული იყო ფურცელი, სადაც ეხატა გაღიმებული სახე და ეწერა Kiss. მივხვდი იმ გოგოების ნამოქმედარი რომ იყო. ავდექი, წავისვი წითელი პომადა, ვაკოცე ფურცელს და მივაკარი უკან. იმდენი ვიხალისეთ იმ დილას. ასე ნელ-ნელა ვსწავლობდი და ვიმახსოვრებდი ინგლისურ სიტყვებს. ახლა უკვე ტელეფონზეც შემიძლია გავაგებინო სტუმარს ჩემი სათქმელი და მისიც გავიგო.

ძალიან საინტერესო ცხოვრება მაქვს. ყველა ქვეყანაში არ ვარ ნამყოფი, მაგრამ აქ მოდიან სხვა ქვეყნები და მაცნობენ თავის კულტურას და ხალხს. ერთმა ინგლისში ცნობილმა უკრაინელმა კულინარმა ოლია ჰერკულესმა, თავის ცნობილ კულინარიულ წიგნში ჩემი მოხევური კერძების რეცეპტებიც შეიყვანა და ჩემი სურათებით გამოაქვეყნა.

ტურისტები ხშირად მეკითხებიან, კაცები სადა გყავთო, რადგან ამ საქმეში მე, დედა და ჩემი დები ვართ ჩართული. ამის ჩემებური ახსნა მაქვს: საბჭოთა კავშირის პერიოდში ჩვენი კაცები ცხოვრობდნენ როგორც მეფეები, იოლად შოულობდნენ ფულს და ოჯახებს აცხოვრებდნენ, შემდეგ დაიშალა ეს კავშირი აღარ იყო სამუშაო და კაცებმა ვეღარ გაიგეს რა უნდა ეკეთებინათ. ამ დროს ისევ ქალმა აიღო ხელში ყველაფერი, რომ შვილები გადაერჩინა. საქართველო თუ გადარჩა ამ პერიოდში, ისევ ქალების ჟინით, რომ ოჯახს არაფერი მოაკლდეს და სასტუმრო ბიზნესშიც წამყვანი როლი მაინც ქალებს უკავიათ.

ყაზბეგში რამდენიმე წლის წინ შეიქმნა ადგილობრივი განვითარების ჯგუფი, ეროკავშირის ქვეყნების გამოცდილებაზე დაფუძნებით, რომლის აქტიური წევრი გავხდი. ამ ჯგუფის მეშვეობით ადგილობრივი მოსახლეობა ჩართულია სოფლის პრობლემების გადაწყვეტაში. ამ მიდგომამ აქაურ ხალხს ბევრი რამის გაკეთების საშუალება მისცა. ჩვენი გამოცდილება დასაკარგი არაა და მუნიციპალიტეტებმა ეს უნდა გამოიყენოს. ჩვენ უფრო გვესმის სოფელს რა ჭირდება, იმიტომ რომ ამ წიაღში გვიწევს ყოველდღიური ცხოვრება. ჩემი ინიციატივით მოვაწესრიგეთ გერგეთის ასასვლელთან ნაგვის პრობლემა და დავამატეთ სანაგვე ბუნკერები, დავნომრეთ ქუჩები ქვემო გერგეტში, ხევისბერის და გერგეტის ქუჩა. ახლა გვაქვს ინიციატივა, ყაზბეგი ზამთარშიც მომხიბვლელი გავხადოთ ტურისტებისთვის და სათხილამურო ბიგელი დავამონტაჟოთ. მთავარია თვითმმართველობამ მოგვისმინოს და დაგვიჯეროს.

ახლა ვგეგმავ ყაზბეგში ქალთა კლუბის შექმნას. რეგიონებში განსაკუთრებით უჭირთ ქალებს ერთმანეთთან კომუნიკაცია, რადგან აქ ცოტა თავშეყრის ადგილია ქალებისთვის. მინდა შევქნა ადგილი, სადაც მივალთ ქალები და თუნდაც გულს ამოვიღებთ, დავჯდებით და ვისაუბრებთ, ერთმანეთს აზრებს გავუცვლით და რაღაცეებს ვასწავლით. იდეა რომ წარმოიშვება, ქალები არიან ხოლმე ამის ხორცშემსხმელები და გვჭირდება სივრცე, სადაც გავუზიარებთ ერთმანეთს იდეებს. ქალები ბევრს ვშრომობთ და გვინდა ძლიერი ბირთვი შევქმნათ უკეთესი ცხოვრებისათვის სოფლად.

ასევე მინდა შევქმნა კიბოს დიაგნოზის მქონე ქალების სარეაბილიტაციო ცენტრი ყაზბეგში. ვიცი ეს რა რთულია - თუ ძლიერი არ ხარ და გვედრში არავინ გიდგას, გაგიჭირდება დაიბრუნო ცხოვრების იმედი. მინდა ასეთ ქალებს საუბრებით, ინფორმაციის მიწოდებით და გვერდში დგომით, ისევ დავუბრუნო სიცოცხლის სურვილი და საკუთარი თავი ვაპოვნინო, როგორც ეს ერთხელ მე თვითონ შევძელი".

© 2017 სოციალური პროექტი "ქალები საქართველოდან" ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის "ქალის ხმა" მიერ. (ავტ. მაიკო ჩიტაია; იდა ბახტურიძე; ნინო გამისონია). ფოტო: ნინა ბაიდაური; სალომე ცოფურაშვილი. პროექტი მიმდინარეობს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით. #ქალებისაქართველოდან

ფოტო: ნინა ბაიდაური

შეზლონგი ყოველი გამოყენების შემდეგ უნდა იწმინდებოდეს, თუ კოვიდიანმა პირმა დააცემინა, წვეთი დიდხანს რჩება პლასტმასის ზედაპირზე - გამყრელიძე

ზოგან ძლიერი წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი - როგორი ამინდი იქნება უახლოესი დღეები საქართველოში

თითოეული კაშხალი წყალსაცავზე ათასჯერ დიდ ტერიტორიას იცავს წყალდიდობისგან