სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რა უთხრა ადვოკატს სოლომნიშვილმა, რომელსაც Youtube-ზე ჩანაწერის ატვირთვა ბრალდება - "ეს ე.წ. "იუზერით" სხვა პირმა განახორციელა"
რა უთხრა ადვოკატს სოლომნიშვილმა, რომელსაც Youtube-ზე ჩანაწერის ატვირთვა ბრალდება - "ეს ე.წ. "იუზერით" სხვა პირმა განახორციელა"

ზუ­რაბ სო­ლომ­ნიშ­ვილ­მა გან­მი­მარ­ტა, რომ მას პი­რა­დად არ აუტვირ­თავს ეს ჩა­ნა­წე­რი youtube-ზე, - ამის შე­სა­ხებ ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი ზუ­რაბ სო­ლომ­ნიშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა მუხ­რან ღურწკა­ი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

ად­ვო­კა­ტი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რის youtube-ზე გან­თავ­სე­ბა სო­ლომ­ნიშ­ვი­ლის ე.წ. "იუ­ზე­რით" სხვა პირ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. ად­ვო­კა­ტი მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის მი­მართ გა­მო­ტა­ნილ გა­ნა­ჩენს და­უ­სა­ბუ­თე­ბელს უწო­დებს.

"გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც სა­სა­მარ­თლომ მო­ი­ღო, აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლია ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. შვიდ ადა­მი­ანს, ვის­ზეც ბრალ­დე­ბის მხა­რე პა­ტიმ­რო­ბას ითხოვ­და, სა­სა­მარ­თლომ ყვე­ლას გი­რაო შე­უ­ფარ­და. იგი­ვე მუხ­ლის­თვის ედე­ბო­და ბრა­ლი ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფს და მას პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. სრუ­ლი­ად და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლია მო­სა­მარ­თლის პო­ზი­ცია ყვე­ლა­ზე მკაც­რი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. რა თქმა უნდა, ამ გან­ჩი­ნე­ბას გა­ვა­სა­ჩივ­რებთ კა­ნო­ნით დად­გე­ნილ 48-სა­ა­თი­ან ვა­და­ში და და­ვე­ლო­დე­ბით სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. ზუ­რაბ სო­ლომ­ნიშ­ვილ­მა გან­მი­მარ­ტა, რომ მას პი­რა­დად არ აუტვირ­თავს ეს ჩა­ნა­წე­რი youtube-ზე. შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ მისი "იუ­ზე­რი­დან" მოხ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ატ­ვირ­თვა, მაგ­რამ პი­რა­დად მას არ აუტვირ­თავს. სწო­რედ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბას ედა­ვე­ბი­ან სხვა ბრალ­დე­ბუ­ლებ­საც, კვა­ლი­ფი­კა­ცია არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად ერთი და იგი­ვე და რა­ტომ გა­მო­არ­ჩია ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი პა­ტიმ­რო­ბის­თვის, ეს იყო გა­უ­გე­ბა­რი. რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს youtube-ზე ატ­ვირ­თავ თუ facebook-ზე", - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი რვა პი­რი­დან შვიდს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით გი­რაო, ერთს კი, პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ფა­რულ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლია17 პირი. სა­სა­მარ­თლომ მათ მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე იმ­სჯე­ლა. 17 პი­რი­დან სამს აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა, ხოლო 14-ს კი გი­რაო შე­ე­ფარ­და. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის და მო­ბი­ლუ­რი ინ­ტერ­ნეტ აპ­ლი­კა­ცი­ის მეშ­ვე­ო­ბით ინა­ხავ­დნენ და მა­სობ­რი­ვად ავ­რცე­ლებ­დნენ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ველ ვი­დეო-ჩა­ნა­წერს. ადა­მი­ა­ნე­ბის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი მა­სა­ლის უკა­ნო­ნო მო­პო­ვე­ბა, შე­ნახ­ვა და გავ­რცე­ლე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლია.

სის­ხლის სა­მარ­თლის წე­სით ის­ჯე­ბა პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი მა­სა­ლის რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი სა­შუ­ა­ლე­ბით გავ­რცე­ლე­ბა (მათ შო­რის მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცი­ის მეშ­ვე­ო­ბით გა­დაგ­ზავ­ნა), ისე მისი შე­ნახ­ვა, რაც ის­ჯე­ბა 4-დან 8 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

რა უთხრა ადვოკატს სოლომნიშვილმა, რომელსაც Youtube-ზე ჩანაწერის ატვირთვა ბრალდება - "ეს ე.წ. "იუზერით" სხვა პირმა განახორციელა"

რა უთხრა ადვოკატს სოლომნიშვილმა, რომელსაც Youtube-ზე ჩანაწერის ატვირთვა ბრალდება - "ეს ე.წ. "იუზერით" სხვა პირმა განახორციელა"

ზურაბ სოლომნიშვილმა განმიმარტა, რომ მას პირადად არ აუტვირთავს ეს ჩანაწერი youtube-ზე, - ამის შესახებ ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებული ზურაბ სოლომნიშვილის ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ფარული ჩანაწერის youtube-ზე განთავსება სოლომნიშვილის ე.წ. "იუზერით" სხვა პირმა განახორციელა. ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ გამოტანილ განაჩენს დაუსაბუთებელს უწოდებს.

"გადაწყვეტილება, რომელიც სასამართლომ მოიღო, აბსოლუტურად დაუსაბუთებელია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან მიმართებაში. შვიდ ადამიანს, ვისზეც ბრალდების მხარე პატიმრობას ითხოვდა, სასამართლომ ყველას გირაო შეუფარდა. იგივე მუხლისთვის ედებოდა ბრალი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს და მას პატიმრობა შეუფარდა. სრულიად დაუსაბუთებელია მოსამართლის პოზიცია ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ამ განჩინებას გავასაჩივრებთ კანონით დადგენილ 48-საათიან ვადაში და დაველოდებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ზურაბ სოლომნიშვილმა განმიმარტა, რომ მას პირადად არ აუტვირთავს ეს ჩანაწერი youtube-ზე. შესაძლებელია, რომ მისი "იუზერიდან" მოხდა აღნიშნული ინფორმაციის ატვირთვა, მაგრამ პირადად მას არ აუტვირთავს. სწორედ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელებას ედავებიან სხვა ბრალდებულებსაც, კვალიფიკაცია არის აბსოლუტურად ერთი და იგივე და რატომ გამოარჩია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პატიმრობისთვის, ეს იყო გაუგებარი. რა მნიშვნელობა აქვს youtube-ზე ატვირთავ თუ facebook-ზე", - განაცხადა ადვოკატმა.

ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებული რვა პირიდან შვიდს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, ერთს კი, პატიმრობა შეეფარდა.

შეგახსენებთ, რომ ფარულ ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებულია17 პირი. სასამართლომ მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელა. 17 პირიდან სამს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა, ხოლო 14-ს კი გირაო შეეფარდა. გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული პირები სოციალური ქსელის და მობილური ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეო-ჩანაწერს. ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია.

სისხლის სამართლის წესით ისჯება პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის როგორც ნებისმიერი საშუალებით გავრცელება (მათ შორის მობილური აპლიკაციის მეშვეობით გადაგზავნა), ისე მისი შენახვა, რაც ისჯება 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

პოლიციამ დააკავა 24 წლის მამაკაცი, რომელმაც შერიგებაზე უარის გამო, ყოფილ შეყვარებულს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო გაუვრცელა

"დავით გარეჯში მივიდა იმ მიზნით, რომ აზერბაიჯანელი მესაზღვრეების გაძევება უნდოდა" - პროკურორი საზღვარზე დაკავებულზე

დავით გარეჯში საქართველოს მოქალაქემ ხელყუმბარის მუქარით მესაზღვრე მძევლად აიყვანა