სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ბესელიას კომენტარი შსს-ში გამართული შეხვედრის შემდეგ - "დაკავებულთა რაოდენობა ალბათ გაიზრდება"
ბესელიას კომენტარი შსს-ში გამართული შეხვედრის შემდეგ - "დაკავებულთა რაოდენობა ალბათ გაიზრდება"

ფაქ­ტია, რომ კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბა ემ­თხვე­ვა იმ ღია კონ­ფლიქტს და და­პი­რის­პი­რე­ბას, რო­მე­ლიც სა­სა­მარ­თლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით გვაქვს, - ამის შე­სა­ხებ უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტატ­მა ეკა ბე­სე­ლი­ამ გავ­რცე­ლე­ბულ ფა­რულ ჩა­ნა­წე­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი შსს-ში გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და. მი­სი­ვე თქმით, გა­მო­ძი­ე­ბას არა­ნა­ი­რი ინ­ტე­რე­სი არ უნდა ჰქონ­დეს იმი­სა, რომ ეს საქ­მე მი­იჩ­ქმა­ლოს.

"შსს-ს, სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნოს და პრო­კუ­რა­ტუ­რას არა­ნა­ი­რი მო­ტი­ვა­ცია არ უნდა ჰქონ­დეთ იმი­სა, რომ ეს საქ­მე მი­იჩ­ქმა­ლოს. ამ საქ­მის გა­მო­უ­ძი­ებ­ლო­ბა ისევ და­ა­ზა­რა­ლებს ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ებს. ამი­ტომ თუ ლო­გი­კას გავ­ყვე­ბით, მე წე­სით სა­ფუძ­ვე­ლი უნდა მქონ­დეს ვი­ფიქ­რო, რომ მათ ინ­ტე­რე­სებ­შია ამ და­ნა­შა­უ­ლის ბო­ლომ­დე გახ­სნა. მა­თაც ძა­ლი­ან კარ­გად ეს­მით ეს. ჩვენ ძა­ლი­ან კარ­გი სა­უ­ბა­რი გვქონ­და, ჩემი გან­წყო­ბაც ვუ­თხა­რი, ჩემი ეჭ­ვე­ბიც და ვა­რა­უ­დე­ბიც გა­ვუ­ზი­ა­რე. ფაქ­ტია და ვერ გა­ვექ­ცე­ვით იმას, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ემ­თხვე­ვა ამ პო­ლი­ტი­კურ პრო­ცესს, იმ ღია კონ­ფლიქტს და და­პი­რის­პი­რე­ბას, რო­მე­ლიც სა­სა­მარ­თლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით გვაქვს მეც და რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ანს იმ ცნო­ბი­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ. ამ ქვე­ყა­ნა­ში რომ დარ­ჩეს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­სა­მარ­თლო და არა ვიწ­რო ჯგუ­ფის ინ­ტე­რე­სე­ბის გამ­ტა­რე­ბე­ლი სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა, ამის­თვის ბრძო­ლა არის ის პრო­ცე­სი, რო­მელ­შიც რა თქმა უნდა, ასე­თი მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა მიჩ­ნე­უ­ლი იქ­ნე­ბა, რო­გორც ტე­რო­რი ამ ადა­მი­ა­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, მათ შო­რის ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ. ეს მი­ზა­ნი მი­უღ­წე­ვე­ლია, მაგ­რამ ამ მე­თო­დე­ბის გა­მომ­ყე­ნე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი უნდა და­ი­სა­ჯონ", - გა­ნა­ცხა­და ბე­სე­ლი­ამ.

იგი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის სია გა­ი­ზარ­დოს. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ დე­პუ­ტატ­მა შსს-ში შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და და აღ­ნიშ­ნა, რომ მთა­ვა­რია გა­მო­ძი­ე­ბა ამ და­ნა­შა­უ­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რამ­დე მი­ვი­დეს.

"შევ­ხვდი მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეს და კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის უფ­როსს, ვი­საც ეს გა­მო­ძი­ე­ბა მიჰ­ყავს. შეხ­ვედ­რის მი­ზა­ნი იყო ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ვლა, რომ მე მეთ­ქვა გარ­კვე­უ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი და ასე­ვე მი­მე­ღო ინ­ფორ­მა­ცია. რამე სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა ჯერ არ დაგ­ვი­გეგ­მავს. ამ დრო­ის­თვის რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნია და­კა­ვე­ბუ­ლი. სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი გრძელ­დე­ბა. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პირ­ველ რიგ­ში ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი გა­ვაფრ­თხი­ლოთ, რათა არ მოხ­დეს ბევ­რი ადა­მი­ა­ნის და­ნა­შა­უ­ლევ­რივ ქმე­დე­ბა­ში გა­უ­აზ­რებ­ლად ჩარ­თვა. ყვე­ლა უნდა გა­ვაფრ­თხი­ლოთ, რომ უკა­ნო­ნო ჩა­ნა­წე­რის რო­გორც გავ­რცე­ლე­ბა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, ასე­ვე შე­ნახ­ვაც სის­ხლის სა­მარ­თლის დას­ჯა­დი ქმე­დე­ბაა. რამ­დე­ნი­მე პირი და­კა­ვე­ბუ­ლია, რო­მელ­საც შე­იძ­ლე­ბა არც ჰქონ­და გა­აზ­რე­ბუ­ლი და ისე ახორ­ცი­ე­ლებ­და ამ ჩა­ნა­წე­რის გა­ზი­ა­რე­ბას ან შე­ნახ­ვას. თუმ­ცა, არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თა მი­მარ­თაც მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­და­მოწ­მე­ბა, მათი პო­ლი­ტი­კუ­რი კავ­ში­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით. ამა­ზე გა­მო­ძი­ე­ბა ისა­უბ­რებს და მე არ მინ­და მოვ­ლე­ნებს წინ გა­ვუს­წრო. რე­გი­ო­ნებ­ში­ცაა რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი და­კა­ვე­ბუ­ლი. ეს რა­ო­დე­ნო­ბა ალ­ბათ გა­იზ­რდე­ბა, რად­გან საკ­მა­ოდ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი იყო ჩარ­თუ­ლი ამ უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბა­ში. ჩემ­თვის მთა­ვა­რია ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და­ცუ­ლე­ბი იყ­ვნენ ასე­თი უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბის­გან, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­ვი­დეს გა­მო­ძი­ე­ბა ამ და­ნა­შა­უ­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტორ­თან, იმ სა­თა­ვეს­თან სა­ი­და­ნაც და­ი­გეგ­მა ამის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ბე­სე­ლი­ამ.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ფა­რულ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით 16 პი­რი და­ა­კა­ვა. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის და მო­ბი­ლუ­რი ინ­ტერ­ნეტ აპ­ლი­კა­ცი­ის მეშ­ვე­ო­ბით ინა­ხავ­დნენ და მა­სობ­რი­ვად ავ­რცე­ლებ­დნენ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ველ ვი­დეო-ჩა­ნა­წერს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ბესელიას კომენტარი შსს-ში გამართული შეხვედრის შემდეგ - "დაკავებულთა რაოდენობა ალბათ გაიზრდება"

ბესელიას კომენტარი შსს-ში გამართული შეხვედრის შემდეგ - "დაკავებულთა რაოდენობა ალბათ გაიზრდება"

ფაქტია, რომ კადრების გავრცელება ემთხვევა იმ ღია კონფლიქტს და დაპირისპირებას, რომელიც სასამართლოსთან დაკავშირებით გვაქვს, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ეკა ბესელიამ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებული შსს-ში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, გამოძიებას არანაირი ინტერესი არ უნდა ჰქონდეს იმისა, რომ ეს საქმე მიიჩქმალოს.

"შსს-ს, საგამოძიებო ორგანოს და პროკურატურას არანაირი მოტივაცია არ უნდა ჰქონდეთ იმისა, რომ ეს საქმე მიიჩქმალოს. ამ საქმის გამოუძიებლობა ისევ დააზარალებს ჩვენი ხელისუფლების საგამოძიებო ორგანოებს. ამიტომ თუ ლოგიკას გავყვებით, მე წესით საფუძველი უნდა მქონდეს ვიფიქრო, რომ მათ ინტერესებშია ამ დანაშაულის ბოლომდე გახსნა. მათაც ძალიან კარგად ესმით ეს. ჩვენ ძალიან კარგი საუბარი გვქონდა, ჩემი განწყობაც ვუთხარი, ჩემი ეჭვებიც და ვარაუდებიც გავუზიარე. ფაქტია და ვერ გავექცევით იმას, რომ ეს ყველაფერი ემთხვევა ამ პოლიტიკურ პროცესს, იმ ღია კონფლიქტს და დაპირისპირებას, რომელიც სასამართლოსთან დაკავშირებით გვაქვს მეც და რამდენიმე ადამიანს იმ ცნობილი მოვლენების შემდეგ. ამ ქვეყანაში რომ დარჩეს დამოუკიდებელი სასამართლო და არა ვიწრო ჯგუფის ინტერესების გამტარებელი სასამართლო სისტემა, ამისთვის ბრძოლა არის ის პროცესი, რომელშიც რა თქმა უნდა, ასეთი მეთოდების გამოყენება მიჩნეული იქნება, როგორც ტერორი ამ ადამიანების წინააღმდეგ, მათ შორის ჩემს წინააღმდეგ. ეს მიზანი მიუღწეველია, მაგრამ ამ მეთოდების გამომყენებელი ადამიანები უნდა დაისაჯონ", - განაცხადა ბესელიამ.

იგი არ გამორიცხავს, რომ ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმეზე დაკავებულების სია გაიზარდოს. აღნიშნულის შესახებ დეპუტატმა შსს-ში შეხვედრის შემდეგ განაცხადა და აღნიშნა, რომ მთავარია გამოძიება ამ დანაშაულის ორგანიზატორამდე მივიდეს.

"შევხვდი მინისტრის მოადგილეს და კრიმინალური პოლიციის უფროსს, ვისაც ეს გამოძიება მიჰყავს. შეხვედრის მიზანი იყო ინფორმაციის გაცვლა, რომ მე მეთქვა გარკვეული მოსაზრებები და ასევე მიმეღო ინფორმაცია. რამე საგამოძიებო მოქმედება ჯერ არ დაგვიგეგმავს. ამ დროისთვის რამდენიმე ადამიანია დაკავებული. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეები გავაფრთხილოთ, რათა არ მოხდეს ბევრი ადამიანის დანაშაულევრივ ქმედებაში გაუაზრებლად ჩართვა. ყველა უნდა გავაფრთხილოთ, რომ უკანონო ჩანაწერის როგორც გავრცელება და განხორციელება, ასევე შენახვაც სისხლის სამართლის დასჯადი ქმედებაა. რამდენიმე პირი დაკავებულია, რომელსაც შეიძლება არც ჰქონდა გააზრებული და ისე ახორციელებდა ამ ჩანაწერის გაზიარებას ან შენახვას. თუმცა, არიან ადამიანები, რომელთა მიმართაც მიმდინარეობს გადამოწმება, მათი პოლიტიკური კავშირების თვალსაზრისით. ამაზე გამოძიება ისაუბრებს და მე არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო. რეგიონებშიცაა რამდენიმე ადამიანი დაკავებული. ეს რაოდენობა ალბათ გაიზრდება, რადგან საკმაოდ ბევრი ადამიანი იყო ჩართული ამ უკანონო ქმედებაში. ჩემთვის მთავარია ჩვენი მოქალაქეები დაცულები იყვნენ ასეთი უკანონო ქმედებისგან, აუცილებლად უნდა მივიდეს გამოძიება ამ დანაშაულის ორგანიზატორთან, იმ სათავესთან საიდანაც დაიგეგმა ამის განხორციელება", - განაცხადა ბესელიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით 16 პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული პირები სოციალური ქსელის და მობილური ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეო-ჩანაწერს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები