სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ზესტაფონში ძმამ ძმა მოკლა - "სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და ადგილიდან მიიმალა..."
ზესტაფონში ძმამ ძმა მოკლა - "სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და ადგილიდან მიიმალა..."

ზეს­ტა­ფო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ძმის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვეს. მომ­ხდა­რის დე­ტა­ლე­ბი უც­ნო­ბია.

მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში უდას­ტუ­რე­ბენ.

უწყე­ბამ გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით და­ი­წყო. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პირი უკვე და­კა­ვე­ბუ­ლია.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს იმე­რე­თის, რაჭა-ლე­ჩხუ­მი­სა და ქვე­მო სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1987 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი გ.ფ. ოჯა­ხუ­რი კონ­ფლიქ­ტის ნი­ა­დაგ­ზე ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი 13-დან 17 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ბრალ­დე­ბულ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 1 თე­ბერ­ვალს ზეს­ტა­ფო­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ მარ­ტო­თუ­ბან­ში, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, სა­კუ­თა­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ეზო­ში, ძმას - 1994 წელს და­ბა­დე­ბულ დ.ფ.-ს გა­დაჭ­რი­ლი თო­ფი­დან გას­რო­ლით სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

პო­ლი­ცი­ამ, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სამ­ძებ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, გ.ფ. მომ­ხდა­რი­დან მა­ლე­ვე, სო­ფელ მარ­ტო­თუ­ბან­ში და­ა­კა­ვა.

გა­მო­ძი­ე­ბა ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11-პრი­მა-109-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ვ“ ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ზესტაფონში ძმამ ძმა მოკლა - "სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და ადგილიდან მიიმალა..."

ზესტაფონში ძმამ ძმა მოკლა - "სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და ადგილიდან მიიმალა..."

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ძმის მკვლელობის ბრალდებით ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. მომხდარის დეტალები უცნობია.

მკვლელობის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უდასტურებენ.

უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირი უკვე დაკავებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ფ. ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 1 თებერვალს ზესტაფონის რაიონის სოფელ მარტოთუბანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ძმას - 1994 წელს დაბადებულ დ.ფ.-ს გადაჭრილი თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ, ჩატარებული სამძებრო მოქმედებების შედეგად, გ.ფ. მომხდარიდან მალევე, სოფელ მარტოთუბანში დააკავა.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11-პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ზესტაფონში მომხდარი მკვლელობის საქმეზე პოლიციელი დააკავეს - ვინ არის მოკლული ახალგაზრდა და რა დეტალებს ასაჯაროებს პროკურატურა?

მკვლელობა ზესტაფონში - ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილოდ დაჭრეს

"არასრულწლოვანი შვილების მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება განახორციელა" - ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიესაჯა