სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
გუდაური 30 წლის წინ და შემდეგ - ცნობილი სამთო კურორტის ევოლუცია ერთ გამოფენაში
გუდაური 30 წლის წინ და შემდეგ - ცნობილი სამთო კურორტის ევოლუცია ერთ გამოფენაში

"ევო­ლუ­ცია“ - ასე ეწო­დე­ბა გა­მო­ფე­ნას, რო­მე­ლიც 26 იან­ვარს, White Rabbit პარკში გა­ი­მარ­თა და გუ­და­უ­რის 30 წლის იუ­ბი­ლეს მი­ე­ძღვნა.

გა­მო­ფე­ნა ქარ­თუ­ლი მი­ნე­რა­ლუ­რი წყლის ბრენ­დის „ბორ­ჯო­მის“ ორ­გა­ნი­ზე­ბით და სა­ქარ­თვე­ლოს მთის კუ­რორ­ტე­ბის კომ­პა­ნი­ის მხარ­და­ჭე­რით გა­ი­მარ­თა.

ღო­ნის­ძი­ე­ბას აქ­ტი­უ­რი დას­ვე­ნე­ბის, თოვ­ლის, სრი­ა­ლი­სა და თავ­გა­და­სავ­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მი­სულ სტუმ­რებს ჰქონ­დათ სა­შუ­ა­ლე­ბა, და­ეთ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნათ ძვე­ლი და თა­ნა­მედ­რო­ვე თხი­ლა­მუ­რე­ბი, ეკი­პი­რე­ბა, აქ­სე­სუ­ა­რე­ბი.

გზა ხის თხი­ლა­მუ­რი­დან „სნო­უ­ბორ­დამ­დე“ არც ისე გრძე­ლია, თუმ­ცა, სავ­სე თავ­გა­და­სავ­ლე­ბით და სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­ე­ბით. სა­ქარ­თვე­ლო­ში კი ეს ის­ტო­რია გუ­და­უ­რის და იმ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის თუ მოყ­ვა­რუ­ლე­ბის გარ­შე­მო ტრი­ა­ლებს, რომ­ლებ­მაც სა­თხი­ლა­მუ­რო სპორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, დიდი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნეს.

გა­მო­ფე­ნის ფარ­გლებ­ში, იმ წვლი­ლის­თვის, რაც შე­ი­ტა­ნეს სამ­თო - სა­თხი­ლა­მუ­რო სპორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და თა­ო­ბე­ბის აღ­ზრდა­ში, და­ა­ჯილ­დო­ვეს გუ­და­უ­რის პირ­ვე­ლი მწვრთნე­ლე­ბი: დი­მიტ­რი გუ­გუ­ნა­ვა, დი­მიტ­რი თო­ფუ­რია, ლე­ვან ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, და­ვით ჯა­ფა­რი­ძე, კოტე ქა­და­გი­ძე, ირაკ­ლი ჭი­რა­ქა­ძე, კოტე გაბ­რი­ჩი­ძე, ლადო ან­თა­ძე, სან­დრო ან­თა­ძე, ზაზა იაშ­ვი­ლი, დუდა ჭი­ჭი­ნა­ძე, რა­მაზ მო­სეშ­ვი­ლი, გელა მი­ქა­ბე­რი­ძე.

გუ­და­უ­რის 30 წლის იუ­ბი­ლი­სად­მი მი­ძღვნი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა ფრის­ტა­ი­ლე­რე­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი შო­უ­თი დას­რულ­და. რა­ი­დე­რებ­მა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი, ექ­სტრე­მა­ლუ­რი ტრი­უ­კე­ბით სავ­სე დაშ­ვე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს, რო­გორც სნო­უ­ბორ­დე­ბით ასე­ვე, თხი­ლა­მუ­რე­ბით.

ზუს­ტად 30 წლის წინ და­არ­სე­ბუ­ლი და ევ­რო­პულ სტილ­ზე გა­შე­ნე­ბუ­ლი გუ­და­უ­რი, დღემ­დე აქ­ტი­უ­რი დას­ვე­ნე­ბის, სრი­ა­ლის, ექ­სტრი­მის, გარ­თო­ბის და ზამ­თრის დღე­სას­წა­უ­ლე­ბის მე­ქაა, რო­მე­ლიც ყო­ველ­წლი­უ­რად ასი­ა­თა­სო­ბით ქარ­თველ თუ უცხო­ელ სტუ­მარს მას­პინ­ძლობს.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

გუდაური 30 წლის წინ და შემდეგ - ცნობილი სამთო კურორტის ევოლუცია ერთ გამოფენაში

გუდაური 30 წლის წინ და შემდეგ - ცნობილი სამთო კურორტის ევოლუცია ერთ გამოფენაში

"ევოლუცია“ - ასე ეწოდება გამოფენას, რომელიც 26 იანვარს, White Rabbit პარკში გაიმართა და გუდაურის 30 წლის იუბილეს მიეძღვნა.

გამოფენა ქართული მინერალური წყლის ბრენდის „ბორჯომის“ ორგანიზებით და საქართველოს მთის კურორტების კომპანიის მხარდაჭერით გაიმართა.

ღონისძიებას აქტიური დასვენების, თოვლის, სრიალისა და თავგადასავლების მოყვარულები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს ჰქონდათ საშუალება, დაეთვალიერებინათ ძველი და თანამედროვე თხილამურები, ეკიპირება, აქსესუარები.

გზა ხის თხილამურიდან „სნოუბორდამდე“ არც ისე გრძელია, თუმცა, სავსე თავგადასავლებით და საინტერესო ისტორიებით. საქართველოში კი ეს ისტორია გუდაურის და იმ პროფესიონალების თუ მოყვარულების გარშემო ტრიალებს, რომლებმაც სათხილამურო სპორტის განვითარებაში, დიდი წვლილი შეიტანეს.

გამოფენის ფარგლებში, იმ წვლილისთვის, რაც შეიტანეს სამთო - სათხილამურო სპორტის განვითარებასა და თაობების აღზრდაში, დააჯილდოვეს გუდაურის პირველი მწვრთნელები: დიმიტრი გუგუნავა, დიმიტრი თოფურია, ლევან ლორთქიფანიძე, დავით ჯაფარიძე, კოტე ქადაგიძე, ირაკლი ჭირაქაძე, კოტე გაბრიჩიძე, ლადო ანთაძე, სანდრო ანთაძე, ზაზა იაშვილი, დუდა ჭიჭინაძე, რამაზ მოსეშვილი, გელა მიქაბერიძე.

გუდაურის 30 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება ფრისტაილერების სპეციალური შოუთი დასრულდა. რაიდერებმა მრავალფეროვანი, ექსტრემალური ტრიუკებით სავსე დაშვება განახორციელეს, როგორც სნოუბორდებით ასევე, თხილამურებით.

ზუსტად 30 წლის წინ დაარსებული და ევროპულ სტილზე გაშენებული გუდაური, დღემდე აქტიური დასვენების, სრიალის, ექსტრიმის, გართობის და ზამთრის დღესასწაულების მექაა, რომელიც ყოველწლიურად ასიათასობით ქართველ თუ უცხოელ სტუმარს მასპინძლობს.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი