სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი სტარტაპერ აბიტურიენტებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი სტარტაპერ აბიტურიენტებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს

ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი აბი­ტუ­რი­ენ­ტებს გან­სა­კუთ­რე­ბულ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს სთა­ვა­ზობს. უნი­ვერ­სი­ტე­ტი, რომ­ლის სტუ­დენ­ტებ­საც არა­ერ­თი სტარ­ტა­პი აქვთ შექ­მნი­ლი, ამ­ჯე­რად აბი­ტუ­რი­ენ­ტებს სთა­ვა­ზობს, რომ გახ­დნენ სტარ­ტა­პე­რე­ბი და BTU-ში სწავ­ლის ერ­თწ­ლი­ა­ნი და­ფი­ნან­სე­ბა მო­ი­გონ.

კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რებ ყვე­ლა აბი­ტუ­რი­ენტს შე­უძ­ლია, რო­მელ­საც ინო­ვა­ცი­უ­რი და სა­ინ­ტე­რე­სო სტარ­ტაპ იდეა აქვს. კონ­კურ­სის თემა ბიზ­ნე­სის ტექ­ნო­ლო­გი­ებ­თან ინ­ტეგ­რა­ცი­აა და სწო­რედ ესაა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტის გა­მოვ­ლე­ნის მთა­ვა­რი კრი­ტე­რი­უ­მი. მარ­ტივ აპ­ლი­კა­ცი­ის ფორ­მა­ში, აბი­ტუ­რი­ენ­ტმა უნდა გა­ა­ზი­ა­როს სა­კუ­თა­რი სტარ­ტაპ იდეა, რო­მე­ლიც ბიზ­ნესს ტექ­ნო­ლო­გი­ებ­თან აკავ­ში­რებს, მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა "Startup Demo Day"-ზე, გა­ი­მარ­ჯვოს და და­ჯილ­დოვ­დეს ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის ფი­ნან­სი­რე­ბის 100%-იანი გრან­ტით პირ­ველ წე­ლი­წადს.

ღო­ნის­ძი­ე­ბა სი­ლი­კონ ველი თბი­ლი­სის სივ­რცე­ში, 2019 წლის ივ­ნის­ში ჩა­ტარ­დე­ბა.

ყვე­ლა შერ­ჩე­უ­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტის­თვის სა­ჩუქ­რად გა­იხ­სნე­ბა ინ­გლი­სუ­რი ენის შემ­სწავ­ლე­ლი ელექტრო­ნუ­ლი პლატ­ფორ­მა, აგ­რეთ­ვე უნი­ვერ­სი­ტე­ტი უზ­რუნ­ველ­ყოფს დემო დღის­თვის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი ვორკშო­პის ჩა­ტა­რე­ბას.

სტარ­ტა­პე­ბის დემო დღეს ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ინ­დუსტრი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და პო­ტენ­ცი­უ­რი პარტნი­ო­რე­ბი და­ეს­წრე­ბი­ან.

რო­გორც ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტში გან­მარ­ტა­ვენ, კონ­კურ­სის მი­ზა­ნი ახალ­გაზ­რდე­ბის ინო­ვა­ცი­უ­რი იდე­ე­ბის მხარ­და­ჭე­რაა და მათ­თვის სი­ლი­კონ ველი თბი­ლი­სის ფარ­გლებ­ში არ­სე­ბუ­ლი მას­შტა­ბუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­სა და პო­ტენ­ცი­ა­ლის გა­ზი­ა­რე­ბა.

ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სტარ­ტა­პე­ბის დემო დღე პირ­ველ­კურ­სელ­თათ­ვის უკვე ტრა­დი­ცი­ად იქცა და ყო­ვე­ლი სე­მესტრის ბო­ლოს ტარ­დე­ბა. BTU-ს სტუ­დენ­ტებ­მა უკვე 80-მდე ინო­ვა­ცი­უ­რი, მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სტარ­ტა­პი შექ­მნეს და ეს რი­ცხვი ყო­ვე­ლი სე­მესტრის შემ­დგომ იზ­რდე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი სტარტაპერ აბიტურიენტებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი სტარტაპერ აბიტურიენტებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აბიტურიენტებს განსაკუთრებულ შესაძლებლობებს სთავაზობს. უნივერსიტეტი, რომლის სტუდენტებსაც არაერთი სტარტაპი აქვთ შექმნილი, ამჯერად აბიტურიენტებს სთავაზობს, რომ გახდნენ სტარტაპერები და BTU-ში სწავლის ერთწლიანი დაფინანსება მოიგონ.

კონკურსში მონაწილეობა საქართველოში მცხოვრებ ყველა აბიტურიენტს შეუძლია, რომელსაც ინოვაციური და საინტერესო სტარტაპ იდეა აქვს. კონკურსის თემა ბიზნესის ტექნოლოგიებთან ინტეგრაციაა და სწორედ ესაა გამარჯვებული აბიტურიენტის გამოვლენის მთავარი კრიტერიუმი. მარტივ აპლიკაციის ფორმაში, აბიტურიენტმა უნდა გააზიაროს საკუთარი სტარტაპ იდეა, რომელიც ბიზნესს ტექნოლოგიებთან აკავშირებს, მიიღოს მონაწილეობა "Startup Demo Day"-ზე, გაიმარჯვოს და დაჯილდოვდეს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში სწავლის ფინანსირების 100%-იანი გრანტით პირველ წელიწადს.

ღონისძიება სილიკონ ველი თბილისის სივრცეში, 2019 წლის ივნისში ჩატარდება.

ყველა შერჩეული აბიტურიენტისთვის საჩუქრად გაიხსნება ინგლისური ენის შემსწავლელი ელექტრონული პლატფორმა, აგრეთვე უნივერსიტეტი უზრუნველყოფს დემო დღისთვის მოსამზადებელი ვორკშოპის ჩატარებას.

სტარტაპების დემო დღეს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ინდუსტრიაში არსებული ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პოტენციური პარტნიორები დაესწრებიან.

როგორც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში განმარტავენ, კონკურსის მიზანი ახალგაზრდების ინოვაციური იდეების მხარდაჭერაა და მათთვის სილიკონ ველი თბილისის ფარგლებში არსებული მასშტაბური შესაძლებლობებისა და პოტენციალის გაზიარება.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში სტარტაპების დემო დღე პირველკურსელთათვის უკვე ტრადიციად იქცა და ყოველი სემესტრის ბოლოს ტარდება. BTU-ს სტუდენტებმა უკვე 80-მდე ინოვაციური, მაღალტექნოლოგიური სტარტაპი შექმნეს და ეს რიცხვი ყოველი სემესტრის შემდგომ იზრდება.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი