სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ჩემი შვილის ცხედარი ჯერ გაციებულიც არ იყო, რომ თქვა, შავ მანქანაში იჯდა ვიღაცასთან ერთადო" - ვის უჩივის თემქაზე მოკლული ანა ნაცვლიშვილის მამა
"ჩემი შვილის ცხედარი ჯერ გაციებულიც არ იყო, რომ თქვა, შავ მანქანაში იჯდა ვიღაცასთან ერთადო" - ვის უჩივის თემქაზე მოკლული ანა ნაცვლიშვილის მამა

თემ­ქა­ზე მოკ­ლუ­ლი 20 წლის ანა ნაც­ვლიშ­ვი­ლის მამა, მა­მუ­კა ნაც­ვლიშ­ვი­ლი და­მო­უ­კი­დე­ბელ ექ­სპერ­ტებს, მათ შო­რის ალექ­სან­დრე გე­ჯა­ძეს უჩი­ვის. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ მა­მუ­კა ნაც­ვლიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ის აღ­ნიშ­ნავს, ექ­სპერ­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გან­ცხა­დე­ბას პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში შე­ი­ტანს.

„პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გან­ცხა­დე­ბის შე­ტა­ნას ვა­პი­რებ, გა­ყალ­ბე­ბუ­ლი ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის გამო, ექ­სპერ­ტებს ალექ­სან­დრე გე­ჯა­ძეს, ასე­ვე მას­თან ერ­თად მე­ო­რე ექ­სპერტს გა­გუ­ა­საც ვუ­ჩი­ვი.

ასე­ვე, სა­ჩივ­რის შე­ტა­ნას ვა­პი­რებ ჩემი შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში მსჯავ­რდე­ბუ­ლი გრი­გა­ლაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის, ნა­ი­რა ოტი­აშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ. გახ­სოვთ, ალ­ბათ, ჩემი შვი­ლის ცხე­და­რი ჯერ გა­ცი­ე­ბუ­ლიც არ იყო, რომ თქვა, შავ მან­ქა­ნა­ში იჯდა ვი­ღა­ცას­თან ერ­თა­დო. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჟურ­ნა­ლის­ტებ­მაც არა­ერ­თხელ და­მის­ვეს კი­თხვა, მე კი, თა­ვის მარ­თლე­ბა მი­წევ­და. ამ ად­ვო­კა­ტის ქმე­დე­ბა ყო­ველ­გვარ ზღვარს გას­ცდა. ჩემ და­კარ­გულ შვილ­ზე ვი­ფიქ­რო, თუ ამ ად­ვო­კა­ტის სი­სუ­ლე­ლე­ებ­ზე“, - აცხა­დებს ნაც­ვლიშ­ვი­ლი.

მან გუ­შინ თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­თა იმ კო­ლე­გი­ის თავ­მჯდო­მა­რეს მი­მარ­თა, რო­მელ­მაც მისი შვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე უნდა გა­ნი­ხი­ლოს. ნაც­ვლიშ­ვი­ლი მო­სა­მარ­თლე მურ­მან ისა­ევს თხოვ­ნით მი­მარ­თავს, სა­სა­მარ­თლო სხდო­მე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცეს.

„წე­რილ­ში მო­სა­მარ­თლეს ვთხოვ, სა­შუ­ა­ლე­ბა მომ­ცეს, სა­სა­მარ­თლო მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას ჩემი პო­ზი­ცია და­ვა­ფიქ­სი­რო. წე­რილ­შიც აღ­ვნიშ­ნე და იმე­დი გა­მოვ­თქვი, რომ მო­სა­მარ­თლე თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­მო­ტა­ნილ გა­ნა­ჩენს არ შეც­ვლის და ძა­ლა­ში და­ტო­ვებს. აქვე დავ­ძენ, რომ გა­მო­ძი­ე­ბას, პრო­კუ­რა­ტუ­რას სრუ­ლად ვენ­დო­ბი. ჩემი შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში გრი­გა­ლაშ­ვი­ლის და­ნა­შა­უ­ლი სა­სა­მარ­თლო­მაც და­ა­დას­ტუ­რა“, - აცხა­დებს ნაც­ვლიშ­ვი­ლი.

აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მის გან­ხილ­ვას თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო დღე­ი­დან იწყებს. პრო­ცე­სი 14:00 სა­ათ­ზეა და­ნიშ­ნუ­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ საქ­მე ეხე­ბა 2018 წლის 22 თე­ბერ­ვალს ანა ნაც­ვლიშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბას. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლადო გრი­გა­ლაშ­ვილ­მა გამ­თე­ნი­ი­სას ანა ნაც­ვლიშ­ვი­ლი სახ­ლი­დან გა­იხ­მო და და­ნის მრა­ვალ­ჯე­რა­დი და მრავ­ლო­ბი­თი დარ­ტყმით, მას 33 ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. თა­ვი­სა და კის­რის არე­ში მი­ყე­ნე­ბუ­ლი სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბით ანა ნაც­ვლიშ­ვი­ლი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ლადო გრი­გა­ლაშ­ვილს უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ჩემი შვილის ცხედარი ჯერ გაციებულიც არ იყო, რომ თქვა, შავ მანქანაში იჯდა ვიღაცასთან ერთადო" - ვის უჩივის თემქაზე მოკლული ანა ნაცვლიშვილის მამა

"ჩემი შვილის ცხედარი ჯერ გაციებულიც არ იყო, რომ თქვა, შავ მანქანაში იჯდა ვიღაცასთან ერთადო" - ვის უჩივის თემქაზე მოკლული ანა ნაცვლიშვილის მამა

თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მამა, მამუკა ნაცვლიშვილი დამოუკიდებელ ექსპერტებს, მათ შორის ალექსანდრე გეჯაძეს უჩივის. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მამუკა ნაცვლიშვილმა განუცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, ექსპერტების წინააღმდეგ განცხადებას პროკურატურაში უახლოეს დღეებში შეიტანს.

„პროკურატურაში განცხადების შეტანას ვაპირებ, გაყალბებული ალტერნატიული ექსპერტიზის გამო, ექსპერტებს ალექსანდრე გეჯაძეს, ასევე მასთან ერთად მეორე ექსპერტს გაგუასაც ვუჩივი.

ასევე, საჩივრის შეტანას ვაპირებ ჩემი შვილის მკვლელობაში მსჯავრდებული გრიგალაშვილის ადვოკატის, ნაირა ოტიაშვილის წინააღმდეგ. გახსოვთ, ალბათ, ჩემი შვილის ცხედარი ჯერ გაციებულიც არ იყო, რომ თქვა, შავ მანქანაში იჯდა ვიღაცასთან ერთადო. აღნიშნულთან დაკავშირებით ჟურნალისტებმაც არაერთხელ დამისვეს კითხვა, მე კი, თავის მართლება მიწევდა. ამ ადვოკატის ქმედება ყოველგვარ ზღვარს გასცდა. ჩემ დაკარგულ შვილზე ვიფიქრო, თუ ამ ადვოკატის სისულელეებზე“, - აცხადებს ნაცვლიშვილი.

მან გუშინ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა იმ კოლეგიის თავმჯდომარეს მიმართა, რომელმაც მისი შვილის მკვლელობის საქმე უნდა განიხილოს. ნაცვლიშვილი მოსამართლე მურმან ისაევს თხოვნით მიმართავს, სასამართლო სხდომების მიმდინარეობისას პოზიციის დაფიქსირების საშუალება მიეცეს.

„წერილში მოსამართლეს ვთხოვ, საშუალება მომცეს, სასამართლო მიმდინარეობისას ჩემი პოზიცია დავაფიქსირო. წერილშიც აღვნიშნე და იმედი გამოვთქვი, რომ მოსამართლე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს არ შეცვლის და ძალაში დატოვებს. აქვე დავძენ, რომ გამოძიებას, პროკურატურას სრულად ვენდობი. ჩემი შვილის მკვლელობაში გრიგალაშვილის დანაშაული სასამართლომაც დაადასტურა“, - აცხადებს ნაცვლიშვილი.

აღნიშნული საქმის განხილვას თბილისის სააპელაციო სასამართლო დღეიდან იწყებს. პროცესი 14:00 საათზეა დანიშნული.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება 2018 წლის 22 თებერვალს ანა ნაცვლიშვილის მკვლელობას. გამოძიების ინფორმაციით, ლადო გრიგალაშვილმა გამთენიისას ანა ნაცვლიშვილი სახლიდან გაიხმო და დანის მრავალჯერადი და მრავლობითი დარტყმით, მას 33 ჭრილობა მიაყენა. თავისა და კისრის არეში მიყენებული სასიკვდილო ჭრილობებით ანა ნაცვლიშვილი ადგილზე გარდაიცვალა.

აღნიშნულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ლადო გრიგალაშვილს უვადო პატიმრობა შეუფარდა.

"გამოძიებას მოვუწოდებ, გამოკითხოს ელისო კილაძე" - თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

ჭიათურაში შეიარაღებულმა პირებმა ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს - წაღებულია რამდენიმე ასეული ლარი

ახალქალაქში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს - შსს კადრებს ავრცელებს