სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
როგორია ანაკლიის პორტის პროექტის მიმდინარე სტატუსი
როგორია ანაკლიის პორტის პროექტის მიმდინარე სტატუსი

2018 წლის სექ­ტემ­ბერ­ში და­ი­წყო მას­შტა­ბუ­რი სა­ზღვაო სა­მუ­შა­ო­ე­ბის პირ­ვე­ლი ეტა­პი. პორ­ტის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი ტე­რი­ტო­რი­ის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი შე­ად­გენს მა­ღალ­ტე­ნი­ან და და­ჭა­ო­ბე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ას. შე­სა­ბა­მი­სად, კონ­სორ­ცი­უ­მის მიერ და­ქი­რა­ვე­ბულ­მა, სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­პუ­ტა­ცი­ის მქო­ნე საპ­რო­ექ­ტო კომ­პა­ნი­ამ, რო­მელ­საც მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ასე­უ­ლო­ბით მსგავ­სი პორ­ტი აქვს დაპ­რო­ექ­ტე­ბუ­ლი, შე­ად­გი­ნა გრუნ­ტის მომ­ზა­დე­ბის გეგ­მა, რა­მაც, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ტე­რი­ტო­რია მშე­ნებ­ლო­ბის­თვის სა­უ­კე­თე­სო და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მყა­რი უნდა გა­ხა­დოს.

შე­სა­ბა­მი­სად, და­ახ­ლო­ე­ბით, 100 ჰა ფარ­თობ­ზე კონ­სორ­ცი­უ­მის სა­ზღვაო ნა­წი­ლის მშე­ნე­ბელ­მა კომ­პა­ნი­ამ „Van Oord“-მა 11 მეტ­რის სიღ­რმე­ზე უკვე და­ა­ყე­ნა 3 500 კი­ლო­მეტ­რამ­დე სიგ­რძის ვე­რი­კა­ლუ­რი დრე­ნა­ჟე­ბი. ეს ხელს უწყობს გრუნ­ტის სიღ­რმი­დან წყლის ამოს­ვლას და აჩ­ქა­რებს გრუნ­ტის კონ­სო­ლი­და­ცი­ას, რაც მას ხდის სამ­შე­ნებ­ლოდ კარ­გს. უკეთ რომ წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ ჩა­ყე­ნე­ბუ­ლი დრე­ნა­ჟე­ბის სა­ერ­თო სიგ­რძე, ეს, და­ახ­ლო­ე­ბით, იგი­ვეა, რაც სა­ჰა­ე­რო მან­ძი­ლი თბი­ლის­სა და ოს­ლოს შო­რის.

ასე­ვე, გრუნ­ტის კონ­სო­ლი­და­ცი­ის დაჩ­ქა­რე­ბის მიზ­ნით და მო­მა­ვალ­ში სა­ამ­შე­ნებ­ლო მო­ედ­ნის მო­სა­წყო­ბად ზღვის ფსკე­რი­დან უდი­დეს­მა და­მაღ­რმა­ვე­ბელ­მა გემ­მა „ათე­ნამ“ 5 მლნ კუ­ბურ მეტ­რამ­დე ქვი­შა ამო­ი­ღო, რო­მე­ლიც ასე­ვე გან­თავ­სდა 100 ჰა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ამო­ღე­ბუ­ლი ქვი­შა თვი­სი წო­ნით აწ­ვე­ბა გრუნტს და ამო­დევ­ნის წყალს ვერ­ტი­კა­ლუ­რი დრე­ნა­ჟე­ბის დახ­მა­რე­ბით.

შე­და­რე­ბის­თვის, 100 ჰა ტე­რი­ტო­რია უდ­რის 160 სტან­დარ­ტულ სა­ფეხ­ბურ­თო სტა­დი­ონს. რაც შე­ე­ხე­ბა 5 მლნ კუ­ბურ მეტ­რამ­დე ქვი­შას - მისი ზღვი­დან ამო­ღე­ბა და ხმე­ლეთ­ზე გან­თავ­სე­ბა კომ­პა­ნი­ამ მო­ა­ხერ­ხა ორ თვე­ზე ნაკ­ლებ დრო­ში, რა­საც ხმე­ლეთ­ზე გა­და­ზიდ­ვის შემ­თხვე­ვა­ში 500.000-მდე დიდი სატ­ვირ­თო მან­ქა­ნის რე­ი­სი დას­ჭირ­დე­ბო­და. ამ ეტაპ­ზე, პორ­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს გრუნ­ტის კონ­სო­ლი­და­ცი­ის (ჯდო­მის) პრო­ცე­სი, რა­საც, სა­ვა­რა­უ­დოდ, 5 - 7 თვის პე­რი­ო­დი სჭირ­დე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, რო­გორც კი ეს პრო­ცე­სი დას­რულ­დე­ბა, და­ი­წყე­ბა სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის მე­ო­რე ეტა­პი, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ზღვა­ში 1 კმ სიგ­რძის ტაღ­ლმტე­ხი აშენ­დე­ბა.

მისი და­ნიშ­ნუ­ლე­ბაა, შე­ა­კა­ვოს და/ან შე­ამ­ცი­როს ტალ­ღე­ბის შეღ­წე­ვა­დო­ბა პორ­ტის აკ­ვა­ტო­რი­ა­ში, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს გე­მე­ბის უსაფრ­თხო გა­და­ად­გი­ლე­ბას ნავ­მი­სად­გომ­თან და პორ­ტის შე­უ­ფერ­ხე­ბელ ოპე­რი­რე­ბას „შტორ­მის დროს“ მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ასე­ვე, აშენ­დე­ბა 875 მეტ­რის სიგ­რძის ნავ­მი­სად­გო­მი, რო­მელ­ზეც მო­თავ­სდე­ბა 4 ცალი ე.წ. STS ტი­პის ამწე, თი­თო­ე­უ­ლი 100 ტო­ნამ­დე ტვირ­თამ­წე­ო­ბით.

მათი მეშ­ვე­ო­ბით მოხ­დე­ბა გე­მე­ბის დაც­ლა/დატ­ვირ­თვა. ზღვის პორ­ტის პირ­ვე­ლი ფა­ზის სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად სა­ზღვაო აკ­ვა­ტო­რია დაღ­რმავ­დე­ბა 16 მეტ­რამ­დე, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს პა­ნა­მაქ­სის ტი­პის გე­მე­ბის შე­მოს­ვლას პორ­ტში; აშენ­დე­ბა სა­კონ­ტე­ი­ნე­რო ტერ­მი­ნა­ლი, სა­დაც გან­თავ­სდე­ბა კონ­ტე­ი­ნე­რე­ბის სა­წყო­ბე­ბი და მათ გა­და­სა­ტა­ნად სა­ჭი­რო მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი. მშრა­ლი და ნა­ყა­რი ტვირ­თე­ბის ტერ­მი­ნალს, სა­ი­და­ნაც მოხ­დე­ბა მშრა­ლი ნა­ყა­რი ტვირ­თის ტრან­სპორ­ტი­რე­ბა, წე­ლი­წად­ში, სა­წყის ეტაპ­ზე, გამ­ტა­რი­ა­ნუ­ნა­რო­ბა 1,5 მი­ლი­ო­ნი ტონა ექ­ნე­ბა და გა­იზ­რდე­ბა 10 მი­ლი­ონ ტო­ნამ­დე; ასე­ვე სა­წყის ეტაპ­ზე პორ­ტი გა­ტა­რებს 600,000 TEU კონ­ტე­ი­ნერს და გა­იზ­რდე­ბა 1,000,000 TEU კონ­ტე­ი­ნე­რამ­დე.რაც შე­ე­ხე­ბა პა­რა­ლე­ლუ­რად მიმ­დი­ნა­რე სა­მუ­შა­ო­ებს, დას­რუ­ლე­ბის ეტაპ­ზეა სა­ერ­თა­შო­რი­სო ტენ­დე­რი გე­ნე­რა­ლუ­რი კონ­ტრაქ­ტო­რის შე­სარ­ჩე­ვად და მალე გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი, თუ ვინ იქ­ნე­ბა პორ­ტის ძი­რი­თა­დი სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი.

ასე­ვე, კონ­სორ­ცი­უ­მი აწარ­მო­ებს მო­ლა­პა­რა­კე­ბებს სა­პორ­ტო ამწე-მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის მომ­წო­დე­ბელ კომ­პა­ნი­ებ­თან, ე.წ. STS და eRTG ტი­პის ამ­წე­ე­ბის შეს­ყიდ­ვის მიზ­ნით. შე­სა­და­რებ­ლად: თი­თო­ე­უ­ლი STS ამ­წის წონა 1500 ტო­ნაა, მა­შინ რო­დე­საც ერთი „ბო­ი­ნი 737“ 41 ტო­ნას იწო­ნის. ანუ ბო­ინგზე 37 ჯერ მეტი სიმ­ძი­მი­საა. პორ­ტში სა­წყის ეტაპ­ზე 4 ასე­თი ამწე გან­თავ­სდე­ბა.

და რაც მთა­ვა­რია, სა­ერ­თა­შო­რი­სო ფი­ნან­სურ­მა ინ­სტი­ტუ­ტებ­მა და­ას­რუ­ლეს ანაკ­ლი­ის პორ­ტის პრო­ექ­ტის დე­ტა­ლუ­რი შეს­წავ­ლის პრო­ცე­სი. გა­მო­იკ­ვე­თა სა­კი­თხე­ბი, რო­მელ­თა სა­ბო­ლოო შე­ჯე­რე­ბა 8 თე­ბერ­ვალს „ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უმს“, მთავ­რო­ბა­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტებს შო­რის ერ­თობ­ლივ შეხ­ვედ­რა­ზე და­ი­წყე­ბა. ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხის შე­ჯე­რე­ბის შემ­დეგ სა­ერ­თა­შო­რი­სო ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის მიერ პრო­ექ­ტის და­ფი­ნან­სე­ბა მოხ­დე­ბა. დღე­ის­თვის პრო­ექ­ტში 180 მი­ლი­ონ ლარ­ზე მე­ტია ინ­ვეს­ტი­რე­ბუ­ლი. გარ­და ამი­სა, წარ­მა­ტე­ბით სრულ­დე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ორ უმ­სხვი­ლეს სა­ერ­თა­შო­რი­სო ბანკთან, პრო­ექ­ტის კა­პი­ტალ­ში შე­მოს­ვლის შე­სა­ხებ, რის შემ­დე­გაც პრო­ექ­ტის პირ­ვე­ლი ფა­ზის და­ფი­ნან­სე­ბა სრუ­ლად შე­იკვრე­ბა.

იხი­ლეთ ვი­დეო: https://www.youtube.com/watch?v=8-8NSdDxeBk&feature=youtu.be

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

როგორია ანაკლიის პორტის პროექტის მიმდინარე სტატუსი

როგორია ანაკლიის პორტის პროექტის მიმდინარე სტატუსი

2018 წლის სექტემბერში დაიწყო მასშტაბური საზღვაო სამუშაოების პირველი ეტაპი. პორტისთვის გამოყოფილი ტერიტორიის ძირითადი ნაწილი შეადგენს მაღალტენიან და დაჭაობებულ ტერიტორიას. შესაბამისად, კონსორციუმის მიერ დაქირავებულმა, საერთაშორისო რეპუტაციის მქონე საპროექტო კომპანიამ, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით ასეულობით მსგავსი პორტი აქვს დაპროექტებული, შეადგინა გრუნტის მომზადების გეგმა, რამაც, საბოლოო ჯამში, ტერიტორია მშენებლობისთვის საუკეთესო და განსაკუთრებულად მყარი უნდა გახადოს.

შესაბამისად, დაახლოებით, 100 ჰა ფართობზე კონსორციუმის საზღვაო ნაწილის მშენებელმა კომპანიამ „Van Oord“-მა 11 მეტრის სიღრმეზე უკვე დააყენა 3 500 კილომეტრამდე სიგრძის ვერიკალური დრენაჟები. ეს ხელს უწყობს გრუნტის სიღრმიდან წყლის ამოსვლას და აჩქარებს გრუნტის კონსოლიდაციას, რაც მას ხდის სამშენებლოდ კარგს. უკეთ რომ წარმოვიდგინოთ ჩაყენებული დრენაჟების საერთო სიგრძე, ეს, დაახლოებით, იგივეა, რაც საჰაერო მანძილი თბილისსა და ოსლოს შორის.

ასევე, გრუნტის კონსოლიდაციის დაჩქარების მიზნით და მომავალში საამშენებლო მოედნის მოსაწყობად ზღვის ფსკერიდან უდიდესმა დამაღრმავებელმა გემმა „ათენამ“ 5 მლნ კუბურ მეტრამდე ქვიშა ამოიღო, რომელიც ასევე განთავსდა 100 ჰა ტერიტორიაზე. ამოღებული ქვიშა თვისი წონით აწვება გრუნტს და ამოდევნის წყალს ვერტიკალური დრენაჟების დახმარებით.

შედარებისთვის, 100 ჰა ტერიტორია უდრის 160 სტანდარტულ საფეხბურთო სტადიონს. რაც შეეხება 5 მლნ კუბურ მეტრამდე ქვიშას - მისი ზღვიდან ამოღება და ხმელეთზე განთავსება კომპანიამ მოახერხა ორ თვეზე ნაკლებ დროში, რასაც ხმელეთზე გადაზიდვის შემთხვევაში 500.000-მდე დიდი სატვირთო მანქანის რეისი დასჭირდებოდა. ამ ეტაპზე, პორტის ტერიტორიაზე მიმდინარეობს გრუნტის კონსოლიდაციის (ჯდომის) პროცესი, რასაც, სავარაუდოდ, 5 - 7 თვის პერიოდი სჭირდება, შესაბამისად, როგორც კი ეს პროცესი დასრულდება, დაიწყება სამშენებლო სამუშაოების მეორე ეტაპი, რომლის ფარგლებშიც ზღვაში 1 კმ სიგრძის ტაღლმტეხი აშენდება.

მისი დანიშნულებაა, შეაკავოს და/ან შეამციროს ტალღების შეღწევადობა პორტის აკვატორიაში, რაც უზრუნველყოფს გემების უსაფრთხო გადაადგილებას ნავმისადგომთან და პორტის შეუფერხებელ ოპერირებას „შტორმის დროს“ მთელი წლის განმავლობაში. ასევე, აშენდება 875 მეტრის სიგრძის ნავმისადგომი, რომელზეც მოთავსდება 4 ცალი ე.წ. STS ტიპის ამწე, თითოეული 100 ტონამდე ტვირთამწეობით.

მათი მეშვეობით მოხდება გემების დაცლა/დატვირთვა. ზღვის პორტის პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოების შედეგად საზღვაო აკვატორია დაღრმავდება 16 მეტრამდე, რაც უზრუნველყოფს პანამაქსის ტიპის გემების შემოსვლას პორტში; აშენდება საკონტეინერო ტერმინალი, სადაც განთავსდება კონტეინერების საწყობები და მათ გადასატანად საჭირო მოწყობილობები. მშრალი და ნაყარი ტვირთების ტერმინალს, საიდანაც მოხდება მშრალი ნაყარი ტვირთის ტრანსპორტირება, წელიწადში, საწყის ეტაპზე, გამტარიანუნარობა 1,5 მილიონი ტონა ექნება და გაიზრდება 10 მილიონ ტონამდე; ასევე საწყის ეტაპზე პორტი გატარებს 600,000 TEU კონტეინერს და გაიზრდება 1,000,000 TEU კონტეინერამდე.რაც შეეხება პარალელურად მიმდინარე სამუშაოებს, დასრულების ეტაპზეა საერთაშორისო ტენდერი გენერალური კონტრაქტორის შესარჩევად და მალე გახდება ცნობილი, თუ ვინ იქნება პორტის ძირითადი სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი.

ასევე, კონსორციუმი აწარმოებს მოლაპარაკებებს საპორტო ამწე-მოწყობილობების მომწოდებელ კომპანიებთან, ე.წ. STS და eRTG ტიპის ამწეების შესყიდვის მიზნით. შესადარებლად: თითოეული STS ამწის წონა 1500 ტონაა, მაშინ როდესაც ერთი „ბოინი 737“ 41 ტონას იწონის. ანუ ბოინგზე 37 ჯერ მეტი სიმძიმისაა. პორტში საწყის ეტაპზე 4 ასეთი ამწე განთავსდება.

და რაც მთავარია, საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა დაასრულეს ანაკლიის პორტის პროექტის დეტალური შესწავლის პროცესი. გამოიკვეთა საკითხები, რომელთა საბოლოო შეჯერება 8 თებერვალს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, მთავრობასა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს შორის ერთობლივ შეხვედრაზე დაიწყება. ყველა მნიშვნელოვანი საკითხის შეჯერების შემდეგ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ პროექტის დაფინანსება მოხდება. დღეისთვის პროექტში 180 მილიონ ლარზე მეტია ინვესტირებული. გარდა ამისა, წარმატებით სრულდება მოლაპარაკებები ორ უმსხვილეს საერთაშორისო ბანკთან, პროექტის კაპიტალში შემოსვლის შესახებ, რის შემდეგაც პროექტის პირველი ფაზის დაფინანსება სრულად შეიკვრება.

იხილეთ ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=8-8NSdDxeBk&feature=youtu.be

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი