სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
გარემოვაჭრეების "კარვების ქალაქი" ეკლესიებთან - რა ხდება საქართველოს ცნობილ ტურისტულ ზონებში
გარემოვაჭრეების "კარვების ქალაქი" ეკლესიებთან - რა ხდება საქართველოს ცნობილ ტურისტულ ზონებში

მცხე­თა­ში, ჯვრის მო­ნას­ტრის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უკა­ნო­ნო გა­რე­ვაჭ­რო­ბა ­მო­ვაჭ­რე­ებ­სა და სამ­ღვდე­ლო­ე­ბას შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბის საგ­ნად იქცა. ჯვრის მო­ნას­ტე­რი 14 იან­ვარს წი­ნამ­ძღვრის, კონ­სტან­ტი­ნე ჭინ­ჭა­რა­უ­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით და­ი­კე­ტა, რისი მი­ზე­ზიც, სა­პატ­რი­არ­ქოს გან­ცხა­დე­ბით, გა­რე­მო­ვაჭ­რე­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის მო­წეს­რი­გე­ბი­სათ­ვის გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი იყო.

ეკ­ლე­სი­ის ჭიშ­კა­რი 16 იან­ვარს გა­იხ­სნა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, გა­რე­მო­ვაჭ­რე­ებმა საქ­მი­ა­ნო­ბა თვით­ნე­ბუ­რად გა­ნა­ახ­ლეს. ახლა კი ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დახ­ლე­ბის მო­წყო­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი იწყე­ბა, რა­შიც ად­გი­ლობ­რი­ვი მე­რია ჩა­ერ­თვე­ბა.

VIDEO: სა­ვაჭ­რო დახ­ლე­ბი ეკ­ლე­სი­ებ­თან - რა მდგო­მა­რე­ო­ბაა სვე­ტი­ცხო­ველ­თან, ანა­ნუ­რის ეკ­ლე­სი­ა­სა და ჯვარ­ზე

კუს­ტა­რუ­ლი სა­ვაჭ­რო დახ­ლე­ბი ჯვრის მო­ნას­ტერ­თან

სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­რე­ვაჭ­რო­ბა კა­ნო­ნით აკ­რძა­ლუ­ლია და კა­ნო­ნის დაც­ვა­ზე კონ­ტრო­ლი თვით­მმარ­თვე­ლო­ბებს ევა­ლე­ბათ. თუმ­ცა, ამის აღ­სრუ­ლე­ბა არ ხდე­ბა. ჯვრის მო­ნას­ტრის ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ, და­ვინ­ტე­რეს­დით რა ხდე­ბა გა­რე­ვაჭ­რო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით სხვა ტუ­რის­ტუ­ლი ღირ­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

ანა­ნუ­რის ცი­ხის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია

ანა­ნუ­რის კომ­პლექ­სის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ის მო­წეს­რი­გე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი წლე­ბია მიმ­დი­ნა­რე­ობს. ცნო­ბილ ტუ­რის­ტულ ზო­ნა­ში, რო­მელ­საც ყო­ველ­წლი­უ­რად ასი ათა­სო­ბით ტუ­რის­ტი სტუმ­რობს, გა­რე­მო­ვაჭ­რე­ებს "კარ­ვე­ბის ქა­ლა­ქი" აქვთ მო­წყო­ბი­ლი, რაც არც ისე სა­სი­ა­მოვ­ნო სა­ნა­ხა­ვია.

თუმ­ცა, კუს­ტა­რუ­ლად დამ­ზა­დე­ბულ ჯი­ხუ­რებ­ში მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, სხვა­დას­ხვა სუ­ვე­ნი­რე­ბი­თა და ნივ­თე­ბით ვაჭ­რო­ბა, ერ­თა­დერ­თი შე­მო­სავ­ლის წყა­როა. რო­გორც ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნეს, მათ­თვი­საც მი­უ­ღე­ბე­ლია მსგავს პი­რო­ბებ­ში მუ­შა­ო­ბა, თუმ­ცა, ალ­ტერ­ნა­ტი­ვის არარ­სე­ბო­ბის გამო სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არ აქვთ.

"აქ არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი დახ­ლე­ბი, ქოლ­გა და მა­გი­და. ქარ­ში და წვი­მა­ში ძა­ლი­ან გვი­ჭირს. გამ­გე­ო­ბა დაგვპირ­და, რომ თე­ბერ­ვლი­დან ტე­რი­ტო­რი­ის მო­წეს­რი­გე­ბის პრო­ცე­სი და­ი­წყე­ბა და ჩვენ­თვი­საც გა­მო­ი­ყო­ფა სივ­რცე­ე­ბი, ჩვენც თა­ნახ­მა ვართ რომ მო­წეს­რიგ­დეს მაგ­რამ ისე არა, რომ უმუ­შევ­რე­ბი დავ­რჩეთ" - ამ­ბობს ანა­ნუ­რის ეკ­ლე­სი­ას­თან მო­მუ­შა­ვე სოფო ბურ­დუ­ლი.

ჩვენ და­ვუ­კავ­ში­რით დუ­შე­თის მერ­საც. ზუ­რაბ სეხ­ნი­აშ­ვილ­მა დაგ­ვი­დას­ტუ­რა ტე­რი­ტო­რი­ის მო­წეს­რი­გე­ბის პრო­ექ­ტის არ­სე­ბო­ბა. მან აღ­ნიშ­ნა, რომ პრო­ექ­ტი ამ­ჟა­მად ექ­სპერ­ტი­ზას გა­დის, მხო­ლოდ ამის შემ­დეგ გა­მო­ცხად­დე­ბა ტენ­დე­რი. სეხ­ნი­აშ­ვი­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის და­წყე­ბის ვა­დებს ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ ასა­ხე­ლებს.

რაც შე­ე­ხე­ბა სვე­ტი­ცხოვ­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ას, აქ გა­რე­ვაჭ­რო­ბა სხვა ად­გი­ლებ­თან შე­და­რე­ბით, მე­ტად მო­წეს­რი­გე­ბუ­ლია. მო­ვაჭ­რე­ე­ბის თქმით, მათ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ხელი, არც სა­ხელ­მწი­ფოს და არც ეკ­ლე­სი­ის მხრი­დან არ ეშ­ლე­ბათ.

სვე­ტი­ცხო­ვე­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

გარემოვაჭრეების "კარვების ქალაქი" ეკლესიებთან - რა ხდება საქართველოს ცნობილ ტურისტულ ზონებში

გარემოვაჭრეების "კარვების ქალაქი" ეკლესიებთან - რა ხდება საქართველოს ცნობილ ტურისტულ ზონებში

მცხეთაში, ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონო გარევაჭრობა მოვაჭრეებსა და სამღვდელოებას შორის დაპირისპირების საგნად იქცა. ჯვრის მონასტერი 14 იანვარს წინამძღვრის, კონსტანტინე ჭინჭარაულის გადაწყვეტილებით დაიკეტა, რისი მიზეზიც, საპატრიარქოს განცხადებით, გარემოვაჭრეების საქმიანობის მოწესრიგებისათვის გადადგმული ნაბიჯი იყო.

ეკლესიის ჭიშკარი 16 იანვარს გაიხსნა. მოგვიანებით, გარემოვაჭრეებმა საქმიანობა თვითნებურად განაახლეს. ახლა კი ტერიტორიაზე დახლების მოწყობის სამუშაოები იწყება, რაშიც ადგილობრივი მერია ჩაერთვება.

VIDEO: სავაჭრო დახლები ეკლესიებთან - რა მდგომარეობაა სვეტიცხოველთან, ანანურის ეკლესიასა და ჯვარზე

კუსტარული სავაჭრო დახლები ჯვრის მონასტერთან

საქართველოში გარევაჭრობა კანონით აკრძალულია და კანონის დაცვაზე კონტროლი თვითმმართველობებს ევალებათ. თუმცა, ამის აღსრულება არ ხდება. ჯვრის მონასტრის ინციდენტის შემდეგ, დავინტერესდით რა ხდება გარევაჭრობის მიმართულებით სხვა ტურისტული ღირშესანიშნაობების მიმდებარე ტერიტორიაზე.

ანანურის ციხის მიმდებარე ტერიტორია

ანანურის კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგებაზე საუბარი წლებია მიმდინარეობს. ცნობილ ტურისტულ ზონაში, რომელსაც ყოველწლიურად ასი ათასობით ტურისტი სტუმრობს, გარემოვაჭრეებს "კარვების ქალაქი" აქვთ მოწყობილი, რაც არც ისე სასიამოვნო სანახავია.

თუმცა, კუსტარულად დამზადებულ ჯიხურებში მომუშავე ადამიანებისთვის, სხვადასხვა სუვენირებითა და ნივთებით ვაჭრობა, ერთადერთი შემოსავლის წყაროა. როგორც ჩვენთან საუბარში აღნიშნეს, მათთვისაც მიუღებელია მსგავს პირობებში მუშაობა, თუმცა, ალტერნატივის არარსებობის გამო სხვა გამოსავალი არ აქვთ.

"აქ არის ჩვეულებრივი დახლები, ქოლგა და მაგიდა. ქარში და წვიმაში ძალიან გვიჭირს. გამგეობა დაგვპირდა, რომ თებერვლიდან ტერიტორიის მოწესრიგების პროცესი დაიწყება და ჩვენთვისაც გამოიყოფა სივრცეები, ჩვენც თანახმა ვართ რომ მოწესრიგდეს მაგრამ ისე არა, რომ უმუშევრები დავრჩეთ" - ამბობს ანანურის ეკლესიასთან მომუშავე სოფო ბურდული.

ჩვენ დავუკავშირით დუშეთის მერსაც. ზურაბ სეხნიაშვილმა დაგვიდასტურა ტერიტორიის მოწესრიგების პროექტის არსებობა. მან აღნიშნა, რომ პროექტი ამჟამად ექსპერტიზას გადის, მხოლოდ ამის შემდეგ გამოცხადდება ტენდერი. სეხნიაშვილი სამუშაოების დაწყების ვადებს ჯერჯერობით ვერ ასახელებს.

რაც შეეხება სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიას, აქ გარევაჭრობა სხვა ადგილებთან შედარებით, მეტად მოწესრიგებულია. მოვაჭრეების თქმით, მათ საქმიანობაში ხელი, არც სახელმწიფოს და არც ეკლესიის მხრიდან არ ეშლებათ.

სვეტიცხოველის მიმდებარე ტერიტორია

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ