სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი ანაკლიის პორტზე: საქართველო ევროპისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება
ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი ანაკლიის პორტზე: საქართველო ევროპისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება

პო­პუ­ლა­რულ­მა ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მა www.europeaninterest.eu-მ ანაკ­ლი­ის პორ­ტის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლი ამე­რი­კე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის ფრე­დე­რიკ სთა­რის წე­რი­ლი გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ვრცელ ანა­ლი­ტი­კურ სტა­ტი­ა­ში, სა­თა­უ­რით: „პორ­ტი ევ­რო­პის უკი­დუ­რეს აღ­მო­სავ­ლეთ­ში“, სთა­რი ვრცლად მი­მო­ი­ხი­ლავს სა­ქარ­თვე­ლოს გე­ო­პო­ლი­ტი­კურ ვი­თა­რე­ბას და მის ის­ტო­რი­ულ როლს: „ახ­სე­ნებთ „აბ­რე­შუ­მის გზას“ და გვახ­სენ­დე­ბა, რომ ათას­წლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­სა და კავ­კა­სი­ის ტე­რი­ტო­რია ევ­რო­პის ჩი­ნეთ­თან და ინ­დო­ეთ­თან და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი დიდი სა­ვაჭ­რო გზე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი იყო. ანაკ­ლი­ის მახ­ლობ­ლად არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გა­თხრე­ბის შე­დე­გად აღ­მო­ჩე­ნი­ლი ნივ­თე­ბი ამას ადას­ტუ­რებს. უფრო ახლო წარ­სულ­ში მრა­ვალ­მა ქვე­ყა­ნამ კას­პი­ი­სა და შავი ზღვე­ბის კავ­კა­სი­ის გა­დამ­კვე­თი მარ­შრუ­ტი კონ­ტი­ნენ­ტის მომ­ცვე­ლი სატ­რან­სპორ­ტო დე­რეფ­ნე­ბის მთა­ვარ ელე­მენ­ტად მი­იჩ­ნია“.

ფრე­დე­რიკ სთა­რი წე­რილ­ში სა­ქარ­თვე­ლოს აწ­მყო­ზე, ანაკ­ლი­ის ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტის გე­ოს­ტრა­ტე­გი­ულ მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე, რუ­სე­თის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე, პრო­ექ­ტის გა­მოწ­ვე­ვებ­ზე, სირ­თუ­ლე­ებ­სა და პერ­სპექ­ტი­ვებ­ზე სა­უბ­რობს და დას­ძენს:

„პირ­ველ რიგ­ში, ანაკ­ლი­ის პორ­ტი ხელს შე­უ­წყობს ევ­რო­პა-ჩი­ნე­თის ვაჭ­რო­ბას. ჩი­ნე­თის BRI-მ და­სავ­ლეთ­ში საკ­მაო სკეპ­ტი­ციზ­მი გა­მო­იწ­ვია. მაგ­რამ არც კავ­კა­სი­ა­სა და არც ცენ­ტრა­ლურ აზი­ა­ში ჩი­ნე­თის, ევ­რო­პი­სა და აშშ-ის დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი ერ­თმა­ნეთს არ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. ფაქ­ტობ­რი­ვად, არის რე­გი­ო­ნე­ბი, სა­დაც აღ­მო­სავ­ლეთ­მა და და­სავ­ლეთ­მა, პრაქ­ტი­კუ­ლად, შე­იძ­ლე­ბა შე­თან­ხმე­ბას მი­აღ­წი­ონ. თუ ანაკ­ლია ამას ხელს შე­უ­წყობს, ის კონ­ფლიქ­ტურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში კომ­პრო­მი­სის მიღ­წე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა გახ­დე­ბა.

მე­ო­რე, ანაკ­ლი­ის პორ­ტი და ქა­ლა­ქი ანაკ­ლია და­სავ­ლეთ კავ­კა­სი­ა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი უდი­დე­სი სამ­შე­ნებ­ლო პრო­ექ­ტი იქ­ნე­ბა და, ამ­რი­გად, ის და­დე­ბით გავ­ლე­ნას იქო­ნი­ებს მთელ რე­გი­ონ­ზე, რუ­სე­თის ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის, სომ­ხე­თის, ჩრდი­ლო­ეთ ირა­ნი­სა და და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ღა­რი­ბი რე­გი­ო­ნე­ბის ჩათ­ვლით. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის შემ­დეგ ეს რე­გი­ო­ნე­ბი რამ­დენ­ჯერ­მე კონ­ფლიქ­ტებ­მა მო­იც­ვა, ეკო­ნო­მი­კუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა, რა­საც ანაკ­ლია გვპირ­დე­ბა, უთუ­ოდ სა­სი­კე­თო იქ­ნე­ბა.

და მე­სა­მე, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის სი­კე­თე, რო­მელ­საც ეს ახა­ლი პორ­ტი და კო­მერ­ცი­უ­ლი ცენ­ტრი სა­ქარ­თვე­ლოს მო­უ­ტანს: შე­იქ­მნე­ბა ათა­სო­ბით სა­მუ­შაო ად­გი­ლი, რო­მელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბაც ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა და ფი­ნან­სურ სექ­ტო­რებ­ში თა­ნა­მედ­რო­ვე უნარ-ჩვე­ვე­ბის ფლო­ბას მო­ი­თხოვს. თა­ვის მხრივ, ეს სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის დი­ვერ­სი­ფი­კა­ცი­ას მო­ახ­დენს, მას უფრო თვითკმარს გახ­დის, ხოლო სა­ზო­გა­დო­ე­ბა უფრო თა­ნა­მედ­რო­ვე და მო­მა­ვალ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი გახ­დე­ბა. ანაკ­ლია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რო­გორც აღ­მო­სავ­ლე­თის­თვის, ისე და­სავ­ლე­თის­თვის, მაგ­რამ მისი ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი გავ­ლე­ნა იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ ის გა­ნამ­ტკი­ცებს სა­ქარ­თვე­ლოს კავ­შირს ევ­რო­პას­თან და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სივ­რცეს­თან. ქარ­თვე­ლებ­მა უკვე გა­ნა­ცხა­დეს, რომ მათი სტრა­ტე­გი­უ­ლი მი­ზა­ნი ევ­რო­პულ ცხოვ­რე­ბა­სა და კულ­ტუ­რას­თან ინ­ტეგ­რა­ცი­აა. სთა­ვა­ზობს რა ევ­რო­პის ქვეყ­ნებს მათი პრო­დუქ­ტე­ბის აღ­მო­სავ­ლეთ­ში შეღ­წე­ვის ახალ გზას, სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პის­თვის უფრო მიმ­ზიდ­ვე­ლად იქ­ცე­ვა არა რო­გორც ეგ­ზო­ტი­კუ­რი შო­რე­უ­ლი ქვე­ყა­ნა, არა­მედ ქვე­ყა­ნა, რო­მელ­საც უშუ­ა­ლო წვლი­ლი შე­აქვს მის კე­თილ­დღე­ო­ბა­ში“.

ჟურ­ნა­ლის­ტი ფრე­დე­რიკ სთა­რი ცენ­ტრა­ლუ­რი აზია-კავ­კა­სი­ის ინ­სტი­ტუ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლია. მუ­შა­ობს ვა­შინგტონ­ში ამე­რი­კის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის საბ­ჭო­სა და სტოკ­ჰოლ­მის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის კვლე­ვის ინ­სტი­ტუ­ტში. არის ავ­ტო­რი წიგ­ნი­სა „და­კარ­გუ­ლი გან­მა­ნათ­ლებ­ლო­ბა: ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ის ოქ­როს ხანა“, რო­მე­ლიც 21 ენა­ზე ითარ­გმნა.

NS

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი ანაკლიის პორტზე: საქართველო ევროპისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება

ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი ანაკლიის პორტზე: საქართველო ევროპისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება

პოპულარულმა ინტერნეტგამოცემა www.europeaninterest.eu-მ ანაკლიის პორტის შესახებ ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტის ფრედერიკ სთარის წერილი გამოაქვეყნა. ვრცელ ანალიტიკურ სტატიაში, სათაურით: „პორტი ევროპის უკიდურეს აღმოსავლეთში“, სთარი ვრცლად მიმოიხილავს საქართველოს გეოპოლიტიკურ ვითარებას და მის ისტორიულ როლს: „ახსენებთ „აბრეშუმის გზას“ და გვახსენდება, რომ ათასწლეულების განმავლობაში საქართველოსა და კავკასიის ტერიტორია ევროპის ჩინეთთან და ინდოეთთან დამაკავშირებელი დიდი სავაჭრო გზების განუყოფელი ნაწილი იყო. ანაკლიის მახლობლად არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ნივთები ამას ადასტურებს. უფრო ახლო წარსულში მრავალმა ქვეყანამ კასპიისა და შავი ზღვების კავკასიის გადამკვეთი მარშრუტი კონტინენტის მომცველი სატრანსპორტო დერეფნების მთავარ ელემენტად მიიჩნია“.

ფრედერიკ სთარი წერილში საქართველოს აწმყოზე, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გეოსტრატეგიულ მნიშვნელობაზე, რუსეთის დამოკიდებულებაზე, პროექტის გამოწვევებზე, სირთულეებსა და პერსპექტივებზე საუბრობს და დასძენს:

„პირველ რიგში, ანაკლიის პორტი ხელს შეუწყობს ევროპა-ჩინეთის ვაჭრობას. ჩინეთის BRI-მ დასავლეთში საკმაო სკეპტიციზმი გამოიწვია. მაგრამ არც კავკასიასა და არც ცენტრალურ აზიაში ჩინეთის, ევროპისა და აშშ-ის დეკლარირებული ინტერესები ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება. ფაქტობრივად, არის რეგიონები, სადაც აღმოსავლეთმა და დასავლეთმა, პრაქტიკულად, შეიძლება შეთანხმებას მიაღწიონ. თუ ანაკლია ამას ხელს შეუწყობს, ის კონფლიქტურ სიტუაციაში კომპრომისის მიღწევის საშუალება გახდება.

მეორე, ანაკლიის პორტი და ქალაქი ანაკლია დასავლეთ კავკასიაში განხორციელებული უდიდესი სამშენებლო პროექტი იქნება და, ამრიგად, ის დადებით გავლენას იქონიებს მთელ რეგიონზე, რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის, სომხეთის, ჩრდილოეთ ირანისა და დასავლეთ საქართველოს ღარიბი რეგიონების ჩათვლით. იმის გათვალისწინებით, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეს რეგიონები რამდენჯერმე კონფლიქტებმა მოიცვა, ეკონომიკური და სოციალური განვითარება, რასაც ანაკლია გვპირდება, უთუოდ სასიკეთო იქნება.

და მესამე, აღსანიშნავია ის სიკეთე, რომელსაც ეს ახალი პორტი და კომერციული ცენტრი საქართველოს მოუტანს: შეიქმნება ათასობით სამუშაო ადგილი, რომელთა უმრავლესობაც ტექნოლოგიებისა და ფინანსურ სექტორებში თანამედროვე უნარ-ჩვევების ფლობას მოითხოვს. თავის მხრივ, ეს საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიკაციას მოახდენს, მას უფრო თვითკმარს გახდის, ხოლო საზოგადოება უფრო თანამედროვე და მომავალზე ორიენტირებული გახდება. ანაკლია მნიშვნელოვანია როგორც აღმოსავლეთისთვის, ისე დასავლეთისთვის, მაგრამ მისი ყველაზე ძლიერი გავლენა იმაში მდგომარეობს, რომ ის განამტკიცებს საქართველოს კავშირს ევროპასთან და ევროატლანტიკურ სივრცესთან. ქართველებმა უკვე განაცხადეს, რომ მათი სტრატეგიული მიზანი ევროპულ ცხოვრებასა და კულტურასთან ინტეგრაციაა. სთავაზობს რა ევროპის ქვეყნებს მათი პროდუქტების აღმოსავლეთში შეღწევის ახალ გზას, საქართველო ევროპისთვის უფრო მიმზიდველად იქცევა არა როგორც ეგზოტიკური შორეული ქვეყანა, არამედ ქვეყანა, რომელსაც უშუალო წვლილი შეაქვს მის კეთილდღეობაში“.

ჟურნალისტი ფრედერიკ სთარი ცენტრალური აზია-კავკასიის ინსტიტუტის ხელმძღვანელია. მუშაობს ვაშინგტონში ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოსა და სტოკჰოლმის განვითარებისა და უსაფრთხოების კვლევის ინსტიტუტში. არის ავტორი წიგნისა „დაკარგული განმანათლებლობა: ცენტრალური აზიის ოქროს ხანა“, რომელიც 21 ენაზე ითარგმნა.

NS

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი