სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"მითხრა, ოჯახზე არ ვფიქრობო" - ქართველი გოგონას ისტორია, რომელიც ავღანეთში ჯარისკაცად შეყვარებულის დასავიწყებლად წავიდა
"მითხრა, ოჯახზე არ ვფიქრობო" - ქართველი გოგონას ისტორია, რომელიც ავღანეთში ჯარისკაცად შეყვარებულის დასავიწყებლად წავიდა

სა­დღაც შორს, "სა­შიშ" ქვე­ყა­ნა­ში არი­ან ქა­ლე­ბი, რომ­ლებ­საც მხარ­ზე კოპ­წია ხელ­ჩან­თის ნაც­ვლად ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი აქვთ გა­და­კი­დე­ბუ­ლი, ფეხ­ზე უხე­ში, მძი­მე, მაგ­რამ რო­გორც თა­ვად ამ­ბო­ბენ, თბი­ლი და კომ­ფორ­ტუ­ლი "ბა­თინ­კე­ბი" აც­ვი­ათ და ავ­ღა­ნე­თის წი­თელ მი­წა­ზე მძი­მედ და­ა­ბი­ჯე­ბენ... 31 წლის თე­ო­ნა ერთ-ერთი მათ­გა­ნია, რო­მე­ლიც ახალ წელს ავ­ღა­ნეთ­ში ხვდე­ბა...

- რო­გორ ჩა­იც­ვით ფორ­მა?

- ია­რა­ღის მი­მართ სიყ­ვა­რუ­ლი ნამ­დვი­ლად არ მქონ­და. არც უში­შა­რი და მე­ო­მა­რი ქა­ლე­ბი მი­ზი­დავ­დნენ. ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გოგო ვი­ყა­ვი, ვსწავ­ლობ­დი და მე­გობ­რებ­თან ერ­თად ლაშ­ქრო­ბებ­ზე დავ­დი­ო­დი, სა­დაც გა­ვი­ცა­ნი ბიჭი, რო­მელ­მაც შემ­დეგ ჩემი ცხოვ­რე­ბა შეც­ვა­ლა. არას­დროს მი­ფიქ­რია, რომ ხელ­ში ია­რაღს და­ვი­ჭერ­დი, აზიდ­ვებს გა­ვა­კე­თებ­დი და შე­სა­ბა­მი­სი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით წი­ნას­წარ გან­სა­ზღვრულ კი­ლო­მეტ­რაჟს გა­ვირ­ბენ­დი, მაგ­რამ შევ­ძე­ლი. ჩემი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იმ პე­რი­ოდ­ში კა­რი­ე­რის აწყო­ბა­ზე იყო გა­დარ­თუ­ლი. მი­თხრა, რომ ჩემ მი­მართ გულ­გრი­ლი არ იყო, მაგ­რამ ოჯახ­ზე ჯერ არ ფიქ­რობ­და... ასე მე­გო­ნა, ცა თავ­ზე ჩა­მო­მექ­ცა და სამ­ყა­რო­ში მარ­ტო დავ­რჩი...

ცხოვ­რე­ბის სტი­მუ­ლი დავ­კარ­გე. ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში მზა­რე­უ­ლის დამ­ხმა­რედ ვმუ­შა­ობ­დი და უარი ვთქვი, - საქ­მე­ზე კონ­ცენ­ტრი­რე­ბას ვერ ვახ­დენ-მეთ­ქი... ერთ დღე­საც "ვამ­პი­რის დღი­უ­რე­ბის" მთა­ვა­რი გმი­რის შემ­სრუ­ლებ­ლის, ელენ გილ­ბერ­ტის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით კი­დევ ერთი ფილ­მი ვნა­ხე: გო­გო­ნა, შეყ­ვა­რე­ბულს და­შორ­დე­ბა, დე­დას­თან ცუდი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს და გა­მო­სა­ვალს ჯარ­ში იპო­ვის... იქ მთელ ნა­წილ­ში მარ­ტოა. აქ კი, სა­ქარ­თვე­ლო­ში, ბოლო დროს ძა­ლი­ან ბევ­რი გოგო წა­ვი­და ჯარ­ში. - რა­ტო­მაც არა? ვცდი, - ვუ­თხა­რი ჩემს თავს. თუმ­ცა სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ­დე, ჩემი იდეა ჩემს უახ­ლო­ეს კლა­სელს, ბავ­შვო­ბის მე­გო­ბარ ლა­შას გა­ვა­ცა­ნი... ის ჯერ ცრემ­ლე­ბამ­დე ჩაბ­ჟირ­და, შემ­დეგ "მკლავ­ჭი­დო­ბა­ნას" თა­მა­ში შე­მომ­თა­ვა­ზა, - ღრუბ­ლე­ბი­დან უნდა ჩა­მო­გიყ­ვა­ნოო, შემ­დეგ, ტა­ლახ­ში მცო­ცა­ვი ჯა­რის­კა­ცი გო­გო­ნე­ბის ვი­დე­ო­ე­ბი მაჩ­ვე­ნა, - ნორ­მა­ტი­ვებს აბა­რე­ბენ და წამ­წა­მე­ბის ტუში თან გქონ­დეს, უხ­დე­ბაო, დამ­ცი­ნა... თუმ­ცა, მისი სახ­ლი­დან მა­ინც რწმე­ნა­შე­ურ­ყე­ვე­ლი წა­მო­ვე­დი...

სა­ჭი­რო სა­ბუ­თე­ბის შეგ­რო­ვე­ბას შე­ვუ­დე­ქი. მი­ღე­ბა გა­მო­ცხად­და თუ არა, შე­ვი­ტა­ნე. საკ­მა­ოდ პა­ტი­ვის­ცე­მი­თა და თა­ვა­ზი­ა­ნად შემ­ხვდნენ. გა­რეთ სხვა გო­გო­ნე­ბიც იყ­ვნენ და ამან თავ­და­ჯე­რე­ბა შემ­მა­ტა. ჩემს თავ­ზე ვი­მუ­შა­ვე, რო­გორც ფი­ზი­კუ­რად, ისე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად და ნორ­მა­ტი­ვე­ბი ჩა­ვა­ბა­რე...

- ოჯახ­ში რა გი­თხრეს?..

- სახ­ლში, მშობ­ლებ­თან მხო­ლოდ მა­შინ ვთქვი, რო­დე­საც და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი მო­მი­ვი­და და კონ­ტრაქ­ტი გა­მი­ფორ­მეს. მა­მა­ჩე­მი უფრო გა­გე­ბით მო­ე­კი­და, ვიდ­რე - დედა. მას ვერ წარ­მო­ედ­გი­ნა, კა­ცებ­თან ერ­თად რო­გორ უნდა მე­ჭა­მა, მე­ვარ­ჯი­შა, და­მე­ძი­ნა, მე­ო­მა... შემ­დეგ შე­ეჩ­ვია, ჩემი მე­გობ­რე­ბიც გა­იც­ნო და შვი­ლე­ბი­ვით მი­ი­ღო... მორ­ჩა, "არ­მი­ა­ში" ვი­წყებ­დი სამ­სა­ხურს... ფი­ცის მი­ღე­ბის წინა ღამე გა­ვა­თე­ნე. ახალ ცხოვ­რე­ბას ვი­წყებ­დი და ეს სიყ­ვა­რულ­ში და­მარ­ცხე­ბის ტკი­ვილ­საც მიმ­სუ­ბუ­ქებ­და... შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში მსა­ხუ­რი საკ­მა­ოდ რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა: დი­ლით ადრე ად­გო­მა, ვარ­ჯი­ში, მთე­ლი დღის გრა­ფი­კის გა­წე­რა, ნორ­მა­ტი­ვე­ბის ჩა­ბა­რე­ბა... იმ­დე­ნად მიძ­ნელ­დე­ბო­და, შეყ­ვა­რე­ბულ­ზე ფიქ­რი კი არა, სა­წო­ლამ­დე მის­ვლის­თა­ნა­ვე ვი­თი­შე­ბო­დი... შემ­დეგ ყვე­ლა­ფერს შე­ვეჩ­ვიე, - სი­ცხე­სა და სი­ცი­ვე­ში "მარ­შბ­რა­სო­კებ­საც", სრო­ლას, ტყვი­ის სუნ­სა და ია­რა­ღის­გან გა­და­ხუ­რე­ბულ ხე­ლის­გუ­ლებს... ერთხე­ლაც, სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ა­ზე ჩა­მო­ვარ­და სა­უ­ბა­რი. გო­გო­ებ­მა, - წა­ვი­დე­თო. - დე­დას რო­გორ ვუ­თხრა-მეთ­ქი? - წა­მომ­ცდა. დამ­ცი­ნეს, - უთხა­რი, რომ იქ ყვა­ვი­ლებს უნდა მო­უ­ა­როო. ერთი სი­ტყვით, ოჯა­ხი ამ შემ­თხვე­ვა­შიც ფაქ­ტის წი­ნა­შე და­ვა­ყე­ნე. მა­მამ ისევ თბი­ლად ჩა­მი­ხუ­ტა, დე­დას კორ­სი­ზი დას­ჭირ­და, მაგ­რამ შემ­დეგ ისიც ჩა­მე­ხუ­ტა.

- ავ­ღა­ნე­თის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებ­ზეც მოგ­ვი­ყე­ვით.

- ავ­ღა­ნეთ­ში თურ­ქე­თი­დან გავფრინ­დით. მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი ეტა­პი გერ­მა­ნი­ა­ში გა­ვი­ა­რეთ. ცი­ო­და, მაგ­რამ იმ­დე­ნად ვი­ყა­ვი მი­სი­ა­ზე გა­დარ­თუ­ლი, არა­ფე­რი მახ­სოვ­და. ბი­ჭე­ბი, ვინც მი­სი­ა­ზე მე­ო­რედ მი­დი­ოდ­ნენ, ავ­ღა­ნეთ­ზე სა­უბ­რობ­დნენ. ცალი ყური მათ­კენ მქონ­და. - პირ­ვე­ლი, რა­საც იგ­რძნობ, სი­ცხეა, - ამ­ბობ­და ერთი, რო­მელ­საც მე­გობ­რე­ბი დევს ეძახ­დნენ... არა­და, არც ისე დიდი იყო, უბ­რა­ლოდ, ისე­თი ბან­ჯგვლი­ა­ნია, ვერ გა­ი­გებ, დე­და­მის­მა გა­ა­ჩი­ნა თუ მოქ­სო­ვა... ავ­ღა­ნე­თი ზე­მო­დან ანი­მა­ცი­ა­ში და­ხა­ტულ წი­თელ ტე­ხი­ლებს ჰგავ­და. აქა-იქ თეთ­რი უსა­ხუ­რი შე­ნო­ბე­ბის უწეს­რი­გო ზო­ლე­ბით, მა­ღა­ლი მთე­ბი­თა და წი­თე­ლი ქვი­შით, სა­დაც სა­ში­ში თეთ­რსა­მო­სი­ა­ნი, შავგვრე­მა­ნი და წვე­რი­ა­ნი კა­ცე­ბი და­დი­ოდ­ნენ...

ქა­ბუ­ლის აე­რო­პორ­ტში პირ­ვე­ლი, რაც თვალ­ში მომ­ხვდა, ცნო­ბი­ლი ავ­ღა­ნე­ლი სა­ვე­ლე მე­თა­უ­რის, "პენ­შა­რის ლო­მის" აჰ­მად შაჰ მა­სუ­დის უზარ­მა­ზა­რი ფოტო იყო, წარ­წე­რით, - ჭელ­ცო­მე ტო ტჰე ჰანდ ოფ ტჰე ბრა­ვე... ცხე­ლო­და კი არა, მე­გო­ნა, პირ­და­პირ მდუ­ღა­რე­ში ჩაგ­ვყა­რეს და თა­ვის ამო­ყო­ფის სა­შუ­ა­ლე­ბა არ იყო. - კე­თი­ლი იყოს თქვე­ნი მობ­რძა­ნე­ბა, - გვი­თხრა ქარ­თველ­მა ოფი­ცერ­მა და ჯავ­შნი­ა­ნი მან­ქა­ნით მა­შინ­ვე ბა­ზის­კენ გაგ­ვა­ქა­ნეს... შემ­დეგ, ქუ­ჩა­ში თეთრ ხიფ­თა­ნებ­ში შე­მო­სი­ლი, ჰი­ჯაბ-ნი­ქა­ბი­ა­ნი, ფეხ­შიშ­ვე­ლი, გა­ჩე­ჩილთმი­ა­ნი ავ­ღა­ნე­ლე­ბის და­ნახ­ვა­ზე სულ მე­ფიქ­რე­ბო­და, რო­გორ ვერ და­ა­ჩო­ქა ეს გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი ერი ვერც ერ­თმა დამ­პყრო­ბელ­მა... იქ ყვე­ლამ იცის, რომ პა­ტა­რა ბავ­შვიც კი სა­ში­შია, ამი­ტომ არას­დროს უნდა შე­აქ­ციო ზურ­გი, რა­ღაც დის­ტან­ცი­ის იქით არ უნდა მი­უ­ახ­ლოვ­დე და არც მას უნდა მის­ცე ახ­ლოს მოს­ვლის უფ­ლე­ბა, თო­რემ შე­საძ­ლოა, უცებ ხა­ლა­თი­ვით სა­მო­სი­დან თვით­ნა­კე­თი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ია­რა­ღი გა­მო­ი­ღოს და ოპა... - "მემ, მემ, გივ მი ბრედ, ვოთა, ჩოკ­ლით", - დამ­დევ­დნენ და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი ინ­გლი­სუ­რი ფრა­ზე­ბით და მხი­ა­რუ­ლად იცი­ნოდ­ნენ... ვცდი­ლობ­დი, არ მე­ფიქ­რა იმა­ზე, რომ ამ ბავ­შვებს, ამის წინა და იმის წინა კი­დევ ბევრ თა­ო­ბას, ადა­მი­ა­ნად ყოფ­ნის უფ­ლე­ბა წა­არ­თვეს და კი­დევ ბევ­რს ვერ ექ­ნე­ბა ნორ­მა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა.

იქ ერთი ამე­რი­კე­ლი გოგო გა­ვი­ცა­ნი, ქე­ი­თი, ისიც ჩემ­სა­ვით შეყ­ვა­რე­ბუ­ლის გამო წა­ვი­და ჯარ­ში და ოფი­ცე­რი გახ­და. ბო­იფ­რენ­დი ჰყავ­და და ჩემი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბი­თაც და­ინ­ტე­რეს­და. მე საკ­მა­ოდ დიდი და ვრცე­ლი ის­ტო­რი­უ­ლი წი­აღსვლე­ბის გა­კე­თე­ბა დამ­ჭირ­და, რომ ამეხ­სნა, თუ რა­ტომ არ მყავს ბო­იფ­რენ­დი... თქვენ რა­ღა­ცით ჰგავ­ხართ ავ­ღა­ნე­ლებს, ამი­ტო­მაც მოს­წონ­ხართ მათ, - და­ას­კვნა ბო­ლოს და ბე­ჭებ­ზე ისე კა­ცუ­რად და უხე­შად და­მარ­ტყა ღო­ნი­ე­რი ტორი, რომ კარ­გა დიდ­ხანს ვახ­ვე­ლე... ავ­ღა­ნე­თის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა, ერთი შე­ხედ­ვით ძა­ლი­ან ჰგავს ერ­თმა­ნეთს, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი, ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. იქ ცხოვ­რო­ბენ პუშ­ტუ­ნე­ბი, ტა­ჯი­კე­ბი, უზ­ბე­კე­ბი, ში­ი­ტი ხა­ზა­რე­ბი, ბახ­თი­ა­რე­ბი, ძი­რი­თა­დად და­რი­სა და პუშ­ტუს ენა­ზე სა­უბ­რო­ბენ და ისე­თი გემ­რი­ე­ლი ტკბი­ლე­უ­ლი აქვთ, თურ­ქებს ალ­ბათ "ჯი­ბე­ში ჩა­ის­ვა­მენ".

რო­დე­საც ჩეკპო­ინ­ტებ­სა და პატ­რუ­ლი­რე­ბა­ზე მივ­დი­ო­დით, სოფ­ლის უკი­დუ­რე­სად ღა­რი­ბი მო­სახ­ლე­ო­ბა გვხვდე­ბო­და, ქა­ლე­ბი ფე­ხით მი­დი­ოდ­ნენ, მა­მა­კა­ცე­ბი ძი­რი­თა­დად ვირ­ზე იყ­ვნენ შემსხდა­რი. ზოგი ქა­ლაქ­ში მან­ქა­ნი­თაც და­დი­ო­და, მა­მა­კა­ცე­ბი კა­ბი­ნა­ში იყ­ვნენ მო­კა­ლა­თე­ბულ­ნი, ქა­ლე­ბი კი ძა­რა­ზე, ტვირთთან ან სა­ქო­ნელ­თან და ბავ­შვებ­თან ერ­თად. თვა­ლებ­ში თით­ქმის ყვე­ლას უბე­დუ­რე­ბა ჰქონ­და ჩა­ბუ­დე­ბუ­ლი.

- ად­გი­ლობ­რი­ვებ­თან სახ­ლში გი­წევ­დათ შეს­ვლა?..

- ხან­და­ხან... გა­რე­დან თი­ხით შე­ლე­სი­ლი და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტე­ბის და­ნახ­ვი­სას მე­გო­ნა, შიგ­ნი­თაც ისე­თი­ვე სი­ღა­რი­ბე დამ­ხვდე­ბო­და. თით­ქმის ყვე­ლა ეზო­ში 5-6 წლამ­დე ბავ­შვე­ბი ირე­ოდ­ნენ. უფან­ჯრე­ბო სახ­ლებ­ში, ავე­ჯი, ხში­რად ლო­გი­ნე­ბიც კი არ ჰქონ­დათ, მაგ­რამ ჭურ­ჭე­ლი და ია­ტა­კი ყო­ველ­თვის დაწკრი­ა­ლე­ბუ­ლი იყო, რაც კი­დევ უფრო მიკ­ვირ­და. რად­გან იქ წყა­ლი ძა­ლი­ან დიდი პრობ­ლე­მაა. წყლის თრე­ვა ისევ გო­გო­ნე­ბი­სა და ქა­ლე­ბის ზურ­გზე გა­და­დი­ო­და... ჭა­ბურ­ღი­ლებს, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის დახ­მა­რე­ბით, მხო­ლოდ დიდ სოფ­ლებ­ში აკე­თე­ბენ, მა­თაც თა­ვი­სი ან­გა­რი­შე­ბი აქვთ. ამის გა­კე­თე­ბა ძვი­რი ჯდე­ბა და ყველ­გან არ აკე­თე­ბენ. თუმ­ცა, რამ­დე­ნი­მე შეძ­ლე­ბულ სო­ფელ­ში თა­ვა­დაც გა­ა­კე­თა მო­სახ­ლე­ო­ბამ. თა­ლი­ბე­ბი კი უფეთ­ქე­ბენ. ჰოდა, ამ ქვე­ყა­ნა­ში ვხვდე­ბო­დი ახალ წელს. გა­რეთ ძა­ლი­ან ძლი­ე­რი სი­ცი­ვე იყო და მე ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში მი­წევ­და მო­რი­გე­ო­ბა­ზე გას­ვლა. იქამ­დე კი დე­დის ხმის გა­გო­ნე­ბა შე­მეძ­ლო. კომ­პი­უ­ტე­რი ჩავ­რთე და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ჩემი ყო­ფი­ლის წე­რი­ლი დამ­ხვდა, დამ­დეგ ახალ წელს მი­ლო­ცავ­და. მსუ­ბუ­ქი მო­კი­თხვის შემ­დეგ, ჩემს ახალ პრო­ფე­სი­აც ეხე­ბო­და, ოღონდ მსაყ­ვე­დუ­რობ­და თუ რჩე­ვას მაძ­ლევ­და, ვერ გა­ვი­გე... ოდეს­მე ია­რა­ღის ყიდ­ვა თუ დამ­ჭირ­და, რჩე­ვის­თვის მოგ­მარ­თა­ვო. დიდ­ხანს ვი­ფიქ­რე პა­სუხზე. დე­და­საც ვე­სა­უბ­რე, ცრემ­ლებს ძლივს იკა­ვებ­და...

მე­გო­ნა, სიყ­ვა­რულ­ში ჩემს მარ­ცხზე არა­ფე­რი იცო­და, მაგ­რამ სევ­დი­ა­ნი ღი­მი­ლით მი­თხრა, - მის და­სა­ვი­წყებ­ლად უფრო იოლი გზის პოვ­ნა შე­იძ­ლე­ბო­დაო... საღ გო­ნე­ბა­ზე მინ­დო­და ჩემი ყო­ფი­ლის­თვის პა­სუ­ხი გა­მე­ცა და ისევ არ ვჩ­ქა­რობ­დი. მო­რი­გე­ო­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მივ­ხვდი, რომ არ მქონ­და მის­თვის რა­ი­მეს მტკი­ცე­ბის სურ­ვი­ლი და მო­მეშ­ვა... უცებ დავ­ფიქ­რდი, რა მძი­მეა ავ­ღა­ნე­ლი გო­გო­ნას თუ ქა­ლის ხვედ­რი, რო­მელ­საც მშობ­ლე­ბი არ­ჩე­ვა­ნის უფ­ლე­ბას თით­ქმის არას­დროს უტო­ვე­ბენ. მათ­თვის არაფ­რის გა­კე­თე­ბა შე­მეძ­ლო, ერ­თა­დერ­თი, ჩვენ­თან მო­მუ­შა­ვე ავ­ღა­ნელ ხარ­ლი­ეს, ქა­ლის­თვის შე­უ­ფე­რებ­ლად და­კოჟ­რილ ხე­ლებ­ში ჩუ­მად ჩა­ვუ­დებ­დი შო­კო­ლა­დებს, გო­გო­ნე­ბის­თვის თმის სა­მაგ­რებ­სა და მძი­ვებს და მად­ლო­ბის თქმას არც ვაც­დი­დი. იმ ახალ წელს ავ­ღა­ნელ­მა ხარ­ლი­ემ, რო­მელ­საც წიგ­ნი ქუ­ჩა­ში თუ ჰქონ­და ნა­ნა­ხი, თა­ვი­სი ხე­ლით გა­კე­თე­ბუ­ლი, ულა­მა­ზე­სი ფე­რე­ბით შე­ხა­მე­ბუ­ლი სა­მა­ჯუ­რი მა­ჩუ­ქა, - ბედ­ნი­ე­რე­ბის თი­ლის­მა აქ­ვსო, - მი­თხრა, თავ­ზე მა­კო­ცა და პუშ­ტუს ენა­ზე რა­ღაც ლოც­ვა­სა­ვით წა­ი­ბუტ­ბუ­ტა. დე­და­ჩე­მის შემ­დეგ ასე­თი სით­ბო არა­ვის­გან მახ­სოვს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"მითხრა, ოჯახზე არ ვფიქრობო" - ქართველი გოგონას ისტორია, რომელიც ავღანეთში ჯარისკაცად შეყვარებულის დასავიწყებლად წავიდა

"მითხრა, ოჯახზე არ ვფიქრობო" - ქართველი გოგონას ისტორია, რომელიც ავღანეთში ჯარისკაცად შეყვარებულის დასავიწყებლად წავიდა

სადღაც შორს, "საშიშ" ქვეყანაში არიან ქალები, რომლებსაც მხარზე კოპწია ხელჩანთის ნაცვლად ცეცხლსასროლი იარაღი აქვთ გადაკიდებული, ფეხზე უხეში, მძიმე, მაგრამ როგორც თავად ამბობენ, თბილი და კომფორტული "ბათინკები" აცვიათ და ავღანეთის წითელ მიწაზე მძიმედ დააბიჯებენ... 31 წლის თეონა ერთ-ერთი მათგანია, რომელიც ახალ წელს ავღანეთში ხვდება...

- როგორ ჩაიცვით ფორმა?

- იარაღის მიმართ სიყვარული ნამდვილად არ მქონდა. არც უშიშარი და მეომარი ქალები მიზიდავდნენ. ერთი ჩვეულებრივი გოგო ვიყავი, ვსწავლობდი და მეგობრებთან ერთად ლაშქრობებზე დავდიოდი, სადაც გავიცანი ბიჭი, რომელმაც შემდეგ ჩემი ცხოვრება შეცვალა. არასდროს მიფიქრია, რომ ხელში იარაღს დავიჭერდი, აზიდვებს გავაკეთებდი და შესაბამისი აღჭურვილობით წინასწარ განსაზღვრულ კილომეტრაჟს გავირბენდი, მაგრამ შევძელი. ჩემი შეყვარებული იმ პერიოდში კარიერის აწყობაზე იყო გადართული. მითხრა, რომ ჩემ მიმართ გულგრილი არ იყო, მაგრამ ოჯახზე ჯერ არ ფიქრობდა... ასე მეგონა, ცა თავზე ჩამომექცა და სამყაროში მარტო დავრჩი...

ცხოვრების სტიმული დავკარგე. ერთ-ერთ რესტორანში მზარეულის დამხმარედ ვმუშაობდი და უარი ვთქვი, - საქმეზე კონცენტრირებას ვერ ვახდენ-მეთქი... ერთ დღესაც "ვამპირის დღიურების" მთავარი გმირის შემსრულებლის, ელენ გილბერტის მონაწილეობით კიდევ ერთი ფილმი ვნახე: გოგონა, შეყვარებულს დაშორდება, დედასთან ცუდი ურთიერთობა აქვს და გამოსავალს ჯარში იპოვის... იქ მთელ ნაწილში მარტოა. აქ კი, საქართველოში, ბოლო დროს ძალიან ბევრი გოგო წავიდა ჯარში. - რატომაც არა? ვცდი, - ვუთხარი ჩემს თავს. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებამდე, ჩემი იდეა ჩემს უახლოეს კლასელს, ბავშვობის მეგობარ ლაშას გავაცანი... ის ჯერ ცრემლებამდე ჩაბჟირდა, შემდეგ "მკლავჭიდობანას" თამაში შემომთავაზა, - ღრუბლებიდან უნდა ჩამოგიყვანოო, შემდეგ, ტალახში მცოცავი ჯარისკაცი გოგონების ვიდეოები მაჩვენა, - ნორმატივებს აბარებენ და წამწამების ტუში თან გქონდეს, უხდებაო, დამცინა... თუმცა, მისი სახლიდან მაინც რწმენაშეურყეველი წამოვედი...

საჭირო საბუთების შეგროვებას შევუდექი. მიღება გამოცხადდა თუ არა, შევიტანე. საკმაოდ პატივისცემითა და თავაზიანად შემხვდნენ. გარეთ სხვა გოგონებიც იყვნენ და ამან თავდაჯერება შემმატა. ჩემს თავზე ვიმუშავე, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად და ნორმატივები ჩავაბარე...

- ოჯახში რა გითხრეს?..

- სახლში, მშობლებთან მხოლოდ მაშინ ვთქვი, როდესაც დადებითი პასუხი მომივიდა და კონტრაქტი გამიფორმეს. მამაჩემი უფრო გაგებით მოეკიდა, ვიდრე - დედა. მას ვერ წარმოედგინა, კაცებთან ერთად როგორ უნდა მეჭამა, მევარჯიშა, დამეძინა, მეომა... შემდეგ შეეჩვია, ჩემი მეგობრებიც გაიცნო და შვილებივით მიიღო... მორჩა, "არმიაში" ვიწყებდი სამსახურს... ფიცის მიღების წინა ღამე გავათენე. ახალ ცხოვრებას ვიწყებდი და ეს სიყვარულში დამარცხების ტკივილსაც მიმსუბუქებდა... შეიარაღებულ ძალებში მსახური საკმაოდ რთული აღმოჩნდა: დილით ადრე ადგომა, ვარჯიში, მთელი დღის გრაფიკის გაწერა, ნორმატივების ჩაბარება... იმდენად მიძნელდებოდა, შეყვარებულზე ფიქრი კი არა, საწოლამდე მისვლისთანავე ვითიშებოდი... შემდეგ ყველაფერს შევეჩვიე, - სიცხესა და სიცივეში "მარშბრასოკებსაც", სროლას, ტყვიის სუნსა და იარაღისგან გადახურებულ ხელისგულებს... ერთხელაც, სამშვიდობო მისიაზე ჩამოვარდა საუბარი. გოგოებმა, - წავიდეთო. - დედას როგორ ვუთხრა-მეთქი? - წამომცდა. დამცინეს, - უთხარი, რომ იქ ყვავილებს უნდა მოუაროო. ერთი სიტყვით, ოჯახი ამ შემთხვევაშიც ფაქტის წინაშე დავაყენე. მამამ ისევ თბილად ჩამიხუტა, დედას კორსიზი დასჭირდა, მაგრამ შემდეგ ისიც ჩამეხუტა.

- ავღანეთის შთაბეჭდილებებზეც მოგვიყევით.

- ავღანეთში თურქეთიდან გავფრინდით. მოსამზადებელი ეტაპი გერმანიაში გავიარეთ. ციოდა, მაგრამ იმდენად ვიყავი მისიაზე გადართული, არაფერი მახსოვდა. ბიჭები, ვინც მისიაზე მეორედ მიდიოდნენ, ავღანეთზე საუბრობდნენ. ცალი ყური მათკენ მქონდა. - პირველი, რასაც იგრძნობ, სიცხეა, - ამბობდა ერთი, რომელსაც მეგობრები დევს ეძახდნენ... არადა, არც ისე დიდი იყო, უბრალოდ, ისეთი ბანჯგვლიანია, ვერ გაიგებ, დედამისმა გააჩინა თუ მოქსოვა... ავღანეთი ზემოდან ანიმაციაში დახატულ წითელ ტეხილებს ჰგავდა. აქა-იქ თეთრი უსახური შენობების უწესრიგო ზოლებით, მაღალი მთებითა და წითელი ქვიშით, სადაც საშიში თეთრსამოსიანი, შავგვრემანი და წვერიანი კაცები დადიოდნენ...

ქაბულის აეროპორტში პირველი, რაც თვალში მომხვდა, ცნობილი ავღანელი საველე მეთაურის, "პენშარის ლომის" აჰმად შაჰ მასუდის უზარმაზარი ფოტო იყო, წარწერით, - ჭელცომე ტო ტჰე ჰანდ ოფ ტჰე ბრავე... ცხელოდა კი არა, მეგონა, პირდაპირ მდუღარეში ჩაგვყარეს და თავის ამოყოფის საშუალება არ იყო. - კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, - გვითხრა ქართველმა ოფიცერმა და ჯავშნიანი მანქანით მაშინვე ბაზისკენ გაგვაქანეს... შემდეგ, ქუჩაში თეთრ ხიფთანებში შემოსილი, ჰიჯაბ-ნიქაბიანი, ფეხშიშველი, გაჩეჩილთმიანი ავღანელების დანახვაზე სულ მეფიქრებოდა, როგორ ვერ დააჩოქა ეს გაუბედურებული ერი ვერც ერთმა დამპყრობელმა... იქ ყველამ იცის, რომ პატარა ბავშვიც კი საშიშია, ამიტომ არასდროს უნდა შეაქციო ზურგი, რაღაც დისტანციის იქით არ უნდა მიუახლოვდე და არც მას უნდა მისცე ახლოს მოსვლის უფლება, თორემ შესაძლოა, უცებ ხალათივით სამოსიდან თვითნაკეთი ასაფეთქებელი იარაღი გამოიღოს და ოპა... - "მემ, მემ, გივ მი ბრედ, ვოთა, ჩოკლით", - დამდევდნენ დამახინჯებული ინგლისური ფრაზებით და მხიარულად იცინოდნენ... ვცდილობდი, არ მეფიქრა იმაზე, რომ ამ ბავშვებს, ამის წინა და იმის წინა კიდევ ბევრ თაობას, ადამიანად ყოფნის უფლება წაართვეს და კიდევ ბევრს ვერ ექნება ნორმალური ცხოვრების საშუალება.

იქ ერთი ამერიკელი გოგო გავიცანი, ქეითი, ისიც ჩემსავით შეყვარებულის გამო წავიდა ჯარში და ოფიცერი გახდა. ბოიფრენდი ჰყავდა და ჩემი პირადი ცხოვრებითაც დაინტერესდა. მე საკმაოდ დიდი და ვრცელი ისტორიული წიაღსვლების გაკეთება დამჭირდა, რომ ამეხსნა, თუ რატომ არ მყავს ბოიფრენდი... თქვენ რაღაცით ჰგავხართ ავღანელებს, ამიტომაც მოსწონხართ მათ, - დაასკვნა ბოლოს და ბეჭებზე ისე კაცურად და უხეშად დამარტყა ღონიერი ტორი, რომ კარგა დიდხანს ვახველე... ავღანეთის მრავალფეროვანი მოსახლეობა, ერთი შეხედვით ძალიან ჰგავს ერთმანეთს, სინამდვილეში კი, ძალიან განსხვავებულია. იქ ცხოვრობენ პუშტუნები, ტაჯიკები, უზბეკები, შიიტი ხაზარები, ბახთიარები, ძირითადად დარისა და პუშტუს ენაზე საუბრობენ და ისეთი გემრიელი ტკბილეული აქვთ, თურქებს ალბათ "ჯიბეში ჩაისვამენ".

როდესაც ჩეკპოინტებსა და პატრულირებაზე მივდიოდით, სოფლის უკიდურესად ღარიბი მოსახლეობა გვხვდებოდა, ქალები ფეხით მიდიოდნენ, მამაკაცები ძირითადად ვირზე იყვნენ შემსხდარი. ზოგი ქალაქში მანქანითაც დადიოდა, მამაკაცები კაბინაში იყვნენ მოკალათებულნი, ქალები კი ძარაზე, ტვირთთან ან საქონელთან და ბავშვებთან ერთად. თვალებში თითქმის ყველას უბედურება ჰქონდა ჩაბუდებული.

- ადგილობრივებთან სახლში გიწევდათ შესვლა?..

- ხანდახან... გარედან თიხით შელესილი დასახლებული პუნქტების დანახვისას მეგონა, შიგნითაც ისეთივე სიღარიბე დამხვდებოდა. თითქმის ყველა ეზოში 5-6 წლამდე ბავშვები ირეოდნენ. უფანჯრებო სახლებში, ავეჯი, ხშირად ლოგინებიც კი არ ჰქონდათ, მაგრამ ჭურჭელი და იატაკი ყოველთვის დაწკრიალებული იყო, რაც კიდევ უფრო მიკვირდა. რადგან იქ წყალი ძალიან დიდი პრობლემაა. წყლის თრევა ისევ გოგონებისა და ქალების ზურგზე გადადიოდა... ჭაბურღილებს, საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, მხოლოდ დიდ სოფლებში აკეთებენ, მათაც თავისი ანგარიშები აქვთ. ამის გაკეთება ძვირი ჯდება და ყველგან არ აკეთებენ. თუმცა, რამდენიმე შეძლებულ სოფელში თავადაც გააკეთა მოსახლეობამ. თალიბები კი უფეთქებენ. ჰოდა, ამ ქვეყანაში ვხვდებოდი ახალ წელს. გარეთ ძალიან ძლიერი სიცივე იყო და მე ნახევარ საათში მიწევდა მორიგეობაზე გასვლა. იქამდე კი დედის ხმის გაგონება შემეძლო. კომპიუტერი ჩავრთე და სოციალურ ქსელში ჩემი ყოფილის წერილი დამხვდა, დამდეგ ახალ წელს მილოცავდა. მსუბუქი მოკითხვის შემდეგ, ჩემს ახალ პროფესიაც ეხებოდა, ოღონდ მსაყვედურობდა თუ რჩევას მაძლევდა, ვერ გავიგე... ოდესმე იარაღის ყიდვა თუ დამჭირდა, რჩევისთვის მოგმართავო. დიდხანს ვიფიქრე პასუხზე. დედასაც ვესაუბრე, ცრემლებს ძლივს იკავებდა...

მეგონა, სიყვარულში ჩემს მარცხზე არაფერი იცოდა, მაგრამ სევდიანი ღიმილით მითხრა, - მის დასავიწყებლად უფრო იოლი გზის პოვნა შეიძლებოდაო... საღ გონებაზე მინდოდა ჩემი ყოფილისთვის პასუხი გამეცა და ისევ არ ვჩქარობდი. მორიგეობის დასრულების შემდეგ, მივხვდი, რომ არ მქონდა მისთვის რაიმეს მტკიცების სურვილი და მომეშვა... უცებ დავფიქრდი, რა მძიმეა ავღანელი გოგონას თუ ქალის ხვედრი, რომელსაც მშობლები არჩევანის უფლებას თითქმის არასდროს უტოვებენ. მათთვის არაფრის გაკეთება შემეძლო, ერთადერთი, ჩვენთან მომუშავე ავღანელ ხარლიეს, ქალისთვის შეუფერებლად დაკოჟრილ ხელებში ჩუმად ჩავუდებდი შოკოლადებს, გოგონებისთვის თმის სამაგრებსა და მძივებს და მადლობის თქმას არც ვაცდიდი. იმ ახალ წელს ავღანელმა ხარლიემ, რომელსაც წიგნი ქუჩაში თუ ჰქონდა ნანახი, თავისი ხელით გაკეთებული, ულამაზესი ფერებით შეხამებული სამაჯური მაჩუქა, - ბედნიერების თილისმა აქვსო, - მითხრა, თავზე მაკოცა და პუშტუს ენაზე რაღაც ლოცვასავით წაიბუტბუტა. დედაჩემის შემდეგ ასეთი სითბო არავისგან მახსოვს.

"სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ ბაჩალიაშვილის ახლობლებს ყინულზე ეთქვათ უარი" - სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს განცხადება

ღვინის კომპანია "შუმმა" ჟურნალისტებისათვის ინფო-ტური მოაწყო

"დამღუპეს, ჩემი სიცოცხლე რა დღეში ჩამიგდეს..." - თამარ ბაჩალიაშვილის მამის ემოციური ეთერი