სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ვენესუელა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში - გარდამავალი პრეზიდენტი საქართველომაც აღიარა
ვენესუელა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში - გარდამავალი პრეზიდენტი საქართველომაც აღიარა

ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში ოპო­ზი­ცი­ის ლი­დერ­მა ხუან გუ­ა­ი­დომ სა­კუ­თა­რი თავი ქვეყ­ნის გარ­და­მა­ვალ პრე­ზი­დენ­ტად გა­მო­ა­ცხა­და. „ევ­რო­ნი­უ­სის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში პრე­ზი­დენ­ტის, ნი­კო­ლას მა­დუ­როს წი­ნა­აღ­მდეგ მას­შტა­ბუ­რი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

გუ­ა­ი­დო გარ­და­მა­ვალ პრე­ზი­დენ­ტად ძა­ლი­ან მალე აღი­ა­რა დო­ნალდ ტრამპმა.

„დღეს მე ოფი­ცი­ა­ლუ­რად ვა­ღი­ა­რებ ვე­ნე­სუ­ე­ლას ეროვ­ნუ­ლი ასამ­ბლე­ის მე­თა­ურს ხუან გუ­ა­ი­დოს ქვეყ­ნის გარ­და­მა­ვალ პრე­ზი­დენ­ტად. ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ერ­თა­დერ­თმა შტომ, რო­მე­ლიც ვე­ნე­სუ­ე­ლას მო­სახ­ლე­ო­ბამ კა­ნო­ნი­ე­რად აირ­ჩია, კონ­სტი­ტუ­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, ნი­კო­ლას მა­დუ­რო უკა­ნო­ნო პრე­ზი­დენ­ტად ცნო, ხოლო პრე­ზი­დენ­ტის პოს­ტი ვა­კან­ტუ­რად გა­მო­ა­ცხა­და. გა­ვაგ­რძე­ლებ აშშ-ის მთელ ეკო­ნო­მი­კურ და დიპ­ლო­მა­ტი­ურ ძა­ლის­ხმე­ვას, რათა ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში დე­მოკ­რა­ტია აღ­დგეს“, - ნათ­ქვა­მია ტრამ­პის გან­ცხა­დე­ბა­ში.

გუ­ა­ი­დოს მხარ­და­ჭე­რას უცხა­დებს სა­ქარ­თვე­ლოც.

„ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის არა­ღი­ა­რე­ბის კვალ­დაკ­ვალ, სა­ქარ­თვე­ლო ხუან გუ­ა­ი­დოს გარ­და­მა­ვალ პრე­ზი­დენ­ტად აღი­ა­რებს. სა­ქარ­თვე­ლო მი­ე­სალ­მე­ბა ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბის გან­ცხა­დე­ბებს და მხარს უჭერს ვე­ნე­სუ­ე­ლელ ხალ­ხს მათ ბრძო­ლა­ში დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა.

ხუან გუ­ა­ი­დო

ქვეყ­ნებს შო­რის, რომ­ლებ­მაც ვე­ნე­სუ­ე­ლას პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე გარ­და­მა­ვალ პრე­ზი­დენ­ტად აღი­ა­რეს, ჩილე, კო­ლუმ­ბია, პა­რაგ­ვაი, პერუ და არ­გენ­ტი­ნაც არი­ან.

საფ­რან­გე­თი აცხა­დებს, რომ სი­ტუ­ა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით კონ­სულ­ტა­ცი­ებს ევ­რო­პელ პარტნი­ო­რებ­თან მარ­თავს.

სამ­შა­ბათს ვე­ნე­სუ­ე­ლას ეროვ­ნულ­მა ასამ­ბლე­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ ქვეყ­ნის მმარ­თვე­ლო­ბა სა­კუ­თარ თავ­ზე აიღო. მა­ნამ­დე ასამ­ბლე­ამ ვე­ნე­სუ­ე­ლას მო­სახ­ლე­ო­ბას საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის გა­მარ­თვის­კენ მო­უ­წო­და და მო­ი­თხოვ­და, გარ­და­მა­ვა­ლი მთავ­რო­ბი­სა და ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნას.

ვე­ნე­სუ­ე­ლას დე­და­ქა­ლაქ­ში, კა­რა­კას­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის დროს 30 ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს. გა­მო­ცე­მის El Nacional ინ­ფორ­მა­ცი­ით, პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა და ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის წევ­რებ­მა მა­ნი­ფეს­ტან­ტე­ბი ცრემლსა­დე­ნი გა­ზი­სა და რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით და­არ­ბი­ეს.

და­უ­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დარ­ბე­ვი­სას ერთი მა­ნი­ფეს­ტან­ტი და­ი­ღუ­პა.

მა­დუ­როს ინა­უ­გუ­რა­ცია მე­ო­რე ვა­დით იან­ვრის და­სა­წყის­ში გა­ი­მარ­თა. ხმა­უ­რი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი კი ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში გა­სულ წელს ჩა­ტარ­და, მო­სახ­ლე­ო­ბა და ოპო­ზი­ცია ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ხმე­ბის გა­ყალ­ბე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ვენესუელა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში - გარდამავალი პრეზიდენტი საქართველომაც აღიარა

ვენესუელა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში - გარდამავალი პრეზიდენტი საქართველომაც აღიარა

ვენესუელაში ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ქვეყნის გარდამავალ პრეზიდენტად გამოაცხადა. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, ვენესუელაში პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

გუაიდო გარდამავალ პრეზიდენტად ძალიან მალე აღიარა დონალდ ტრამპმა.

„დღეს მე ოფიციალურად ვაღიარებ ვენესუელას ეროვნული ასამბლეის მეთაურს ხუან გუაიდოს ქვეყნის გარდამავალ პრეზიდენტად. ქვეყნის ხელისუფლების ერთადერთმა შტომ, რომელიც ვენესუელას მოსახლეობამ კანონიერად აირჩია, კონსტიტუციის საფუძველზე, ნიკოლას მადურო უკანონო პრეზიდენტად ცნო, ხოლო პრეზიდენტის პოსტი ვაკანტურად გამოაცხადა. გავაგრძელებ აშშ-ის მთელ ეკონომიკურ და დიპლომატიურ ძალისხმევას, რათა ვენესუელაში დემოკრატია აღდგეს“, - ნათქვამია ტრამპის განცხადებაში.

გუაიდოს მხარდაჭერას უცხადებს საქართველოც.

„ვენესუელაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების არაღიარების კვალდაკვალ, საქართველო ხუან გუაიდოს გარდამავალ პრეზიდენტად აღიარებს. საქართველო მიესალმება ჩვენი პარტნიორების განცხადებებს და მხარს უჭერს ვენესუელელ ხალხს მათ ბრძოლაში დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ხუან გუაიდო

ქვეყნებს შორის, რომლებმაც ვენესუელას პარლამენტის თავმჯდომარე გარდამავალ პრეზიდენტად აღიარეს, ჩილე, კოლუმბია, პარაგვაი, პერუ და არგენტინაც არიან.

საფრანგეთი აცხადებს, რომ სიტუაციასთან დაკავშირებით კონსულტაციებს ევროპელ პარტნიორებთან მართავს.

სამშაბათს ვენესუელას ეროვნულმა ასამბლეამ განაცხადა, რომ ქვეყნის მმართველობა საკუთარ თავზე აიღო. მანამდე ასამბლეამ ვენესუელას მოსახლეობას საპროტესტო აქციების გამართვისკენ მოუწოდა და მოითხოვდა, გარდამავალი მთავრობისა და ახალი არჩევნების დანიშვნას.

ვენესუელას დედაქალაქში, კარაკასში საპროტესტო აქციების დროს 30 ადამიანი დააკავეს. გამოცემის El Nacional ინფორმაციით, პოლიციელებმა და ეროვნული გვარდიის წევრებმა მანიფესტანტები ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაარბიეს.

დაუდასტურებული ინფორმაციით, დარბევისას ერთი მანიფესტანტი დაიღუპა.

მადუროს ინაუგურაცია მეორე ვადით იანვრის დასაწყისში გაიმართა. ხმაურიანი არჩევნები კი ვენესუელაში გასულ წელს ჩატარდა, მოსახლეობა და ოპოზიცია ხელისუფლებას ხმების გაყალბებაში ადანაშაულებს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე