სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"მე და სოსო კადრს მიღმა, საოცრად "ტკბილი ცოლ-ქმარი" ვართ" - როგორ მოხვდა ''ქეთევან ღლონტი" "ჩემი ცოლის დაქალებში"
"მე და სოსო კადრს მიღმა, საოცრად "ტკბილი ცოლ-ქმარი" ვართ" - როგორ მოხვდა ''ქეთევან ღლონტი" "ჩემი ცოლის დაქალებში"

მსა­ხი­ობ თა­მუ­ნა ნი­კო­ლა­ძეს არ­ნა­ხუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბა კო­მე­დი­ურ­მა სე­რი­ალ­მა - "შუა ქა­ლაქ­ში" მო­უ­ტა­ნა, სა­დაც ქე­თე­ვან ღლონ­ტის როლს 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­მა­შობ­და. რო­დე­საც ასე­თი მსა­ხი­ო­ბი არა­ნაკ­ლებ პო­პუ­ლა­რულ, მაგ­რამ არა­კო­მე­დი­უ­რი ჟან­რის სე­რი­ალ­ში ინაც­ვლებს, საფრ­თხე ყო­ველ­თვის არ­სე­ბობს, რომ შე­საძ­ლოა, მა­ყუ­რე­ბელ­მა ვერ მი­ი­ღოს. თა­მუ­ნამ ეს საფრ­თხე მარ­ტი­ვად დაძ­ლია, ორ­გა­ნუ­ლად შე­ერ­წყა "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებს".

ის ექი­მი აჩი­კოს ცოლი, თა­თია გახ­ლავთ და არა­ვის ახ­სოვს ქე­თე­ვან ღლონ­ტი. ეს ის აჩი­კოა, რომ­ლის სე­რი­ალ­ში გა­მო­ჩე­ნამ ყვე­ლა­ფე­რი ყი­რა­ზე და­ა­ყე­ნა. რო­გორ მო­ა­ხერ­ხა თა­მუ­ნა ნი­კო­ლა­ძემ ქე­თე­ვან ღლონ­ტის ჩრდი­ლი­დან გა­მოს­ვლა და რა მო­უ­ტა­ნა "და­ქა­ლებ­ში" გა­მო­ჩე­ნამ, ამა­ზე AMBEBI.GE-ს მკი­თხველს თა­ვად უამ­ბობს:

- "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" მე­თო­თხმე­ტე სე­ზო­ნი გა­სულ ოქ­ტომ­ბერს ახა­ლი და­წყე­ბუ­ლი იყო, როცა მი­მიწ­ვი­ეს. ძა­ლი­ან მომ­წონს ქეთი დევ­და­რი­ა­ნის ხედ­ვა, აქ­ტუ­ა­ლურ და პრობ­ლე­მა­ტურ თე­მებს ეხე­ბა. სამ­წუ­ხა­როა, მაგ­რამ ბევ­რი ქა­ლის თუ მა­მა­კა­ცის სათ­ქმელს ამ­ბობს. მე რო­გო­რი ქა­ლის თა­მა­შიც მო­მი­წია, ასე­თე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რნი არი­ან. ისი­ნი ით­მე­ნენ ღა­ლატს იმის­თვის, რომ ოჯა­ხი არ და­ან­გრი­ონ, ფიქ­რო­ბენ იმას, "რას იტყვის ხალ­ხი", ბავ­შვის გამო ხუ­ჭა­ვენ თვა­ლებს, რომ პა­ტა­რა უმა­მოდ არ გა­ი­ზარ­დოს...

როცა ქალ­ბა­ტონ­მა ეკა მჟა­ვა­ნა­ძემ, კას­ტინ­გის მე­ნე­ჯერ­მა და­მი­რე­კა, მთხო­ვა, სა­სინ­ჯი სცე­ნა ჩა­მე­წე­რა. როცა ჩავ­წე­რეთ, მი­თხრა - რო­გორც კი ექი­მის ცოლი დაგ­ვჭირ­დე­ბა, და­გი­ძა­ხებთ, ამ როლ­ზე პირ­და­პირ შენ წარ­მო­გიდ­გი­ნეო... კი­დევ ერთხელ მად­ლო­ბა მას ამის­თვის, ეკ­რან­ზე დრა­მა­ტუ­ლი როლი აქამ­დე არ მქონ­და ნა­თა­მა­შე­ვი. არა­და, თე­ატ­რში, ჩემს სფე­რო­ში ბევ­რი კარ­გი რე­ჟი­სო­რის­გან ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი, დრა­მა­ტუ­ლი რო­ლე­ბით ახ­ლაც გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი ვარ... ჩემი კო­მე­დი­უ­რი ჟან­რის მსა­ხი­ო­ბო­ბა "შუა ქა­ლაქ­ში" გა­მო­ჩე­ნამ გან­სა­ზღვრა და კო­მე­დი­უ­რი სახე ამ სე­რი­ალ­მა გა­მო­ავ­ლი­ნა.

- თუმ­ცა ქე­თე­ვან ღლონ­ტის სა­ხეს "და­ქა­ლებ­ში" სე­რი­ო­ზუ­ლად გა­ე­ქე­ცით, კო­მე­დი­ი­დან დრა­მა­ში გა­დას­ვლა ბუ­ნებ­რი­ვად მოხ­და და სე­რი­ალ­ში ორ­გა­ნუ­ლად ჩა­ე­წე­რეთ...

- ბევ­რი დრა­მა­ტუ­ლი რო­ლიც მქო­ნია, რომ­ლებ­საც მერე ტკბი­ლად და მშვი­დად გა­მო­ვემ­შვი­დო­ბე. მსა­ხი­ო­ბი როლს არ უნდა მის­ტი­რო­დეს და არ უნდა ენა­ნე­ბო­დეს როლი, რო­მე­ლიც წლე­ბი თა­მა­შობ­და, უბ­რა­ლოდ, ტკბილ მო­გო­ნე­ბად უნდა და­ტო­ვოს. უნდა გა­ა­კე­თოს ახა­ლი და მო­რიგ სა­ფე­ხურს შე­ე­ჭი­დოს. ამი­ტომ, "და­ქა­ლე­ბის" ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეკ­რან­ზე კი­დევ ბევრ რა­ღა­ცას ვი­თა­მა­შებ, რად­გა­ნაც ღვთის წყა­ლო­ბა მაქვს და რე­ჟი­სო­რე­ბი­საც, რა­საც სულ ვგრძნობ.

ჩემი ის­ტო­რია დღეს არ და­წყე­ბუ­ლა, 3 წლის ასა­კი­დან მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის სცე­ნა­ზე დავ­დე­ქი, ბავ­შვო­ბი­დან ჯერ შტატ­გა­რე­შე მსა­ხი­ო­ბი ვი­ყა­ვი, მერე სხვა­დას­ხვა თე­ატ­რში ვთა­მა­შობ­დი. სხვა პრო­ფე­სი­ა­ზე ცხოვ­რე­ბა­ში არ მი­ფიქ­რია! რაც და­ვი­ბა­დე და რამ­დე­ნი წლი­საც ვარ, ჩემ­ში თე­ატ­რი სულ არის. სხვა­ნა­ი­რად ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია ცხოვ­რე­ბა.

- პარტნი­ორ­ზე სოსო ხვე­დე­ლი­ძე­ზე რას გვე­ტყვით, რომ­ლის გა­მო­ჩე­ნა­მაც სე­რი­ო­ზუ­ლად შეც­ვა­ლა ზაზა მა­ნა­გა­ძის ოჯა­ხის ბედი, რის გა­მოც ის მა­ყუ­რე­ბელ­მა შე­ი­ძუ­ლა. უც­ნა­უ­რია, ზო­გი­ერ­თი სე­რი­ალ­ში ისე შე­იჭ­რა, მსა­ხი­ო­ბე­ბის ეკ­რა­ნუ­ლი ცხოვ­რე­ბა რე­ა­ლო­ბა ჰგო­ნია და სო­სოს ამის გამო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უსი­ა­მოვ­ნოდ "ამ­კობს"...

- მარ­თლაც ბევ­რს არ აქვს კულ­ტუ­რა, პირ­და­პირ შე­უ­რა­ცხყო­ფა­ზე გა­და­დის. ეს სა­ში­ნე­ლე­ბაა... სო­სოს რას ერ­ჩი­ან, შე­სა­ნიშ­ნა­ვად რომ თა­მა­შობს ამ როლს ამი­ტომ?! რო­დე­საც "და­ქა­ლებ­ში" პირ­ველ დღეს გა­და­ღე­ბა­ზე მო­ვე­დი, სოსო დამ­ხვდა, ერ­თმა­ნეთს ინ­სტი­ტუ­ტი­დან ვიც­ნობთ. მერე ბევრ სპექ­ტაკლში ვყა­ვარ ნა­ნა­ხი, მათ შო­რის, სტუ­დენ­ტურ სპექ­ტაკ­ლებ­შიც, ყო­ველ­დღი­უ­რი მე­გობ­რო­ბა არა, მაგ­რამ ერ­თმა­ნეთს, რო­გორც კო­ლე­გე­ბი, ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს ვცემთ. ამ სე­რი­ალ­მა კი­დევ უფრო დაგ­ვა­ახ­ლო­ვა.

მე და სოსო კადრს მიღ­მა რომ გვნა­ხოთ, სა­ოც­რად "ტკბი­ლი ცოლ-ქმა­რი" ვართ. სო­სომ პირ­ვე­ლად გა­და­ღე­ბა­ზე რომ და­მი­ნა­ხა, მი­თხრა, - რო­გორ მი­ხა­რია, შენ რომ ხარ "ჩემი ცოლი", რა კარ­გია, ეს დუ­ე­ტი შედ­გე­ბაო. მეც ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და მისი პარტნი­ო­რო­ბა, რად­გა­ნაც დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს და წარ­მა­ტე­ბის 50%-ს კარ­გი პარტნი­ო­რი გან­სა­ზღვრავს. მგო­ნი, ერ­თმა­ნე­თი ძა­ლი­ან შე­ვავ­სეთ. ამის თქმის სა­ფუძ­ველს ის კომ­პლი­მენ­ტე­ბი მაძ­ლევს, რო­მე­ლიც მა­ყუ­რებ­ლის­გან მომ­დის, რის­თვი­საც ყვე­ლას მად­ლო­ბას ვუხ­დი.

- მოკ­ლედ, კო­მე­დი­უ­რი რო­ლის თა­მა­ში აღარ გინ­დათ, ხომ?

- ჯერ "შუა ქა­ლაქ­ში" 10 წელი, მერე "რუს­თა­ვი 2"-შიც კო­მე­დი­ურ სე­რი­ალ­ში და უკვე იმ­დე­ნი კო­მე­დი­უ­რი როლი მაქვს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, სი­მარ­თლე გი­თხრათ, დღეს ჩემს ინ­ტე­რე­სებ­ში ის აღარ შე­დის. ასე რომ, კო­მე­დი­ით კარ­გად ვარ და­ნაყ­რე­ბუ­ლი და გაჟ­ღენ­თი­ლი. რამ­დე­ნი­მე ტელ­კომ­პა­ნი­ას ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით კი­დევ უნ­დო­და ჩემი დატ­ვირ­თვა, მაგ­რამ ხომ ვამ­ბობ, აღარ მა­ინ­ტე­რე­სებს. ახლა სხვა ეტა­პია ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. არ ვიცი, რამ­დენ ხანს ვიქ­ნე­ბი "და­ქა­ლებ­ში", რო­დის დას­რულ­დე­ბა თა­თი­ას ის­ტო­რია, მაგ­რამ დღეს­დღე­ო­ბით ბედ­ნი­ე­რი ვარ. ისიც მი­ხა­რია, რომ ასეთ სა­ო­ცარ ჯგუფ­თან ერ­თად ვმუ­შა­ობ. მა­ყუ­რე­ბელს კი ვე­ტყვი, რომ წინ კი­დევ ერთი მძი­მე და სა­ინ­ტე­რე­სო სცე­ნა ელის, რომ­ლის თა­მა­შიც მო­მი­წევს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"მე და სოსო კადრს მიღმა, საოცრად "ტკბილი ცოლ-ქმარი" ვართ" - როგორ მოხვდა ''ქეთევან ღლონტი" "ჩემი ცოლის დაქალებში"

"მე და სოსო კადრს მიღმა, საოცრად "ტკბილი ცოლ-ქმარი" ვართ" - როგორ მოხვდა ''ქეთევან ღლონტი" "ჩემი ცოლის დაქალებში"

მსახიობ თამუნა ნიკოლაძეს არნახული პოპულარობა კომედიურმა სერიალმა - "შუა ქალაქში" მოუტანა, სადაც ქეთევან ღლონტის როლს 10 წლის განმავლობაში თამაშობდა. როდესაც ასეთი მსახიობი არანაკლებ პოპულარულ, მაგრამ არაკომედიური ჟანრის სერიალში ინაცვლებს, საფრთხე ყოველთვის არსებობს, რომ შესაძლოა, მაყურებელმა ვერ მიიღოს. თამუნამ ეს საფრთხე მარტივად დაძლია, ორგანულად შეერწყა "ჩემი ცოლის დაქალებს".

ის ექიმი აჩიკოს ცოლი, თათია გახლავთ და არავის ახსოვს ქეთევან ღლონტი. ეს ის აჩიკოა, რომლის სერიალში გამოჩენამ ყველაფერი ყირაზე დააყენა. როგორ მოახერხა თამუნა ნიკოლაძემ ქეთევან ღლონტის ჩრდილიდან გამოსვლა და რა მოუტანა "დაქალებში" გამოჩენამ, ამაზე AMBEBI.GE-ს მკითხველს თავად უამბობს:

- "ჩემი ცოლის დაქალების" მეთოთხმეტე სეზონი გასულ ოქტომბერს ახალი დაწყებული იყო, როცა მიმიწვიეს. ძალიან მომწონს ქეთი დევდარიანის ხედვა, აქტუალურ და პრობლემატურ თემებს ეხება. სამწუხაროა, მაგრამ ბევრი ქალის თუ მამაკაცის სათქმელს ამბობს. მე როგორი ქალის თამაშიც მომიწია, ასეთები საქართველოში ბევრნი არიან. ისინი ითმენენ ღალატს იმისთვის, რომ ოჯახი არ დაანგრიონ, ფიქრობენ იმას, "რას იტყვის ხალხი", ბავშვის გამო ხუჭავენ თვალებს, რომ პატარა უმამოდ არ გაიზარდოს...

როცა ქალბატონმა ეკა მჟავანაძემ, კასტინგის მენეჯერმა დამირეკა, მთხოვა, სასინჯი სცენა ჩამეწერა. როცა ჩავწერეთ, მითხრა - როგორც კი ექიმის ცოლი დაგვჭირდება, დაგიძახებთ, ამ როლზე პირდაპირ შენ წარმოგიდგინეო... კიდევ ერთხელ მადლობა მას ამისთვის, ეკრანზე დრამატული როლი აქამდე არ მქონდა ნათამაშევი. არადა, თეატრში, ჩემს სფეროში ბევრი კარგი რეჟისორისგან ფსიქოლოგიური, დრამატული როლებით ახლაც განებივრებული ვარ... ჩემი კომედიური ჟანრის მსახიობობა "შუა ქალაქში" გამოჩენამ განსაზღვრა და კომედიური სახე ამ სერიალმა გამოავლინა.

- თუმცა ქეთევან ღლონტის სახეს "დაქალებში" სერიოზულად გაექეცით, კომედიიდან დრამაში გადასვლა ბუნებრივად მოხდა და სერიალში ორგანულად ჩაეწერეთ...

- ბევრი დრამატული როლიც მქონია, რომლებსაც მერე ტკბილად და მშვიდად გამოვემშვიდობე. მსახიობი როლს არ უნდა მისტიროდეს და არ უნდა ენანებოდეს როლი, რომელიც წლები თამაშობდა, უბრალოდ, ტკბილ მოგონებად უნდა დატოვოს. უნდა გააკეთოს ახალი და მორიგ საფეხურს შეეჭიდოს. ამიტომ, "დაქალების" ძალიან კმაყოფილი ვარ. დარწმუნებული ვარ, ეკრანზე კიდევ ბევრ რაღაცას ვითამაშებ, რადგანაც ღვთის წყალობა მაქვს და რეჟისორებისაც, რასაც სულ ვგრძნობ.

ჩემი ისტორია დღეს არ დაწყებულა, 3 წლის ასაკიდან მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე დავდექი, ბავშვობიდან ჯერ შტატგარეშე მსახიობი ვიყავი, მერე სხვადასხვა თეატრში ვთამაშობდი. სხვა პროფესიაზე ცხოვრებაში არ მიფიქრია! რაც დავიბადე და რამდენი წლისაც ვარ, ჩემში თეატრი სულ არის. სხვანაირად ვერ წარმომიდგენია ცხოვრება.

- პარტნიორზე სოსო ხვედელიძეზე რას გვეტყვით, რომლის გამოჩენამაც სერიოზულად შეცვალა ზაზა მანაგაძის ოჯახის ბედი, რის გამოც ის მაყურებელმა შეიძულა. უცნაურია, ზოგიერთი სერიალში ისე შეიჭრა, მსახიობების ეკრანული ცხოვრება რეალობა ჰგონია და სოსოს ამის გამო სოციალურ ქსელში უსიამოვნოდ "ამკობს"...

- მართლაც ბევრს არ აქვს კულტურა, პირდაპირ შეურაცხყოფაზე გადადის. ეს საშინელებაა... სოსოს რას ერჩიან, შესანიშნავად რომ თამაშობს ამ როლს ამიტომ?! როდესაც "დაქალებში" პირველ დღეს გადაღებაზე მოვედი, სოსო დამხვდა, ერთმანეთს ინსტიტუტიდან ვიცნობთ. მერე ბევრ სპექტაკლში ვყავარ ნანახი, მათ შორის, სტუდენტურ სპექტაკლებშიც, ყოველდღიური მეგობრობა არა, მაგრამ ერთმანეთს, როგორც კოლეგები, ძალიან დიდ პატივს ვცემთ. ამ სერიალმა კიდევ უფრო დაგვაახლოვა.

მე და სოსო კადრს მიღმა რომ გვნახოთ, საოცრად "ტკბილი ცოლ-ქმარი" ვართ. სოსომ პირველად გადაღებაზე რომ დამინახა, მითხრა, - როგორ მიხარია, შენ რომ ხარ "ჩემი ცოლი", რა კარგია, ეს დუეტი შედგებაო. მეც ძალიან გამიხარდა მისი პარტნიორობა, რადგანაც დიდი მნიშვნელობა აქვს და წარმატების 50%-ს კარგი პარტნიორი განსაზღვრავს. მგონი, ერთმანეთი ძალიან შევავსეთ. ამის თქმის საფუძველს ის კომპლიმენტები მაძლევს, რომელიც მაყურებლისგან მომდის, რისთვისაც ყველას მადლობას ვუხდი.

- მოკლედ, კომედიური როლის თამაში აღარ გინდათ, ხომ?

- ჯერ "შუა ქალაქში" 10 წელი, მერე "რუსთავი 2"-შიც კომედიურ სერიალში და უკვე იმდენი კომედიური როლი მაქვს შესრულებული, სიმართლე გითხრათ, დღეს ჩემს ინტერესებში ის აღარ შედის. ასე რომ, კომედიით კარგად ვარ დანაყრებული და გაჟღენთილი. რამდენიმე ტელკომპანიას ამ მიმართულებით კიდევ უნდოდა ჩემი დატვირთვა, მაგრამ ხომ ვამბობ, აღარ მაინტერესებს. ახლა სხვა ეტაპია ჩემს ცხოვრებაში. არ ვიცი, რამდენ ხანს ვიქნები "დაქალებში", როდის დასრულდება თათიას ისტორია, მაგრამ დღესდღეობით ბედნიერი ვარ. ისიც მიხარია, რომ ასეთ საოცარ ჯგუფთან ერთად ვმუშაობ. მაყურებელს კი ვეტყვი, რომ წინ კიდევ ერთი მძიმე და საინტერესო სცენა ელის, რომლის თამაშიც მომიწევს.

"დღემდე ვერიდები მეგობრების ოჯახში მისვლას, დიდ სუფრაზე მოხვედრას" - თამუნა ნიკოლაძე პანდემიის პერიოდზე, "დიდი ოჯახის" გადაღებებსა და საზაფხულო გეგმებზე

"მამაჩემთან დაკავშირებით სიმართლე უნდა ვთქვა“ - რას წარმოადგენს სინამდვილეში ზურა ხოკერაშვილის მამა და რა აკავშირებს „მასტერშეფის“ ჟიურისთან

რეჟისორმა გიორგი ოვაშვილმა, პანდემიის დროს, შვილებთან ერთად "ქოხი" ააშენა - "ეს ჩემთვის კიდევ ერთი პატარა ფილმია"