სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
სარეცხი მანქანა სოკოვან დაავადებებს იწვევს - როგორ გავწმინდოთ ის ობისა და ნადებისგან?
სარეცხი მანქანა სოკოვან დაავადებებს იწვევს - როგორ გავწმინდოთ ის ობისა და ნადებისგან?

თუ შემ­თხვე­ვით იგ­რძე­ნით, რომ გა­რე­ცხილ სა­რე­ცხს არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო სუნი სდის, თუმ­ცა ეს ფხვნი­ლის გავ­ლე­ნა არ არის და ასე­ვე შე­ამ­ჩნი­ეთ, რომ სა­რე­ცხის მან­ქა­ნის კა­რის დამ­ლუქ­ველ რე­ზი­ნას შავი წერ­ტი­ლე­ბი გა­უჩ­ნდა, იცო­დეთ რომ ეს არის შავი სოკო, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბას იწ­ვევს რო­გორც ადა­მი­ა­ნებ­ში, ასე­ვე ცხო­ვე­ლებ­ში.

შავი სოკო ძი­რი­თა­დად ჩნდე­ბა იქ, სა­დაც მის­თვის ყვე­ლა­ზე ხელ­საყ­რე­ლი პი­რო­ბე­ბია: მა­ღა­ლი ტე­ნი­ა­ნო­ბა და სით­ბო. სა­პირ­ფა­რე­შო კი ერთ-ერთი იდე­ა­ლუ­რი ად­გი­ლია მათი წარ­მო­შო­ბის­თვის, შემ­დეგ კი ჰა­ე­რის მეშ­ვე­ო­ბით მისი სპო­რე­ბი ად­ვი­ლად გა­და­ად­გილ­დე­ბა სხვა­დას­ხვა საგ­ნის ზე­და­პირ­ზე და უკვე ად­ვი­ლი მი­სახ­ვედ­რია, რამ­ხე­ლა რის­კია, და­ვინ­ფი­ცირ­დეთ.

სა­რე­ცხის მან­ქა­ნა­ში მათი გა­ჩე­ნის ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზია სა­რე­ცხის სი­სი­ტე­მა­ტი­უ­რი რე­ცხვა 30-40° C ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე. აღ­ნიშ­ნუ­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა და ის ფაქ­ტი, რომ ამ დროს სა­რე­ცხი მან­ქა­ნის ავზი ბო­ლომ­დე წყლით არ ივ­სე­ბა, სწო­რედ ხელ­საყ­რელ გა­რე­მოს იძ­ლე­ვა გან­ვი­თარ­დეს სო­კო­ე­ბის მთე­ლი კო­ლო­ნია. გარ­და ამი­სა, სო­კო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ერთ-ერთ მი­ზე­ზია სა­რე­ცხი მან­ქა­ნის არას­წო­რად მოვ­ლა.

რო­გორ გავ­წმინ­დოთ სა­რე­ცხის მან­ქა­ნა ობის­გან?

ამი­სათ­ვის დაგ­ჭირ­დე­ბათ: ქლო­რი (სი­თხე), საწ­მენ­დი ღრუ­ბე­ლი ან ხელ­სა­ხო­ცი (რო­მელ­საც შემ­დეგ გა­და­აგ­დებთ), რე­ზი­ნის ხელ­თათ­მა­ნე­ბი და 25 გრ ლი­მონმჟა­ვა.

1. პირ­ველ ეტაპ­ზე უმ­ჯო­ბე­სია ქა­ღალ­დის მშრა­ლი ხელ­სა­ხო­ცით ("სალ­ფეთ­ქი") ან ღრუბ­ლით გაწ­მინ­დოთ სა­რე­ცხის მან­ქა­ნის შიგ­ნი­თა გან­ყო­ფი­ლე­ბა.

2. მე­ო­რე ეტაპ­ზე კი ქლო­რი­ა­ნი სი­თხე ე.წ. ბა­რა­ბა­ნის რე­ზი­ნის მთელს ზე­და­პირ­ზე და­ას­ხით, რო­მე­ლიც თვი­თონ გა­და­ნა­წილ­დე­ბა მის შიგ­ნით.

3. და­ხუ­რეთ სა­რე­ცხის მან­ქა­ნის კარი და და­ტო­ვეთ ასე 2 სა­ა­თის მან­ძილ­ზე.

4. 2 სა­ა­თის შემ­დეგ ჩარ­თეთ მან­ქა­ნა გავ­ლე­ბის რე­ჟიმ­ზე.

5. გავ­ლე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ფხვნი­ლის უჯ­რა­ში ჩა­ას­ხით 25 გრ ლი­მონმჟა­ვა და ჩარ­თეთ ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის რე­ცხვის რე­ჟი­მი.

ამ პრო­ცე­დუ­რის შემ­დეგ თქვე­ნი მან­ქა­ნა იბრწყი­ნებს. გა­ი­მე­ო­რეთ იგი­ვე 2-3 თვე­ში ერთხელ და სა­ფუძ­ვლი­ა­ნად გა­ნად­გურ­დე­ბა სოკო და მისი სპო­რე­ბი თქვენს მან­ქა­ნა­ში. არ და­გა­ვი­წყდეთ, რომ პრე­ვენ­ცი­უ­ლი მოვ­ლა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ახან­გრძლი­ვებს თქვე­ნი მან­ქა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბას, პირ­ველ რიგ­ში კი თქვენს ჯან­მრთე­ლო­ბას.

რო­გორ გავ­წმინ­დოთ სა­რე­ცხის მან­ქა­ნა ნა­დე­ბის­გან?

იმი­სათ­ვის, რომ მწყობ­რი­დან არ გა­მო­ვი­დეს, სა­რე­ცხ მან­ქა­ნას პე­რი­ო­დუ­ლი წმენ­და სჭირ­დე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით ყუ­რადსა­ღე­ბია რე­გი­ო­ნებ­სა და რა­ი­ო­ნებ­ში მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის­თვის, იქ, სა­დაც მძი­მე და ხის­ტი წყა­ლია, რო­მელ­საც ად­ვი­ლად შე­უძ­ლია და­ა­ზი­ა­ნოს სა­რე­ცხი მან­ქა­ნა, მი­უ­ხე­და­ვად მას­ში არ­სე­ბუ­ლი ფილტრი­სა.

ქი­მი­უ­რი და­ნა­მა­ტე­ბი წმენ­დს სა­რე­ცხის მან­ქა­ნის ფილტრსა და ე.წ. "სპი­რალს", თუმ­ცა ისი­ნი ხელ­მი­საწ­ვდო­მი არაა ყვე­ლა მომ­ხმა­რე­ბე­ლის­თვის და ზოგ შემ­თხვე­ვა­ში არ შვე­ლის უკვე გა­ფუ­ჭებლ საქ­მეს. წარ­მო­სად­გე­ნად ძა­ლი­ან ძნე­ლია სა­რე­ცხის მან­ქა­ნა­ში გა­რე­ცხი­ლი თქვე­ნი შვი­ლის ტან­საც­მელ­ზე რო­გორ გა­და­დის უხი­ლა­ვად ნა­დე­ბი და სო­კოს გა­მომ­წვე­ვი მრა­ვა­ლი ბაქ­ტე­რია. სწო­რედ ამ მიზ­ნით გთა­ვა­ზობთ ნა­დე­ბი­სა და ზო­გა­დად მიკ­რო­ბე­ბის­გან გაწ­მენდვის ერთ მე­ტად მარ­ტივ ხერ­ხს.

ამ მე­ტად უსაფრ­თხო და მარ­ტი­ვი გზის მეშ­ვე­ო­ბით, თქვენ სა­მუ­და­მოდ და­ი­ვი­წყებთ ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრობ­ლე­მებ­სა და სა­რე­ცხის მან­ქა­ნის გა­ფუ­ჭე­ბა­ზე ფიქ­რს. უბ­რა­ლოდ ნე­ბის­მსი­ერ სურ­სათ­ში შე­ი­ძი­ნეთ ლი­მონმჟა­ვა, რომ­ლის 60 გრამს გა­მო­ი­ყე­ნებთ 4 კგ-იან სა­რე­ცხის მან­ქა­ნა­ზე, ხოლო 6 კი­ლოგ­რა­მი­ან მან­ქა­ნა­ზე კი 100 გრამს. ჩა­ყა­რეთ ლი­მონმჟა­ვას ფხვნი­ლი სა­რე­ცხი სა­შუ­ა­ლე­ბის­თვის გან­კუთ­ვნილ უჯ­რა­ში და ჩარ­თეთ მან­ქა­ნა მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე - ბამ­ბე­უ­ლის რე­ცხვის რე­ჟიმ­ზე.

ად­ვი­ლად რომ წარ­მო­იდ­გი­ნოთ თუ რო­გორ სუფ­თავ­დე­ბა ამ დროს თქვე­ნი სა­რე­ცხის მან­ქა­ნა, აი­ღეთ ჩა­ი­და­ნი, სა­დაც წარ­მოქ­მნი­ლია ნა­დე­ბი, ჩა­ყა­რეთ 1.5 კოვ­ზი ლი­მონმჟა­ვას ფხვნი­ლი, და­ას­ხით წყა­ლი და წა­მო­ა­დუ­ღეთ, შე­დე­გი ნამ­დვი­ლად გა­გა­ო­ცებთ.

მსგავ­სი მე­თო­დით შე­გიძ­ლი­ათ წე­ლი­წად­ში სამ­ჯერ გაწ­მინ­დოთ თქვე­ნი მან­ქა­ნა, ხოლო თუ მძი­მე და ხისტ წყალს იყე­ნებთ, შე­გიძ­ლი­ათ ოთხჯე­რაც. ცდად ნამ­დვი­ლად ღირს, არ ინა­ნებთ!

სა­რე­ცხი მან­ქა­ნე­ბი 399 ლა­რი­დან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

სარეცხი მანქანა სოკოვან დაავადებებს იწვევს - როგორ გავწმინდოთ ის ობისა და ნადებისგან?

სარეცხი მანქანა სოკოვან დაავადებებს იწვევს - როგორ გავწმინდოთ ის ობისა და ნადებისგან?

თუ შემთხვევით იგრძენით, რომ გარეცხილ სარეცხს არასასიამოვნო სუნი სდის, თუმცა ეს ფხვნილის გავლენა არ არის და ასევე შეამჩნიეთ, რომ სარეცხის მანქანის კარის დამლუქველ რეზინას შავი წერტილები გაუჩნდა, იცოდეთ რომ ეს არის შავი სოკო, რომელიც სხვადასხვა დაავადებას იწვევს როგორც ადამიანებში, ასევე ცხოველებში.

შავი სოკო ძირითადად ჩნდება იქ, სადაც მისთვის ყველაზე ხელსაყრელი პირობებია: მაღალი ტენიანობა და სითბო. საპირფარეშო კი ერთ-ერთი იდეალური ადგილია მათი წარმოშობისთვის, შემდეგ კი ჰაერის მეშვეობით მისი სპორები ადვილად გადაადგილდება სხვადასხვა საგნის ზედაპირზე და უკვე ადვილი მისახვედრია, რამხელა რისკია, დავინფიცირდეთ.

სარეცხის მანქანაში მათი გაჩენის ძირითადი მიზეზია სარეცხის სისიტემატიური რეცხვა 30-40° C ტემპერატურაზე. აღნიშნული ტემპერატურა და ის ფაქტი, რომ ამ დროს სარეცხი მანქანის ავზი ბოლომდე წყლით არ ივსება, სწორედ ხელსაყრელ გარემოს იძლევა განვითარდეს სოკოების მთელი კოლონია. გარდა ამისა, სოკოების განვითარების ერთ-ერთ მიზეზია სარეცხი მანქანის არასწორად მოვლა.

როგორ გავწმინდოთ სარეცხის მანქანა ობისგან?

ამისათვის დაგჭირდებათ: ქლორი (სითხე), საწმენდი ღრუბელი ან ხელსახოცი (რომელსაც შემდეგ გადააგდებთ), რეზინის ხელთათმანები და 25 გრ ლიმონმჟავა.

1. პირველ ეტაპზე უმჯობესია ქაღალდის მშრალი ხელსახოცით ("სალფეთქი") ან ღრუბლით გაწმინდოთ სარეცხის მანქანის შიგნითა განყოფილება.

2. მეორე ეტაპზე კი ქლორიანი სითხე ე.წ. ბარაბანის რეზინის მთელს ზედაპირზე დაასხით, რომელიც თვითონ გადანაწილდება მის შიგნით.

3. დახურეთ სარეცხის მანქანის კარი და დატოვეთ ასე 2 საათის მანძილზე.

4. 2 საათის შემდეგ ჩართეთ მანქანა გავლების რეჟიმზე.

5. გავლების დასრულების შემდეგ ფხვნილის უჯრაში ჩაასხით 25 გრ ლიმონმჟავა და ჩართეთ ყველაზე მაღალი ტემპერატურის რეცხვის რეჟიმი.

ამ პროცედურის შემდეგ თქვენი მანქანა იბრწყინებს. გაიმეორეთ იგივე 2-3 თვეში ერთხელ და საფუძვლიანად განადგურდება სოკო და მისი სპორები თქვენს მანქანაში. არ დაგავიწყდეთ, რომ პრევენციული მოვლა მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს თქვენი მანქანის მდგომარეობას, პირველ რიგში კი თქვენს ჯანმრთელობას.

როგორ გავწმინდოთ სარეცხის მანქანა ნადებისგან?

იმისათვის, რომ მწყობრიდან არ გამოვიდეს, სარეცხ მანქანას პერიოდული წმენდა სჭირდება. განსაკუთრებით ყურადსაღებია რეგიონებსა და რაიონებში მაცხოვრებლებისთვის, იქ, სადაც მძიმე და ხისტი წყალია, რომელსაც ადვილად შეუძლია დააზიანოს სარეცხი მანქანა, მიუხედავად მასში არსებული ფილტრისა.

ქიმიური დანამატები წმენდს სარეცხის მანქანის ფილტრსა და ე.წ. "სპირალს", თუმცა ისინი ხელმისაწვდომი არაა ყველა მომხმარებელისთვის და ზოგ შემთხვევაში არ შველის უკვე გაფუჭებლ საქმეს. წარმოსადგენად ძალიან ძნელია სარეცხის მანქანაში გარეცხილი თქვენი შვილის ტანსაცმელზე როგორ გადადის უხილავად ნადები და სოკოს გამომწვევი მრავალი ბაქტერია. სწორედ ამ მიზნით გთავაზობთ ნადებისა და ზოგადად მიკრობებისგან გაწმენდვის ერთ მეტად მარტივ ხერხს.

ამ მეტად უსაფრთხო და მარტივი გზის მეშვეობით, თქვენ სამუდამოდ დაივიწყებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სარეცხის მანქანის გაფუჭებაზე ფიქრს. უბრალოდ ნებისმსიერ სურსათში შეიძინეთ ლიმონმჟავა, რომლის 60 გრამს გამოიყენებთ 4 კგ-იან სარეცხის მანქანაზე, ხოლო 6 კილოგრამიან მანქანაზე კი 100 გრამს. ჩაყარეთ ლიმონმჟავას ფხვნილი სარეცხი საშუალებისთვის განკუთვნილ უჯრაში და ჩართეთ მანქანა მაღალ ტემპერატურაზე - ბამბეულის რეცხვის რეჟიმზე.

ადვილად რომ წარმოიდგინოთ თუ როგორ სუფთავდება ამ დროს თქვენი სარეცხის მანქანა, აიღეთ ჩაიდანი, სადაც წარმოქმნილია ნადები, ჩაყარეთ 1.5 კოვზი ლიმონმჟავას ფხვნილი, დაასხით წყალი და წამოადუღეთ, შედეგი ნამდვილად გაგაოცებთ.

მსგავსი მეთოდით შეგიძლიათ წელიწადში სამჯერ გაწმინდოთ თქვენი მანქანა, ხოლო თუ მძიმე და ხისტ წყალს იყენებთ, შეგიძლიათ ოთხჯერაც. ცდად ნამდვილად ღირს, არ ინანებთ!

სარეცხი მანქანები 399 ლარიდან

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი