სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
„წიგნები, მუსიკა და გართობა - „ბარი-ბარში“ ლიბერთინსის მორიგი წვეულება გაიმართება“
„წიგნები, მუსიკა და გართობა - „ბარი-ბარში“ ლიბერთინსის მორიგი წვეულება გაიმართება“

23 იან­ვარს 18:00 სა­ათ­ზე „ბარი-ბარ­ში“ (გე­რონ­ტი ქი­ქო­ძის #9) „ლი­ბერ­თინ­სის“ წვე­უ­ლე­ბა გა­ი­მარ­თე­ბა. გე­ლით უამ­რა­ვი სი­ურპრი­ზი და სა­სი­ა­მოვ­ნო სა­ღა­მო, რო­მელ­ზე დას­წრე­ბაც ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­უძ­ლია.

„ლი­ბერ­თინ­სი“ არის თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც კი­თხუ­ლობს და არ­ჩევს მათ თა­ო­ბა­ში თა­ნა­მედ­რო­ვე, პო­პუ­ლა­რულ, უცხო­ურ ლი­ტე­რა­ტუ­რას, რო­მელ­საც შემ­დგომ გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“ ქარ­თულ ენა­ზე გა­მოს­ცემს.

„პრო­ექ­ტის „ლი­ბერ­თინ­სი“ მი­ზა­ნია, თი­ნე­ი­ჯე­რებ­ში წიგ­ნი­ე­რე­ბის დო­ნის ამაღ­ლე­ბა და მათი წიგნ­თან უფრო მე­ტად და­ახ­ლო­ვე­ბა. პრო­ექ­ტის წარ­მარ­თვა­ში, თვი­თონ თი­ნე­ი­ჯე­რე­ბი, „ლი­ბერ­თინ­სე­ლე­ბი“ გვეხ­მა­რე­ბი­ან. ისი­ნი ირ­ჩე­ვენ წიგ­ნებს, რომ­ლე­ბიც სურთ, რომ ქარ­თულ ენა­ზე ითარ­გმნოს“ - ამ­ბობს „ლი­ბერ­თინ­სის“ მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რი, ნი­კო­ლოზ დვა­ლიშ­ვი­ლი.

23 იან­ვარს წვე­უ­ლე­ბა­ზე ახა­ლი „ლი­ბერ­თინ­სე­ლე­ბის“ წარ­დგე­ნა გა­ი­მარ­თე­ბა. ასე­ვე, მო­ე­წყო­ბა პრე­ზენ­ტა­ცია „ლი­ბერ­თინ­სის“, მისი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი­სა და ახა­ლი წიგ­ნე­ბის შე­სა­ხებ; ფას­დაკ­ლე­ბით გა­ი­ყი­დე­ბა შემ­დე­გი წიგ­ნე­ბი: „სა­მუ­და­მოდ გიკი“, „მი­ნაუ ბლა­ის წმინ­და ტყუ­ი­ლე­ბი“ და „მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლის აღ­სა­რე­ბა“. ეს უკა­ნას­კნე­ლი არა მარ­ტო სა­ინ­ტე­რე­სო სი­უ­ჟე­ტით, არა­მედ სა­ინ­ტე­რე­სო ყდი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ვა. ის მე­ტა­ლი­საა და გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას ირეკ­ლავს.

და­გეგ­მი­ლია, აგ­რეთ­ვე, გა­სარ­თო­ბი თა­მა­შე­ბი - ე.წ. „party games“, რო­მელ­თა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბიც პრი­ზე­ბით და­სა­ჩუქრდე­ბი­ან.

წვე­უ­ლე­ბა­ზე ფო­ტო­კონ­კურ­სის „ახა­ლი წელი ლი­ბერ­თინსთან ერ­თად“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბიც და­ჯილ­დოვ­დე­ბი­ან. კონ­კურ­სან­ტე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­დნენ მათ მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი სა­ა­ხალ­წლო თე­მა­ტი­კის ფო­ტო­ე­ბით, სა­დაც „ლი­ბერ­თინ­სის“ ერთ-ერთი წიგ­ნიც იყო აღ­ბეჭ­დი­ლი. 14 იან­ვარს, სოც. ქსელ­ში ხმის მი­ცე­მის გზით, 2 გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გა­მოვ­ლინ­და. მათ „ლი­ბერ­თინ­სის“ წვე­უ­ლე­ბა­ზე, კომ­პა­ნი­ის „Sami” ვირ­ტუ­ო­ზი მხატ­ვრე­ბის მიერ ხე­ლით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი პორ­ტრე­ტე­ბი გა­და­ე­ცე­მათ.

წვე­უ­ლე­ბა­ზე გა­ი­მარ­თე­ბა ლუკა მამ­ნი­აშ­ვი­ლის სოლო კონ­ცერ­ტი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

„წიგნები, მუსიკა და გართობა - „ბარი-ბარში“ ლიბერთინსის მორიგი წვეულება გაიმართება“

„წიგნები, მუსიკა და გართობა - „ბარი-ბარში“ ლიბერთინსის მორიგი წვეულება გაიმართება“

23 იანვარს 18:00 საათზე „ბარი-ბარში“ (გერონტი ქიქოძის #9) „ლიბერთინსის“ წვეულება გაიმართება. გელით უამრავი სიურპრიზი და სასიამოვნო საღამო, რომელზე დასწრებაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

„ლიბერთინსი“ არის თინეიჯერების ჯგუფი, რომელიც კითხულობს და არჩევს მათ თაობაში თანამედროვე, პოპულარულ, უცხოურ ლიტერატურას, რომელსაც შემდგომ გამომცემლობა „პალიტრა L“ ქართულ ენაზე გამოსცემს.

„პროექტის „ლიბერთინსი“ მიზანია, თინეიჯერებში წიგნიერების დონის ამაღლება და მათი წიგნთან უფრო მეტად დაახლოვება. პროექტის წარმართვაში, თვითონ თინეიჯერები, „ლიბერთინსელები“ გვეხმარებიან. ისინი ირჩევენ წიგნებს, რომლებიც სურთ, რომ ქართულ ენაზე ითარგმნოს“ - ამბობს „ლიბერთინსის“ მარკეტინგის მენეჯერი, ნიკოლოზ დვალიშვილი.

23 იანვარს წვეულებაზე ახალი „ლიბერთინსელების“ წარდგენა გაიმართება. ასევე, მოეწყობა პრეზენტაცია „ლიბერთინსის“, მისი სამომავლო გეგმებისა და ახალი წიგნების შესახებ; ფასდაკლებით გაიყიდება შემდეგი წიგნები: „სამუდამოდ გიკი“, „მინაუ ბლაის წმინდა ტყუილები“ და „მკვლელობაში ეჭვმიტანილის აღსარება“. ეს უკანასკნელი არა მარტო საინტერესო სიუჟეტით, არამედ საინტერესო ყდითაც გამოირჩევა. ის მეტალისაა და გამოსახულებას ირეკლავს.

დაგეგმილია, აგრეთვე, გასართობი თამაშები - ე.წ. „party games“, რომელთა გამარჯვებულებიც პრიზებით დასაჩუქრდებიან.

წვეულებაზე ფოტოკონკურსის „ახალი წელი ლიბერთინსთან ერთად“ გამარჯვებულებიც დაჯილდოვდებიან. კონკურსანტები მონაწილეობას იღებდნენ მათ მიერ გადაღებული საახალწლო თემატიკის ფოტოებით, სადაც „ლიბერთინსის“ ერთ-ერთი წიგნიც იყო აღბეჭდილი. 14 იანვარს, სოც. ქსელში ხმის მიცემის გზით, 2 გამარჯვებული გამოვლინდა. მათ „ლიბერთინსის“ წვეულებაზე, კომპანიის „Sami” ვირტუოზი მხატვრების მიერ ხელით შესრულებული პორტრეტები გადაეცემათ.

წვეულებაზე გაიმართება ლუკა მამნიაშვილის სოლო კონცერტი.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს