სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ქირის გადასახადებით შეწუხებულმა ქალბატონმა, პრობლემა მარტივად მოაგვარა...
ქირის გადასახადებით შეწუხებულმა ქალბატონმა, პრობლემა მარტივად მოაგვარა...

მი­შელ ბო­ი­ლი ორე­გო­ნის შტატ­ში მდე­ბა­რე შირ­ვუ­დის რა­ი­ონ­ში, პა­ტა­რა სახ­ლში ცხოვ­რობ­და. და­ქი­რა­ვე­ბულ სახ­ლში ყო­ველ­თვი­უ­რი გა­და­სა­ხა­დი 1300 დო­ლა­რი იყო. რა თქმა უნდა, მი­შე­ლი ამ ფაქ­ტით ძა­ლი­ან წუხ­და და ყო­ველ­თვის გა­მო­სა­ვა­ლის ძი­ე­ბა­ში იყო. ხში­რად კი­თხუ­ლობ­და გან­ცხა­დე­ბებს სხვა­დას­ხვა სახ­ლებ­სა და ბი­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუმ­ცა ხელ­ჩა­სა­ჭიდ ფასს ვერ­სად მი­აგ­ნო.

ბო­ი­ლი მუ­შა­ობს კერ­ძო კომ­პა­ნი­ა­ში, სა­დაც მისი ხელ­ფა­სი სულ რა­ღაც 2000-2500 დო­ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს. ამ ხელ­ფა­სი­დან მხო­ლოდ 1000 დო­ლა­რამ­დე თუ რჩე­ბო­და მთე­ლი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, რაც მას­ზე ძალ­ზედ ნე­გა­ტი­უ­რად მოქ­მე­დებ­და.

ერთ დღეს, რო­დე­საც მი­შე­ლის შვი­ლებ­მა გა­და­წყვი­ტეს სა­კუ­თარ სახ­ლებ­ში ცალ­კე ცხოვ­რე­ბა, ქალ­ბა­ტონს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იდეა მო­უ­ვი­და აზ­რად. მან გა­და­წყვი­ტა ჰა­ერ­ში გას­რო­ლი­ლი თან­ხის ნაც­ვლად შე­ე­ძი­ნა 18 კვად­რა­ტუ­ლი მი­წის ნაკ­ვე­თი და თა­ვის გეგ­მი­სა­მებრ აე­შე­ნე­ბი­ნა პა­ტა­რა სახ­ლი...

რო­გორ და­ე­ბა­და ეს აზრი?

ინ­ტერ­ნეტ­ში მან Tiny House-ის სა­ხელ­წო­დე­ბის პრო­ექ­ტი შე­ნიშ­ნა. რო­მე­ლიც მო­სახ­ლე­ო­ბას სთა­ვა­ზობ­და პა­ტა­რა და კომ­ფორ­ტულ სახ­ლს ნაკ­ლე­ბი ხარ­ჯით. აქამ­დე მი­შე­ლის ნა­ქი­რა­ვე­ბი სახ­ლი 3 სა­ძი­ნებ­ლის და მი­სა­ღე­ბის­გან შედ­გე­ბო­და. თუმ­ცა მას ასე­თი სახ­ლი აღარ სჭირ­დე­ბო­და, რად­გან მისი შვი­ლე­ბი უკვე ცალ­კე ცხოვ­რობ­დნენ, ამი­ტომ ქალ­ბა­ტონ­მა გა­და­წყვი­ტა, რომ მას 18 კვად­რა­ტუ­ლიც სავ­სე­ბით ეყო­ფო­და.

მი­შე­ლის 18 კვად­რა­ტუ­ლი სახ­ლი რო­გორც გა­რე­დან, შიგ­ნი­და­ნაც საკ­მა­ოდ მიმზდ­ვე­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. ის თვე­ში მხო­ლოდ 65 დო­ლარს იხ­დის, ამ თან­ხა­ში შე­დის, გაზი-დენი-ინ­ტერ­ნე­ტი. სახ­ლში ლა­მა­ზი სა­ძი­ნე­ბე­ლი, წიგ­ნე­ბის კა­რა­და, კომ­პი­უ­ტე­რის მა­გი­და და სახ­ლის მცი­რე ინ­ვენ­ტა­რია. ამ პა­ტა­რა სახ­ლში აბა­ზა­ნა-სა­პირ­ფა­რე­შოს ჩა­ტე­ვაც მო­ხერ­ხდა. ზამ­თარ­ში მი­შე­ლის სახ­ლი უფრო ჯა­დოს­ნუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა.

მი­შელ­მა კი­დევ 4 ასე­თი მინი სახ­ლი აა­შე­ნე­ბი­ნა, რო­მელ­საც სა­მო­მავ­ლოდ გა­ა­ქი­რა­ვებს ტუ­რის­ტებ­ზე. მი­შე­ლი საკ­მა­ოდ ჭკვი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა, ის ბიზ­ნეს­საც უძღვე­ბა და პა­რა­ლე­ლუ­რად სახ­ლე­ბის დი­ზა­ინ­ზე თვი­თონ­ვე ზრუ­ნავს.

წყა­რო: intermedia.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ქირის გადასახადებით შეწუხებულმა ქალბატონმა, პრობლემა მარტივად მოაგვარა...

ქირის გადასახადებით შეწუხებულმა ქალბატონმა, პრობლემა მარტივად მოაგვარა...

მიშელ ბოილი ორეგონის შტატში მდებარე შირვუდის რაიონში, პატარა სახლში ცხოვრობდა. დაქირავებულ სახლში ყოველთვიური გადასახადი 1300 დოლარი იყო. რა თქმა უნდა, მიშელი ამ ფაქტით ძალიან წუხდა და ყოველთვის გამოსავალის ძიებაში იყო. ხშირად კითხულობდა განცხადებებს სხვადასხვა სახლებსა და ბინებთან დაკავშირებით, თუმცა ხელჩასაჭიდ ფასს ვერსად მიაგნო.

ბოილი მუშაობს კერძო კომპანიაში, სადაც მისი ხელფასი სულ რაღაც 2000-2500 დოლარამდე მერყეობს. ამ ხელფასიდან მხოლოდ 1000 დოლარამდე თუ რჩებოდა მთელი თვის განმავლობაში, რაც მასზე ძალზედ ნეგატიურად მოქმედებდა.

ერთ დღეს, როდესაც მიშელის შვილებმა გადაწყვიტეს საკუთარ სახლებში ცალკე ცხოვრება, ქალბატონს განსაკუთრებული იდეა მოუვიდა აზრად. მან გადაწყვიტა ჰაერში გასროლილი თანხის ნაცვლად შეეძინა 18 კვადრატული მიწის ნაკვეთი და თავის გეგმისამებრ აეშენებინა პატარა სახლი...

როგორ დაებადა ეს აზრი?

ინტერნეტში მან Tiny House-ის სახელწოდების პროექტი შენიშნა. რომელიც მოსახლეობას სთავაზობდა პატარა და კომფორტულ სახლს ნაკლები ხარჯით. აქამდე მიშელის ნაქირავები სახლი 3 საძინებლის და მისაღებისგან შედგებოდა. თუმცა მას ასეთი სახლი აღარ სჭირდებოდა, რადგან მისი შვილები უკვე ცალკე ცხოვრობდნენ, ამიტომ ქალბატონმა გადაწყვიტა, რომ მას 18 კვადრატულიც სავსებით ეყოფოდა.

მიშელის 18 კვადრატული სახლი როგორც გარედან, შიგნიდანაც საკმაოდ მიმზდველად გამოიყურება. ის თვეში მხოლოდ 65 დოლარს იხდის, ამ თანხაში შედის, გაზი-დენი-ინტერნეტი. სახლში ლამაზი საძინებელი, წიგნების კარადა, კომპიუტერის მაგიდა და სახლის მცირე ინვენტარია. ამ პატარა სახლში აბაზანა-საპირფარეშოს ჩატევაც მოხერხდა. ზამთარში მიშელის სახლი უფრო ჯადოსნურად გამოიყურება.

მიშელმა კიდევ 4 ასეთი მინი სახლი ააშენებინა, რომელსაც სამომავლოდ გააქირავებს ტურისტებზე. მიშელი საკმაოდ ჭკვიანი აღმოჩნდა, ის ბიზნესსაც უძღვება და პარალელურად სახლების დიზაინზე თვითონვე ზრუნავს.

წყარო: intermedia.ge

როგორი იქნება ევრობასკეტის არენა თბილისში, რომელიც მაღლივ კორპუსთან შენდება

როგორ გამოიყურება კერძო სახლი ბათუმში, რომელიც 10 მლნ ლარამდე ღირს - ნახეთ ფოტოები

5 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით "დაბნელებების დერეფანია" - რა უნდა ვიცოდეთ ამ ერთ თვესთან დაკავშირებით