სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"...იქ გაზი 4-5 დღის განმავლობაში გროვდებოდა" - რა გაიხსენა სასამართლოზე დიდ დიღომში აფეთქების საქმის ერთ-ერთმა ბრალდებულმა
"...იქ გაზი 4-5 დღის განმავლობაში გროვდებოდა" - რა გაიხსენა სასამართლოზე დიდ დიღომში აფეთქების საქმის ერთ-ერთმა ბრალდებულმა

თქვენ სა­წი­ნა­აღ­მდე­გოს რომ ამ­ბობთ, თუ ხვდე­ბით?! - ასე მი­მარ­თა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე ვახ­ტანგ მრე­ლაშ­ვილ­მა ბრალ­დე­ბულ ვა­ზელ მა­მა­დი­ანს სი­ტყვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ. კერ­ძოდ, რეპ­ლი­კის დროს ბრალ­დე­ბულ­მა ვა­ზელ მა­მა­დი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, რომ მან დე­ტა­ლუ­რად შე­ა­მოწ­მა ტე­რი­ტო­რია და იქ გა­ჟონ­ვის კვა­ლი ვერ აღ­მო­ა­ჩი­ნა.

"ლიფ­ტის შახ­ტაც ვნა­ხე და ყვე­ლა სარ­თუ­ლი ვნა­ხე. არ იყო სუნი. აპა­რა­ტიც ჩავ­რთე ამ სა­დარ­ბა­ზო­ში. მრი­ცხველ­საც და­ვაკ­ვირ­დი და რო­დე­საც გა­ჟონ­ვაა, სწრა­ფად ბრუ­ნავს ხოლ­მე. იქ ასე არ იყო. შემ­დეგ გა­რეთ შე­ვა­მოწ­მე, გა­რე­დან ხომ არ შე­დი­ო­და გაზი. ჩემ დროს იქ სუნი არ ოყო“, - გა­ნა­ცხა­და ვა­ზელ მა­მა­დი­ან­მა.

ამის შემ­დეგ მო­სა­მარ­თლე ჩა­ე­კი­თხა ბრალ­დე­ბულს, რას­თან ჰქონ­და საქ­მე, რა­ზეც მა­მა­დი­ან­მა უპა­სუ­ხა, რომ სა­ვა­რა­უ­დოდ იქ გაზი 4-5 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გროვ­დე­ბო­და. "თქვენ სა­წი­ნა­აღ­მდე­გოს რომ ამ­ბობთ, თუ ხვდე­ბით?!", - მი­მარ­თა მო­სა­მარ­თლემ ბრალ­დე­ბულს.

ამის შემ­დეგ მხა­რე­ებ­მა რეპ­ლი­კე­ბი გაც­ვა­ლეს და მო­სა­მარ­თლე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად გა­ვი­და. პრო­კუ­რო­რი „ყა­ზტრანსგაზ-თბი­ლი­სის“ ბრალ­დე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხედ პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას მო­ი­თხოვს. პრო­კუ­რორ და­ვით კი­კა­ჩე­იშ­ვი­ლის თქმით, დიდ დი­ღომ­ში, ავ­თან­დი­ლის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი ორი პი­რის, „ყა­ზტრანსგაზ-თბი­ლი­სის“ ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის, თორ­ნი­კე ტა­ტიშ­ვი­ლი­სა და ვა­ზელ მა­მა­დი­ა­ნის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნი­ძი­ე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი უნდა იყოს, რათა ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა თავი არ აა­რი­დონ გა­მო­ძი­ე­ბას და არ მო­ახ­დი­ნონ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის შეც­ვლა.

დაც­ვის მხა­რე მო­ი­თხოვს ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­რე­შე და­ტო­ვონ, ხოლო ალ­ტერ­ნა­ტი­ვის სა­ხით გი­რაო - ვა­ზელ მა­მა­დი­ა­ნის შემ­თხვე­ვა­ში 50 ათა­სი ლარი, ხოლო თორ­ნი­კე ტა­ტიშ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში 10 ათა­სი ლარი იყოს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 16 იან­ვარს, დიდ დი­ღომ­ში, სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად 4 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, აქე­დან ერთი მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვია. და­შავ­და 8 ადა­მი­ა­ნი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"...იქ გაზი 4-5 დღის განმავლობაში გროვდებოდა" - რა გაიხსენა სასამართლოზე დიდ დიღომში აფეთქების საქმის ერთ-ერთმა ბრალდებულმა

"...იქ გაზი 4-5 დღის განმავლობაში გროვდებოდა" - რა გაიხსენა სასამართლოზე დიდ დიღომში აფეთქების საქმის ერთ-ერთმა ბრალდებულმა

თქვენ საწინააღმდეგოს რომ ამბობთ, თუ ხვდებით?! - ასე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა ბრალდებულ ვაზელ მამადიანს სიტყვის დასრულების შემდეგ. კერძოდ, რეპლიკის დროს ბრალდებულმა ვაზელ მამადიანმა აღნიშნა, რომ მან დეტალურად შეამოწმა ტერიტორია და იქ გაჟონვის კვალი ვერ აღმოაჩინა.

"ლიფტის შახტაც ვნახე და ყველა სართული ვნახე. არ იყო სუნი. აპარატიც ჩავრთე ამ სადარბაზოში. მრიცხველსაც დავაკვირდი და როდესაც გაჟონვაა, სწრაფად ბრუნავს ხოლმე. იქ ასე არ იყო. შემდეგ გარეთ შევამოწმე, გარედან ხომ არ შედიოდა გაზი. ჩემ დროს იქ სუნი არ ოყო“, - განაცხადა ვაზელ მამადიანმა.

ამის შემდეგ მოსამართლე ჩაეკითხა ბრალდებულს, რასთან ჰქონდა საქმე, რაზეც მამადიანმა უპასუხა, რომ სავარაუდოდ იქ გაზი 4-5 დღის განმავლობაში გროვდებოდა. "თქვენ საწინააღმდეგოს რომ ამბობთ, თუ ხვდებით?!", - მიმართა მოსამართლემ ბრალდებულს.

ამის შემდეგ მხარეებმა რეპლიკები გაცვალეს და მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა. პროკურორი „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ბრალდებული თანამშრომლების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს. პროკურორ დავით კიკაჩეიშვილის თქმით, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებული ორი პირის, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ყოფილი თანამშრომლების, თორნიკე ტატიშვილისა და ვაზელ მამადიანის მიმართ აღკვეთის ღონიძიება გამოყენებული უნდა იყოს, რათა ბრალდებულებმა თავი არ აარიდონ გამოძიებას და არ მოახდინონ მტკიცებულებების შეცვლა.

დაცვის მხარე მოითხოვს ბრალდებულები აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვონ, ხოლო ალტერნატივის სახით გირაო - ვაზელ მამადიანის შემთხვევაში 50 ათასი ლარი, ხოლო თორნიკე ტატიშვილის შემთხვევაში 10 ათასი ლარი იყოს გამოყენებული.

შეგახსენებთ, რომ 16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავდა 8 ადამიანი.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს