თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, სხვა არაერთ ცნობილ ადამიანთან ერთად, "ფეისბუქში" წამოწყებულ 10 Year Challenge-ის კამპანიას შეუერთდა.
სამართლიანობისა და განვითარების პარტიის "ინსტაგრამის" ოფიციალურ გერდზე ბავშვებთან ერთად გადაღებული, პრეზიდენტის ორი ფოტო გამოქვეყნდა - ერთზე 2009 წელს მაშინდელი პრემიერი ერდოღანი ჩვილ ბავშვთან ერთადაა გამოსახული, მეორეზე კი - 2019 წელს სკოლის ასაკის გოგონასთან ერთად.
გამოქვეყნებიდან ერთ საათში ფოტოებმა 17 000 მოწონება და უამრავი თბილი კომენტარი დააგროვა.
10 Year Challenge-კამპანიამ ახალი წლის შემდეგ Facebook, Instagram და Twitter მოიცვა. სოციალური ქსელების მომხმარებლები 10 წლის წინანდელ და ამჟამინდელ ფოტოებს გვერდიგვერდ აქვეყნებენ და წერენ, თუ რა შეიცვალა მათ ცხოვრებაში ბოლო ათწლეულში.
წაიკითხეთ ასევე: "ფეისბუქზე" 10 წლის წინანდელი სელფის შედარება ახალთან არც ისე უსაფრთხოა - რას ამბობენ ექსპერტები