სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ყველა წესის დაცვით შევამოწმეთ ტერიტორიაო" - ვინ არიან "ყაზტრანსგაზის" დაკავებული თანამშრომლები და რას ამბობს ერთ-ერთის და
"ყველა წესის დაცვით შევამოწმეთ ტერიტორიაო" - ვინ არიან "ყაზტრანსგაზის" დაკავებული თანამშრომლები და რას ამბობს ერთ-ერთის და

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა დიდ დი­ღომ­ში, სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბის ფაქ­ტზე, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ორი პირი და­ა­კა­ვეს. და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან 27 წლის თორ­ნი­კე ტა­ტიშ­ვი­ლი და 61 წლის ვა­ზილ მა­მა­დი­ა­ნი.

ერთ-ერთი და­კა­ვე­ბუ­ლის თორ­ნი­კე ტა­ტიშ­ვი­ლის და, თე­ო­ნა ტა­ტიშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ მის­მა ძმამ ყვე­ლა წე­სის დაც­ვით შე­ა­მოწ­მა ტე­რი­ტო­რია, თუმ­ცა, გა­ზის გა­ჟონ­ვა არ და­ფიქ­სირ­და. ამის შე­სა­ხებ თე­ო­ნა ტა­ტიშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

"ამ­ბობს, რომ ყვე­ლა წე­სის დაც­ვით შე­ა­მოწ­მეს ტე­რი­ტო­რია აპა­რა­ტით, ყნოს­ვი­თაც, პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლი­დან მე­ცხრე სარ­თუ­ლის ჩათ­ვლით, ფე­ხით ავიდ­ნენ, რად­გან იმ მო­მენ­ტში ლიფ­ტი არ მუ­შა­ობ­და.

სა­თი­თა­ოდ შე­ა­მოწ­მეს ყვე­ლა სარ­თუ­ლი, არ და­ფიქ­სირ­და სუნი, არც აპა­რატ­მა და­ა­ფიქ­სი­რა გა­ჟონ­ვა, ამი­ტომ წა­ვიდ­ნენ სხვა გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე, სა­დაც ამ აპა­რატ­მა და­ა­ფიქ­სი­რა, რომ იყო გა­ჟონ­ვა და მოხ­და კი­დეც რე­ა­გი­რე­ბა.

მან შე­ას­რუ­ლა თა­ვი­სი მო­ვა­ლე­ო­ბა ყვე­ლა წე­სის დაც­ვით. იმ მო­მენ­ტში, როცა ისი­ნი მი­ვიდ­ნენ იქ, რამ­დე­ნი­მე ბი­ჭიც იყო და აღ­ნიშ­ნეს კი­დეც, რომ ახლა სუნი ნამ­დვი­ლად აღარ არი­სო", - აცხა­დებს ტა­ტიშ­ვი­ლი.

ის არას­წორს უწო­დებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, თით­ქოს, ლიფ­ტის არ­მუ­შა­ო­ბის გამო, მათ ყვე­ლა სარ­თულ­ზე ას­ვლა და­ე­ზა­რათ.

"ეს ნამ­დვი­ლად სწო­რი არ არის. ყვე­ლა­ფე­რი შე­ა­მოწ­მეს, ფე­ხით ავე­დი­თო მეც და ჩემი მე­წყვი­ლეც მე­ცხრე სარ­თუ­ლამ­დეო, ამ­ბობს ის", - გა­ნა­ცხა­და ტა­ტიშ­ვილ­მა.

VIDEO: შსს დიდ დი­ღომ­ში ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის აფეთ­ქე­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბის ვი­დე­ოს ავ­რცე­ლებს

დიდ დი­ღომ­ში მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი "ყა­ზტრანსგაზ-თბი­ლი­სის" თა­ნამ­შრომ­ლე­ბი დიდი დიღ­მის მე­ო­თხე გან­ყო­ფი­ლე­ბი­დან დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტორ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. და­კა­ვე­ბუ­ლებს ბრალს 48 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში წა­უ­ყე­ნე­ბენ.

დიდ დი­ღომ­ში ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის დაგ­რო­ვე­ბის შე­დე­გად გა­მოწ­ვე­უ­ლი აფეთ­ქე­ბის ფაქ­ტზე "ყა­ზტრანსგაზ - თბი­ლი­სის" ორი თა­ნამ­შრო­მე­ლი და­ა­კა­ვეს. 16 იან­ვარს, დიდ დი­ღომ­ში, სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში მომ­ხდარ აფეთ­ქე­ბას 4 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ყველა წესის დაცვით შევამოწმეთ ტერიტორიაო" - ვინ არიან "ყაზტრანსგაზის" დაკავებული თანამშრომლები და რას ამბობს ერთ-ერთის და

"ყველა წესის დაცვით შევამოწმეთ ტერიტორიაო" - ვინ არიან "ყაზტრანსგაზის" დაკავებული თანამშრომლები და რას ამბობს ერთ-ერთის და

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ორი პირი დააკავეს. დაკავებულები არიან 27 წლის თორნიკე ტატიშვილი და 61 წლის ვაზილ მამადიანი.

ერთ-ერთი დაკავებულის თორნიკე ტატიშვილის და, თეონა ტატიშვილი აცხადებს, რომ მისმა ძმამ ყველა წესის დაცვით შეამოწმა ტერიტორია, თუმცა, გაზის გაჟონვა არ დაფიქსირდა. ამის შესახებ თეონა ტატიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

"ამბობს, რომ ყველა წესის დაცვით შეამოწმეს ტერიტორია აპარატით, ყნოსვითაც, პირველი სართულიდან მეცხრე სართულის ჩათვლით, ფეხით ავიდნენ, რადგან იმ მომენტში ლიფტი არ მუშაობდა.

სათითაოდ შეამოწმეს ყველა სართული, არ დაფიქსირდა სუნი, არც აპარატმა დააფიქსირა გაჟონვა, ამიტომ წავიდნენ სხვა გამოძახებაზე, სადაც ამ აპარატმა დააფიქსირა, რომ იყო გაჟონვა და მოხდა კიდეც რეაგირება.

მან შეასრულა თავისი მოვალეობა ყველა წესის დაცვით. იმ მომენტში, როცა ისინი მივიდნენ იქ, რამდენიმე ბიჭიც იყო და აღნიშნეს კიდეც, რომ ახლა სუნი ნამდვილად აღარ არისო", - აცხადებს ტატიშვილი.

ის არასწორს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს, ლიფტის არმუშაობის გამო, მათ ყველა სართულზე ასვლა დაეზარათ.

"ეს ნამდვილად სწორი არ არის. ყველაფერი შეამოწმეს, ფეხით ავედითო მეც და ჩემი მეწყვილეც მეცხრე სართულამდეო, ამბობს ის", - განაცხადა ტატიშვილმა.

VIDEO: შსს დიდ დიღომში ბუნებრივი აირის აფეთქების საქმეზე დაკავებული პირების ვიდეოს ავრცელებს

დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების საქმესთან დაკავშირებით დაკავებული "ყაზტრანსგაზ-თბილისის" თანამშრომლები დიდი დიღმის მეოთხე განყოფილებიდან დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. დაკავებულებს ბრალს 48 საათის განმავლობაში წაუყენებენ.

დიდ დიღომში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად გამოწვეული აფეთქების ფაქტზე "ყაზტრანსგაზ - თბილისის" ორი თანამშრომელი დააკავეს. 16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას 4 ადამიანი ემსხვერპლა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს