სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ამოღებულია ურიკა, რომელზეც იყო სისხლისფერი ლაქები..." - გორში მოკლული 8 წლის ბავშვის ოჯახის ადვოკატი საქმის ახალ დეტალებზე
"ამოღებულია ურიკა, რომელზეც იყო სისხლისფერი ლაქები..." - გორში მოკლული 8 წლის ბავშვის ოჯახის ადვოკატი საქმის ახალ დეტალებზე

გორ­ში მოკ­ლუ­ლი 8 წლის ბავ­შვის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტი გი­ორ­გი გელ­ხა­უ­რი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ ბრალ­დე­ბულ იაგო ნე­ბი­ე­რი­ძეს­თან ერ­თად მკვლე­ლო­ბა­ში კი­დევ სხვა პირი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ექ­სპერ­ტი­ზის შე­დე­გით, გა­მო­ძი­ე­ბის მიერ ამო­ღე­ბულ ური­კა­სა და სა­რე­ცხი სა­შუ­ა­ლე­ბის ბოთლზე მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი იაგო ნე­ბი­ე­რი­ძის თი­თის ანა­ბეჭ­დე­ბი არ ამო­ვი­და. მი­სი­ვე თქმით, და­უდ­გე­ნე­ლია ასე­ვე თუ რით მოხ­და მოკ­ლუ­ლი გო­გო­ნას ცხედ­რის იმ ად­გილ­ზე გა­და­ტა­ნა, სა­დაც სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა იპო­ვეს.

რო­გორც ირ­კვე­ვა, საქ­მე­ში მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ერ­თობ­ლი­ო­ბა არ არ­სე­ბობს, რო­მე­ლიც სრულ­ყო­ფი­ლად და­ა­დას­ტუ­რებს, რომ გო­გო­ნას მკვლე­ლო­ბა­ში მხო­ლოდ იაგო ნე­ბი­ე­რი­ძე მო­ნა­წი­ლე­ობ­და. შე­სა­ბა­მი­სად, სა­გა­მო­ძი­ე­ბო ვადა კი­დევ ორი თვით გა­ხან­გრძლივ­და.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ ბე­რი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტი, გი­ორ­გი გელ­ხა­უ­რი აცხა­დებს, და­ნიშ­ნუ­ლია რამ­დე­ნი­მე ექ­სპერ­ტი­ზა, მათ შო­რის, ბი­ო­ლო­გი­უ­რი, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვან კი­თხვას გას­ცემს პა­სუხს.

„ამო­ღე­ბუ­ლია ური­კა, რო­მელ­ზეც იყო სის­ხლის­ფე­რი ლა­ქე­ბი. ასე­ვე ამო­ღე­ბუ­ლია, სა­რე­ცხის სა­შუ­ა­ლე­ბის ბოთ­ლი, გა­მო­ძი­ე­ბა ვა­რა­უ­დობს, რომ ამ ბოთ­ლი­დან მოხ­და ხე­ლე­ბის და­ბა­ნა, კვა­ლის მო­ცი­ლე­ბა და ა.შ. ამ ბოთლზე იაგო ნე­ბი­ე­რი­ძის ანა­ბეჭ­დი არ ამო­ვი­და. ასე­ვე არ და­ემ­თხვა ბრალ­დე­ბუ­ლის ანა­ბეჭ­დი ური­კი­დან ამო­ღე­ბულ ანა­ბეჭ­დებს. თუ დად­გინ­და, რომ ბოთლზე ამო­სუ­ლი სის­ხლის ლაქა გარ­დაც­ვლილ ბავ­შვს ეკუთ­ვნის, სა­ვა­რა­უ­დოდ, მკვლელს ეს ბოთ­ლი ხელ­ში ეჭი­რა, აბა სის­ხლის კვა­ლი რო­გორ მოხ­ვდა? თუ ბოთ­ლი მკვლელს ეჭი­რა, რა­ტომ არ და­ემ­თხვა იაგო ნე­ბი­ე­რი­ძის თი­თის ანა­ბეჭ­დებს? ვე­ლო­დე­ბით, ური­კა­ზე და სა­რე­ცხი სა­შუ­ა­ლე­ბის ბოთლზე არ­სე­ბუ­ლი სის­ხლის­ფე­რი ლა­ქე­ბის ბი­ო­ლო­გი­ურ ექ­სპერ­ტი­ზას, არის თუ არა გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვის დნმ“, - აცხა­დებს გელ­ხა­უ­რი.

კი­თხვა­ზე, თუ რა იკ­ვე­თე­ბა იმ ფაქ­ტით, რომ ური­კა­სა და სა­რე­ცხი სა­შუ­ა­ლე­ბის ბოთლზე მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის თი­თის ანა­ბეჭ­დე­ბი არ ამო­ვი­და, ად­ვო­კა­ტი პა­სუ­ხობს, რომ ბრალ­დე­ბულს ური­კას­თან შე­ხე­ბა არ ჰქო­ნია.

„ამით იკ­ვე­თე­ბა ის, რომ ბრალ­დე­ბულს შე­ხე­ბა არ ჰქო­ნია არც ური­კა­ზე და არც სა­რე­ცხი სა­შუ­ა­ლე­ბის ბოთლზე. კი­თხვე­ბი ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობს, რო­მელ­ზეც პა­სუ­ხი გა­მო­ძი­ე­ბამ უნდა გას­ცეს. ერ­თა­დერ­თი, პირ­და­პი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რაც ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლია, ბრალ­დე­ბუ­ლის ტე­ლე­ფო­ნი­დან ამო­ღე­ბუ­ლი კად­რე­ბია, ამ კად­რებ­ში ბავ­შვი ცო­ცხა­ლია. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რითი მოხ­და გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვის ცხედ­რის გა­და­ტა­ნა იმ ად­გი­ლას, სა­დაც ის იპო­ვეს, ეს პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლი კი­თხვაა. ეხ­მა­რე­ბო­და თუ არა ცხედ­რის გა­და­მალ­ვა­ში ვინ­მე, ესეც სა­ბო­ლო­ოდ დად­გე­ნი­ლი არ არის. ალ­ბათ, ამი­ტომ მო­ი­თხო­ვა გა­მო­ძი­ე­ბამ ვა­დის გა­ხან­გრძლი­ვე­ბა.

კონ­კრე­ტუ­ლად ვინ­მე პი­როვ­ნე­ბა­ზე ვა­რა­უ­დი არ არის, თუმ­ცა, არ შე­იძ­ლე­ბა იმ ვა­რა­უ­დე­ბის გა­მო­რი­ცხვა, რომ იაგო ნე­ბი­ე­რი­ძეს­თან ერ­თად ამ საქ­მე­ში, თუნ­დაც მკვლე­ლო­ბა­ში, სხვა ვინ­მეც იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, ან პი­რი­ქით, ცხედ­რის გა­და­მალ­ვა­ში ეხ­მა­რე­ბო­და.

ბავ­შვს თავ­ზე აქვს და­ზი­ა­ნე­ბა, თუმ­ცა, ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით, ეს არ არის და­ზი­ა­ნე­ბა, რა­მაც სიკ­ვდი­ლი გა­მო­იწ­ვია. ამ და­ზი­ა­ნე­ბის შემ­დეგ მოხ­და მისი გა­გუდ­ვა. ბავ­შვის სის­ხლის კვა­ლი აღ­მოჩ­ნდა იმ სახ­ლში, სა­დაც თა­ვად ბრალ­დე­ბუ­ლი მუ­შა­ობ­და, ფაქ­ტია, რომ ბავ­შვი იქ იყო ცო­ცხა­ლი, ვა­რა­უ­დია, რომ იმ სახ­ლში მოხ­და ეს მკვლე­ლო­ბა“, - აცხა­დებს გელ­ხა­უ­რი.

მისი გან­მარ­ტე­ბით, ბი­ო­ლო­გი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზით უნდა დად­გინ­დეს, გა­მო­ძი­ე­ბის მიერ ამო­ღე­ბულ ური­კა­სა და სა­რე­ცხი სა­შუ­ა­ლე­ბის ბოთლზე არის თუ არა მოკ­ლუ­ლი გო­გო­ნას სის­ხლი.

„დნმ-ის ექ­სპერ­ტი­ზით დად­გინ­დე­ბა ჰქონ­და თუ არა შემ­ხებ­ლო­ბა გარ­დაც­ვლილ ბავ­შვს ური­კას­თან, მო­კი­და თუ არა იაგო ნე­ბი­ე­რი­ძემ სა­რე­ცხის სა­შუ­ა­ლე­ბის ბოთლს სის­ხლი­ა­ნი ხელი. კვა­ლი იაგო ნე­ბი­ე­რი­ძის თი­თის ანა­ბეჭდს არ ემ­თხვე­ვა, შე­იძ­ლე­ბა ეს სხვა პი­როვ­ნე­ბის თი­თის კვა­ლი იყოს, ან იაგო ნე­ბი­ე­რი­ძეს ხელი არ აქვს მო­კი­დე­ბუ­ლი იმ ბოთლზე, რო­მე­ლიც ამო­ღე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბის მიერ. შე­იძ­ლე­ბა სხვა პი­როვ­ნე­ბას ჰქონ­დეს მო­კი­დე­ბუ­ლი, ან ვი­ვა­რა­უ­დოთ იმა­ზე, რომ მას ეს ხე­ლე­ბი ამ ბოთ­ლით არ და­უ­ბა­ნია“, - დას­ძენს ად­ვო­კა­ტი.

გორ­ში 8 წლის ნა­ნი­კო ბე­რი­აშ­ვი­ლი 25 ოქ­ტომ­ბერს გა­უ­ჩი­ნარ­და. ის რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე 33 წლის, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი იაგო ნე­ბი­ე­რი­ძე და­ა­კა­ვეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ამოღებულია ურიკა, რომელზეც იყო სისხლისფერი ლაქები..." - გორში მოკლული 8 წლის ბავშვის ოჯახის ადვოკატი საქმის ახალ დეტალებზე

"ამოღებულია ურიკა, რომელზეც იყო სისხლისფერი ლაქები..." - გორში მოკლული 8 წლის ბავშვის ოჯახის ადვოკატი საქმის ახალ დეტალებზე

გორში მოკლული 8 წლის ბავშვის ოჯახის ადვოკატი გიორგი გელხაური არ გამორიცხავს, რომ ბრალდებულ იაგო ნებიერიძესთან ერთად მკვლელობაში კიდევ სხვა პირი მონაწილეობდა. მისივე განმარტებით, ექსპერტიზის შედეგით, გამოძიების მიერ ამოღებულ ურიკასა და სარეცხი საშუალების ბოთლზე მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძის თითის ანაბეჭდები არ ამოვიდა. მისივე თქმით, დაუდგენელია ასევე თუ რით მოხდა მოკლული გოგონას ცხედრის იმ ადგილზე გადატანა, სადაც სამართალდამცავებმა იპოვეს.

როგორც ირკვევა, საქმეში მტკიცებულებათა ერთობლიობა არ არსებობს, რომელიც სრულყოფილად დაადასტურებს, რომ გოგონას მკვლელობაში მხოლოდ იაგო ნებიერიძე მონაწილეობდა. შესაბამისად, საგამოძიებო ვადა კიდევ ორი თვით გახანგრძლივდა.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ ბერიაშვილის ოჯახის ადვოკატი, გიორგი გელხაური აცხადებს, დანიშნულია რამდენიმე ექსპერტიზა, მათ შორის, ბიოლოგიური, რომელიც რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვას გასცემს პასუხს.

„ამოღებულია ურიკა, რომელზეც იყო სისხლისფერი ლაქები. ასევე ამოღებულია, სარეცხის საშუალების ბოთლი, გამოძიება ვარაუდობს, რომ ამ ბოთლიდან მოხდა ხელების დაბანა, კვალის მოცილება და ა.შ. ამ ბოთლზე იაგო ნებიერიძის ანაბეჭდი არ ამოვიდა. ასევე არ დაემთხვა ბრალდებულის ანაბეჭდი ურიკიდან ამოღებულ ანაბეჭდებს. თუ დადგინდა, რომ ბოთლზე ამოსული სისხლის ლაქა გარდაცვლილ ბავშვს ეკუთვნის, სავარაუდოდ, მკვლელს ეს ბოთლი ხელში ეჭირა, აბა სისხლის კვალი როგორ მოხვდა? თუ ბოთლი მკვლელს ეჭირა, რატომ არ დაემთხვა იაგო ნებიერიძის თითის ანაბეჭდებს? ველოდებით, ურიკაზე და სარეცხი საშუალების ბოთლზე არსებული სისხლისფერი ლაქების ბიოლოგიურ ექსპერტიზას, არის თუ არა გარდაცვლილი ბავშვის დნმ“, - აცხადებს გელხაური.

კითხვაზე, თუ რა იკვეთება იმ ფაქტით, რომ ურიკასა და სარეცხი საშუალების ბოთლზე მკვლელობაში ბრალდებულის თითის ანაბეჭდები არ ამოვიდა, ადვოკატი პასუხობს, რომ ბრალდებულს ურიკასთან შეხება არ ჰქონია.

„ამით იკვეთება ის, რომ ბრალდებულს შეხება არ ჰქონია არც ურიკაზე და არც სარეცხი საშუალების ბოთლზე. კითხვები ნამდვილად არსებობს, რომელზეც პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს. ერთადერთი, პირდაპირი მტკიცებულება, რაც ჩვენთვის ცნობილია, ბრალდებულის ტელეფონიდან ამოღებული კადრებია, ამ კადრებში ბავშვი ცოცხალია. რაც შეეხება იმას, თუ რითი მოხდა გარდაცვლილი ბავშვის ცხედრის გადატანა იმ ადგილას, სადაც ის იპოვეს, ეს პასუხგაუცემელი კითხვაა. ეხმარებოდა თუ არა ცხედრის გადამალვაში ვინმე, ესეც საბოლოოდ დადგენილი არ არის. ალბათ, ამიტომ მოითხოვა გამოძიებამ ვადის გახანგრძლივება.

კონკრეტულად ვინმე პიროვნებაზე ვარაუდი არ არის, თუმცა, არ შეიძლება იმ ვარაუდების გამორიცხვა, რომ იაგო ნებიერიძესთან ერთად ამ საქმეში, თუნდაც მკვლელობაში, სხვა ვინმეც იღებდა მონაწილეობას, ან პირიქით, ცხედრის გადამალვაში ეხმარებოდა.

ბავშვს თავზე აქვს დაზიანება, თუმცა, ექსპერტიზის დასკვნით, ეს არ არის დაზიანება, რამაც სიკვდილი გამოიწვია. ამ დაზიანების შემდეგ მოხდა მისი გაგუდვა. ბავშვის სისხლის კვალი აღმოჩნდა იმ სახლში, სადაც თავად ბრალდებული მუშაობდა, ფაქტია, რომ ბავშვი იქ იყო ცოცხალი, ვარაუდია, რომ იმ სახლში მოხდა ეს მკვლელობა“, - აცხადებს გელხაური.

მისი განმარტებით, ბიოლოგიური ექსპერტიზით უნდა დადგინდეს, გამოძიების მიერ ამოღებულ ურიკასა და სარეცხი საშუალების ბოთლზე არის თუ არა მოკლული გოგონას სისხლი.

„დნმ-ის ექსპერტიზით დადგინდება ჰქონდა თუ არა შემხებლობა გარდაცვლილ ბავშვს ურიკასთან, მოკიდა თუ არა იაგო ნებიერიძემ სარეცხის საშუალების ბოთლს სისხლიანი ხელი. კვალი იაგო ნებიერიძის თითის ანაბეჭდს არ ემთხვევა, შეიძლება ეს სხვა პიროვნების თითის კვალი იყოს, ან იაგო ნებიერიძეს ხელი არ აქვს მოკიდებული იმ ბოთლზე, რომელიც ამოღებულია გამოძიების მიერ. შეიძლება სხვა პიროვნებას ჰქონდეს მოკიდებული, ან ვივარაუდოთ იმაზე, რომ მას ეს ხელები ამ ბოთლით არ დაუბანია“, - დასძენს ადვოკატი.

გორში 8 წლის ნანიკო ბერიაშვილი 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის რამდენიმე საათში სამართალდამცავებმა გარდაცვლილი იპოვეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე 33 წლის, წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე დააკავეს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს