განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე, მიხეილ გიორგაძე მძიმე ავარიის შემდეგ "ფეისბუქზე" პოსტს ავრცელებს:
"მეგობრებო, ყველას დიდი მადლობა მინდა გითხრათ კეთილი სურვილებისთვის და იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ამ პერიოდის განმავლობაში მუდმივად ვგრძნობდი" - წერს გიორგაძე.
შეგახსენებთ, გიორგაძე ნოემბერში უმძიმეს ავარიაში მოყვა, რომლის დროსაც თავის მძიმე ტრავმა მიიღო და სტამბოლის კლინიკაში გადაიყვანეს.
გიორგაძე 9 დღის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა, თუმცა ახლა მისი მდგომარეობა თანდათან გაუმჯობესდა. თურქმა ექიმებმა მინისტრის მოადგილე უკვე ფეხზე დააყენეს. იგი სამსახურს რამდენიმე დღის წინ დაუბრუნდა.