სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რეზი ნასიძის დედა - ექიმთან ინციდენტის შემდეგ კლინიკიდან გამოგვყარეს, ჩემ შვილს მდგომარეობა გაურთულდა
რეზი ნასიძის დედა - ექიმთან ინციდენტის შემდეგ კლინიკიდან გამოგვყარეს, ჩემ შვილს მდგომარეობა გაურთულდა

ექიმ­ზე ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბი, რეზი ნა­სი­ძე ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი და ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბის დი­აგ­ნო­ზით მკურ­ნა­ლო­ბას. ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ნა­სი­ძის დე­დამ, თა­მარ ნიშ­ნი­ა­ნი­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ის გან­მარ­ტავს, მას შემ­დეგ, რაც წმინ­და მი­ქა­ელ მთა­ვა­რან­გე­ლო­ზის სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მის შვილ­სა და ექიმს შო­რის ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და, ისი­ნი სა­ა­ვად­მყო­ფო­დან გა­უშ­ვეს მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ის შვი­ლის­თვის გა­მოკ­ვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბას ითხოვ­და.

„თქვენ თვი­თონ უმ­კურ­ნა­ლეთ, წაბ­რძან­დით და სხვა­გან იმ­კურ­ნა­ლეთ, სა­დაც გინ­და­თო. გა­მოგ­დე­ბა ჰქვია ამას თუ გა­მოშ­ვე­ბა, რა ვიცი. ამის შემ­დეგ რეზო სახ­ლში წა­მო­ვიყ­ვა­ნე, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ყვე­ლა­ზე მშვი­დად სახ­ლში ვი­ყა­ვი. სა­ღა­მოს ცუ­დად იყო, დი­ლით უა­რე­სად გახ­და, სი­თხეს რომ იღებ­და, აღე­ბი­ნებ­და. ძა­ლი­ან შე­მე­შინ­და და ინ­ფექ­ცი­ურ­ში წა­ვიყ­ვა­ნე. ვე­რაფ­რით წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა ექ­ნე­ბო­და ჩემი ამ­დე­ნი მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად.

ამ­დე­ნი ხანი იყო იმ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და ისე მა­ინ­ტე­რე­სებს, რა მკურ­ნა­ლო­ბა ჩა­უ­ტა­რეს იქ. თურ­მე, მთა­ვარ ექიმ­თან მი­ლა­პა­რა­კია, რო­მელ­საც ვკი­თხე, თუ რა მკურ­ნა­ლო­ბა ჩა­უ­ტა­რეს ჩემს შვილს, ან სი­ცხე რამ­დე­ნი ჰქონ­და, რაც არ იცო­და. ფორ­მა 100-ში ჩა­გი­წერთ, რაც გა­ვუ­კე­თეთ იმას, როცა გაგ­წერ­თო. ისე გა­მოგ­ვყა­რეს იქი­დან, ფორ­მა 100 არც მი­ნა­ხავს.

ინ­ფექ­ცი­ურ­ში ექი­მი გა­და­ი­რია, სას­წრა­ფოდ უნდა და­ვაწ­ვი­ნოთ და ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბით, დარ­ტყმი­თი მკურ­ნა­ლო­ბა უნდა და­ვი­წყოთ, ასე­თი დი­აგ­ნო­ზით, სახ­ლში რო­გორ გა­გიშ­ვებ­თო. ბად­რა­გი ად­გას თავ­ზე, მას­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მაქვს. შე­სა­ბა­მი­სად, მისი ამ­ჟა­მინ­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა არ ვიცი“, - აცხა­დებს ნიშ­ნი­ა­ნი­ძე.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტი იქ და­მონ­ტა­ჟე­ბულ ვი­დე­ო­კა­მე­რებს აღ­ბეჭ­დი­ლი აქვთ.

„სა­დაც ეს ხდე­ბო­და, იქ არის ვი­დე­ო­კა­მე­რა. ეს და­ა­დას­ტუ­რებს ყვე­ლა­ფერს, რა ხდე­ბო­და იქ და რამ­დე­ნი ხანი გაგ­რძელ­და. პატ­რუ­ლის მოს­ვლამ­დე ხელ­ჩარ­თუ­ლი ბრძო­ლა იყოო, თქვეს, ეს არ არის მარ­თა­ლი. და­ვამ­ტკი­ცებ, რომ რე­ზის ჰქონ­და თა­ვის ტკი­ვი­ლი. მან მორ­ფი­უ­მი მო­ი­თხო­ვა, ან რამე ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩე­ბე­ლი, ოღონდ ეს გა­მი­ყუ­ჩე­თო“, - აღ­ნიშ­ნავს მსა­ხი­ო­ბის დედა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ რეზი ნა­სი­ძეს ბრალს დღეს წა­უ­ყე­ნე­ბენ. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რ.ნ.-მ თბი­ლის­ში, წმ. მი­ქა­ელ მთა­ვა­რან­გე­ლო­ზის სა­ხე­ლო­ბის მრა­ვალპრო­ფი­ლუ­რი კლი­ნი­კის ერთ-ერთ ექიმს ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად პო­ლი­ცი­ამ რ.ნ. მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­ა­კა­ვა. ამ დრო­ის­თვის ბრალ­დე­ბუ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში აგ­რძე­ლებს მკურ­ნა­ლო­ბას, რომ­ლის ბად­რა­გი­რე­ბას პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი ახორ­ცი­ე­ლე­ბენ.

გა­მო­ძი­ე­ბა ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

რეზი ნასიძის დედა - ექიმთან ინციდენტის შემდეგ კლინიკიდან გამოგვყარეს, ჩემ შვილს მდგომარეობა გაურთულდა

რეზი ნასიძის დედა - ექიმთან ინციდენტის შემდეგ კლინიკიდან გამოგვყარეს, ჩემ შვილს მდგომარეობა გაურთულდა

ექიმზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული მსახიობი, რეზი ნასიძე ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული და ფილტვების ანთების დიაგნოზით მკურნალობას. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ნასიძის დედამ, თამარ ნიშნიანიძემ განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, მას შემდეგ, რაც წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკურ საავადმყოფოში მის შვილსა და ექიმს შორის ინციდენტი მოხდა, ისინი საავადმყოფოდან გაუშვეს მიუხედავად იმისა, რომ ის შვილისთვის გამოკვლევების ჩატარებას ითხოვდა.

„თქვენ თვითონ უმკურნალეთ, წაბრძანდით და სხვაგან იმკურნალეთ, სადაც გინდათო. გამოგდება ჰქვია ამას თუ გამოშვება, რა ვიცი. ამის შემდეგ რეზო სახლში წამოვიყვანე, როგორც აღმოჩნდა, ყველაზე მშვიდად სახლში ვიყავი. საღამოს ცუდად იყო, დილით უარესად გახდა, სითხეს რომ იღებდა, აღებინებდა. ძალიან შემეშინდა და ინფექციურში წავიყვანე. ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ფილტვების ანთება ექნებოდა ჩემი ამდენი მცდელობის მიუხედავად.

ამდენი ხანი იყო იმ საავადმყოფოში და ისე მაინტერესებს, რა მკურნალობა ჩაუტარეს იქ. თურმე, მთავარ ექიმთან მილაპარაკია, რომელსაც ვკითხე, თუ რა მკურნალობა ჩაუტარეს ჩემს შვილს, ან სიცხე რამდენი ჰქონდა, რაც არ იცოდა. ფორმა 100-ში ჩაგიწერთ, რაც გავუკეთეთ იმას, როცა გაგწერთო. ისე გამოგვყარეს იქიდან, ფორმა 100 არც მინახავს.

ინფექციურში ექიმი გადაირია, სასწრაფოდ უნდა დავაწვინოთ და ძალიან ძლიერი ანტიბიოტიკებით, დარტყმითი მკურნალობა უნდა დავიწყოთ, ასეთი დიაგნოზით, სახლში როგორ გაგიშვებთო. ბადრაგი ადგას თავზე, მასთან კომუნიკაციის საშუალება არ მაქვს. შესაბამისად, მისი ამჟამინდელი მდგომარეობა არ ვიცი“, - აცხადებს ნიშნიანიძე.

მისივე განმარტებით, საავადმყოფოში მომხდარი ინციდენტი იქ დამონტაჟებულ ვიდეოკამერებს აღბეჭდილი აქვთ.

„სადაც ეს ხდებოდა, იქ არის ვიდეოკამერა. ეს დაადასტურებს ყველაფერს, რა ხდებოდა იქ და რამდენი ხანი გაგრძელდა. პატრულის მოსვლამდე ხელჩართული ბრძოლა იყოო, თქვეს, ეს არ არის მართალი. დავამტკიცებ, რომ რეზის ჰქონდა თავის ტკივილი. მან მორფიუმი მოითხოვა, ან რამე ტკივილგამაყუჩებელი, ოღონდ ეს გამიყუჩეთო“, - აღნიშნავს მსახიობის დედა.

შეგახსენებთ, რომ რეზი ნასიძეს ბრალს დღეს წაუყენებენ. გამოძიების ინფორმაციით, რ.ნ.-მ თბილისში, წმ. მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილური კლინიკის ერთ-ერთ ექიმს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ რ.ნ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. ამ დროისთვის ბრალდებული საავადმყოფოში აგრძელებს მკურნალობას, რომლის ბადრაგირებას პოლიციელები ახორციელებენ.

გამოძიება ძალადობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ