სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ნახევარი მილიონი მხოლოდ სამოსისთვის - ყველაზე მეტს ევროპის სამეფო ოჯახებს შორის მეგან მარკლი ხარჯავს
ნახევარი მილიონი მხოლოდ სამოსისთვის - ყველაზე მეტს ევროპის სამეფო ოჯახებს შორის მეგან მარკლი ხარჯავს

გა­სუ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­გან მარ­კლი მსოფ­ლი­ოს ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ძა­ლი­ან ხში­რად ხვდე­ბო­და. რო­გორც „დე­ი­ლი მე­ი­ლი“ წერს, სა­ს­ექ­სის ჰერ­ცო­გი­ნი­ას სა­მო­სის­თვის 2018 წელს თით­ქმის ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი ფუნ­ტი და­ი­ხარ­ჯა, ქეით მიდლტო­ნის­თვის კი „სულ რა­ღაც“ 68 ათა­სი ფუნ­ტი. კემ­ბრი­ჯის ჰერ­ცო­გი­ნია გა­სულ წელს დედა გახ­და, ამი­ტომ მე­გან­თან შე­და­რე­ბით ნაკ­ლებ ღო­ნის­ძი­ე­ბას და­ეს­წრო.

მე­გან მარ­კლი

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად კი, სა­მე­ფო მო­დის ექ­სპერ­ტე­ბის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი კვლე­ვის თა­ნახ­მად, მე­გან­მა 2018 წელს ტან­საც­მლი­სა და აქ­სე­სუ­ა­რე­ბის­თვის 406,915.43 ფუნ­ტი (და­ახ­ლო­ე­ბით, 516 ათა­სი აშშ დო­ლა­რი) და­ხარ­ჯა, რაც ბევ­რად მე­ტია, ვიდ­რე ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო ოჯა­ხის სხვა წევ­რე­ბი­სა და ევ­რო­პის სხვა სა­მე­ფო­ე­ბის ოჯა­ხე­ბის ხარ­ჯე­ბი. ამას­თან, აღ­ნიშ­ნულ ხარ­ჯებ­ში არ არის და­ან­გა­რი­შე­ბუ­ლი მარ­კლის სა­ქორ­წი­ნო კა­ბის ფასი.

მკვლე­ვა­რებ­მა გა­მო­ით­ვა­ლეს სა­მო­სის ღი­რე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც გა­სულ წელს ბრი­ტა­ნე­თის, და­ნი­ის, შვე­დე­თის, ეს­პა­ნე­თის, ნორ­ვე­გი­ი­სა და ჰო­ლან­დი­ის სა­მე­ფო ოჯა­ხე­ბის წევ­რებს ეც­ვათ.

და­ნი­ის პრინ­ცე­სა მერი

1. მე­გან მარ­კლი, სა­ს­ექ­სის ჰერ­ცო­გი­ნია £406,915.43

2. და­ნი­ის პრინ­ცე­სა მერი £88,999.57

3. სოფი, უე­სექ­სის გრა­ფი­ნია £73,570.41

სოფი, უე­სექ­სის გრა­ფი­ნია

4. ქე­ი­თი, კემ­ბრი­ჯის ჰერ­ცო­გი­ნია £68,334.23

5. მეტე-მა­რი­ტი, ნორ­ვე­გი­ის პრინ­ცე­სა £52,307.18

6. მო­ნა­კოს პრინ­ცე­სა შარ­ლე­ნი £52,199.00

შარ­ლე­ნი

7. ჰო­ლან­დი­ის დე­დო­ფა­ლი მაქ­სი­მა £48,338.20

8. იორ­კის პრინ­ცე­სა ბე­ატ­რი­სი £47,859.10

9. და­ნი­ის პრინ­ცე­სა მარი £43,650.54

10. შვე­დე­თის პრინ­ცე­სა ვიქ­ტო­რია £37,365.96

შვე­დე­თის პრინ­ცე­სა ვიქ­ტო­რია

11. ეს­პა­ნე­თის დე­დო­ფა­ლი ლე­ტი­ცია £36,075.78

12. იორ­კის პრინ­ცე­სა იუ­ჯი­ნი £31,860.80

13. შვე­დე­თის პრინ­ცე­სა სო­ფია £26,452.73

14. შვე­დე­თის პრინ­ცე­სა მა­დე­ლი­ნი £22,806.53

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ნახევარი მილიონი მხოლოდ სამოსისთვის - ყველაზე მეტს ევროპის სამეფო ოჯახებს შორის მეგან მარკლი ხარჯავს

ნახევარი მილიონი მხოლოდ სამოსისთვის - ყველაზე მეტს ევროპის სამეფო ოჯახებს შორის მეგან მარკლი ხარჯავს

გასული წლის განმავლობაში მეგან მარკლი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ძალიან ხშირად ხვდებოდა. როგორც „დეილი მეილი“ წერს, სასექსის ჰერცოგინიას სამოსისთვის 2018 წელს თითქმის ნახევარი მილიონი ფუნტი დაიხარჯა, ქეით მიდლტონისთვის კი „სულ რაღაც“ 68 ათასი ფუნტი. კემბრიჯის ჰერცოგინია გასულ წელს დედა გახდა, ამიტომ მეგანთან შედარებით ნაკლებ ღონისძიებას დაესწრო.

მეგან მარკლი

უფრო კონკრეტულად კი, სამეფო მოდის ექსპერტების მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მეგანმა 2018 წელს ტანსაცმლისა და აქსესუარებისთვის 406,915.43 ფუნტი (დაახლოებით, 516 ათასი აშშ დოლარი) დახარჯა, რაც ბევრად მეტია, ვიდრე ბრიტანეთის სამეფო ოჯახის სხვა წევრებისა და ევროპის სხვა სამეფოების ოჯახების ხარჯები. ამასთან, აღნიშნულ ხარჯებში არ არის დაანგარიშებული მარკლის საქორწინო კაბის ფასი.

მკვლევარებმა გამოითვალეს სამოსის ღირებულება, რომელიც გასულ წელს ბრიტანეთის, დანიის, შვედეთის, ესპანეთის, ნორვეგიისა და ჰოლანდიის სამეფო ოჯახების წევრებს ეცვათ.

დანიის პრინცესა მერი

1. მეგან მარკლი, სასექსის ჰერცოგინია £406,915.43

2. დანიის პრინცესა მერი £88,999.57

3. სოფი, უესექსის გრაფინია £73,570.41

სოფი, უესექსის გრაფინია

4. ქეითი, კემბრიჯის ჰერცოგინია £68,334.23

5. მეტე-მარიტი, ნორვეგიის პრინცესა £52,307.18

6. მონაკოს პრინცესა შარლენი £52,199.00

შარლენი

7. ჰოლანდიის დედოფალი მაქსიმა £48,338.20

8. იორკის პრინცესა ბეატრისი £47,859.10

9. დანიის პრინცესა მარი £43,650.54

10. შვედეთის პრინცესა ვიქტორია £37,365.96

შვედეთის პრინცესა ვიქტორია

11. ესპანეთის დედოფალი ლეტიცია £36,075.78

12. იორკის პრინცესა იუჯინი £31,860.80

13. შვედეთის პრინცესა სოფია £26,452.73

14. შვედეთის პრინცესა მადელინი £22,806.53

აზერბაიჯანელმა პოლიტიკოსმა არჩევნებში კანდიდატებად საკუთარი თავი, შვილები, დები, ძმები და სხვა ნათესავები წარადგინა

ახალი სახელმწიფო წყნარ ოკეანეში? - ბუგენვილის კუნძულების 300 000-იან მოსახლეობას დამოუკიდებლობა სურს

50 000 დოლარი თითოეულ თანამშრომელს - კომპანიის შოკისმომგვრელი საახალწლო სიურპრიზი