კამპანია #აჩუქესითბოს ფარგლებში „ბალნეოკურორტმა წყალტუბომ“ საქართველოს წითელი ჯვრის ბენეფიციარ მარტოხელა მოხუცებს წყალტუბოში უმასპინძლა, მათ ჩაუტარდათ სხვადასხვა სამკურნალო გამაჯანსაღებელი პროცედურები ბალნეოკურორტის მთავარი ექიმის კონსულტაციითა და მეთვალყურეობით.
კამპანიის მიზანია ხანდაზმულებს გავუხალისოთ ყოველდღიურობა და ვაგრძნობინოთ, რომ ისინი ჩვენთვის ძვირფასები და მნიშვნელოვნები არიან.
„ვფიქრობთ, რომ ყოველი ჩვენთაგანის პასუხისმგებლობაა მეტი ყურადღება და სითბო გამოვიჩინოთ ჩვენი მოხუცების მიმართ, სწორედ ამიტომ გვინდა კამპანიაში #აჩუქესითბო გამოვიწვიოთ, როგორც ბიზნეს სექტორი ისე თითოეული მოქალაქე და მოვუწოდოთ მათ, რომ არა მხოლოდ ახალ წელს და დღესასწაულებზე, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც მეტი დრო დავუთმოთ ხანდაზმულ ადამიანებს“ - აცხადებს TS ჰოლდინგის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ბიბილაშვილი.
„ბალნეო კურორტი წყალტუბო“ არის უნიკალური ადგილი ისტორიითა და ადგილმდებარეობით. იგი გამოირჩევა რადონული მინერალური წყლებით, ჯანმრთელობაზე ზრუნვის 100-წლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდით. კოპლექსში წარმოდგენილია მრავალფეროვანი სამკურნალო, გამაჯანსაღებელი და სარელაქსაციო პროცედურები.
სოციალურ კამპანიაში თანამშრომლობისთვის გვინდა მადლობა გადავუხადოთ წყალტუბოს ტურიზმის ცენტრს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტს,ომნიბუსს ტრანსპორტირების უზრუნველყოფისათვისა და დანკინ საქართველოს.