სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ვისგან და რა მსხვილ ქონებას იღებენ პარლამენტარები
ვისგან და რა მსხვილ ქონებას იღებენ პარლამენტარები

„სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლო” თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თა ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ე­ბის მო­ნი­ტო­რინგს აგ­რძე­ლებს.

ამ­ჯე­რად, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ დე­პუ­ტა­ტე­ბი­სა და მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბის მიერ მი­ღე­ბუ­ლი მსხვი­ლი სა­ჩუქ­რე­ბის შე­სა­ხებ წარ­მო­ად­გი­ნა ინ­ფორ­მა­ცია.

კვლე­ვის შე­დე­გად, გა­მოვ­ლინ­და რომ დე­პუ­ტა­ტე­ბი მსხვილ სა­ჩუქ­რებს ძი­რი­თა­დად ახლო ნა­თე­სა­ვე­ბის­გან იღე­ბენ. ორ­გა­ნი­ზა­ცია იმ დე­პუ­ტა­ტე­ბის/მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­საც ავ­რცე­ლებს, რომ­ლებ­მაც ბო­ლოს შევ­სე­ბუ­ლი უახ­ლე­სი დეკ­ლა­რა­ცი­ე­ბის თა­ნახ­მად (2017-18) მსხვი­ლი სა­ჩუქ­რე­ბი მი­ი­ღეს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჩა­მო­ნათ­ვალ­ში მყოფ დე­პუ­ტა­ტებს შო­რის ყვე­ლა სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია. ესე­ნი არი­ან დე­პუ­ტა­ტე­ბი: და­ვით მა­თი­კაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც მა­მის­გან 120 000 აშშ დო­ლა­რი; კა­ხა­ბერ ოქ­რი­აშ­ვი­ლი, რო­მელ­საც შვი­ლის­გან 1 250 000 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის წილი; ნინო წი­ლო­სანს მა­მის­გან 100 000 ლარი აქვს მი­ღე­ბუ­ლი. ჩა­მო­ნათ­ვალ­ში მოხ­ვდა ასე­ვე ზაზა გა­ბუ­ნია, რო­მელ­მაც ოჯა­ხის წევ­რის­გან 56 000 აშშ დო­ლა­რი მი­ი­ღო. რაც შე­ე­ხე­ბა დე­პუ­ტა­ტე­ბის ოჯა­ხის წევ­რებს, უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტატ რო­მან მუ­ჩი­აშ­ვი­ლის მე­უ­ლეს თა­მარ მუ­ჩი­აშ­ვილს - 50 000 აშშ დო­ლა­რი აქვს მი­ღე­ბუ­ლი, თუმ­ცა, სა­ჩუქ­რი გამ­ცე­მი პირი მი­თი­თე­ბუ­ლი არ არის დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში; ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვი­ლის მე­უღ­ლეს თი­ნა­თინ კი­კი­ლაშ­ვილს - ნა­თე­სა­ვის­გან 12 900 აშშ დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის აქ­ცი­ე­ბი; წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ვისგან და რა მსხვილ ქონებას იღებენ პარლამენტარები

ვისგან და რა მსხვილ ქონებას იღებენ პარლამენტარები

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგს აგრძელებს.

ამჯერად, ორგანიზაციამ დეპუტატებისა და მათი ოჯახის წევრების მიერ მიღებული მსხვილი საჩუქრების შესახებ წარმოადგინა ინფორმაცია.

კვლევის შედეგად, გამოვლინდა რომ დეპუტატები მსხვილ საჩუქრებს ძირითადად ახლო ნათესავებისგან იღებენ. ორგანიზაცია იმ დეპუტატების/მათი ოჯახის წევრების ჩამონათვალსაც ავრცელებს, რომლებმაც ბოლოს შევსებული უახლესი დეკლარაციების თანახმად (2017-18) მსხვილი საჩუქრები მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ ჩამონათვალში მყოფ დეპუტატებს შორის ყველა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელია. ესენი არიან დეპუტატები: დავით მათიკაშვილი, რომელმაც მამისგან 120 000 აშშ დოლარი; კახაბერ ოქრიაშვილი, რომელსაც შვილისგან 1 250 000 ლარის ღირებულების წილი; ნინო წილოსანს მამისგან 100 000 ლარი აქვს მიღებული. ჩამონათვალში მოხვდა ასევე ზაზა გაბუნია, რომელმაც ოჯახის წევრისგან 56 000 აშშ დოლარი მიიღო. რაც შეეხება დეპუტატების ოჯახის წევრებს, უმრავლესობის დეპუტატ რომან მუჩიაშვილის მეულეს თამარ მუჩიაშვილს - 50 000 აშშ დოლარი აქვს მიღებული, თუმცა, საჩუქრი გამცემი პირი მითითებული არ არის დეკლარაციაში; ირაკლი სესიაშვილის მეუღლეს თინათინ კიკილაშვილს - ნათესავისგან 12 900 აშშ დოლარის ღირებულების აქციები; წაიკითხეთ სრულად

"ოცნებაზე" განაწყენებული კახა ოქრიაშვილი ვანო მერაბიშვილთან ერთად (ფოტო)

როგორ ეხმაურება პრემიერი ექსპერტიზის დასკვნას, სადაც წერია, რომ ხაზარაძის მიმართ ე.წ. მუქარის წერილზე მისი თითის ანაბეჭდი არ არის

"ნუ ღელავთ, ივანიშვილი დიდი ხანია ჩართულია საარჩევნო კამპანიაში" - გიორგი გახარია ჟურნალისტებს