ავტორი:

"სარკე მოტყდა მანქანას და ამაზე იყო საუბარი" - რის გამო დაიწყო ტრაგედიამდე ჩხუბი წავკისში?

"სარკე მოტყდა მანქანას და ამაზე იყო საუბარი" - რის გამო დაიწყო ტრაგედიამდე ჩხუბი წავკისში?

წავკისში დაჭრილი ერთ-ერთი ახალგაზრდის ოჯახის ინფორმაციით, ორი პირის მკვლელობასა და დაჭრაში მონაწილე ერთ-ერთი პირი სამართალდამცავებს უკვე იდენტიფიცირებული და დაკავებული ჰყავთ.

„ტაბახმელიდან არიან წარმოშობით, თბილისში ცხოვრობენ. ერთი აყვანილი ჰყავთ, ყურაშვილია აყვანილი, ერთი აბულაძეა“, - განუცხადა „პალიტრავიდეოს“ დაჭრილი მამაკაცის მამამ, თემურ დორეულმა.

მისი ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი მანქანის სარკის დაზიანების გამო დაიწყო. აღნიშნული ინციდენტი, დორეულის განცხადებით, დაჭრას წინ რამდენიმე დღით უსწრებდა.

„სარკე მოტყდა მანქანას და ამაზე იყო საუბარი. ჭორის დონეზე ვიცი მეც“, - აღნიშნა დორეულმა.

დაჭრასა და მკვლელობაში მონაწილე პირების დაკავებას შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს