ავტორი:

"დათო ეკლესიური იყო, ხშირად დადიოდა მონასტერში" - ვინ არიან წავკისში დაჭრილი და მოკლული ახალგაზრდები

"დათო ეკლესიური იყო, ხშირად დადიოდა მონასტერში" - ვინ არიან წავკისში დაჭრილი და მოკლული ახალგაზრდები

23 დეკემბერს, გვიან საღამოს მკვლელობა მოხდა წავკისში. ფიზიკური დაპირისპირების შედეგად ცივი იარაღით მოკლეს ორი მამაკაცი - ლექსო და დავით ფეიქრიშვილები, კიდევ ორი მამაკაცი კი დაჭრეს. დაჭრილთაგან ერთ-ერთი 30-წელზე მეტი ასაკის სოსო დორეულია, ხოლო მეორე პიროვნება მორჩილია, სახელად რუსლანი. სოსო დორეულს უკვე ჩაუტარდა ოპერაცია.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ორივე გარდაცვლილი ახალგაზრდა და დაჭრილი სოსო დორეულიც წავკისელები არიან, მე-4 პირი, როგორც მეზობლები ამბობენ, დათო ფეიქრიშვილთან იმყოფებოდა სტუმრად.

მომხდარის თვითმხილველი გიორგი ქოროღლიშვილი გვიყვება, რომ როცა ხმაური გაიგო და გარეთ გამოვიდა, ახალგაზრდები უკვე დაჭრილები იყვნენ.

- მე რომ გამოვედი ბიჭები უკვე დაჭრილები იყვნენ, ერთი, მგონი, უკვე გარდაცვლილიც იყო. დავინახე სისიხლის გუბე და დიდი დანა, პურის საჭრელად რომ ვიყენებთ ისეთი, რომელიც ძირს, ტალახში ეგდო, პოლიცია ჯერ არ იყო მოსული, სასწრაფოს გამოვიძახეთ, მაგრამ აღარ დაველოდეთ, მეზობლის მანქანით გადაიყვანეს ბიჭები. ყველა ერთი დანით არის დაჭრილი... წაიკითხეთ სრულად

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს