თბილისში საახალწლო განათებების მონტაჟი დასრულდა. 22 დეკემბერს, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. ყველა აღნიშნავს, რომ საახალწლოდ მორთული თბილისი, წელს განსაკუთრებულად ლამაზია.
ახალი საახალწლო განათებები დამონტაჟდა რუსთაველის, თამარაშვილის, ჩოლოყაშვილის გამზირებზე, ასევე, კოსტავას, ბარათაშვილისა და მელიქიშვილის ქუჩებზე.
ანგელოზები, ბაქთები, ჩრდილოეთის ირმები, გულები, სანთლები, საახალწლო ბურთები - თბილისის ცენტრალური უბნები სხვადასხვა ფერის და ფორმის განათებებით ბრწყინავს. დედაქალაქის საახალწლო განათება-გაფორმებისთვის კალაძის უწყებამ წელს 2 მლნ ლარზე მეტი გამოყო.
თბილისის მერიის "ფეისბუქის" გვერდზე განთავსდა ფოტოები, რომლებზეც საახალწლოდ მორთული ღამის თბილისია ასახული.