სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
დადიანების სასახლის უცნობი ნახატის ისტორია - რას წერდნენ ევროპელები სამეგრელოს თავადების ცხოვრების წესზე
დადიანების სასახლის უცნობი ნახატის ისტორია - რას წერდნენ ევროპელები სამეგრელოს თავადების ცხოვრების წესზე

2018 წლის ზა­ფხულ­ში ერთ-ერთ ევ­რო­პულ აუქ­ცი­ონ­ზე 32 ათას გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გად გა­ი­ყი­და XIX სა­უ­კუ­ნის რუ­სე­თის გა­მორ­ჩე­უ­ლი მხატ­ვრის, ნი­კა­ნორ ჩერ­ნე­ცო­ვის (1805-1879) ნა­მუ­შე­ვა­რი სა­ხელ­წო­დე­ბით "და­დი­ა­ნის სა­მო­სახ­ლო სა­მეგ­რე­ლო­ში". ნა­ხა­ტი 1833 წლით არის და­თა­რი­ღე­ბუ­ლი. ამ ძვირ­ფა­სი ნა­ხა­ტის ელექტრო­ნუ­ლი ვერ­სია აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ­მა მკვლე­ვარ­მა და სიძ­ვე­ლე­თა მოყ­ვა­რულ­მა ბეჰ­რუზ ჰუ­სე­ინ­ზა­დემ გა­მო­უგ­ზავ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლეს.

ჩერ­ნე­ცო­ვის ნა­ხა­ტი ნა­თელ წარ­მოდ­გე­ნას ქმნის სა­მეგ­რე­ლოს მთავ­რე­ბის იმ სა­მო­სახ­ლო­ზე, რო­მე­ლიც დღე­ვან­დე­ლი რე­ზი­დენ­ცი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იდგა ამ­ჟა­მინ­დე­ლი სა­სახ­ლე­ე­ბის აშე­ნე­ბამ­დე. ამი­ტომ მხატ­ვრუ­ლის გარ­და, ნა­მუ­შე­ვარს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ის­ტო­რი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბაც აქვს.

იონა მე­უ­ნარ­გია, რო­მე­ლიც კარ­გად იც­ნობ­და ზუგ­დი­დის და­დი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლე­ე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის ამ­ბავს, ყვე­ლა­ზე ძველ და გა­მორ­ჩე­ულ შე­ნო­ბად და­ვით და­დი­ა­ნის (1840-1853) დრო­ე­ბით სამ­ყოფ სახ­ლს მო­იხ­სე­ნი­ებ­და, რო­მე­ლიც 1835 წელს დამ­წვა­რა. ეს ამ­ბა­ვი აღ­წე­რი­ლია სა­მეგ­რე­ლოს მთა­ვარ და­ვით და­დი­ა­ნის წე­რილ­ში, რო­მე­ლიც ძმას, გრი­გოლს გა­უგ­ზავ­ნა:

და­ვით და­დი­ა­ნი

წარ­სულს წელს, 17 დე­კემ­ბერს, სა­სახ­ლე ჩემი ყოვ­ლი­თა­ვე ავე­ჯე­უ­ლო­ბით და­იწ­ვა. ყო­ვე­ლი ესე დაგ­ვა­ვი­წყა უსას­ტი­კეს­მა სენკვე­თე­ბა­მან დისა ჩვე­ნი­სა ნი­ნო­სა­მან, რო­მელ­სა­ცა ეცა ელდა როს იგი აღტყი­ნე­ბა­სა ალ­მუ­რი­სა­სა უვიც­თა მიერ ზა­ხი­ლი იწარ­მო­ვა, და­ვითს ცე­ცხლი მო­ე­კი­დაო"... მთა­ვა­რი იქვე მეგ­რულ ენა­ზე გა­ნაგ­რძობს წე­რილს, რომ­ლის ში­ნა­არ­სი­დან კარ­გად ჩანს, რომ და­ვი­თი შე­ნო­ბას გან­სა­კუთ­რე­ბულ მხატ­ვრულ ღი­რე­ბუ­ლე­ბას არ ანი­ჭებ­და:

"მუ­თუ­ნი ვა­პ­ჭუ, მარა ოკო ვთქუ­ათ ბრელქ დუ­მა­ჭუ­შო. მუ მე­ნარ­ღე­ბუ­ნა, ვარ­თი ყუდე ორდ მუ­თუ­ნი, თაში თქვიი, ნა­მუ­და ჯვე­ში-ჯვე­ში დი­დე­ბაქ დო ხეშ­ნა­ჭა­რა წიგ­ნეფქ აჭუ­შო" ("არა­ფე­რი დამ­წვია, მაგ­რამ მა­ინც ასე ვთქვათ: ვი­თომ ბევ­რი რამ დაგ­ვეწ­ვა, რა გვე­ნაღ­ვლე­ბა, არც სახ­ლი წარ­მო­ად­გენ­და მა­ინ­ცდა­მა­ინც დიდ რა­მეს. ესე თქვი, რომ ძვე­ლი დი­დე­ბა და ხელ­ნა­წე­რი წიგ­ნე­ბი და­ეწ­ვა-თქო").

ჩერ­ნე­ცო­ვის 1833 წელს შეს­რუ­ლე­ბულ ნა­ხატ­ზე სწო­რედ ის ნა­გე­ბო­ბაა გა­მო­სა­ხუ­ლი, რო­მე­ლიც 1835 წელს და­იწ­ვა. ის, ფაქ­ტობ­რი­ვად, და­დი­ა­ნე­ბის სამ­ყოფ­ლის ამ­სახ­ვე­ლი ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი დო­კუ­მენ­ტია.

ნა­ხა­ტის ანა­ლი­ზი ცხად­ყოფს, რომ ძველ სა­მეგ­რე­ლო­ში მთა­ვარ­თა რე­ზი­დენ­ცია წარ­მო­ად­გენ­და უფრო დიდი ზო­მის სა­მო­სახ­ლოს, ვიდ­რე ევ­რო­პუ­ლი ტი­პის კლა­სი­კურ სა­სახ­ლეს. ცენ­ტრა­ლუ­რი ად­გი­ლი დიდ ორ­სარ­თუ­ლი­ან ხის ოდას ეკა­ვა, მის გარ­შე­მო კი აშე­ნე­ბუ­ლი იყო სა­მე­ურ­ნეო ნა­გე­ბო­ბე­ბი, მათ შო­რის ბუხ­რე­ბი, სამ­ზა­რე­უ­ლო­ე­ბი და სხვ. ჩერ­ნე­ცო­ვის ნა­ხა­ტი­დან ისიც კარ­გად ჩანს, რომ ნა­დი­მე­ბი ეზო­ში, მრა­ვალ­წლი­ა­ნი ხე­ე­ბის ქვეშ იმარ­თე­ბო­და.

და­დი­ა­ნის სა­მო­სახ­ლო სა­მეგ­რე­ლო­ში, ნი­კა­ნორ ჩერ­ნე­ცო­ვი (1833 წ.)

სა­მეგ­რე­ლოს მთავ­რე­ბის სამ­ყო­ფელს აღ­წერს ფრან­გი მოგ­ზა­უ­რი ჟან შარ­დე­ნიც. მისი ჩა­ნა­წე­რე­ბი ჩერ­ნე­ცო­ვის ნა­ხატ­ზე გად­მო­ცე­მულ ვი­თა­რე­ბას ჰგავს:

"აქ არის ცხრა თუ ათი ციხე-დარ­ბა­ზი, მათ შო­რის უმ­თავ­რესს ჰქვია რუხი, რო­მე­ლიც სა­მეგ­რე­ლოს მთავ­რის ად­გილ­სამ­ყო­ფელს წარ­მო­ად­გენს, ეს ციხე-დარ­ბა­ზი გარ­შე­მორ­ტყმუ­ლია ისე­თი თხე­ლი და ცუ­დად ნა­შე­ნი ქვის გა­ლავ­ნით, რომ მისი შენგრე­ვა უბ­რა­ლო ია­რა­ღი­თაც კი შე­იძ­ლე­ბა. აქ ზარ­ბა­ზა­ნიც არის, რაც სხვა ციხე-დარ­ბა­ზებს არა აქვთ.

აი, რო­გორ არი­ან ისი­ნი მო­წყო­ბი­ლი: ხშირ ტყე­ში, გაშ­ლილ ად­გილ­ზე, აშე­ნე­ბენ ოც­და­ა­თი ან ორ­მო­ცი ფუ­ტის სი­მაღ­ლის ქვის კოშკს, რო­მელ­ში­აც შე­იძ­ლე­ბა ორ­მოც­და­ა­თი ან სა­მო­ცი კაცი მო­თავ­სდეს. ეს კოშ­კი არის ციხე-დარ­ბა­ზის გა­მაგ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი; აქ ინა­ხე­ბა ბა­ტო­ნის და აგ­რეთ­ვე მას­თან თავ­შე­ფა­რე­ბულ­თა მთე­ლი სიმ­დიდ­რე. ამ კოშ­კის მახ­ლობ­ლად ხუთი თუ ექ­ვსი ხის და­ბა­ლი კოშ­კი დგას, სა­დაც ინა­ხე­ბა სურ­სათ-სა­ნო­ვა­გე და სა­დაც ალ­ყის დროს თავს აფა­რე­ბენ ქა­ლე­ბი და ბავ­შვე­ბი. გარ­და ამი­სა, ამ ღია ად­გილ­ზე არის კი­დევ რამ­დე­ნი­მე ქოხი, ზოგი ხით ნა­შე­ნი, ზოგი ტო­ტე­ბი­სა­გან დაწ­ნუ­ლი, ზოგი ბამ­ბუ­კი­სა და ლერ­წმი­სა. მთე­ლი ეს ტე­რი­ტო­რია გარ­შე­მორ­ტყმუ­ლია კედ­ლი­თა და ხში­რი ტყით.

და­დი­ა­ნე­ბის რე­ზი­დენ­ცია, კრის­ტო­ფო­რო დე კას­ტე­ლის ნა­ხა­ტი

...კოლ­ხე­ბი (მეგ­რე­ლე­ბი) ამ ცი­ხე­ებ­ში იქამ­დე რჩე­ბი­ან, ვიდ­რე მტრის სა­შიშ­რო­ე­ბა არ­სე­ბობს; რო­გორც კი სა­შიშ­რო­ე­ბა გა­ივ­ლის, ისი­ნი უბ­რუნ­დე­ბი­ან თა­ვი­ანთ სახ­ლებს... მთავ­რი­სა და დი­დე­ბუ­ლე­ბის სახ­ლებს წინ დიდი ეზო­ე­ბი აქვთ, სა­დაც ოფი­ცი­ა­ლუ­რი მი­ღე­ბა და სა­და­ვო სა­კი­თხე­ბის გარ­ჩე­ვა წარ­მო­ებს; ეს ეზო­ე­ბი კი, რო­გორც მათ უწო­დე­ბენ, წარ­მო­ად­გე­ნენ მე­სე­რით ან ღო­ბით შე­მო­ფარ­გლულ ღია ად­გილს".

სა­მეგ­რე­ლოს მთავ­რე­ბის სა­სახ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბის შე­სა­ხებ სა­ინ­ტე­რე­სო ცნო­ბას იძ­ლე­ვა იტა­ლი­ე­ლი მი­სი­ო­ნე­რი, არ­ქან­ჯე­ლო ლამ­ბერ­ტი. მისი თქმით:

"მთა­ვარს ორ­მოც­და­ათ­ზე მეტი სა­სახ­ლე აქვს, რო­მელ­თა შო­რის უმ­შვე­ნი­ე­რე­სია ზუგ­დი­დის სა­სახ­ლე. იგი აგე­ბუ­ლია სა­უ­ცხოო ქვი­სა­გან და შე­სა­ნიშ­ნა­ვია, რო­გორც სივ­რცე სი­დი­დით, ისე ფან­ჯრე­ბის, აივ­ნე­ბი­სა და ირა­ნუ­ლი მხატ­ვრო­ბის სიმ­შვე­ნი­ე­რით".

ჩერ­ნე­ცო­ვის ნა­ხატ­ზე ასა­ხუ­ლი ნა­გე­ბო­ბე­ბი ლე­ვან II და­დი­ა­ნის დრო­ინ­დელს არ ჰგავს, ის უფრო გრი­გოლ და­დი­ა­ნის (1788-1804) ეპო­ქის ნა­ხე­ლა­ვი უნდა იყოს. მთავ­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ აქ დე­დო­ფალ­მა ნინო და­დი­ან­მა (1804-1847) ვლა­ქერ­ნის ღვთის­მშობ­ლის ეკ­ლე­სი­ის მშე­ნებ­ლო­ბა და­ი­წყო, რის­თვი­საც მას რუ­სე­თის იმ­პე­რა­ტორ­მა 2000 ჩერ­ვო­ნე­ცი უწყა­ლო­ბა.

ლე­ვან და­დი­ა­ნის რე­ზი­დენ­ცი­ას ეს­ტუმ­რა ცნო­ბი­ლი გერ­მა­ნე­ლი მეც­ნი­ე­რი ედუ­არდ აიხ­ვალ­დი, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლო­ში 1825-1826 წლებ­ში იმოგ­ზა­უ­რა. იგი სა­მო­სახ­ლოს ამ­გვა­რად ახა­სი­ა­თებს:

და­დი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლე რე­კონ­სტრუქ­ცი­ის დროს (1878 წ.)

"და­დი­ა­ნის სა­ცხოვ­რე­ბელ­ში ავე­დი ქვის კი­ბით, კა­რით შე­ვე­დი აი­ვან­ზე და ძლივს შე­ვამ­ჩნიე მცვე­ლი, რო­მე­ლიც ღა­რი­ბად ჩაც­მუ­ლი იდგა თო­ფით ხელ­ში. ჩემი შე­მოს­ვლი­სას ის მო­ი­ხა­რა, რათა კარი გა­ე­ღო. ასე თა­ვა­ზი­ა­ნად ზრდი­ლი მცვე­ლე­ბი ჩვენ­თან არ არი­ან. პირ­ვე­ლად შე­ვე­დი დიდ, ცა­რი­ელ ძველ დარ­ბაზ­ში, იქი­დან კი სას­ტუმ­რო ოთახ­ში, რო­მე­ლიც ძალ­ზე ლა­მა­ზი ავე­ჯით იყო მორ­თუ­ლი. აქ თვით და­დი­ა­ნი დამ­ხვდა დიდ, წი­თელ­ხა­ვერ­დი­ან სა­ვარ­ძელ­ში მჯდო­მა­რე... ამ დარ­ბაზ­ში გარ­და ნე­ტა­რი იმ­პე­რა­ტო­რის ალექ­სან­დრეს სუ­რა­თი­სა, ეკი­და კი­დევ სხვე­ბიც, ყვა­ვი­ლე­ბით მორ­თუ­ლი; მათი შეც­ნო­ბა არ შე­იძ­ლე­ბო­და. დარ­ბა­ზი უბ­რა­ლოდ იყო შე­ღე­ბი­ლი. და­დი­ან­მა შეს­ვლის­თა­ნა­ვე დამ­სვა წი­თელ­ხა­ვერ­დი­ან დი­ვან­ზე, რომ­ლის წი­ნაც იდგა წი­თე­ლი ხის მრგვა­ლი მა­გი­და".

ევ­რო­პუ­ლი ტი­პის სა­სახ­ლე­ე­ბი ზუგ­დიდ­ში და­ვით და­დი­ა­ნი­სა და ეკა­ტე­რი­ნე ჭავ­ჭა­ვა­ძის შემ­დეგ გაჩ­ნდა. და­ვით­მა 1835 წელს დამ­წვა­რი ნა­გე­ბო­ბის ნაც­ვლად ახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა მალე წა­მო­ი­წყო. "ნამ­დვი­ლი სამ­თავ­რო სა­სახ­ლე" ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი და 28-ოთა­ხი­ა­ნი ყო­ფი­ლა. შე­ნო­ბის შუა ნა­წი­ლი ქვის­გან შე­უს­რუ­ლე­ბი­ათ და მას­ზე მოგ­ვი­ა­ნე­ბით წაბ­ლის ხის­გან და­მა­ტე­ბი­თი ოთა­ხე­ბი მი­უ­შე­ნე­ბი­ათ. რე­ზი­დენ­ცი­ის მო­სა­წყო­ბად და­დი­ანს, რუ­სე­თის იმ­პე­რა­ტო­რის თან­ხმო­ბის შემ­დეგ, ყუ­ლე­ვის პორ­ტით ბა­ჟგა­და­უხ­დე­ლად სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან შე­მო­უ­ტა­ნია 25 ათას რუბ­ლად შე­ფა­სე­ბუ­ლი ძვირ­ფა­სი ავე­ჯი და ინ­ვენ­ტა­რი.

ეს ნა­გე­ბო­ბა ყი­რი­მის ომის დროს (1853-1556) ომარ ფა­შამ და­ი­კა­ვა და მას­ში ოს­მა­ლო ჯა­რის­კა­ცე­ბის­თვის ლა­ზა­რე­თი მო­ა­წყო. ეს იყო 1855 წელს. სა­მეგ­რე­ლოს და­ტო­ვე­ბი­სას კი ოს­მა­ლებ­მა სოფ­ლე­ბი გა­დაწ­ვეს და მათ­თან ერ­თად, მთავ­რის სა­სახ­ლეც. დამ­წვა­რი ნა­გე­ბო­ბა დი­მიტ­რი ყი­ფი­ან­მა აღად­გი­ნა და იგი სა­მეგ­რე­ლოს მმარ­თველ ჭი­ლა­ევს და­უთ­მო, თუმ­ცა მალე სა­სახ­ლე კვლავ ცე­ცხლმა იმ­სხვერ­პლა. შემ­დეგ იგი აღარ აღუდ­გე­ნი­ათ, მის­გან დარ­ჩე­ნი­ლი ქვის კედ­ლე­ბი და­უნ­გრე­ვი­ათ და ნიკო და­დი­ა­ნის სა­სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბის­თვის გა­მო­უ­ყე­ნე­ბი­ათ.

ეკა­ტე­რი­ნე ჭავ­ჭა­ვა­ძე

სამ­თავ­რო სა­სახ­ლის გარ­და, და­დი­ანს მთავ­რი­სე­ულ ბაღ­ში სას­ტუმ­რო, იგი­ვე ჯვა­რე­დი­ნა სა­სახ­ლეც აუ­გია. 1848 წლის აღ­დგო­მას აქ შეხ­ვედ­რია მარი ბრო­სე, რო­მელ­მაც შე­ნო­ბის გეგ­მა და აღ­წე­რი­ლო­ბა შე­ას­რუ­ლა:

"ზედა სარ­თუ­ლიც ჯვრის მსგავ­სად ფიც­რის­გა­ნაა აგე­ბუ­ლი. აქ არის ერთი ლა­მა­ზი კიბე, რო­მე­ლიც ას­ცილ­დე­ბა თუ არა მი­წას, მალე იყო­ფა ორად და ადა­მი­ა­ნი წვე­უ­ლე­ბის ზედა დარ­ბაზ­ში აჰ­ყავს. დარ­ბა­ზის შუ­ა­ში გაშ­ლი­ლია ჯვა­რე­დი­ნა სუფ­რა, 32 ადა­მი­ა­ნის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი. ეს სუფ­რა მთავ­რის ოჯახს ეთ­მო­ბა; წვე­უ­ლე­ბის დარ­ბაზს ამ­შვე­ნებს ინ­კრუს­ტი­რე­ბუ­ლი, ჩუ­ქურ­თმე­ბით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, შა­ვად და ყვით­ლად შე­ღე­ბი­ლი ხის ჭერი, რო­მელ­ზეც ჰკი­დია ხის ჯაჭ­ვი კან­დე­ლის­თვის გამ­ზა­დე­ბუ­ლი.

ოთხი­ვე მხა­რეს, კედ­ლე­ბის გა­ყო­ლე­ბა­ზე მიდ­გმუ­ლია სკა­მე­ბი, რო­მელ­ზე­დაც ეტე­ვა სა­მას­ზე მეტი კაცი და როცა მა­გი­დებს მო­უ­მა­ტე­ბენ, 500 კა­ციც. თი­თო­ე­ულ დარ­ბაზს აქვს მსგავ­სი ჩუ­ქურ­თმე­ბი­თა და სკულპ­ტუ­რე­ბით დამ­შვე­ნე­ბუ­ლი ჭერი. სა­სახ­ლის გარ­შე­მო გაშ­ლილ აივ­ნებ­ზე, სვე­ტებ­შუა გა­ყო­ლე­ბუ­ლია ხი­სა­გან ხე­ლოვ­ნუ­რად ნა­ქარ­გი ორ­ნა­მენ­ტე­ბი. ღა­მით გა­ნა­თე­ბუ­ლი ეს აი­ვა­ნი შო­რი­დან მე­ტად­რე კარ­გი სა­ნა­ხა­ვია, სა­სახ­ლის ხუ­როთ­მო­ძღვრე­ბა ოს­მა­ლუ­რია, აქ ვიწ­როდ შეჭ­რი­ლი აღ­მო­სავ­ლუ­რი თა­ღე­ბი აშ­კა­რად სჭარ­ბობს". სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს სა­სახ­ლე უნა­ხავს მო­რის ვაგ­ნერს 1843-1846 წლებ­ში, რო­მე­ლიც რე­ზი­დენ­ცი­ას "დი­დე­ბულ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლს" უწო­დებ­და.

გი­ორ­გი კა­ლან­დია, ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლის დი­რექ­ტო­რი

წა­ი­კი­თხეთ ვრცლად ის­ტო­რი­ულ-შე­მეც­ნე­ბი­თი ჟურ­ნა­ლის, “ის­ტო­რი­ა­ნის“ ნო­ემ­ბრის ნო­მერ­ში

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

დადიანების სასახლის უცნობი ნახატის ისტორია - რას წერდნენ ევროპელები სამეგრელოს თავადების ცხოვრების წესზე

დადიანების სასახლის უცნობი ნახატის ისტორია - რას წერდნენ ევროპელები სამეგრელოს თავადების ცხოვრების წესზე

2018 წლის ზაფხულში ერთ-ერთ ევროპულ აუქციონზე 32 ათას გირვანქა სტერლინგად გაიყიდა XIX საუკუნის რუსეთის გამორჩეული მხატვრის, ნიკანორ ჩერნეცოვის (1805-1879) ნამუშევარი სახელწოდებით "დადიანის სამოსახლო სამეგრელოში". ნახატი 1833 წლით არის დათარიღებული. ამ ძვირფასი ნახატის ელექტრონული ვერსია აზერბაიჯანელმა მკვლევარმა და სიძველეთა მოყვარულმა ბეჰრუზ ჰუსეინზადემ გამოუგზავნა საქართველოს ხელოვნების სასახლეს.

ჩერნეცოვის ნახატი ნათელ წარმოდგენას ქმნის სამეგრელოს მთავრების იმ სამოსახლოზე, რომელიც დღევანდელი რეზიდენციის ტერიტორიაზე იდგა ამჟამინდელი სასახლეების აშენებამდე. ამიტომ მხატვრულის გარდა, ნამუშევარს საქართველოსთვის ისტორიული მნიშვნელობაც აქვს.

იონა მეუნარგია, რომელიც კარგად იცნობდა ზუგდიდის დადიანების სასახლეების მშენებლობის ამბავს, ყველაზე ძველ და გამორჩეულ შენობად დავით დადიანის (1840-1853) დროებით სამყოფ სახლს მოიხსენიებდა, რომელიც 1835 წელს დამწვარა. ეს ამბავი აღწერილია სამეგრელოს მთავარ დავით დადიანის წერილში, რომელიც ძმას, გრიგოლს გაუგზავნა:

დავით დადიანი

წარსულს წელს, 17 დეკემბერს, სასახლე ჩემი ყოვლითავე ავეჯეულობით დაიწვა. ყოველი ესე დაგვავიწყა უსასტიკესმა სენკვეთებამან დისა ჩვენისა ნინოსამან, რომელსაცა ეცა ელდა როს იგი აღტყინებასა ალმურისასა უვიცთა მიერ ზახილი იწარმოვა, დავითს ცეცხლი მოეკიდაო"... მთავარი იქვე მეგრულ ენაზე განაგრძობს წერილს, რომლის შინაარსიდან კარგად ჩანს, რომ დავითი შენობას განსაკუთრებულ მხატვრულ ღირებულებას არ ანიჭებდა:

"მუთუნი ვაპჭუ, მარა ოკო ვთქუათ ბრელქ დუმაჭუშო. მუ მენარღებუნა, ვართი ყუდე ორდ მუთუნი, თაში თქვიი, ნამუდა ჯვეში-ჯვეში დიდებაქ დო ხეშნაჭარა წიგნეფქ აჭუშო" ("არაფერი დამწვია, მაგრამ მაინც ასე ვთქვათ: ვითომ ბევრი რამ დაგვეწვა, რა გვენაღვლება, არც სახლი წარმოადგენდა მაინცდამაინც დიდ რამეს. ესე თქვი, რომ ძველი დიდება და ხელნაწერი წიგნები დაეწვა-თქო").

ჩერნეცოვის 1833 წელს შესრულებულ ნახატზე სწორედ ის ნაგებობაა გამოსახული, რომელიც 1835 წელს დაიწვა. ის, ფაქტობრივად, დადიანების სამყოფლის ამსახველი ერთ-ერთი გამორჩეული დოკუმენტია.

ნახატის ანალიზი ცხადყოფს, რომ ძველ სამეგრელოში მთავართა რეზიდენცია წარმოადგენდა უფრო დიდი ზომის სამოსახლოს, ვიდრე ევროპული ტიპის კლასიკურ სასახლეს. ცენტრალური ადგილი დიდ ორსართულიან ხის ოდას ეკავა, მის გარშემო კი აშენებული იყო სამეურნეო ნაგებობები, მათ შორის ბუხრები, სამზარეულოები და სხვ. ჩერნეცოვის ნახატიდან ისიც კარგად ჩანს, რომ ნადიმები ეზოში, მრავალწლიანი ხეების ქვეშ იმართებოდა.

დადიანის სამოსახლო სამეგრელოში, ნიკანორ ჩერნეცოვი (1833 წ.)

სამეგრელოს მთავრების სამყოფელს აღწერს ფრანგი მოგზაური ჟან შარდენიც. მისი ჩანაწერები ჩერნეცოვის ნახატზე გადმოცემულ ვითარებას ჰგავს:

"აქ არის ცხრა თუ ათი ციხე-დარბაზი, მათ შორის უმთავრესს ჰქვია რუხი, რომელიც სამეგრელოს მთავრის ადგილსამყოფელს წარმოადგენს, ეს ციხე-დარბაზი გარშემორტყმულია ისეთი თხელი და ცუდად ნაშენი ქვის გალავნით, რომ მისი შენგრევა უბრალო იარაღითაც კი შეიძლება. აქ ზარბაზანიც არის, რაც სხვა ციხე-დარბაზებს არა აქვთ.

აი, როგორ არიან ისინი მოწყობილი: ხშირ ტყეში, გაშლილ ადგილზე, აშენებენ ოცდაათი ან ორმოცი ფუტის სიმაღლის ქვის კოშკს, რომელშიაც შეიძლება ორმოცდაათი ან სამოცი კაცი მოთავსდეს. ეს კოშკი არის ციხე-დარბაზის გამაგრებული ადგილი; აქ ინახება ბატონის და აგრეთვე მასთან თავშეფარებულთა მთელი სიმდიდრე. ამ კოშკის მახლობლად ხუთი თუ ექვსი ხის დაბალი კოშკი დგას, სადაც ინახება სურსათ-სანოვაგე და სადაც ალყის დროს თავს აფარებენ ქალები და ბავშვები. გარდა ამისა, ამ ღია ადგილზე არის კიდევ რამდენიმე ქოხი, ზოგი ხით ნაშენი, ზოგი ტოტებისაგან დაწნული, ზოგი ბამბუკისა და ლერწმისა. მთელი ეს ტერიტორია გარშემორტყმულია კედლითა და ხშირი ტყით.

დადიანების რეზიდენცია, კრისტოფორო დე კასტელის ნახატი

...კოლხები (მეგრელები) ამ ციხეებში იქამდე რჩებიან, ვიდრე მტრის საშიშროება არსებობს; როგორც კი საშიშროება გაივლის, ისინი უბრუნდებიან თავიანთ სახლებს... მთავრისა და დიდებულების სახლებს წინ დიდი ეზოები აქვთ, სადაც ოფიციალური მიღება და სადავო საკითხების გარჩევა წარმოებს; ეს ეზოები კი, როგორც მათ უწოდებენ, წარმოადგენენ მესერით ან ღობით შემოფარგლულ ღია ადგილს".

სამეგრელოს მთავრების სასახლეთა რაოდენობის შესახებ საინტერესო ცნობას იძლევა იტალიელი მისიონერი, არქანჯელო ლამბერტი. მისი თქმით:

"მთავარს ორმოცდაათზე მეტი სასახლე აქვს, რომელთა შორის უმშვენიერესია ზუგდიდის სასახლე. იგი აგებულია საუცხოო ქვისაგან და შესანიშნავია, როგორც სივრცე სიდიდით, ისე ფანჯრების, აივნებისა და ირანული მხატვრობის სიმშვენიერით".

ჩერნეცოვის ნახატზე ასახული ნაგებობები ლევან II დადიანის დროინდელს არ ჰგავს, ის უფრო გრიგოლ დადიანის (1788-1804) ეპოქის ნახელავი უნდა იყოს. მთავრის გარდაცვალების შემდეგ აქ დედოფალმა ნინო დადიანმა (1804-1847) ვლაქერნის ღვთისმშობლის ეკლესიის მშენებლობა დაიწყო, რისთვისაც მას რუსეთის იმპერატორმა 2000 ჩერვონეცი უწყალობა.

ლევან დადიანის რეზიდენციას ესტუმრა ცნობილი გერმანელი მეცნიერი ედუარდ აიხვალდი, რომელმაც საქართველოში 1825-1826 წლებში იმოგზაურა. იგი სამოსახლოს ამგვარად ახასიათებს:

დადიანების სასახლე რეკონსტრუქციის დროს (1878 წ.)

"დადიანის საცხოვრებელში ავედი ქვის კიბით, კარით შევედი აივანზე და ძლივს შევამჩნიე მცველი, რომელიც ღარიბად ჩაცმული იდგა თოფით ხელში. ჩემი შემოსვლისას ის მოიხარა, რათა კარი გაეღო. ასე თავაზიანად ზრდილი მცველები ჩვენთან არ არიან. პირველად შევედი დიდ, ცარიელ ძველ დარბაზში, იქიდან კი სასტუმრო ოთახში, რომელიც ძალზე ლამაზი ავეჯით იყო მორთული. აქ თვით დადიანი დამხვდა დიდ, წითელხავერდიან სავარძელში მჯდომარე... ამ დარბაზში გარდა ნეტარი იმპერატორის ალექსანდრეს სურათისა, ეკიდა კიდევ სხვებიც, ყვავილებით მორთული; მათი შეცნობა არ შეიძლებოდა. დარბაზი უბრალოდ იყო შეღებილი. დადიანმა შესვლისთანავე დამსვა წითელხავერდიან დივანზე, რომლის წინაც იდგა წითელი ხის მრგვალი მაგიდა".

ევროპული ტიპის სასახლეები ზუგდიდში დავით დადიანისა და ეკატერინე ჭავჭავაძის შემდეგ გაჩნდა. დავითმა 1835 წელს დამწვარი ნაგებობის ნაცვლად ახლის მშენებლობა მალე წამოიწყო. "ნამდვილი სამთავრო სასახლე" ორსართულიანი და 28-ოთახიანი ყოფილა. შენობის შუა ნაწილი ქვისგან შეუსრულებიათ და მასზე მოგვიანებით წაბლის ხისგან დამატებითი ოთახები მიუშენებიათ. რეზიდენციის მოსაწყობად დადიანს, რუსეთის იმპერატორის თანხმობის შემდეგ, ყულევის პორტით ბაჟგადაუხდელად საზღვარგარეთიდან შემოუტანია 25 ათას რუბლად შეფასებული ძვირფასი ავეჯი და ინვენტარი.

ეს ნაგებობა ყირიმის ომის დროს (1853-1556) ომარ ფაშამ დაიკავა და მასში ოსმალო ჯარისკაცებისთვის ლაზარეთი მოაწყო. ეს იყო 1855 წელს. სამეგრელოს დატოვებისას კი ოსმალებმა სოფლები გადაწვეს და მათთან ერთად, მთავრის სასახლეც. დამწვარი ნაგებობა დიმიტრი ყიფიანმა აღადგინა და იგი სამეგრელოს მმართველ ჭილაევს დაუთმო, თუმცა მალე სასახლე კვლავ ცეცხლმა იმსხვერპლა. შემდეგ იგი აღარ აღუდგენიათ, მისგან დარჩენილი ქვის კედლები დაუნგრევიათ და ნიკო დადიანის სასახლის მშენებლობისთვის გამოუყენებიათ.

ეკატერინე ჭავჭავაძე

სამთავრო სასახლის გარდა, დადიანს მთავრისეულ ბაღში სასტუმრო, იგივე ჯვარედინა სასახლეც აუგია. 1848 წლის აღდგომას აქ შეხვედრია მარი ბროსე, რომელმაც შენობის გეგმა და აღწერილობა შეასრულა:

"ზედა სართულიც ჯვრის მსგავსად ფიცრისგანაა აგებული. აქ არის ერთი ლამაზი კიბე, რომელიც ასცილდება თუ არა მიწას, მალე იყოფა ორად და ადამიანი წვეულების ზედა დარბაზში აჰყავს. დარბაზის შუაში გაშლილია ჯვარედინა სუფრა, 32 ადამიანისთვის განკუთვნილი. ეს სუფრა მთავრის ოჯახს ეთმობა; წვეულების დარბაზს ამშვენებს ინკრუსტირებული, ჩუქურთმებით შესრულებული, შავად და ყვითლად შეღებილი ხის ჭერი, რომელზეც ჰკიდია ხის ჯაჭვი კანდელისთვის გამზადებული.

ოთხივე მხარეს, კედლების გაყოლებაზე მიდგმულია სკამები, რომელზედაც ეტევა სამასზე მეტი კაცი და როცა მაგიდებს მოუმატებენ, 500 კაციც. თითოეულ დარბაზს აქვს მსგავსი ჩუქურთმებითა და სკულპტურებით დამშვენებული ჭერი. სასახლის გარშემო გაშლილ აივნებზე, სვეტებშუა გაყოლებულია ხისაგან ხელოვნურად ნაქარგი ორნამენტები. ღამით განათებული ეს აივანი შორიდან მეტადრე კარგი სანახავია, სასახლის ხუროთმოძღვრება ოსმალურია, აქ ვიწროდ შეჭრილი აღმოსავლური თაღები აშკარად სჭარბობს". სავარაუდოდ, ეს სასახლე უნახავს მორის ვაგნერს 1843-1846 წლებში, რომელიც რეზიდენციას "დიდებულ საცხოვრებელ სახლს" უწოდებდა.

გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის დირექტორი

წაიკითხეთ ვრცლად ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ ნოემბრის ნომერში

როგორ დავიკლოთ წონაში შიმშილის გარეშე - დიეტოლოგის რჩევები

ფოტოგრაფ ზაქარია ჭელიძის ფოტო ექსპერიმენტი „ასპრიაში“

"გამელოტებული კაცის ვარცხნილობა აქვს და ქარი ხან მარჯვნიდან უქიქინებს თავზე, ხან - მარცხნიდან" - გაიცანით თბილისის ზოოპარკის ახალი ბინადარი