სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მის გამოყვანილ ვარდებს მილიონობით ადამიანი ეთაყვანება - ლეგენდარული სელექციონერი დევიდ ოსტინი გარდაიცვალა
მის გამოყვანილ ვარდებს მილიონობით ადამიანი ეთაყვანება - ლეგენდარული სელექციონერი დევიდ ოსტინი გარდაიცვალა

ვარ­დე­ბის ცნო­ბი­ლი სე­ლექ­ცი­ო­ნე­რი, დე­ვიდ ოს­ტი­ნი, რო­მე­ლიც ფირ­მის David Austin Roses დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია, 92 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. David Austin Roses ოფი­ცი­ა­ლურ სა­იტ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნდა ინ­ფორ­მა­ცია: "ვწუხ­ვართ, რომ დე­ვიდ ოს­ტი­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ უნდა გამ­ცნოთ. მან სამ­შა­ბათს 92 წლის ასაკ­ში მშვი­დად გა­ნის­ვე­ნა სა­კუ­თარ სახ­ლში, შროპ­შირ­ში, ოჯა­ხის გა­რე­მოც­ვა­ში". ვარ­დე­ბის სე­ლექ­ცი­ო­ნერ­თა ბრი­ტა­ნულ­მა ასო­ცი­ა­ცი­ამ და­ა­დას­ტუ­რა, რომ დე­ვიდ ოს­ტინ-უფ­რო­სი 18 დე­კემ­ბერს გარ­და­იც­ვა­ლა.

დე­ვიდ ოს­ტი­ნი 1926 წელს ფერ­მე­რე­ბის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. ის ად­რე­უ­ლი ბავ­შვო­ბი­დან ეხ­მა­რე­ბო­და მშობ­ლებს სახ­ლის საქ­მე­ებ­ში, მა­შინ­დელ დრო­ში ხომ ფერ­მერ­თა ცხოვ­რე­ბა მარ­ტი­ვი არ იყო და აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მა, რათა უფა­სო წვნი­ა­ნის რიგ­ში დგო­მა არ მოგ­წე­ო­და.

როცა 14 წლის დე­ვიდ­მა ვარ­დე­ბის მოყ­ვა­ნა და­ი­წყო, ალ­ბათ, სწო­რედ ამი­ტომ ურ­ჩი­ეს მშობ­ლებ­მა, რომ უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მის­თვის მო­ე­კი­და ხელი.რა თქმა უნდა, დე­ვი­დის ოჯახ­ში ვე­რა­ვინ იფიქ­რებ­და, რომ ჰობი ერთ დღე­საც გა­ცი­ლე­ბით სე­რი­ო­ზულ საქ­მი­ა­ნო­ბად იქ­ცე­ო­და, რა­საც ბი­ჭუ­ნამ ინ­გლი­სის ფერ­მი­დან მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მი­უ­ძღვნა.

დე­ვიდ ოს­ტი­ნი სა­მუ­და­მოდ დარ­ჩე­ბა, რო­გორც ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი მე­ბა­ღე და სე­ლექ­ცი­ო­ნე­რი არა მარ­ტო დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, არა­მედ მთელ მსოფ­ლი­ო­ში. "ინ­გლი­სუ­რი ვარ­დე­ბი" კი უკვე დი­დი­ხა­ნია მის სა­ხელ­თან ასო­ცირ­დე­ბა და ნამ­დვილ ბრენ­დად იქცა....წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად და და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­ე­ბი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

მის გამოყვანილ ვარდებს მილიონობით ადამიანი ეთაყვანება - ლეგენდარული სელექციონერი დევიდ ოსტინი გარდაიცვალა

მის გამოყვანილ ვარდებს მილიონობით ადამიანი ეთაყვანება - ლეგენდარული სელექციონერი დევიდ ოსტინი გარდაიცვალა

ვარდების ცნობილი სელექციონერი, დევიდ ოსტინი, რომელიც ფირმის David Austin Roses დამფუძნებელია, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. David Austin Roses ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა ინფორმაცია: "ვწუხვართ, რომ დევიდ ოსტინის გარდაცვალების შესახებ უნდა გამცნოთ. მან სამშაბათს 92 წლის ასაკში მშვიდად განისვენა საკუთარ სახლში, შროპშირში, ოჯახის გარემოცვაში". ვარდების სელექციონერთა ბრიტანულმა ასოციაციამ დაადასტურა, რომ დევიდ ოსტინ-უფროსი 18 დეკემბერს გარდაიცვალა.

დევიდ ოსტინი 1926 წელს ფერმერების ოჯახში დაიბადა. ის ადრეული ბავშვობიდან ეხმარებოდა მშობლებს სახლის საქმეებში, მაშინდელ დროში ხომ ფერმერთა ცხოვრება მარტივი არ იყო და აუცილებელი იყო თავდაუზოგავი შრომა, რათა უფასო წვნიანის რიგში დგომა არ მოგწეოდა.

როცა 14 წლის დევიდმა ვარდების მოყვანა დაიწყო, ალბათ, სწორედ ამიტომ ურჩიეს მშობლებმა, რომ უფრო მნიშვნელოვანი საქმისთვის მოეკიდა ხელი.რა თქმა უნდა, დევიდის ოჯახში ვერავინ იფიქრებდა, რომ ჰობი ერთ დღესაც გაცილებით სერიოზულ საქმიანობად იქცეოდა, რასაც ბიჭუნამ ინგლისის ფერმიდან მთელი ცხოვრება მიუძღვნა.

დევიდ ოსტინი სამუდამოდ დარჩება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მებაღე და სელექციონერი არა მარტო დიდ ბრიტანეთში, არამედ მთელ მსოფლიოში. "ინგლისური ვარდები" კი უკვე დიდიხანია მის სახელთან ასოცირდება და ნამდვილ ბრენდად იქცა....წაიკითხეთ სრულად და დაათვალიერეთ ფოტოები

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"