სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"პატრიოტებისგან იცავთ ამ ქვეყანას?" - კირკიტაძის მხარდამჭერები სასამართლოსთან აქციას მართავენ
"პატრიოტებისგან იცავთ ამ ქვეყანას?" - კირკიტაძის მხარდამჭერები სასამართლოსთან აქციას მართავენ

გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლოს­თან და­ვით კირ­კი­ტა­ძის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას მარ­თა­ვენ.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ად­გილ­ზე მყოფ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს მი­მარ­თა­ვენ და სთხო­ვენ, უკა­ნო­ნო­ბას ნუ და­ი­ცა­ვენ.

„ვის იცავთ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბო? ქვე­ყა­ნა გაქვთ და­სა­ცა­ვი. პატ­რი­ო­ტე­ბის­გან იცავთ ამ ქვე­ყა­ნას? პუ­ტი­ნის მონა ივა­ნიშ­ვი­ლის­გან და­ი­ცა­ვით ეს ქვე­ყა­ნა“, - აცხა­დე­ბენ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი.

გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის მხარ­დამ­ჭე­რებ­მა და წევ­რებ­მა გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლოს­თან მო­ბი­ლი­ზე­ბულ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს მი­ხა­კე­ბი მი­უ­ტა­ნეს. ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის თქმით, ეს ყვა­ვი­ლე­ბი იმის ნი­შა­ნია, რომ მათ სურთ მშვი­დო­ბა და არ სურთ და­ძა­ბუ­ლო­ბა.

„ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი“ მოძ­რა­ო­ბის და­კა­ვე­ბუ­ლი წევ­რის და­ვით კირ­კი­ტა­ძის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე გურ­ჯა­ნი­ის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლო ამ წუ­თებ­ში მსჯე­ლობს.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრო­კუ­რა­ტუ­რა და­კა­ვე­ბუ­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბას მო­ი­თხოვს. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუკი, სა­სა­მარ­თლო კირ­კი­ტა­ძეს პა­ტიმ­რო­ბა­ში და­ტო­ვებს, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რე­ბი აქ­ცი­ე­ბის გა­მარ­თვას გეგ­მა­ვენ.

და­ვით კირ­კი­ტა­ძე ვე­ლის­ცი­ხე­ში გა­მარ­თულ აქ­ცი­ა­ზე პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმის­თვის, ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფი­სა და ქო­ნე­ბის და­ზი­ა­ნე­ბის­თვის სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 353-ე პრი­მა მუხ­ლით, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბით და­ა­კა­ვეს.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"პატრიოტებისგან იცავთ ამ ქვეყანას?" - კირკიტაძის მხარდამჭერები სასამართლოსთან აქციას მართავენ

"პატრიოტებისგან იცავთ ამ ქვეყანას?" - კირკიტაძის მხარდამჭერები სასამართლოსთან აქციას მართავენ

გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან დავით კირკიტაძის მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები ადგილზე მყოფ სამართალდამცველებს მიმართავენ და სთხოვენ, უკანონობას ნუ დაიცავენ.

„ვის იცავთ პოლიციელებო? ქვეყანა გაქვთ დასაცავი. პატრიოტებისგან იცავთ ამ ქვეყანას? პუტინის მონა ივანიშვილისგან დაიცავით ეს ქვეყანა“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებმა და წევრებმა გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან მობილიზებულ სამართალდამცველებს მიხაკები მიუტანეს. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ეს ყვავილები იმის ნიშანია, რომ მათ სურთ მშვიდობა და არ სურთ დაძაბულობა.

„ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის დაკავებული წევრის დავით კირკიტაძის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე გურჯანიის რაიონული სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს.

არსებული ინფორმაციით, პროკურატურა დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. იმ შემთხვევაში, თუკი, სასამართლო კირკიტაძეს პატიმრობაში დატოვებს, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები აქციების გამართვას გეგმავენ.

დავით კირკიტაძე ველისციხეში გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, მოსამართლის განჩინებით დააკავეს.

ევროპარლამენტარები - საქართველოში დროა დასრულდეს პოლიტიკური კრიზისი სტაბილურობისა და ევროატლანტიკური მომავლისთვის

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"