სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
შოკოლადი, ვისკი, სპა-ვაუჩერი - ევროპაში მასწავლებლების საახალწლო საჩუქრები სულ უფრო მასშტაბური ხდება
შოკოლადი, ვისკი, სპა-ვაუჩერი - ევროპაში მასწავლებლების საახალწლო საჩუქრები სულ უფრო მასშტაბური ხდება

რო­გორც ჩანს, მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თვის სა­ა­ხალ­წლო სა­ჩუქ­რე­ბის მომ­ზა­დე­ბა მხო­ლოდ პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნე­ბის ტრა­დი­ცია არ არის. BBC წერს, რომ იმა­ვე პრაქ­ტი­კას მი­მარ­თა­ვენ ბრი­ტა­ნეთ­შიც, სა­დაც პე­და­გო­გე­ბი მო­სა­წავ­ლე­ე­ბის­გან სპე­ცი­ა­ლუ­რად მათ­თვის დამ­ზა­დე­ბულ სა­მა­ჯუ­რებს, სპა-ვა­უ­ჩე­რებს, ვის­კი­სა თუ შო­კო­ლა­დე­ბის ნაკ­რე­ბებს იღე­ბენ.

BBC წერს, რომ გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­ში მდე­ბა­რე რამ­დე­ნი­მე სკო­ლამ მშობ­ლებს სთხო­ვა, არ იყი­დონ სა­ჩუქ­რე­ბი მათი შვი­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თვის, რად­გან მხო­ლოდ "მად­ლო­ბაც" ძვირ­ფა­სი სა­ჩუ­ქა­რია.

მშობ­ლე­ბის­თვის შექ­მნი­ლი ვებგ­ვერ­დის Mumsnet მომ­ხმა­რე­ბე­ლი წერს, რომ სხვა მშობ­ლე­ბი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თვის ძვი­რა­დღი­რე­ბულ სა­ჩუქ­რებს ყი­დუ­ლო­ბენ, მათ კი, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ასე­თი ძვირ­ფა­სი ნივ­თე­ბის შე­ძე­ნა არ შე­უძ­ლი­ათ. სკო­ლე­ბის ნა­წილ­ში კი მშობ­ლე­ბი აგ­რო­ვე­ბენ თან­ხას, რომ სა­ჩუ­ქა­რი სა­ერ­თო სახ­სრე­ბით იყი­დონ მას­წავ­ლებ­ლის­თვის.

ბლო­გე­რი ნა­ტა­ლი ბრა­უ­ნი აღ­ნიშ­ნავს, რომ შო­კი­რე­ბუ­ლი დარ­ჩა, რო­დე­საც მას­წავ­ლებ­ლის სა­ჩუქ­რის­თვის 10 ფუნ­ტის და­დე­ბა მოს­თხო­ვეს.

„კლას­ში 30 მოს­წავ­ლეა, თუ ყვე­ლა მათ­გა­ნი 10 ფუნტს და­დებს, 300 ფუნ­ტი შეგ­როვ­დე­ბა, რაც მგო­ნია, რომ მე­ტის­მე­ტია!“ - ამ­ბობს ბრა­უ­ნი.

ნა­ტა­ლი ბრა­უ­ნი

მას­წავ­ლე­ბე­ლი და ბლო­გე­რი ჯონ დე­ბე­ლი იხ­სე­ნებს შემ­თხვე­ვას, რო­დე­საც მას რეს­ტორ­ნის 50 ფუნ­ტი­ა­ნი ვა­უ­ჩე­რი აჩუ­ქეს. დე­ბე­ლის თქმით, მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თვის სა­ჩუქ­რის ჩუ­ქე­ბა ბევ­რი ბავ­შვის­თვის ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა, თუმ­ცა ეს ოჯა­ხე­ბის­თვის, ხში­რად, ძა­ლი­ან რთუ­ლია. ამას­თან, რო­გორც BBC წერს, მშობ­ლე­ბი ცდი­ლო­ბენ, ერ­თმა­ნეთს აჯო­ბონ და მას­წავ­ლებ­ლე­ბის სა­ჩუქ­რე­ბის და­ტე­ვას მან­ქა­ნა­შიც ვერ ახერ­ხე­ბენ.

სკო­ლე­ბის ნა­წილ­ში თან­ხას ბევ­რად კე­თი­ლი მიზ­ნე­ბის­თვის აგ­რო­ვე­ბენ. და­ი­ა­ნა, რო­მე­ლიც ბელ­ფას­ტში ცხოვ­რობს, BBC-სთან ამ­ბობს, რომ ად­გი­ლობ­რივ­მა სკო­ლამ თან­ხა შე­აგ­რო­ვა, რათა საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დის­თვის გა­და­ე­ცა, მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თვის სა­ჩუქ­რე­ბი არ უყი­დი­ათ.

ერთ-ერთი ბრი­ტა­ნე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი კი ამ­ბობს, რომ სთხო­ვეს ბავ­შვებს და მშობ­ლებს, თან­ხა ბავ­შვთა დახ­მა­რე­ბის ფონ­დის­თვის შე­ეგ­რო­ვე­ბი­ნათ.

მა­შინ, რო­დე­საც მშობ­ლე­ბი უამ­რავ დროს ხარ­ჯა­ვენ სა­ჩუქ­რის შე­სარ­ჩე­ვად, ბევ­რი მას­წავ­ლებ­ლის­თვის მი­სა­ლო­ცი ბა­რა­თი სა­უ­კე­თე­სო სა­ჩუქ­რად რჩე­ბა.

პენ­სი­ო­ნე­რი პე­და­გო­გი ნი­კო­ლა ბრა­უ­ნი ამ­ბობს, რომ ბა­რა­თებ­ზე ძვირ­ფა­სი ნივ­თი მოს­წავ­ლე­ე­ბის­გან არ მი­უ­ღია.

„ნივ­თე­ბი, რომ­ლე­ბიც მა­ჩუ­ქეს, აღარ არ­სე­ბობს, მაგ­რამ ბა­რა­თე­ბი ჩემს ალ­ბომ­ში დღემ­დე ინა­ხე­ბა. ასე­თი ტკბი­ლი სი­ტყვე­ბის ჩა­ნაც­ვლე­ბა რა­ი­მე ნივ­თით შე­უძ­ლე­ბე­ლია,“ - ამ­ბობს ბრა­უ­ნი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

შოკოლადი, ვისკი, სპა-ვაუჩერი - ევროპაში მასწავლებლების საახალწლო საჩუქრები სულ უფრო მასშტაბური ხდება

შოკოლადი, ვისკი, სპა-ვაუჩერი - ევროპაში მასწავლებლების საახალწლო საჩუქრები სულ უფრო მასშტაბური ხდება

როგორც ჩანს, მასწავლებლებისთვის საახალწლო საჩუქრების მომზადება მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნების ტრადიცია არ არის. BBC წერს, რომ იმავე პრაქტიკას მიმართავენ ბრიტანეთშიც, სადაც პედაგოგები მოსაწავლეებისგან სპეციალურად მათთვის დამზადებულ სამაჯურებს, სპა-ვაუჩერებს, ვისკისა თუ შოკოლადების ნაკრებებს იღებენ.

BBC წერს, რომ გაერთიანებულ სამეფოში მდებარე რამდენიმე სკოლამ მშობლებს სთხოვა, არ იყიდონ საჩუქრები მათი შვილების მასწავლებლებისთვის, რადგან მხოლოდ "მადლობაც" ძვირფასი საჩუქარია.

მშობლებისთვის შექმნილი ვებგვერდის Mumsnet მომხმარებელი წერს, რომ სხვა მშობლები მასწავლებლებისთვის ძვირადღირებულ საჩუქრებს ყიდულობენ, მათ კი, მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ასეთი ძვირფასი ნივთების შეძენა არ შეუძლიათ. სკოლების ნაწილში კი მშობლები აგროვებენ თანხას, რომ საჩუქარი საერთო სახსრებით იყიდონ მასწავლებლისთვის.

ბლოგერი ნატალი ბრაუნი აღნიშნავს, რომ შოკირებული დარჩა, როდესაც მასწავლებლის საჩუქრისთვის 10 ფუნტის დადება მოსთხოვეს.

„კლასში 30 მოსწავლეა, თუ ყველა მათგანი 10 ფუნტს დადებს, 300 ფუნტი შეგროვდება, რაც მგონია, რომ მეტისმეტია!“ - ამბობს ბრაუნი.

ნატალი ბრაუნი

მასწავლებელი და ბლოგერი ჯონ დებელი იხსენებს შემთხვევას, როდესაც მას რესტორნის 50 ფუნტიანი ვაუჩერი აჩუქეს. დებელის თქმით, მასწავლებლებისთვის საჩუქრის ჩუქება ბევრი ბავშვისთვის ძალიან სასიამოვნოა, თუმცა ეს ოჯახებისთვის, ხშირად, ძალიან რთულია. ამასთან, როგორც BBC წერს, მშობლები ცდილობენ, ერთმანეთს აჯობონ და მასწავლებლების საჩუქრების დატევას მანქანაშიც ვერ ახერხებენ.

სკოლების ნაწილში თანხას ბევრად კეთილი მიზნებისთვის აგროვებენ. დაიანა, რომელიც ბელფასტში ცხოვრობს, BBC-სთან ამბობს, რომ ადგილობრივმა სკოლამ თანხა შეაგროვა, რათა საქველმოქმედო ფონდისთვის გადაეცა, მასწავლებლებისთვის საჩუქრები არ უყიდიათ.

ერთ-ერთი ბრიტანელი მასწავლებელი კი ამბობს, რომ სთხოვეს ბავშვებს და მშობლებს, თანხა ბავშვთა დახმარების ფონდისთვის შეეგროვებინათ.

მაშინ, როდესაც მშობლები უამრავ დროს ხარჯავენ საჩუქრის შესარჩევად, ბევრი მასწავლებლისთვის მისალოცი ბარათი საუკეთესო საჩუქრად რჩება.

პენსიონერი პედაგოგი ნიკოლა ბრაუნი ამბობს, რომ ბარათებზე ძვირფასი ნივთი მოსწავლეებისგან არ მიუღია.

„ნივთები, რომლებიც მაჩუქეს, აღარ არსებობს, მაგრამ ბარათები ჩემს ალბომში დღემდე ინახება. ასეთი ტკბილი სიტყვების ჩანაცვლება რაიმე ნივთით შეუძლებელია,“ - ამბობს ბრაუნი.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ