ავტორი:

გიორგი ფანგანმა ევროპის ენერგეტიკის უმსხვილეს ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერა

გიორგი ფანგანმა ევროპის ენერგეტიკის უმსხვილეს ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერა

სემეკის წევრის - ECRB-ის პრეზიდენტის, გიორგი ფანგანის ინიციატივით, ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER), ენერგეტიკული თანამეგობრობის მარეგულირებელ საბჭოსა (ECRB) და ხმელთაშუაზღვის ქვეყნების ენერგეტიკის მარეგულირებლებს (MEDREG) შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სემეკიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ხელმოწერის ცერემონია ავსტრიაში, ქალაქ ვენაში გაიმართა. როგორც სემეკის ინფორმაციაშია აღნიშნული, ენერგეტიკის სექტორში წამყვან ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობა გიორგი ფანგანის, როგორც ECRB-ის პრეზიდენტის მიერ შემუშავებული რეფორმის ნაწილს წარმოადგენს. მათივე განცხადებით, მხარეებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილებების გაზიარებას ითვალისწინებს, რათა ენერგეტიკის ბაზრის რეგულირების შესაძლებლობები გაუმჯობესდეს.

„სამ უმსხვილეს ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის მიზანია ენერგეტიკის სექტორის რეგულირების გაძლიერება. მემორანდუმის საფუძველზე მომზადდება ერთიანი ანგარიშები, რომელიც გააერთიანებს მხარეთა შეფასებებსა და მონაცემებს, რაც ენერგეტიკის მარეგულირებლების საქმიანობას კიდევ უფრო განავითარებს“, - განაცხადა გიორგი ფანგანმა.

ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭო (CEER) ევროპის მარეგულირებელთა პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც ევროპის ენერგეტიკის დამოუკიდებელ მარეგულირებელ 34 ორგანიზაციას აერთიანებს.

როგორც სემეკის ინფორმაციაშია აღნიშნული, ენერგეტიკული თანამეგობრობის მარეგულირებელი საბჭო (ECRB) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტია, რომელიც ენერგეტიკული ბაზრების რეგულირების სფეროში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების პლატფორმას წარმოადგენს. ასევე, ევროპულ დირექტივებთან ქვეყნების ენერგეტიკული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესს უწყობს ხელს.

მათივე განცხადებით, გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოს (ECRB) ქართველი პრეზიდენტი პირველად ჰყავს.

NS

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ