სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
სერიული მკვლელი, რომელმაც რუსეთში 55 ქალი ნაჯახით მოკლა, პოლიციელია
სერიული მკვლელი, რომელმაც რუსეთში 55 ქალი ნაჯახით მოკლა, პოლიციელია

ციმ­ბი­რელ პო­ლი­ცი­ელს, რო­მე­ლიც რუ­სეთ­ში ყვე­ლა­ზე სას­ტიკ მკვლე­ლად არის მიჩ­ნე­უ­ლი, სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა მე­ო­რედ მი­უ­სა­ჯეს. მა­ნამ­დე მას მსჯავ­რი 22 ქა­ლის მოკ­ვლის გამო დას­დეს.

BBC წერს, რომ 53 წლის მი­ხა­ილ პო­პოვ­მა ირ­კუტსკთან ახ­ლოს 55 ქალი და პო­ლი­ცი­ე­ლი მოკ­ლა. ის მგზავ­რებს ღა­მით მან­ქა­ნით სთა­ვა­ზობ­და ად­გი­ლამ­დე მიყ­ვა­ნას, სულ მცი­რე 10 მათ­გა­ნი ასე­ვე, გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა. და­ნა­შა­უ­ლე­ბე­ბი 1992 წლი­დან 2007 წლამ­დე პე­რი­ოდ­შია ჩა­დე­ნი­ლი.

პო­ლი­ცი­ე­ლი 2012 წელს და­ა­კა­ვეს, მას შემ­დეგ, რაც კვა­ლი მის მან­ქა­ნას­თან მი­ვი­და. ყვე­ლა მსხვერ­პლი ქალი იყო, 15-დან 40 წლამ­დე ასა­კის. პო­პ­კოვ­მა მხო­ლოდ ერთი მა­მა­კა­ცი მოკ­ლა, პო­ლი­ცი­ე­ლი.

ხალ­ხს ის ცუ­ლი­თა და ჩა­ქუ­ჩით ქა­ლაქ ან­გარ­სკში ხო­ცავ­და, ირ­კუტსკთან ახ­ლოს. და­ნა­წევ­რე­ბულ სხე­უ­ლებს კი ტყე­ებ­ში და ად­გი­ლობ­რივ სა­საფ­ლა­ო­ზე მარ­ხავ­და.

ის ამ­ბობს, რომ ან­გარ­სკს „ამო­რა­ლუ­რი ქა­ლე­ბის­გან წმენ­დდა“. პო­პ­კო­ვის „ნი­ვას“ სა­ბუ­რა­ვე­ბის კვა­ლი და­მარ­ხუ­ლი ცხედ­რე­ბის სი­ახ­ლო­ვეს იპო­ვეს. დნმ-ის ანა­ლი­ზის სა­შუ­ა­ლე­ბით კი პო­პ­კო­ვის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა მო­ხერ­ხდა.

მი­ლი­ცი­ე­ლი ვლა­დი­ვოს­ტო­კის გზა­ზე და­ა­კა­ვეს, ის ახა­ლი მან­ქა­ნის სა­ყიდ­ლად მი­დი­ო­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით 20 მკვლე­ლო­ბა აღი­ა­რა, ყვე­ლა­ზე უმ­ცრო­სი, რო­მე­ლიც მან მოკ­ლა, 15 წლის გო­გო­ნა იყო.

2015 წელს ირ­კუტსკის სა­სა­მარ­თლომ ის 22 მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლად ცნო და სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს, თუმ­ცა გა­მო­ძი­ე­ბა კვლავ გრძელ­დე­ბო­და. „ინ­ტერ­ფაქ­სი“ წერს, რომ პო­პ­კოვ­მა თა­ნა­მე­საკ­ნეს სხვა მკვლე­ლო­ბე­ბის შე­სა­ხე­ბაც უამ­ბო.

ის ფსი­ქი­კუ­რად ჯან­მრთე­ლია, თუმ­ცა მკვლე­ლო­ბე­ბის მი­მართ „პა­თო­ლო­გი­უ­რი მიდ­რე­კი­ლე­ბა“ აქვს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

სერიული მკვლელი, რომელმაც რუსეთში 55 ქალი ნაჯახით მოკლა, პოლიციელია

სერიული მკვლელი, რომელმაც რუსეთში 55 ქალი ნაჯახით მოკლა, პოლიციელია

ციმბირელ პოლიციელს, რომელიც რუსეთში ყველაზე სასტიკ მკვლელად არის მიჩნეული, სამუდამო პატიმრობა მეორედ მიუსაჯეს. მანამდე მას მსჯავრი 22 ქალის მოკვლის გამო დასდეს.

BBC წერს, რომ 53 წლის მიხაილ პოპოვმა ირკუტსკთან ახლოს 55 ქალი და პოლიციელი მოკლა. ის მგზავრებს ღამით მანქანით სთავაზობდა ადგილამდე მიყვანას, სულ მცირე 10 მათგანი ასევე, გააუპატიურა. დანაშაულებები 1992 წლიდან 2007 წლამდე პერიოდშია ჩადენილი.

პოლიციელი 2012 წელს დააკავეს, მას შემდეგ, რაც კვალი მის მანქანასთან მივიდა. ყველა მსხვერპლი ქალი იყო, 15-დან 40 წლამდე ასაკის. პოპკოვმა მხოლოდ ერთი მამაკაცი მოკლა, პოლიციელი.

ხალხს ის ცულითა და ჩაქუჩით ქალაქ ანგარსკში ხოცავდა, ირკუტსკთან ახლოს. დანაწევრებულ სხეულებს კი ტყეებში და ადგილობრივ სასაფლაოზე მარხავდა.

ის ამბობს, რომ ანგარსკს „ამორალური ქალებისგან წმენდდა“. პოპკოვის „ნივას“ საბურავების კვალი დამარხული ცხედრების სიახლოვეს იპოვეს. დნმ-ის ანალიზის საშუალებით კი პოპკოვის იდენტიფიცირება მოხერხდა.

მილიციელი ვლადივოსტოკის გზაზე დააკავეს, ის ახალი მანქანის საყიდლად მიდიოდა. მოგვიანებით 20 მკვლელობა აღიარა, ყველაზე უმცროსი, რომელიც მან მოკლა, 15 წლის გოგონა იყო.

2015 წელს ირკუტსკის სასამართლომ ის 22 მკვლელობაში ბრალდებულად ცნო და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა გამოძიება კვლავ გრძელდებოდა. „ინტერფაქსი“ წერს, რომ პოპკოვმა თანამესაკნეს სხვა მკვლელობების შესახებაც უამბო.

ის ფსიქიკურად ჯანმრთელია, თუმცა მკვლელობების მიმართ „პათოლოგიური მიდრეკილება“ აქვს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე