სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მასშტაბური სპეცოპერაცია საფრანგეთში - დააკავეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, მათ შორის ქართველებიც არიან
მასშტაბური სპეცოპერაცია საფრანგეთში - დააკავეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, მათ შორის ქართველებიც არიან

ქარ­თვე­ლი და ფრან­გი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბით საფ­რან­გეთ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­დე­გად საფ­რან­გეთ­სა და ბელ­გი­ა­ში მოქ­მე­დი ქარ­თუ­ლი, სომ­ხუ­რი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის 22 წევ­რი და­ა­კა­ვეს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლებს შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს 10 მო­ქა­ლა­ქეა, მათ შო­რის 2 - "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი".

"სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ეფექ­ტი­ა­ნი ბრძო­ლის მიზ­ნით, ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში წარ­გზავ­ნი­ლი პო­ლი­ცი­ის ატა­შე­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, კვლავ აქ­ტი­უ­რად გა­ნაგ­რძობს თა­ნამ­შრომ­ლო­ბას ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვეყ­ნე­ბის სა­მარ­თალ­დამ­ცავ უწყე­ბებ­თან, ინ­ტერ­პოლ­თან და ევ­რო­პოლ­თან.

ქარ­თველ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს მუდ­მი­ვი კავ­ში­რი აქვთ ევ­რო­პელ კო­ლე­გებ­თან ოპე­რა­ცი­ე­ბის მომ­ზა­დე­ბის, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის და ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის მი­წო­დე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­დე­გად, ქარ­თვე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბით და უშუ­ა­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, მიმ­დი­ნა­რე წლის 10 დე­კემ­ბერს, საფ­რან­გე­თის ქა­ლაქ ლი­ონ­ში ჩა­ტარ­და მას­შტა­ბუ­რი სპეც.ოპე­რა­ცია სა­ხე­ლად "VORS 69-01" - და­კა­ვე­ბუ­ლია საფ­რან­გეთ­სა და ბელ­გი­ა­ში მოქ­მე­დი ქარ­თუ­ლი, სომ­ხუ­რი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის 22 წევ­რი. და­კა­ვე­ბუ­ლებს შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს 10 მო­ქა­ლა­ქეა, მათ შო­რის 2 - "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი".

სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­დე­გად და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი: ქარ­თვე­ლი "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი" - 1971 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მინ­დია ნი­ჟა­რა­ძე და 1973 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რე­ვაზ სეს­კუ­რია; ასე­ვე, ქარ­თუ­ლი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რე­ბი - 1983 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ო.თ., 1983 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ს.ჩ., 1984 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რ.ნ.; 1968 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ი.ბ., 1983 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზ.ო., 1974 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.ლ., 1983 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.ტ. და 1991 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლ.რ.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი გა­სა­ქურ­დად ბი­ნებს წი­ნას­წარ არ­ჩევ­დნენ, მო­ი­პო­ვებ­დნენ და ამუ­შა­ვებ­დნენ მო­ნა­ცე­მებს აღ­ნიშ­ნუ­ლი ბი­ნე­ბის შე­სა­ხებ, შემ­დეგ კი ქურ­დავ­დნენ. ასე­ვე, იპა­რავ­დნენ ავ­ტო­მო­ბი­ლებს, ამ­ზა­დებ­დნენ ყალბ დო­კუ­მენ­ტებს და უკა­ნო­ნოდ ასა­ღებ­დნენ ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბებს.

და­კა­ვე­ბულ­თა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნე­ბის ჩხრე­კი­სას, ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ღე­ბუ­ლია და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გზით მო­პო­ვე­ბუ­ლი ნივ­თე­ბი. მათ, შო­რის, ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბა, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი, ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი, დიდი ოდე­ნო­ბით ფული, ყალ­ბი დო­კუ­მენ­ტე­ბის და­სამ­ზა­დე­ბე­ლი ტექ­ნი­კა, სხვა­დას­ხვა ტი­პის სა­კე­ტე­ბის გა­სა­ღე­ბი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, ნივთმტკი­ცე­ბად ასე­ვე ამო­ი­ღეს სუ­ბო­ტექ­სი­სა და მე­ტა­დო­ნის ჯგუ­ფის ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და კონ­ტრა­ბან­დუ­ლი გზით მო­პო­ვე­ბუ­ლი 1500 კო­ლო­ფი სი­გა­რე­ტი. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ერ­თო ზა­რალ­მა 400 000 ევ­რო­ზე მეტი შე­ად­გი­ნა.

და­კა­ვე­ბულ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს საფ­რან­გე­თის სსკ-ს 311-ე, 321-ე, 324-ე და 450-ე მუხ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბე­ბი ედე­ბათ ბრა­ლად, რაც გუ­ლის­ხმობს საფ­რან­გე­თის რეს­პუბ­ლი­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჯგუ­ფუ­რად არა­ერ­თგზის ჩა­დე­ნილ ქურ­დო­ბას, მო­პა­რუ­ლი ნივ­თე­ბის შე­ნახ­ვა-რე­ა­ლი­ზა­ცი­ას, ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბა­სა და კრი­მი­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რო­ბას. და­ნა­შა­უ­ლი 15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ და­ნა­შა­უ­ლის გა­მოვ­ლე­ნის, ზე­მო­თაღ­ნიშ­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რე­ბის, ასე­ვე მათი კავ­ში­რე­ბის დად­გე­ნი­სა და ოპე­რა­ცი­ის და­გეგ­მვის მიზ­ნით, ლი­ონ­ში ჩა­ტა­რე­ბულ სპე­ცო­პე­რა­ცი­ას წინ უძღო­და საფ­რან­გე­თის ჟან­დარ­მე­რი­ის, ბელ­გი­ის პო­ლი­ცი­ი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბი საფ­რან­გეთ­ში, ბელ­გი­ა­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში. ასე­ვე, გან­ხორ­ცი­ელ­და სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა სამმხრი­ვი შეხ­ვედ­რე­ბი თბი­ლის­სა და პა­რიზ­ში.

და­კა­ვე­ბის ოპე­რა­ცი­ა­ში საფ­რან­გე­თის, ბელ­გი­ი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს 300-ზე მეტი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ასე­ვე, ჩარ­თუ­ლი იყ­ვნენ სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის და­ნა­ყო­ფე­ბი, კი­ნო­ლო­გი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი და გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყო ვერ­ტმფრე­ნი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ერთ-ერთ მთა­ვარ პრი­ო­რი­ტეტს წარ­მო­ად­გენს ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლა. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით უწყე­ბა ეფექ­ტი­ან ღო­ნის­ძი­ე­ბებს აქ­ტი­უ­რად ახორ­ცი­ე­ლებს ქვე­ყა­ნა­ში და მის ფარ­გლებს გა­რეთ. 2018 წლის იან­ვრი­დან დღემ­დე, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ, მათ შო­რის ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­დე­გად, 14 „კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი“ და­ა­კა­ვა. ხოლო, ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რო­ბის ბრალ­დე­ბით სულ 190 პი­რია და­კა­ვე­ბუ­ლი," - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

მასშტაბური სპეცოპერაცია საფრანგეთში - დააკავეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, მათ შორის ქართველებიც არიან

მასშტაბური სპეცოპერაცია საფრანგეთში - დააკავეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, მათ შორის ქართველებიც არიან

ქართველი და ფრანგი სამართალდამცველების ურთიერთთანამშრომლობით საფრანგეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად საფრანგეთსა და ბელგიაში მოქმედი ქართული, სომხური და აზერბაიჯანული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 22 წევრი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულებს შორის საქართველოს 10 მოქალაქეა, მათ შორის 2 - "კანონიერი ქურდი".

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით, ევროპის ქვეყნებში წარგზავნილი პოლიციის ატაშეების მეშვეობით, კვლავ აქტიურად განაგრძობს თანამშრომლობას ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან, ინტერპოლთან და ევროპოლთან.

ქართველ სამართალდამცველებს მუდმივი კავშირი აქვთ ევროპელ კოლეგებთან ოპერაციების მომზადების, განხორციელების და ოპერატიული ინფორმაციების მიწოდების მიმართულებით.

ურთიერთთანამშრომლობის შედეგად, ქართველი სამართალდამცველების აქტიური ჩართულობით და უშუალო მონაწილეობით, მიმდინარე წლის 10 დეკემბერს, საფრანგეთის ქალაქ ლიონში ჩატარდა მასშტაბური სპეც.ოპერაცია სახელად "VORS 69-01" - დაკავებულია საფრანგეთსა და ბელგიაში მოქმედი ქართული, სომხური და აზერბაიჯანული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 22 წევრი. დაკავებულებს შორის საქართველოს 10 მოქალაქეა, მათ შორის 2 - "კანონიერი ქურდი".

სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულები არიან საქართველოს მოქალაქეები: ქართველი "კანონიერი ქურდები" - 1971 წელს დაბადებული მინდია ნიჟარაძე და 1973 წელს დაბადებული რევაზ სესკურია; ასევე, ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები - 1983 წელს დაბადებული ო.თ., 1983 წელს დაბადებული ს.ჩ., 1984 წელს დაბადებული რ.ნ.; 1968 წელს დაბადებული ი.ბ., 1983 წელს დაბადებული ზ.ო., 1974 წელს დაბადებული მ.ლ., 1983 წელს დაბადებული მ.ტ. და 1991 წელს დაბადებული ლ.რ.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები გასაქურდად ბინებს წინასწარ არჩევდნენ, მოიპოვებდნენ და ამუშავებდნენ მონაცემებს აღნიშნული ბინების შესახებ, შემდეგ კი ქურდავდნენ. ასევე, იპარავდნენ ავტომობილებს, ამზადებდნენ ყალბ დოკუმენტებს და უკანონოდ ასაღებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს.

დაკავებულთა საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთები. მათ, შორის, ძვირფასეულობა, ცეცხლსასროლი იარაღი, ძვირადღირებული ავტომობილები, დიდი ოდენობით ფული, ყალბი დოკუმენტების დასამზადებელი ტექნიკა, სხვადასხვა ტიპის საკეტების გასაღები მოწყობილობები. სამართალდამცველებმა, ნივთმტკიცებად ასევე ამოიღეს სუბოტექსისა და მეტადონის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალებები და კონტრაბანდული გზით მოპოვებული 1500 კოლოფი სიგარეტი. გამოძიების ინფორმაციით, საერთო ზარალმა 400 000 ევროზე მეტი შეადგინა.

დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს საფრანგეთის სსკ-ს 311-ე, 321-ე, 324-ე და 450-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებები ედებათ ბრალად, რაც გულისხმობს საფრანგეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჯგუფურად არაერთგზის ჩადენილ ქურდობას, მოპარული ნივთების შენახვა-რეალიზაციას, ფულის გათეთრებასა და კრიმინალური დაჯგუფების წევრობას. დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ დანაშაულის გამოვლენის, ზემოთაღნიშნული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე მათი კავშირების დადგენისა და ოპერაციის დაგეგმვის მიზნით, ლიონში ჩატარებულ სპეცოპერაციას წინ უძღოდა საფრანგეთის ჟანდარმერიის, ბელგიის პოლიციისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის რამდენიმეთვიანი ოპერატიულ-საგამოძიებო სამუშაოები საფრანგეთში, ბელგიასა და საქართველოში. ასევე, განხორციელდა სამართალდამცველთა სამმხრივი შეხვედრები თბილისსა და პარიზში.

დაკავების ოპერაციაში საფრანგეთის, ბელგიისა და საქართველოს 300-ზე მეტი სამართალდამცველი მონაწილეობდა. ასევე, ჩართული იყვნენ სპეცდანიშნულების დანაყოფები, კინოლოგიური სამსახური და გამოყენებული იყო ვერტმფრენი.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა. ამ მიმართულებით უწყება ეფექტიან ღონისძიებებს აქტიურად ახორციელებს ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ. 2018 წლის იანვრიდან დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მათ შორის ევროპის ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად, 14 „კანონიერი ქურდი“ დააკავა. ხოლო, ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით სულ 190 პირია დაკავებული," - ნათქვამია ინფორმაციაში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს