ავტორი:

როგორ მივხვდეთ რომ ანევრიზმა გვაქვს - პროფესორი კოტე ყიფიანი "ჩუმი სიკვდილის" გამომწვევ მიზეზებზე

როგორ მივხვდეთ რომ ანევრიზმა გვაქვს - პროფესორი კოტე ყიფიანი "ჩუმი სიკვდილის" გამომწვევ მიზეზებზე

ანევრიზმა ყველაზე საშიში გულსისხლძარღვთა დაავადებაა, რომელიც ხშირად ფატალურად სრულდება. სხვადასხვა ტიპის ანევრიზმა არსებობს, თუმცა ყველაზე გავრცელებული მუცლის აორტის ანევრიზმაა. როგორ უნდა დავიცვათ თავი ამ ვერაგი დაავადებისგან, ამის შესახებ "რეიტინგს" ბოხუას კლინიკის ანგიოქირურგი, პროფესორი კოტე ყიფიანი ესაუბრა.

- ანევრიზმები, უმეტეს შემთხვევაში, სისხლძარღვთა ათეროსკლეროზული დაზიანების გამო ჩნდება. მათ შორის ყველაზე ხშირი მუცლის აორტის ანევრიზმაა. პროცენტულად, მასზე, ანევრიზმათა, დაახლოებით, 80% მოდის. ანევრიზმის განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, სისხლძარღვთა კედლის ათეროსკლეროზული გადაგვარებაა. მაგალითად, თუ ჯანმრთელი აორტის დიამეტრი 2 სანტიმეტრია, 3 ან 4 სანტიმეტრის შემთხვევაში, საქმე უკვე ანევრიზმასთან გვაქვს. თუ ანევრიზმის დიამეტრი 5 სმ-მდეა, მას სჭირდება არაქირურგიული მკურნალობა და დაკვირვება დინამიკაში, მაგრამ თუ უფრო დიდი ზომაა, მისი გასკდომის ალბათობა დიდია და ამიტომ ქირურგიული ჩარევაა აუცილებელი. ჩვენ გვქონია შემთხვევა, როდესაც პაციენტს მუცლის აორტის 13 სმ-იანი დიამერტის ანევრიზმა ჰქონდა. ეს თითქმით მთელი მუცლის ღრუა.

- უფრო ხშირად რა ასაკში ვლინდება ეს დაავადება?

- ახალგაზრდა ადამიანს ეს დაავადება არ ემართება. მუცლის აორტის ანევრიზმა გავრცელებულია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში. შეფარდება 1/10-ზეა. მისი საშუალო ასაკია 65 წელი. 55 წელს გადაცილებულმა ყველა მამაკაცმა უნდა გაიკეთოს ექოსკოპია და შეამოწმოს, ხომ არ არის ამ დაავადების რიკს-ჯგუფში. რისკ-ჯგუფებში პირველ რიგში ის ადამიანები ხვდებიან, ვისაც ეს დაავადება გენეტიკაში აქვს, ასევე მწეველები, ვისაც ათეროსკლეროზი აქვს.

- რა შეიძლება ადამიანმა, ათეროსკლეროზის პრევენციისათვის გააკეთოს?

- ათეროსკლეროზის პრევენცია ჯანსაღი ცხოვრების წესია. წნევის კონტროლი, სიგარეტის გარეშე ცხოვრება და რაც მთავარია, ჯანსაღი კვება. ადამიანმა უნდა მიიღოს ბოსტნეული დიდი რაოდენობით. ნაკლებად უნდა მიიღოს ქოლესტერინის შემცველი საკვები, კვერცხი, ღორისა და საქონლის ხორცი, შემწვარი და ა.შ. ხანშიშესულმა ადამიანმა წელიწადში ერთხელ ან ორჯერ უნდა ჩაიტაროს სკრინინგი (მუცლის ღრუს ექოსკოპია). ეს მოგვცემს საშუალებას, რომ თუ ათეროსკლეროზი გამოჩნდა, ჯანსაღი ცხოვრების წესზე გადავიდეთ და შევაჩეროთ მისი განვითარება. ათროსკლეროზის მკურნალობა შეუძლებელია, თუმცა შეჩერება - შესაძლებელი... წაიკითხეთ სრულად

საქართველოს ვაქცინაციის გეგმის დეტალები - "აიცრება მოსახლეობის 60%, მათ შორის არ იქნებიან 18 წლამდე ადამიანები, დაიხარჯება 170 მლნ-მდე ლარი"

თეგეტა მოტორსი მომხმარებელს ზამთრის პროდუქტებზე სპეციალურ პირობებს სთავაზობს

სემეკი ჯო ენის სამედიცინო ცენტრის სისხლის ბანკთან თანამშრომლობას იწყებს