სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"გუჩის" ფეხსაცმელი, "ლუი ვიტონის" ჩანთა - რუსი მღვდლის "ინსტაგრამმა" ყველა მოლოდინს გადააჭარბა
"გუჩის" ფეხსაცმელი, "ლუი ვიტონის" ჩანთა - რუსი მღვდლის "ინსტაგრამმა" ყველა მოლოდინს გადააჭარბა

რუსი მღვდლის საქ­მეს, რო­მე­ლიც „ინ­სტაგ­რა­მის“ ფო­ტო­ებ­ზე სხვა­დას­ხვა ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ბრენ­დის სა­მო­სი­თა და აქ­სე­სუ­ა­რე­ბით პო­ზი­რებს, ეკ­ლე­სია იძი­ებს, ამის შე­სა­ხებ The Moscow Times წერს.

მღვდე­ლი ვი­ა­ჩეს­ლავ ბას­კო­ვი მოს­კოვ­თან ახ­ლოს, ტვე­რის ოლ­ქში მსა­ხუ­რობს. გა­სულ კვი­რას ის სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცა - მის ძვი­რა­დღი­რე­ბულ ნივ­თებს შო­რის არის "ლუი ვი­ტო­ნის" ჩან­თა და "გუ­ჩის" ფეხ­საც­მე­ლი. მისი „ინ­სტაგ­რა­მის“ გვერ­დი და­ხუ­რუ­ლია, თუმ­ცა მა­ნამ­დე სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მომ­ხმა­რებ­ლებ­მა ფო­ტო­ე­ბი ბევ­რჯერ გა­ა­ზი­ა­რეს.

ცხოვ­რე­ბის მდიდ­რუ­ლი წე­სის გამო რუსი მღვდლე­ბი აქამ­დეც არა­ერ­თხელ მოხ­ვედ­რი­ლან ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში. ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი შემ­თხვე­ვა კი 2012 წელს მოხ­და, რო­დე­საც რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქი კი­რი­ლი ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი შვე­ი­ცა­რი­უ­ლი სა­ა­თის Breguet გამო კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლში გა­ა­ტა­რეს.

პატ­რი­არ­ქის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ალექ­სადრ ვოლ­კოვ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ეკ­ლე­სი­ის დის­ციპ­ლი­ნა­რუ­ლი კო­მი­ტე­ტი ბას­კო­ვის პოს­ტებს შე­ის­წავ­ლის.

„ასე­თი არა­თავ­მდაბ­ლუ­რი და ხარ­ბი ცხოვ­რე­ბის წესი ეკ­ლე­სი­ის მსა­ხუ­რე­ბის­თვის არ უნდა იყოს და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი. არ შე­იძ­ლე­ბა სა­ეკ­ლე­სიო პირი დი­ლით მღვდე­ლი იყოს, შუ­ა­დღი­სას კი - ვი­ღაც სხვა,“ - გა­ნა­ცხა­და ვოლ­კოვ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"გუჩის" ფეხსაცმელი, "ლუი ვიტონის" ჩანთა - რუსი მღვდლის "ინსტაგრამმა" ყველა მოლოდინს გადააჭარბა

"გუჩის" ფეხსაცმელი, "ლუი ვიტონის" ჩანთა - რუსი მღვდლის "ინსტაგრამმა" ყველა მოლოდინს გადააჭარბა

რუსი მღვდლის საქმეს, რომელიც „ინსტაგრამის“ ფოტოებზე სხვადასხვა ძვირადღირებული ბრენდის სამოსითა და აქსესუარებით პოზირებს, ეკლესია იძიებს, ამის შესახებ The Moscow Times წერს.

მღვდელი ვიაჩესლავ ბასკოვი მოსკოვთან ახლოს, ტვერის ოლქში მსახურობს. გასულ კვირას ის საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა - მის ძვირადღირებულ ნივთებს შორის არის "ლუი ვიტონის" ჩანთა და "გუჩის" ფეხსაცმელი. მისი „ინსტაგრამის“ გვერდი დახურულია, თუმცა მანამდე სოციალური ქსელების მომხმარებლებმა ფოტოები ბევრჯერ გააზიარეს.

ცხოვრების მდიდრული წესის გამო რუსი მღვდლები აქამდეც არაერთხელ მოხვედრილან ყურადღების ცენტრში. ყველაზე ცნობილი შემთხვევა კი 2012 წელს მოხდა, როდესაც რუსეთის პატრიარქი კირილი ძვირადღირებული შვეიცარიული საათის Breguet გამო კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს.

პატრიარქის წარმომადგენელმა ალექსადრ ვოლკოვმა განაცხადა, რომ ეკლესიის დისციპლინარული კომიტეტი ბასკოვის პოსტებს შეისწავლის.

„ასეთი არათავმდაბლური და ხარბი ცხოვრების წესი ეკლესიის მსახურებისთვის არ უნდა იყოს დამახასიათებელი. არ შეიძლება საეკლესიო პირი დილით მღვდელი იყოს, შუადღისას კი - ვიღაც სხვა,“ - განაცხადა ვოლკოვმა.

რონალდუს ეფექტი? - პორტუგალიელი ვარსკვლავის ქმედების შემდეგ, კოკა-კოლას აქციების ფასი დაეცა და კომპანიამ მილიარდობით დოლარი იზარალა

რონალდუ მაგიდასთან კოკა-კოლას დანახვამ გაანაწყენა და ის წყლით ჩაანაცვლა - პორტუგალიელი ფეხბურთელის ქმედება ინტერნეტჰიტად იქცა

ახალგაზრდობისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების 4 რიტუალი აღმოსავლეთის ლამაზმანებისგან