სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ქალი ხეოფსის პირამიდაზე გაშიშვლდა, საქმეს ეგვიპტის პროკურატურა იძიებს
ქალი ხეოფსის პირამიდაზე გაშიშვლდა, საქმეს ეგვიპტის პროკურატურა იძიებს

ინ­ტერ­ნე­ტით გავ­რცე­ლე­ბულ­მა ვი­დე­ომ, სა­დაც ხე­ოფ­სის პი­რა­მი­და­ზე ასუ­ლი ქალი ტან­საც­მელს იხ­დის, ეგ­ვიპ­ტე­ში მკვეთ­რი რე­აქ­ცია გა­მო­იწ­ვია, ინ­ფორ­მა­ცი­ას CNN ავ­რცე­ლებს. სამ­წუ­თი­ან ვი­დე­ო­ში, რო­მე­ლიც ღა­მით არის გა­და­ღე­ბუ­ლი, ჩანს, რომ პი­რა­მი­და­ზე ქალი და კაცი ადი­ან, მწვერ­ვალ­ზე ას­ვლის შემ­დეგ კი ქალი სა­მოსს იხ­დის.

ეგ­ვიპ­ტის სიძ­ვე­ლე­თა მი­ნის­ტრის ხა­ლედ ალ-ანა­ნის თქმით, ფაქ­ტი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მო­რა­ლის დარ­ღვე­ვაა და ინ­ცი­დენტს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა გა­მო­ი­ძი­ებს.

ნა­ხეთ ვი­დეო : ქალი ხე­ოფ­სის პი­რა­მი­და­ზე ავი­და და გა­შიშ­ვლდა - საქ­მეს ეგ­ვიპ­ტის მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა იძი­ებს

გი­ზას პლა­ტოს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი აშ­რაფ მო­ჰის თქმით კი, ვი­დეო ყალ­ბია, რად­გან ტე­რი­ტო­რია მკაც­რად არის და­ცუ­ლი. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, რო­გორ მო­ა­ხერ­ხა წყვილ­მა დაც­ვის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა და პი­რა­მი­და­ზე ას­ვლა, გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს. მო­ჰის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პი­რა­მი­დე­ბის გარ­შე­მო 18 კმ სიგ­რძის ღო­ბეა.

პი­რა­მი­და­ზე ას­ვლა ეგ­ვიპ­ტე­ში და­ნა­შა­უ­ლად მი­იჩ­ნე­ვა.

ვი­დეო YouTube-ზე და­ნი­ელ­მა ფო­ტოგ­რაფ­მა ან­დრე­ას ჰვიდ­მა გა­ნა­თავ­სა.

„პი­რა­მი­და­ზე ას­ვლა­ზე უამ­რა­ვი წელი ვოც­ნე­ბობ­დი. დიდი ხა­ნია მინ­დო­და, მწვერ­ვალ­ზე შიშ­ვე­ლი ფო­ტო­სე­სია გა­და­მე­ღო,“ - ამ­ბობს ფო­ტოგ­რა­ფი და­ნი­ურ ტაბ­ლო­იდ­თან.

ის წუხს, რომ ბევ­რი ადა­მი­ა­ნის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია.

„თუმ­ცა, და­დე­ბი­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბიც მი­ვი­ღე ეგ­ვიპ­ტე­ლე­ბის­გან“ - ამ­ბობს ჰვი­დი.

მი­სი­ვე თქმით, მა­ნამ­დე სხვა მე­გო­ბარ­თან ერ­თა­დაც სცა­და პი­რა­მი­და­ზე ას­ვლა, თუმ­ცა დაც­ვამ და­ა­კა­ვა და პო­ლი­ცი­ა­ში და­კი­თხვა­ზე გა­და­იყ­ვა­ნეს.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ქალი ხეოფსის პირამიდაზე გაშიშვლდა, საქმეს ეგვიპტის პროკურატურა იძიებს

ქალი ხეოფსის პირამიდაზე გაშიშვლდა, საქმეს ეგვიპტის პროკურატურა იძიებს

ინტერნეტით გავრცელებულმა ვიდეომ, სადაც ხეოფსის პირამიდაზე ასული ქალი ტანსაცმელს იხდის, ეგვიპტეში მკვეთრი რეაქცია გამოიწვია, ინფორმაციას CNN ავრცელებს. სამწუთიან ვიდეოში, რომელიც ღამით არის გადაღებული, ჩანს, რომ პირამიდაზე ქალი და კაცი ადიან, მწვერვალზე ასვლის შემდეგ კი ქალი სამოსს იხდის.

ეგვიპტის სიძველეთა მინისტრის ხალედ ალ-ანანის თქმით, ფაქტი საზოგადოებრივი მორალის დარღვევაა და ინციდენტს მთავარი პროკურატურა გამოიძიებს.

ნახეთ ვიდეო : ქალი ხეოფსის პირამიდაზე ავიდა და გაშიშვლდა - საქმეს ეგვიპტის მთავარი პროკურატურა იძიებს

გიზას პლატოს გენერალური დირექტორი აშრაფ მოჰის თქმით კი, ვიდეო ყალბია, რადგან ტერიტორია მკაცრად არის დაცული. მისივე განცხადებით, როგორ მოახერხა წყვილმა დაცვისგან თავის დაღწევა და პირამიდაზე ასვლა, გამოძიება დაადგენს. მოჰის ინფორმაციით, პირამიდების გარშემო 18 კმ სიგრძის ღობეა.

პირამიდაზე ასვლა ეგვიპტეში დანაშაულად მიიჩნევა.

ვიდეო YouTube-ზე დანიელმა ფოტოგრაფმა ანდრეას ჰვიდმა განათავსა.

„პირამიდაზე ასვლაზე უამრავი წელი ვოცნებობდი. დიდი ხანია მინდოდა, მწვერვალზე შიშველი ფოტოსესია გადამეღო,“ - ამბობს ფოტოგრაფი დანიურ ტაბლოიდთან.

ის წუხს, რომ ბევრი ადამიანის გაღიზიანება გამოიწვია.

„თუმცა, დადებითი გამოხმაურებებიც მივიღე ეგვიპტელებისგან“ - ამბობს ჰვიდი.

მისივე თქმით, მანამდე სხვა მეგობართან ერთადაც სცადა პირამიდაზე ასვლა, თუმცა დაცვამ დააკავა და პოლიციაში დაკითხვაზე გადაიყვანეს.

ჩინეთის დაწყებით სკოლაში დანით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა 37 მოსწავლე და ორი პედაგოგი დაჭრა

"ცუდი ამბავი გვაქვს, სიტუაცია უარესდება" - ნიკოლ ფაშინიანი

ესპანელი ექიმები COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტს ზღვის სანაპიროზე ასეირნებენ - ემოციური ფოტოები