სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"სექსუალური შევიწროება ლამის ნორმად წარმოგვიჩინა" - რატომ თხოვენ NGO-ები ზურაბიშვილს, საპარლამენტო მდივნად გაბუნია არ განიხილოს
"სექსუალური შევიწროება ლამის ნორმად წარმოგვიჩინა" - რატომ თხოვენ NGO-ები ზურაბიშვილს, საპარლამენტო მდივნად გაბუნია არ განიხილოს

„ქალ­თა მოძ­რა­ო­ბი­სა“ და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ნა­წი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ახ­ლად არ­ჩე­ულ პრე­ზი­დენტს, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს მი­მარ­თავს.

სა­გან­გე­ბო მი­მარ­თვის ავ­ტო­რე­ბი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს მო­უ­წო­დე­ბენ, გა­და­ხე­დოს პრე­ზი­დენ­ტის სა­პარ­ლა­მენ­ტო მდივ­ნად დი­მიტ­რი გა­ბუ­ნი­ას კან­დი­და­ტუ­რის გან­ხილ­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

„2018 წლის 28 ნო­ემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლომ რი­გით მე­ხუ­თე, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში კი პირ­ვე­ლი ქალი პრე­ზი­დენ­ტი აირ­ჩია. ქალ­თა მოძ­რა­ო­ბა ულო­ცავს სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბას და შე­ახ­სე­ნებს, რომ მას, რო­გორც ქალ პრე­ზი­დენტს, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი აკის­რია ქალ­თა უფ­ლებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის საქ­მე­ში. ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ქალ­თა მოძ­რა­ო­ბა და სხვა სა­მო­ქა­ლა­ქო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი მო­ვუ­წო­დებთ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს, გა­და­ხე­დოს პრე­ზი­დენ­ტის სა­პარ­ლა­მენ­ტო მდივ­ნად დი­მიტ­რი გა­ბუ­ნი­ას კან­დი­და­ტუ­რის გან­ხილ­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

„რას აკე­თებ­და რო ისეთს, რო­მელ­საც ნე­ბის­მი­ე­რი ჩვენ­გა­ნი არ აკე­თებს?“ - რამ­დე­ნი­მე თვის წინ ამ ფრა­ზით გა­მო­ეხ­მა­უ­რა დი­მიტ­რი გა­ბუ­ნია ზვი­ად დევ­და­რი­ა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ შე­ტა­ნილ სა­ჩივ­რებს და სწო­რედ ამ ფრა­ზით დაგ­ვა­მახ­სოვ­რა თავი ჩვენ, ქალ­თა მოძ­რა­ო­ბის წევ­რებს. ზვი­ად დევ­და­რი­ა­ნის მხრი­დან სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბა სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა სამ საქ­მე­ზე და­ად­გი­ნა. ამი­ტო­მაც, ჩვენ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე იყო იმის მოს­მე­ნა, რომ სწო­რედ დი­მიტ­რი გა­ბუ­ნია გა­ნი­ხი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ახ­ლად არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტის სა­პარ­ლა­მენ­ტო მდივ­ნად. ქალ­თა მოძ­რა­ო­ბის წევ­რებ­სა და სხვა სა­მო­ქა­ლა­ქო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს მიგ­ვაჩ­ნია, რომ სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში ასეთ მა­ღალ და სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო პო­ზი­ცი­ას არ უნდა იკა­ვებ­დეს გენ­დერუ­ლად არამ­გრძნო­ბი­ა­რე ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბა ლა­მის ნორ­მად და მის­სა­ვე პი­რად პრაქ­ტი­კად წარ­მოგ­ვი­ჩი­ნა.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, „[დი­მიტ­რი გა­ბუ­ნი­ას სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის სა­პარ­ლა­მენ­ტო მდივ­ნად და­ნიშ­ვნა] გა­ნი­ხი­ლე­ბა. ჯერ არა­ვინ არაა და­ნიშ­ნუ­ლი. მიმ­დი­ნა­რე­ობს ეს პრო­ცე­სი და რო­გორც კი იქ­ნე­ბა სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ამა­საც გე­ტყვით. არ გა­მოვ­რი­ცხავ“. ქალ­ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო, იმე­დი გვაქვს, რომ თქვენ რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს ახ­ლად არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტი ჩვენს მიერ მი­თი­თე­ბულ გა­რე­მო­ე­ბას გა­ით­ვა­ლის­წი­ნებთ სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას. მით უფრო, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში სწო­რედ სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბის კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­ხილ­ვას გეგ­მავს, ამას­თან, და­გეგ­მი­ლია სხვა არა­ერ­თი სა­კა­ნონ­მდებ­ლო რე­ფორ­მა ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი ქალი პრე­ზი­დენ­ტის­გან ქა­ლე­ბი სწო­რედ ჩვე­ნი უფ­ლე­ბე­ბის ად­ვო­კა­ტო­ბას ვე­ლო­დე­ბით და ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ პრე­ზი­დენ­ტი მხარს და­უ­ჭერს ქალ­თა და გო­გო­ნა­თა გაძ­ლი­ე­რე­ბის­კენ მი­მარ­თულ ყვე­ლა სა­კა­ნონ­მდებ­ლო თუ სხვა ტი­პის ინი­ცი­ა­ტი­ვას და ყვე­ლა მის ხელთ არ­სე­ბულ ბერ­კეტს და პო­ლი­ტი­კურ გავ­ლე­ნას გა­მო­ი­ყე­ნებს ქალ­თა მი­მართ ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის ძა­ლა­დო­ბის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად“, - ნათ­ქვა­მია მი­მარ­თვა­ში.

მი­მარ­თვის ავ­ტო­რე­ბი არი­ან: „ქალ­თა მოძ­რა­ო­ბა“; „სა­ფა­რი“; „ქა­ლე­ბი სა­ერ­თო მო­მავ­ლის­თვის (WECF) სა­ქარ­თვე­ლო; ქალ­თა ფონ­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში; ასო­ცი­ა­ცია სა­ზო­გა­დო­ე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის; ფონ­დი „ტასო“; ქალ­თა ასო­ცი­ა­ცია "ვა­კე­თოთ ერ­თად“; „ახალ­გაზ­რდა ფე­მი­ნის­ტე­ბი“; „თა­ნას­წო­რო­ბის მოძ­რა­ო­ბა“; „რე­ა­ლუ­რი ხალ­ხი, რე­ა­ლუ­რი ხედ­ვა“; „სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვო­ბი­სა და თა­ნას­წო­რო­ბის ცენ­ტრი“; „ქალ­თა ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი ჯგუ­ფი (WISG); „თა­ნა­ზი­ა­რი“; „გა­ნათ­ლე­ბი­სა და შრო­მის ასო­ცი­ა­ცია“; „სტუ­დი­ო­მო­ბი­ლი - აქ­ცენ­ტი მოძ­რა­ო­ბა­ზე“; „გან­ვი­თა­რე­ბი­სა და მიგ­რა­ცი­ის ინ­სტი­ტუ­ტი“; Action Global Communications Georgia.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"სექსუალური შევიწროება ლამის ნორმად წარმოგვიჩინა" - რატომ თხოვენ NGO-ები ზურაბიშვილს, საპარლამენტო მდივნად გაბუნია არ განიხილოს

"სექსუალური შევიწროება ლამის ნორმად წარმოგვიჩინა" - რატომ თხოვენ NGO-ები ზურაბიშვილს, საპარლამენტო მდივნად გაბუნია არ განიხილოს

„ქალთა მოძრაობისა“ და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი საქართველოს ახლად არჩეულ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართავს.

საგანგებო მიმართვის ავტორები სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, გადახედოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დიმიტრი გაბუნიას კანდიდატურის განხილვის გადაწყვეტილებას.

„2018 წლის 28 ნოემბერს საქართველომ რიგით მეხუთე, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში კი პირველი ქალი პრეზიდენტი აირჩია. ქალთა მოძრაობა ულოცავს სალომე ზურაბიშვილს გაპრეზიდენტებას და შეახსენებს, რომ მას, როგორც ქალ პრეზიდენტს, მნიშვნელოვანი როლი აკისრია ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების საქმეში. ამის გათვალისწინებით, ქალთა მოძრაობა და სხვა სამოქალაქო ორგანიზაციები მოვუწოდებთ სალომე ზურაბიშვილს, გადახედოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დიმიტრი გაბუნიას კანდიდატურის განხილვის გადაწყვეტილებას.

„რას აკეთებდა რო ისეთს, რომელსაც ნებისმიერი ჩვენგანი არ აკეთებს?“ - რამდენიმე თვის წინ ამ ფრაზით გამოეხმაურა დიმიტრი გაბუნია ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ შეტანილ საჩივრებს და სწორედ ამ ფრაზით დაგვამახსოვრა თავი ჩვენ, ქალთა მოძრაობის წევრებს. ზვიად დევდარიანის მხრიდან სექსუალური შევიწროება სახალხო დამცველმა სამ საქმეზე დაადგინა. ამიტომაც, ჩვენთვის განსაკუთრებით მძიმე იყო იმის მოსმენა, რომ სწორედ დიმიტრი გაბუნია განიხილება საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად. ქალთა მოძრაობის წევრებსა და სხვა სამოქალაქო ორგანიზაციებს მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო სამსახურში ასეთ მაღალ და საპასუხისმგებლო პოზიციას არ უნდა იკავებდეს გენდერულად არამგრძნობიარე ადამიანი, რომელმაც სექსუალური შევიწროება ლამის ნორმად და მისსავე პირად პრაქტიკად წარმოგვიჩინა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „[დიმიტრი გაბუნიას საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დანიშვნა] განიხილება. ჯერ არავინ არაა დანიშნული. მიმდინარეობს ეს პროცესი და როგორც კი იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, ამასაც გეტყვით. არ გამოვრიცხავ“. ქალბატონო პრეზიდენტო, იმედი გვაქვს, რომ თქვენ როგორც საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტი ჩვენს მიერ მითითებულ გარემოებას გაითვალისწინებთ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას. მით უფრო, რომ საქართველოს პარლამენტი უახლოეს მომავალში სწორედ სექსუალური შევიწროების კანონპროექტის განხილვას გეგმავს, ამასთან, დაგეგმილია სხვა არაერთი საკანონმდებლო რეფორმა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.

საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტისგან ქალები სწორედ ჩვენი უფლებების ადვოკატობას ველოდებით და ვიმედოვნებთ, რომ პრეზიდენტი მხარს დაუჭერს ქალთა და გოგონათა გაძლიერებისკენ მიმართულ ყველა საკანონმდებლო თუ სხვა ტიპის ინიციატივას და ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტს და პოლიტიკურ გავლენას გამოიყენებს ქალთა მიმართ ნებისმიერი ტიპის ძალადობის აღმოსაფხვრელად“, - ნათქვამია მიმართვაში.

მიმართვის ავტორები არიან: „ქალთა მოძრაობა“; „საფარი“; „ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) საქართველო; ქალთა ფონდი საქართველოში; ასოციაცია საზოგადოების კეთილდღეობისთვის; ფონდი „ტასო“; ქალთა ასოციაცია "ვაკეთოთ ერთად“; „ახალგაზრდა ფემინისტები“; „თანასწორობის მოძრაობა“; „რეალური ხალხი, რეალური ხედვა“; „სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრი“; „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG); „თანაზიარი“; „განათლებისა და შრომის ასოციაცია“; „სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე“; „განვითარებისა და მიგრაციის ინსტიტუტი“; Action Global Communications Georgia.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები