ავტორი:

დედამ რუსეთში 3 თვის შიშველი ბავშვი აივანზე დატოვა, რადგან მისი ტირილი მობეზრდა

დედამ რუსეთში 3 თვის შიშველი ბავშვი აივანზე დატოვა, რადგან მისი ტირილი მობეზრდა

რუსეთში დედამ სამი თვის ბავშვი ტანსაცმლის გარეშე აივანზე გაიყვანა. რადგან, მისი თქმით, ჩვილმა ტირილით „თავი მოაბეზრა“.

„დეილი მეილის“ ინფორმაციით, ელიზავეტა კლიმოვამ ატირებული ბავშვი აივანზე დატოვა, მანამდე კი მას ფოტოები გადაუღო და ყოფილ ქმარს, ბავშვის მამას გადაუგზავნა.

ალექსანდრ პოტრიასოვს კლიმოვამ მოსთხოვა, მისულიყო მასთან და ბავშვისთვის მიეხედა, რადგან მას ძალიან მოაბეზრა თავი. აივანზე კალათით დატოვებული ბავშვის სურათები პოტრიასოვმა სოციალურ ქსელში გააზიარა.

„მინდა, ჩემს ყოფილ ცოლს დედობის უფლება ჩამოერთვას. დავიღალე იმაზე ფიქრით, რომ მან შეიძლება ბავშვი აივანზე გაყინოს,“ - განაცხადა ბავშვის მამამ ადგილობრივ მედიასთან.

ფოტოების გავრცელების შემდეგ კი კლიმოვამ განაცხადა, რომ პოტრიასოვმა ბავშვთან ერთად მარტო დატოვა, არც ფინანსურად ეხმარება. კლიმოვას მეზობლის თქმით, პოტრიასოვმა ცოლი მშობიარობიდან მალევე დატოვა და სხვა ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად.

ყოფილ მეუღლეებს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ და დაშორების შემდეგ ყველაფერი კიდევ უფრო გაუარესდა.

სოციალურ ქსელში გაზიარებული სურათები პოლიციამ შეისწავლა. სამართალდამცველების თქმით, გაარკვიეს, რომ ფოტოები ოქტომბერშია გადაღებული, ბავშვის მდგომარეობა ექიმებმა შეამოწმეს და დამაკმაყოფილებელია.

დედა მშობლის მოვალეობების არასათანადოდ შესრულებისთვის დააჯარიმეს.

„დეილი მეილი“ წერს, რომ ოქტომბერში ბალაკოვოში ტემპერატურა, შესაძლოა, 0-ს ქვემოთაც იყოს.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ