სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
კადიროვის სასახლის დალაგება ძვირი ჯდება - ბიუჯეტიდან 51 მლნ რუბლს გამოყოფენ
კადიროვის სასახლის დალაგება ძვირი ჯდება - ბიუჯეტიდან 51 მლნ რუბლს გამოყოფენ

ჩეჩ­ნე­თის ბი­უ­ჯე­ტი­დან 51 მი­ლი­ონ რუბლს და­ხარ­ჯა­ვენ შე­ნო­ბის და­სა­ლა­გებ­ლად, რო­მელ­საც რეს­პუბ­ლი­კა­ში რამ­ზან კა­დი­რო­ვის „სა­სახ­ლეს“ უწო­დე­ბენ, ინ­ფორ­მა­ცი­ას openmedia ავ­რცე­ლებს. გან­ცხა­დე­ბა სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბის ვებ-გვერ­დზე 27 ნო­ემ­ბერს გან­თავ­სდა.

თან­ხა სა­სახ­ლის და­ლა­გე­ბა­ზე და­ი­ხარ­ჯე­ბა, რო­მე­ლიც ჩეჩ­ნე­თის დე­და­ქა­ლა­ქის ორ ქუ­ჩა­ზეა გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი.

აუქ­ცი­ო­ნის შე­დე­გე­ბი 18 დე­კემ­ბერს იქ­ნე­ბა ცნო­ბი­ლი. კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებს მო­უ­წევთ, გაწ­მინ­დონ ხა­ლი­ჩე­ბი, მორ­წყან ყვა­ვი­ლე­ბი, წე­ლი­წად­ში ოთხჯერ გა­რე­ცხონ შე­ნო­ბის გარე ფა­სა­დი და გა­და­ყა­რონ სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნა­გა­ვი. დამ­კვე­თის მო­თხოვ­ნაა, მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლი 18-დან 40 წლამ­დე ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ.

სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ კა­დი­რო­ვის რე­ზი­დენ­ცია უფრო დი­დია, ვიდ­რე სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გში მდე­ბა­რე „ზამ­თრის სა­სახ­ლე“.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

კადიროვის სასახლის დალაგება ძვირი ჯდება - ბიუჯეტიდან 51 მლნ რუბლს გამოყოფენ

კადიროვის სასახლის დალაგება ძვირი ჯდება - ბიუჯეტიდან 51 მლნ რუბლს გამოყოფენ

ჩეჩნეთის ბიუჯეტიდან 51 მილიონ რუბლს დახარჯავენ შენობის დასალაგებლად, რომელსაც რესპუბლიკაში რამზან კადიროვის „სასახლეს“ უწოდებენ, ინფორმაციას openmedia ავრცელებს. განცხადება სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზე 27 ნოემბერს განთავსდა.

თანხა სასახლის დალაგებაზე დაიხარჯება, რომელიც ჩეჩნეთის დედაქალაქის ორ ქუჩაზეა გადანაწილებული.

აუქციონის შედეგები 18 დეკემბერს იქნება ცნობილი. კონკურსში გამარჯვებულებს მოუწევთ, გაწმინდონ ხალიჩები, მორწყან ყვავილები, წელიწადში ოთხჯერ გარეცხონ შენობის გარე ფასადი და გადაყარონ საყოფაცხოვრებო ნაგავი. დამკვეთის მოთხოვნაა, მომსახურე პერსონალი 18-დან 40 წლამდე ადამიანები იყვნენ.

საინფორმაციო საშუალებები აღნიშნავენ, რომ კადიროვის რეზიდენცია უფრო დიდია, ვიდრე სანკტ-პეტერბურგში მდებარე „ზამთრის სასახლე“.

იტალიის 10 ქალაქი, რომლებიც კორონავირუსის გამო იზოლირებულია

რას ჰყვება ჩეჩენი ბისექსუალი ქალი, რომლისგანაც "ბოროტი ჯინის გამოდევნას" ცდილობდნენ - "ცხოველივით  მიტარებდნენ ექსპერიმენტებს"

შტორმმა კლუნების 12-მილიონიანი რეზიდენცია გაანადგურა - დატბორილი სასახლისა და ეზოს შოკისმომგვრელი ფოტოები