სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
გიორგი მარგველაშვილმა სალომე ზურაბიშვილს რეზიდენციაში წითელ ხალიჩაზე უმასპინძლა
გიორგი მარგველაშვილმა სალომე ზურაბიშვილს რეზიდენციაში წითელ ხალიჩაზე უმასპინძლა

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი არ­ჩე­ულ პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს ავ­ლაბ­რის საპ­რე­ზი­დენ­ტო რე­ზი­დენ­ცი­ა­ში შეხ­ვდა.

გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს ავ­ლაბ­რის რე­ზი­დენ­ცი­ის ეზო­ში, პი­რა­დად მი­ე­გე­ბა. სტუმ­რის და­სახ­ვედ­რად ეზო­ში წი­თე­ლი ხა­ლი­ჩა იყო გაშ­ლი­ლი.

"მად­ლო­ბე­ლი ვარ, რომ ასე სწრა­ფად მოხ­და ჩვე­ნი შეხ­ვედ­რა, ძა­ლი­ან სწო­რია, რომ ასე­თი ფორ­მით იყოს გა­და­ბა­რე­ბა" - ასე მი­მარ­თა სა­ქარ­თვე­ლოს არ­ჩე­ულ­მა პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა პრე­ზი­დენტ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს შეხ­ვედ­რა­ზე.

თა­ვის მხრივ, მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლოს არ­ჩე­ულ პრე­ზი­დენტს წარ­მა­ტე­ბე­ბი უსურ­ვა. "გი­ლო­ცავთ ქალ­ბა­ტო­ნო სა­ლო­მე და გი­სურ­ვებთ ძა­ლი­ან ბევრ წარ­მა­ტე­ბას ჩვე­ნი ქვეყ­ნი­სა და სამ­შობ­ლოს სა­სი­კე­თოდ“, - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

იხი­ლეთ ვი­დეო: წი­თე­ლი ხა­ლი­ჩა და მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტის მი­გე­ბე­ბა მო­მა­ვალ შემ­ცვლელს

ცნო­ბის­თვის, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი­სა და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს შო­რის სა­უ­ბა­რი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­კი­თხე­ბის გა­და­ბა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით შედ­გე­ბა. შეხ­ვედ­რას მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი გი­ორ­გი აბა­შიშ­ვი­ლი და მო­მა­ვა­ლი პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ლაშა ჟვა­ნია ეს­წრე­ბოდ­ნენ.

სა­ქარ­თვე­ლოს მე­ხუ­თე პრე­ზი­დენ­ტის ინა­უ­გუ­რა­ცია 16 დე­კემ­ბერს გა­ი­მარ­თე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

გიორგი მარგველაშვილმა სალომე ზურაბიშვილს რეზიდენციაში წითელ ხალიჩაზე უმასპინძლა

გიორგი მარგველაშვილმა სალომე ზურაბიშვილს რეზიდენციაში წითელ ხალიჩაზე უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არჩეულ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციაში შეხვდა.

გიორგი მარგველაშვილი სალომე ზურაბიშვილს ავლაბრის რეზიდენციის ეზოში, პირადად მიეგება. სტუმრის დასახვედრად ეზოში წითელი ხალიჩა იყო გაშლილი.

"მადლობელი ვარ, რომ ასე სწრაფად მოხდა ჩვენი შეხვედრა, ძალიან სწორია, რომ ასეთი ფორმით იყოს გადაბარება" - ასე მიმართა საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვედრაზე.

თავის მხრივ, მარგველაშვილმა საქართველოს არჩეულ პრეზიდენტს წარმატებები უსურვა. "გილოცავთ ქალბატონო სალომე და გისურვებთ ძალიან ბევრ წარმატებას ჩვენი ქვეყნისა და სამშობლოს სასიკეთოდ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

იხილეთ ვიდეო: წითელი ხალიჩა და მოქმედი პრეზიდენტის მიგებება მომავალ შემცვლელს

ცნობისთვის, გიორგი მარგველაშვილისა და სალომე ზურაბიშვილს შორის საუბარი ადმინისტრაციული საკითხების გადაბარებასთან დაკავშირებით შედგება. შეხვედრას მარგველაშვილის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი და მომავალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია ესწრებოდნენ.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები