ავტორი:

ალეკო ელისაშვილი - დროდადრო ვნანობ და მრცხვენია, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა რომ არ მივიღე

ალეკო ელისაშვილი - დროდადრო ვნანობ და მრცხვენია, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა რომ არ მივიღე

დროდადრო ვნანობ და მრცხვენია, ამ არჩევნებში მონაწილეობა რომ არ მივიღე, - ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა „კვირის პალიტრისთვის“ მიცენულ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, მან გიორგი მარგველაშვილს მოუწოდა არჩევნებში მონაწილეობა მიეღო, ვინაიდან სავარაუდოდ მას მეტი შანსი ექნებოდა.

„დროდადრო ვნანობ და მრცხვენია, ამ არჩევნებში მონაწილეობა რომ არ მივიღე. ვფიქრობდი, რომ ჩემზე მეტი შანსი ჰქონდა მარგველაშვილს და ეს მოვუწოდე კიდეც. მე მასზე კი არ ვიწმენდ ხელებს, მაგრამ ახლაც ვფიქრობ, რომ მას მეტი შანსი ჰქონდა, ალტერნატივა გაეჩინა. შემდეგ ვიფიქრე, რომ მომავალი არჩევნებისთვის მოვმზადებულიყავი და ამას ხან ვნანობ, ხან კი ვფიქრობ, რომ სწორად მოვიქეცი. ძალიან დასანანია, რომ მთავარსარდლად გვეყოლება ისეთი ადამიანი, ვინც საკუთარ ჯარს საკუთარ ტერიტორიაზე ომის დაწყებასა და მძინარე მოქალაქეების დაბომბვაში ადანაშაულებს. ეს ძალიან სამარცხვინოა, მაგრამ არაფერი დამთავრებულა, ზურაბიშვილი და ივანიშვილი კი არა, თემურ-ლენგი და შაჰ-აბასი ჰყავს ამ ქვეყანას მონელებული“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. წაიკითხეთ სრულად

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები