სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მილიონობით მიტოვებული სახლი იაპონიაში - მოსახლეობა მემკვიდრეობით ნაჩუქარ სახლებზე უარს ამბობს
მილიონობით მიტოვებული სახლი იაპონიაში - მოსახლეობა მემკვიდრეობით ნაჩუქარ სახლებზე უარს ამბობს

ია­პო­ნი­ა­ში უამ­რა­ვი ცა­რი­ე­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლია, ხალ­ხის რა­ო­დე­ნო­ბა კი არა­საკ­მა­რი­სია იმი­სათ­ვის, რომ ამ სახ­ლებ­ში იცხოვ­რონ. ქვეყ­ნის პრო­ვინ­ცი­ებ­ში, სოფ­ლებ­სა და სუ­ბურ­ბა­ნულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლებ­ზე მო­თხოვ­ნა და­ბა­ლია. ამის უმ­თავ­რე­სი მი­ზე­ზი ადა­მი­ა­ნე­ბის დიდ ქა­ლა­ქებ­ში მიგ­რა­ცი­აა. შე­სა­ბა­მი­სად, როცა მო­თხოვ­ნა და­ბა­ლია, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა­ზე ფა­სე­ბიც ეცე­მა. აქ მცხოვ­რებ ადა­მი­ა­ნებს მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­ღე­ბუ­ლი ძვე­ლი სახ­ლე­ბის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბის სტი­მუ­ლიც კი არ აქვთ. ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­მო­უ­ვალ ვი­თა­რე­ბა­შია. მათ არა აქვთ უფ­ლე­ბა მე­სა­კუთ­რე­ე­ბის უფ­ლე­ბის გა­რე­შე იქ ვინ­მე შე­ა­სახ­ლონ ან გა­ა­რე­მონ­ტონ, ან კი­დევ მისი დე­მონ­ტა­ჟი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ.

რო­გორც მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კუ­რი ფო­რუ­მი წერს, თუ მა­გა­ლი­თად, მო­ქა­ლა­ქე ტო­კი­ო­ში ცხოვ­რობს და ამავდრო­უ­ლად მემ­კვიდ­რე­ო­ბით იღებს სახ­ლს სხვა ქა­ლაქ­ში, დი­დია ალ­ბა­თო­ბა იმი­სა, რომ მე­ო­რე სახლზე უარი თქვას, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ არ გა­და­ი­ხა­დოს მე­ო­რე სა­ცხოვ­რებ­ლის გა­და­სა­ხა­დი, რო­მე­ლიც ია­პო­ნი­ა­ში მოქ­მე­დებს.

ამ ვი­თა­რე­ბა­ში ძა­ლი­ან დიდ როლს თა­მა­შობს ქვეყ­ნის დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაც. თუ მე-20-ე სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა 40 მი­ლი­ო­ნი­დან 127 მი­ლი­ო­ნამ­დე გა­ი­ზარ­და, ახლა ის სწრა­ფი ტემ­პით იკ­ლებს. თუ ეს ტენ­დენ­ცია გაგ­რძელ­და, მა­შინ 2100 წლის­თვის ია­პო­ნი­ის მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 85 მი­ლი­ო­ნამ­დე შემ­ცირ­დე­ბა.

სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, 2008 წლის­თვის ია­პო­ნი­ა­ში 7,5 მი­ლი­ო­ნი ცა­რი­ე­ლი სახ­ლი იყო. 2013 წლის­თვის კი მათ­მა რი­ცხვმა 8,2 მი­ლი­ონს მი­აღ­წია. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

მილიონობით მიტოვებული სახლი იაპონიაში - მოსახლეობა მემკვიდრეობით ნაჩუქარ სახლებზე უარს ამბობს

მილიონობით მიტოვებული სახლი იაპონიაში - მოსახლეობა მემკვიდრეობით ნაჩუქარ სახლებზე უარს ამბობს

იაპონიაში უამრავი ცარიელი საცხოვრებელი სახლია, ხალხის რაოდენობა კი არასაკმარისია იმისათვის, რომ ამ სახლებში იცხოვრონ. ქვეყნის პროვინციებში, სოფლებსა და სუბურბანულ ტერიტორიებზე საცხოვრებელ სახლებზე მოთხოვნა დაბალია. ამის უმთავრესი მიზეზი ადამიანების დიდ ქალაქებში მიგრაციაა. შესაბამისად, როცა მოთხოვნა დაბალია, უძრავი ქონებაზე ფასებიც ეცემა. აქ მცხოვრებ ადამიანებს მემკვიდრეობით მიღებული ძველი სახლების მოვლა-პატრონობის სტიმულიც კი არ აქვთ. ადგილობრივი ხელისუფლება გამოუვალ ვითარებაშია. მათ არა აქვთ უფლება მესაკუთრეების უფლების გარეშე იქ ვინმე შეასახლონ ან გაარემონტონ, ან კიდევ მისი დემონტაჟი განახორციელონ.

როგორც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი წერს, თუ მაგალითად, მოქალაქე ტოკიოში ცხოვრობს და ამავდროულად მემკვიდრეობით იღებს სახლს სხვა ქალაქში, დიდია ალბათობა იმისა, რომ მეორე სახლზე უარი თქვას, თუნდაც იმიტომ, რომ არ გადაიხადოს მეორე საცხოვრებლის გადასახადი, რომელიც იაპონიაში მოქმედებს.

ამ ვითარებაში ძალიან დიდ როლს თამაშობს ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობაც. თუ მე-20-ე საუკუნის განმავლობაში ქვეყნის მოსახლეობა 40 მილიონიდან 127 მილიონამდე გაიზარდა, ახლა ის სწრაფი ტემპით იკლებს. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, მაშინ 2100 წლისთვის იაპონიის მოსახლეობის რაოდენობა 85 მილიონამდე შემცირდება.

სტატისტიკის მიხედვით, 2008 წლისთვის იაპონიაში 7,5 მილიონი ცარიელი სახლი იყო. 2013 წლისთვის კი მათმა რიცხვმა 8,2 მილიონს მიაღწია. წაიკითხეთ სრულად

არაბი პრინცესა გაუჩინარდა - ბასმას თვითმფრინავს აფრენის საშუალება არ მისცეს

200-მდე მოკლულის ცხედრებს დასამარხად ოჯახებს არ აძლევენ - ირანში აქციის მონაწილეებს სასტიკად უსწორდებიან

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა