ავტორი:

ბინა პარიზში და აქციები კომპანიებში - რა ქონებას ფლობს საქართველოს 1-ლი ქალი პრეზიდენტი

ბინა პარიზში და აქციები კომპანიებში - რა ქონებას ფლობს საქართველოს 1-ლი ქალი პრეზიდენტი

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მმართველი ძალის მიერ მხარდაჭერილმა, დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა. შესაბამისად, სწორედ ის ხდება ქვეყნის რიგით მე-5 და პირველი ქალი პრეზიდენტი.

უფრო დაზუსტებით, 28 ნოემბრის არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ხმების 100%-ის დათვლის შედეგად, სალომე ზურაბიშვილს ხმა ამომრჩეველთა 59.52 %-მა მისცა, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს კი 40.48 %-მა. კონკრეტული ხმების რაოდენობის მიხედვით კი, სალომე ზურაბიშვილმა 1 147 627 ხმა, გრიგოლ ვაშაძემ კი - 780 633 მიიღო.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ რა ქონებას ფლობს და როგორია სალომე ზურაბიშვილის ფინანსური მდგომარეობა.

მიმდინარე წლის 17 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ზურაბიშვილი ფლობს თბილისში, 126,33 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს; 235 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთსა და პარიზში მდებარე 60 კვ.მეტრის ბინას.

მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი Hyundai, რომელიც 2016 წელს 17 000 ამერიკულ დოლარად შეიძინა.

ზურაბიშვილის საკუთრებაშია ასევე „საქართველოს ბანკის“ 35 და „თელიანის“ 1 212 აქცია, რომელიც 2013 წელს მემკვიდრეობით აქვს მიღებული.

წაიკითხეთ სრულად

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები