სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ალბინოსი" - ვიდეობლოგერი ბერა ივანიშვილის შესახებ
"მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ალბინოსი" - ვიდეობლოგერი ბერა ივანიშვილის შესახებ

ცნო­ბი­ლი ვი­დე­ობ­ლო­გე­რი, დრიუ ბინ­სკი ბერა ივა­ნიშ­ვილ­ზე გა­და­ღე­ბულ ვი­დე­ოს ავ­რცე­ლებს, სა­ხელ­წო­დე­ბით „მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ალ­ბი­ნო­სი“. ბინ­სკი ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ბე­რას მოწ­ვე­ვით იმ­ყო­ფე­ბო­და და თავ­და­პირ­ვე­ლად, მუ­სი­კო­სის შე­სა­ხებ ვი­დე­ოს გა­და­ღე­ბას არ გეგ­მავ­და, თუმ­ცა, რო­დე­საც ბე­რას შე­სა­ხებ უფრო მეტი შე­ი­ტყო, გა­და­წყვი­ტა, „მის შე­სა­ხებ მსოფ­ლი­ოს­თვის მო­ე­ყო­ლა“.

ბინ­სკი აღ­ნიშ­ნავს, რომ ბერა საფ­რან­გეთ­ში, ქარ­თულ ოჯახ­ში და­ი­ბა­და და მრა­ვალ­კულ­ტუ­რულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­ი­ზარ­და.

ნა­ხეთ ვი­დეო : ბერა პირ­ვე­ლად ალა­პა­რაკ­და იმ სირ­თუ­ლე­ებ­ზე, რაც მას ალ­ბი­ნიზ­მის გამო შექ­მნია

„სა­ქარ­თვე­ლო ჩემი სი­ა­მა­ყეა, სა­დაც არ უნდა წა­ვი­დე, ყველ­გან სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­ვად­გენ,“ - ამ­ბობს ივა­ნიშ­ვი­ლი.

ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ ბერა ძა­ლი­ან ბევ­რს მუ­შა­ობს, 23 წლის მუ­სი­კოს­მა მო­ა­ხერ­ხა ეთა­ნამ­შრომ­ლა ბევრ ცნო­ბილ დი­ჯე­ის­თან, მათ შო­რის - სტივ აო­კის­თან. ბინ­სკი ამ­ბობს, რომ მისი მას­პინ­ძე­ლი ძა­ლი­ან თავ­მდა­ბა­ლია და ყო­ველ­თვის ჩრდილ­ში ყოფ­ნას ირ­ჩევს.

„ყო­ველ­თვის ჩუმი ვი­ყა­ვი, ყვე­ლა­ზე ჩუმი კლას­შიც. ვწერ­დი ლექ­სებს, ჩემი საქ­მით ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი და არა­სო­დეს მივ­დევ­დი ტრენ­დებს,“ - ამ­ბობს ბერა.

ივა­ნიშ­ვი­ლი ოჯა­ხის ძლი­ერ მხარ­და­ჭე­რა­ზეც სა­უბ­რობს.

„ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც სწო­რად ვა­კე­თებ, ჩემ­მა მშობ­ლებ­მა მას­წავ­ლეს, ყვე­ლა­ფერს არას­წორს კი - ჩე­მით ვა­კე­თებ. ვცდი­ლობ, კარ­გი უფ­რო­სი ძმა ვიყო, სა­უ­კე­თე­სო შვი­ლი, სა­უ­კე­თე­სო ქმა­რი,“ - ამ­ბობს ბერა ვი­დე­ო­ში.

დრიუ ბინ­სკის თქმით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ალ­ბი­ნო­სია, ბე­რამ შეძ­ლო, წარ­მა­ტე­ბის­თვის მი­ეღ­წია.

„სხვე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და­ვი­ბა­დე, ამი­ტომ, როცა სა­უ­ბა­რია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იმი­ჯის შექ­მნა­ზე, უბ­რა­ლოდ ვცდი­ლობ, ვიყო ის, რაც ვარ. სწო­რედ ეს მინ­და, ჩემ­გან გა­ი­გოს პუბ­ლი­კამ, ყვე­ლა ბავ­შვმა, ვინც სკო­ლა­ში ბუ­ლინ­გის მსხვერ­პლია, ან თავს გან­სხვა­ვე­ბუ­ლად, მარ­ტო­სუ­ლად გრძნობს... ჩემ­თვი­საც ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო, მუ­სი­კა­ლურ ინ­დუსტრი­ა­ში თავი და­მემ­კვიდ­რე­ბი­ნა, რად­გან ვერ გა­იხ­სე­ნებ მა­გა­ლითს ადა­მი­ა­ნე­ბი­სას, რომ­ლე­ბიც ჩემ­სა­ვით გა­მო­ი­ყუ­რე­ბი­ან. არ მინ­და, კონ­კრე­ტუ­ლი სა­ხე­ლე­ბი ვთქვა, მაგ­რამ ჩემ­თვის უთ­ქვამთ, რომ ძა­ლი­ან მოს­წონთ ჩემი მუ­სი­კა, მაგ­რამ არ იცი­ან, რო­გორ გა­მიყ­ვა­ნონ ბა­ზარ­ზე.

პა­ტა­რა ძმა მყავს, ზუს­ტად ჩემ­ნა­ი­რი. მე სა­კუ­თარ თავ­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ბავ­შვი ვი­ყა­ვი და გან­სხვა­ვე­ბუ­ლო­ბას სა­კუ­თარ სიძ­ლი­ე­რედ აღ­ვიქ­ვამ­დი,“ - გა­ნა­ცხა­და ბე­რამ.

ბლო­გე­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ ბერა მი­სა­ბა­ძი ადა­მი­ა­ნია მათ­თვის, ვი­საც სა­კუ­თა­რი თავი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ჰგო­ნია. ასე­ვე, ბინ­სკი ჰყვე­ბა, რომ ქუ­ჩა­ში სე­ირ­ნო­ბის დროს მას ყვე­ლა ცნობს და მუ­სი­კო­სიც არ ამ­ბობს უარს ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა­სა თუ თაყ­ვა­ნის­მცმემ­ლებ­თან სა­უ­ბარ­ზე.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ალბინოსი" - ვიდეობლოგერი ბერა ივანიშვილის შესახებ

"მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ალბინოსი" - ვიდეობლოგერი ბერა ივანიშვილის შესახებ

ცნობილი ვიდეობლოგერი, დრიუ ბინსკი ბერა ივანიშვილზე გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს, სახელწოდებით „მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ალბინოსი“. ბინსკი ამბობს, რომ საქართველოში ბერას მოწვევით იმყოფებოდა და თავდაპირველად, მუსიკოსის შესახებ ვიდეოს გადაღებას არ გეგმავდა, თუმცა, როდესაც ბერას შესახებ უფრო მეტი შეიტყო, გადაწყვიტა, „მის შესახებ მსოფლიოსთვის მოეყოლა“.

ბინსკი აღნიშნავს, რომ ბერა საფრანგეთში, ქართულ ოჯახში დაიბადა და მრავალკულტურულ საზოგადოებაში გაიზარდა.

ნახეთ ვიდეო : ბერა პირველად ალაპარაკდა იმ სირთულეებზე, რაც მას ალბინიზმის გამო შექმნია

„საქართველო ჩემი სიამაყეა, სადაც არ უნდა წავიდე, ყველგან საქართველოს წარმოვადგენ,“ - ამბობს ივანიშვილი.

ავტორი აღნიშნავს, რომ ბერა ძალიან ბევრს მუშაობს, 23 წლის მუსიკოსმა მოახერხა ეთანამშრომლა ბევრ ცნობილ დიჯეისთან, მათ შორის - სტივ აოკისთან. ბინსკი ამბობს, რომ მისი მასპინძელი ძალიან თავმდაბალია და ყოველთვის ჩრდილში ყოფნას ირჩევს.

„ყოველთვის ჩუმი ვიყავი, ყველაზე ჩუმი კლასშიც. ვწერდი ლექსებს, ჩემი საქმით ვიყავი დაკავებული და არასოდეს მივდევდი ტრენდებს,“ - ამბობს ბერა.

ივანიშვილი ოჯახის ძლიერ მხარდაჭერაზეც საუბრობს.

„ყველაფერი, რასაც სწორად ვაკეთებ, ჩემმა მშობლებმა მასწავლეს, ყველაფერს არასწორს კი - ჩემით ვაკეთებ. ვცდილობ, კარგი უფროსი ძმა ვიყო, საუკეთესო შვილი, საუკეთესო ქმარი,“ - ამბობს ბერა ვიდეოში.

დრიუ ბინსკის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ალბინოსია, ბერამ შეძლო, წარმატებისთვის მიეღწია.

„სხვებისგან განსხვავებული დავიბადე, ამიტომ, როცა საუბარია განსაკუთრებული იმიჯის შექმნაზე, უბრალოდ ვცდილობ, ვიყო ის, რაც ვარ. სწორედ ეს მინდა, ჩემგან გაიგოს პუბლიკამ, ყველა ბავშვმა, ვინც სკოლაში ბულინგის მსხვერპლია, ან თავს განსხვავებულად, მარტოსულად გრძნობს... ჩემთვისაც ძალიან რთული იყო, მუსიკალურ ინდუსტრიაში თავი დამემკვიდრებინა, რადგან ვერ გაიხსენებ მაგალითს ადამიანებისას, რომლებიც ჩემსავით გამოიყურებიან. არ მინდა, კონკრეტული სახელები ვთქვა, მაგრამ ჩემთვის უთქვამთ, რომ ძალიან მოსწონთ ჩემი მუსიკა, მაგრამ არ იციან, როგორ გამიყვანონ ბაზარზე.

პატარა ძმა მყავს, ზუსტად ჩემნაირი. მე საკუთარ თავში დარწმუნებული ბავშვი ვიყავი და განსხვავებულობას საკუთარ სიძლიერედ აღვიქვამდი,“ - განაცხადა ბერამ.

ბლოგერი აღნიშნავს, რომ ბერა მისაბაძი ადამიანია მათთვის, ვისაც საკუთარი თავი განსხვავებული ჰგონია. ასევე, ბინსკი ჰყვება, რომ ქუჩაში სეირნობის დროს მას ყველა ცნობს და მუსიკოსიც არ ამბობს უარს ფოტოების გადაღებასა თუ თაყვანისმცმემლებთან საუბარზე.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ