სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ზურაბიშვილი ხელისუფლებას მეტ პრობლემას შეუქმნის, ვიდრე მარგველაშვილი ან ვაშაძე - ექსპერტების შეფასება
ზურაბიშვილი ხელისუფლებას მეტ პრობლემას შეუქმნის, ვიდრე მარგველაშვილი ან ვაშაძე - ექსპერტების შეფასება

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის­გან გარ­კვე­ულ სი­ურპრი­ზებს უნდა ვე­ლო­დოთ. გარ­კვე­ულ­წი­ლად, ჩვენ­თვის ეს იქ­ნე­ბა ტრა­გი­კო­მი­კუ­რი გა­სარ­თო­ბი კინ­კლა­ო­ბა, - ამის შე­სა­ხებ ექ­სპერ­ტმა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და.

გია ხუ­ხაშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ვერ იქ­ნე­ბა იგი­ვე ტი­პის და­პი­რის­პი­რე­ბა­ში ჩარ­თუ­ლი მმარ­თველ გუნდთან, რო­გორც გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი, თუმ­ცა გარ­კვე­უ­ლი კინ­კლა­ო­ბა მათ შო­რის მა­ინც იქ­ნე­ბა.

„რაც შე­ე­ხე­ბა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს, ის საკ­მა­ოდ თა­მა­მი ადა­მი­ა­ნია, მე რო­გორც ვიც­ნობ და მის­გან გარ­კვე­ულ სი­ურპრი­ზებს უნდა ვე­ლო­დოთ, თუმ­ცა, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ თვი­თონ პრე­ზი­დენ­ტის ინ­სტი­ტუ­ტი არ არის სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ცენ­ტრე­ბის ნა­წი­ლი, მას ბევ­რი არც არაფ­რის გა­კე­თე­ბა ან გა­ფუ­ჭე­ბა არ შე­უძ­ლია, გარ­კვე­ულ­წი­ლად, ეს იქ­ნე­ბა ტრა­გი­კო­მი­კუ­რი გა­სარ­თო­ბი კინ­კლა­ო­ბა ჩვენ­თვის. ეს არ იქ­ნე­ბა იგი­ვე ტი­პის კინ­კლა­ო­ბა, რაც იყო მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში. სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის­გან უფრო მეტ აგ­რე­სი­ას უნდა ვე­ლო­დეთ. სის­ტე­მუ­რად ბევ­რს ვე­რა­ფერს და­ა­ზი­ა­ნებს, მაგ­რამ გა­სარ­თო­ბი გვექ­ნე­ბა“,- გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტუ­რის შე­დე­გებს, გია ხუ­ხაშ­ვი­ლის თქმით, შე­დე­გე­ბი პროგ­ნო­ზი­რე­ბა­დი იყო და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ „არ­ჩევ­ნე­ბის ბედი გა­და­წყვი­ტა არა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ამომ­რჩევ­ლმა, არა­მედ „პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის“ ამომ­რჩე­ველ­მა“.

„შე­დე­გე­ბი პროგ­ნო­ზი­რე­ბა­დი იყო შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას და მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ა­ში მგო­ნი უნი­კა­ლუ­რი შემ­თხვე­ვაა, როცა მე­ო­რე ტურ­ში მეტი ხალ­ხი მი­ვი­და. ეს ნიშ­ნავს, რომ არ­ჩევ­ნე­ბის ბედი არ გა­და­უ­წყვე­ტია არც „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ და არც სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ამომ­რჩე­ველს. არ­ჩევ­ნე­ბის ბედი გა­და­წყვი­ტა ამომ­რჩევ­ლის სამ­მა სეგ­მენ­ტმა. ეს არის არის „ანტი მიშა“, მე­ო­რე არის სა­კა­მა­თო ინი­ცი­ა­ტი­ვის შე­დე­გა­დად მი­ღე­ბუ­ლი ამომ­რჩე­ვე­ლი, „შავი სი­ე­ბი“ მაქვს მხედ­ვე­ლო­ბა­ში და მე­სა­მე -ეს არის ულტრა­კონ­სერ­ვა­ტუ­ლი ფრთა ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტის. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ არ­ჩევ­ნე­ბის ბედი გა­და­წყვი­ტა არა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ამომ­რჩევ­ლმა, არა­მედ „პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის“ ამომ­რჩე­ველ­მა“,- აღ­ნიშ­ნა ხუ­ხაშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ, გია ხუ­ხაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნულ გან­ცხა­დე­ბას ერ­თგვარ ტექ­ნო­ლო­გი­ად აფა­სებს, რო­მე­ლიც არ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

„ეს არ არის მისი ამ ტი­პის პირ­ვე­ლი გან­ცხა­დე­ბა. მას აქვს თა­ვი­სი როლი ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში და თუნ­დაც „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში“. ეს სპექ­ტაკ­ლი იმ­დენ­ჯერ გვაქვს ნა­ნა­ხი, რა­ტომ გვიკ­ვირს ხოლ­მე ყო­ველ ჯერ­ზე. ეს არის პრო­ვინ­ცი­ულ თე­ატ­რში დად­გმუ­ლი სპექ­ტაკ­ლი, სა­დაც ყო­ველ­თვის უკ­ვირთ რა­ტომ ახ­რჩობს ოტე­ლო დეზ­დე­მო­ნას. ეს არის მისი როლი და ამას თა­მა­შობს. ამა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი ლო­გი­კაც არის იმი­ტომ, რომ დღეს „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა არის არ­სა­ი­დან მო­სუ­ლი 900 ათა­სი ამომ­რჩევ­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა. რო­გორც ჩა­ა­ცხრონ ემო­ცი­ე­ბი ისე, რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მიერ ნა­ჩუ­ქა­რი ელექ­ტო­რა­ტი არ და­კარ­გონ, მათ სჭირ­დე­ბათ საბ­რძო­ლო სუ­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, ახლა მი­დის ეს თა­მა­ში. ის იტყვის რე­ვუ­ლუ­ცი­ას, აქე­დან ეტყვი­ან - არა, მოდი სხვა სახე მივ­ცეთ ამას. სა­ბო­ლო­ოდ, შე­თან­ხმდე­ბი­ან იმა­ზე, რომ და­ი­წყონ პრო­ცე­სი რიგ­გა­რე­შე სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მო­თხოვ­ნით და ამ ტექ­ნო­ლო­გი­ით შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ ეს ელექტრო­რა­ტი“, - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

ექ­სპერტ თორ­ნი­კე შა­რა­შე­ნი­ძის გან­ცხა­დე­ბით კი, პრე­ზი­დენ­ტის პოსტზე სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გა­ცი­ლე­ბით მეტ პრობ­ლე­მას მო­უ­ტანს, ვიდ­რე მო­უ­ტან­და ვა­შა­ძე.

„ჩემი აზ­რით, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი პრე­ზი­დენ­ტის პოსტზე გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­ზე უფრო მე­ტად გა­ჯი­უტ­დე­ბა, რად­გან ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ძა­ლი­ან რთუ­ლი ხა­სი­ა­თის ადა­მი­ა­ნია. მას „ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“ რე­ა­ლუ­რად არ იც­ნო­ბენ. ახლა და­ი­წყეს მისი გაც­ნო­ბა, მაგ­რამ გვი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა. მას გა­ცი­ლე­ბით უკეთ იც­ნო­ბენ სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, ვინც მას­თან მუ­შა­ობ­და და მა­შინ­დე­ლი მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი. ასე, რომ ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გა­ცი­ლე­ბით მეტ პრობ­ლე­მას მო­უ­ტანს, ვიდ­რე მო­უ­ტან­და ვა­შა­ძე“, - გა­ნა­ცხა­და შა­რა­შე­ნი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას, შა­რა­შე­ნი­ძის თქმით, ეს გან­ცხა­დე­ბა მალე და­ვი­წყე­ბას მი­ე­ცე­მა.

„ვა­შა­ძე არის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ფი­გუ­რა და ის მი­ნის­ტრად მუ­შა­ო­ბის დრო­საც არ და­დი­ო­და მარ­ტი­ვად სა­ა­კაშ­ვი­ლის ჭკუ­ა­ზე. ეს გა­მოჩ­ნდა გუ­ში­ნაც. ასე,რომ ჩემი აზ­რით, სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა მალე იქ­ნე­ბა მი­ცე­მუ­ლი და­ვი­წყე­ბას, მათ შო­რის თვი­თონ სა­ა­კაშ­ვი­ლის მხრი­და­ნაც. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მო­სახ­ლე­ო­ბამ და­ი­ნა­ხა, რა ხდე­ბო­და ამ არ­ჩევ­ნებ­ზე - მოს­ყიდ­ვი­სა და და­ში­ნე­ბის ამ­დე­ნი შემ­თხვე­ვა, რბი­ლად რომ ვთქვათ, არ იყო ლა­მა­ზი, რე­ვო­ლუ­ცია ხალ­ხს მა­ინც არ უნდა. პირ­და­პირ რომ ვთქვათ, რე­ვო­ლუ­ცია ხალ­ხს აში­ნებს“, - აღ­ნიშ­ნა ექ­სპერ­ტმა.

შე­გახ­სე­ნებთ, ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის მიერ, ხმე­ბის 100%-ის (3 705 სა­არ­ჩევ­ნო უბა­ნი) დათ­ვლის შე­დე­გად, საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტურ­ში მმარ­თვე­ლი გუნ­დის მიერ მხარ­და­ჭე­რილ კან­დი­დატ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს ხმა ამომ­რჩე­ველ­თა 59.52 %-მა მის­ცა, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის კან­დი­დატ გრი­გოლ ვა­შა­ძეს კი 40.48 %-მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ზურაბიშვილი ხელისუფლებას მეტ პრობლემას შეუქმნის, ვიდრე მარგველაშვილი ან ვაშაძე - ექსპერტების შეფასება

ზურაბიშვილი ხელისუფლებას მეტ პრობლემას შეუქმნის, ვიდრე მარგველაშვილი ან ვაშაძე - ექსპერტების შეფასება

სალომე ზურაბიშვილისგან გარკვეულ სიურპრიზებს უნდა ველოდოთ. გარკვეულწილად, ჩვენთვის ეს იქნება ტრაგიკომიკური გასართობი კინკლაობა, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა.

გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილი ვერ იქნება იგივე ტიპის დაპირისპირებაში ჩართული მმართველ გუნდთან, როგორც გიორგი მარგველაშვილი, თუმცა გარკვეული კინკლაობა მათ შორის მაინც იქნება.

„რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ის საკმაოდ თამამი ადამიანია, მე როგორც ვიცნობ და მისგან გარკვეულ სიურპრიზებს უნდა ველოდოთ, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ თვითონ პრეზიდენტის ინსტიტუტი არ არის სახელისუფლებო ცენტრების ნაწილი, მას ბევრი არც არაფრის გაკეთება ან გაფუჭება არ შეუძლია, გარკვეულწილად, ეს იქნება ტრაგიკომიკური გასართობი კინკლაობა ჩვენთვის. ეს არ იქნება იგივე ტიპის კინკლაობა, რაც იყო მარგველაშვილის შემთხვევაში. სალომე ზურაბიშვილისგან უფრო მეტ აგრესიას უნდა ველოდეთ. სისტემურად ბევრს ვერაფერს დააზიანებს, მაგრამ გასართობი გვექნება“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

რაც შეეხება არჩევნების მეორე ტურის შედეგებს, გია ხუხაშვილის თქმით, შედეგები პროგნოზირებადი იყო და შეიძლება ითქვას, რომ „არჩევნების ბედი გადაწყვიტა არა „ქართული ოცნების“ ამომრჩევლმა, არამედ „პატრიოტთა ალიანსის“ ამომრჩეველმა“.

„შედეგები პროგნოზირებადი იყო შეიძლება ითქვას და მსოფლიო ისტორიაში მგონი უნიკალური შემთხვევაა, როცა მეორე ტურში მეტი ხალხი მივიდა. ეს ნიშნავს, რომ არჩევნების ბედი არ გადაუწყვეტია არც „ქართული ოცნების“ და არც სალომე ზურაბიშვილის ამომრჩეველს. არჩევნების ბედი გადაწყვიტა ამომრჩევლის სამმა სეგმენტმა. ეს არის არის „ანტი მიშა“, მეორე არის საკამათო ინიციატივის შედეგადად მიღებული ამომრჩეველი, „შავი სიები“ მაქვს მხედველობაში და მესამე -ეს არის ულტრაკონსერვატული ფრთა ქართული პოლიტიკური ელიტის. შეიძლება ითქვას, რომ არჩევნების ბედი გადაწყვიტა არა „ქართული ოცნების“ ამომრჩევლმა, არამედ „პატრიოტთა ალიანსის“ ამომრჩეველმა“,- აღნიშნა ხუხაშვილმა.

რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას დაუმორჩილებლობის შესახებ, გია ხუხაშვილი აღნიშნულ განცხადებას ერთგვარ ტექნოლოგიად აფასებს, რომელიც არ განხორციელდება.

„ეს არ არის მისი ამ ტიპის პირველი განცხადება. მას აქვს თავისი როლი ქართულ პოლიტიკაში და თუნდაც „ნაციონალურ მოძრაობაში“. ეს სპექტაკლი იმდენჯერ გვაქვს ნანახი, რატომ გვიკვირს ხოლმე ყოველ ჯერზე. ეს არის პროვინციულ თეატრში დადგმული სპექტაკლი, სადაც ყოველთვის უკვირთ რატომ ახრჩობს ოტელო დეზდემონას. ეს არის მისი როლი და ამას თამაშობს. ამაში პოლიტიკური ლოგიკაც არის იმიტომ, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ამოცანა არის არსაიდან მოსული 900 ათასი ამომრჩევლის შენარჩუნება. როგორც ჩააცხრონ ემოციები ისე, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ნაჩუქარი ელექტორატი არ დაკარგონ, მათ სჭირდებათ საბრძოლო სულის შენარჩუნება, ახლა მიდის ეს თამაში. ის იტყვის რევულუციას, აქედან ეტყვიან - არა, მოდი სხვა სახე მივცეთ ამას. საბოლოოდ, შეთანხმდებიან იმაზე, რომ დაიწყონ პროცესი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით და ამ ტექნოლოგიით შეინარჩუნონ ეს ელექტრორატი“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ექსპერტ თორნიკე შარაშენიძის განცხადებით კი, პრეზიდენტის პოსტზე სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას გაცილებით მეტ პრობლემას მოუტანს, ვიდრე მოუტანდა ვაშაძე.

„ჩემი აზრით, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის პოსტზე გიორგი მარგველაშვილზე უფრო მეტად გაჯიუტდება, რადგან ზურაბიშვილი ძალიან რთული ხასიათის ადამიანია. მას „ქართულ ოცნებაში“ რეალურად არ იცნობენ. ახლა დაიწყეს მისი გაცნობა, მაგრამ გვიანი აღმოჩნდა. მას გაცილებით უკეთ იცნობენ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, ვინც მასთან მუშაობდა და მაშინდელი მთავრობის წევრები. ასე, რომ ზურაბიშვილი ამ ხელისუფლებას გაცილებით მეტ პრობლემას მოუტანს, ვიდრე მოუტანდა ვაშაძე“, - განაცხადა შარაშენიძემ.

რაც შეეხება დაუმორჩილებლობის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, შარაშენიძის თქმით, ეს განცხადება მალე დავიწყებას მიეცემა.

„ვაშაძე არის დამოუკიდებელი ფიგურა და ის მინისტრად მუშაობის დროსაც არ დადიოდა მარტივად სააკაშვილის ჭკუაზე. ეს გამოჩნდა გუშინაც. ასე,რომ ჩემი აზრით, სააკაშვილის განცხადება მალე იქნება მიცემული დავიწყებას, მათ შორის თვითონ სააკაშვილის მხრიდანაც. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობამ დაინახა, რა ხდებოდა ამ არჩევნებზე - მოსყიდვისა და დაშინების ამდენი შემთხვევა, რბილად რომ ვთქვათ, არ იყო ლამაზი, რევოლუცია ხალხს მაინც არ უნდა. პირდაპირ რომ ვთქვათ, რევოლუცია ხალხს აშინებს“, - აღნიშნა ექსპერტმა.

შეგახსენებთ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, ხმების 100%-ის (3 705 საარჩევნო უბანი) დათვლის შედეგად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს ხმა ამომრჩეველთა 59.52 %-მა მისცა, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს კი 40.48 %-მა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები