სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"მის მოსკოვმა" ისლამი მიიღო და ცოლად მალაიზიის მეფეს გაჰყვა
"მის მოსკოვმა" ისლამი მიიღო და ცოლად მალაიზიის მეფეს გაჰყვა

ყო­ფილ­მა „მის მოს­კოვ­მა“ ის­ლა­მი მი­ი­ღო და მა­ლა­ი­ზი­ის მე­ფეს, მუ­ჰა­მედ მე­ხუ­თეს გაჰ­ყვა ცო­ლად, ინ­ფორ­მა­ცი­ას The Sun ავ­რცე­ლებს.

25 წლის ოქ­სა­ნა ვო­ე­ვო­დი­ნამ 24 წლით უფ­როსს მო­ნარ­ქზე იქორ­წი­ნა. მუ­ჰა­მედ­მა ტახ­ტი 2016 წელს და­ი­კა­ვა.

მდიდ­რუ­ლი სა­ქორ­წი­ნო ცე­რე­მო­ნი­ა­ლი მოს­კოვ­ში გა­ი­მარ­თა. მო­ნარ­ქს მა­ლა­ი­ზი­უ­რი ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­მო­სი, მო­დელს კი - თეთ­რი სა­ქორ­წი­ნო კაბა ეცვა. სუფ­რა­ზე ალ­კოჰო­ლი არ ყო­ფი­ლა.

ყო­ფი­ლი „მის მოს­კო­ვი“ ფიქ­რობს, რომ კაცი „ოჯა­ხის თავი უნდა იყოს და ქალ­ზე ნაკ­ლებს არ უნდა გა­მო­ი­მუ­შა­ვებ­დეს“.

სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბის გარ­და ოქ­სა­ნა­ზე თით­ქმის არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი. ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა არ იცი­ან, სად გა­იც­ნო წყვილ­მა ერ­თმა­ნე­თი, ან რო­მე­ლი­მე მათ­გა­ნი მა­ნამ­დე თუ ყო­ფი­ლა და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი.

„მის მოს­კო­ვის“ ტი­ტუ­ლი ვო­ე­ვო­დი­ნამ 2015 წელს მო­ი­პო­ვა, 22 წლის ასაკ­ში. მისი მამა, ან­დრეი გორ­ბა­ტენ­კო ქი­რურ­გი - ორ­თო­პე­დია დო­ნის როს­ტო­ვი­დან.

ოქ­სა­ნა იხ­სე­ნებს, რომ კლას­ში ყვე­ლა­ზე გამ­ხდა­რი და მა­ღა­ლი იყო, რა­საც ყო­ველ­თვის გა­ნიც­დი­და.

„ეს რომ ჩემი ძლი­ე­რი მხა­რე იყო, მხო­ლოდ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის დროს გა­ვი­აზ­რე. ბი­ჭე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ვე­ქე­ცი და მივ­ხვდი, რომ მე უფრო ხში­რად მი­ყუ­რებ­დნენ, ვიდ­რე მსუ­ქან და და­ბალ გო­გო­ნებს,“ - გა­ნა­ცხა­და ოქ­სა­ნამ ძველ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

მა­ლა­ი­ზი­ის მე­ფეს გა­ნათ­ლე­ბა ინ­გლის­ში აქვს მი­ღე­ბუ­ლი, ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ლონ­დო­ნის ბიზ­ნესს­კო­ლა და­ამ­თავ­რა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"მის მოსკოვმა" ისლამი მიიღო და ცოლად მალაიზიის მეფეს გაჰყვა

"მის მოსკოვმა" ისლამი მიიღო და ცოლად მალაიზიის მეფეს გაჰყვა

ყოფილმა „მის მოსკოვმა“ ისლამი მიიღო და მალაიზიის მეფეს, მუჰამედ მეხუთეს გაჰყვა ცოლად, ინფორმაციას The Sun ავრცელებს.

25 წლის ოქსანა ვოევოდინამ 24 წლით უფროსს მონარქზე იქორწინა. მუჰამედმა ტახტი 2016 წელს დაიკავა.

მდიდრული საქორწინო ცერემონიალი მოსკოვში გაიმართა. მონარქს მალაიზიური ტრადიციული სამოსი, მოდელს კი - თეთრი საქორწინო კაბა ეცვა. სუფრაზე ალკოჰოლი არ ყოფილა.

ყოფილი „მის მოსკოვი“ ფიქრობს, რომ კაცი „ოჯახის თავი უნდა იყოს და ქალზე ნაკლებს არ უნდა გამოიმუშავებდეს“.

სილამაზის კონკურსში გამარჯვების გარდა ოქსანაზე თითქმის არაფერია ცნობილი. ჟურნალისტებმა არ იციან, სად გაიცნო წყვილმა ერთმანეთი, ან რომელიმე მათგანი მანამდე თუ ყოფილა დაქორწინებული.

„მის მოსკოვის“ ტიტული ვოევოდინამ 2015 წელს მოიპოვა, 22 წლის ასაკში. მისი მამა, ანდრეი გორბატენკო ქირურგი - ორთოპედია დონის როსტოვიდან.

ოქსანა იხსენებს, რომ კლასში ყველაზე გამხდარი და მაღალი იყო, რასაც ყოველთვის განიცდიდა.

„ეს რომ ჩემი ძლიერი მხარე იყო, მხოლოდ უნივერსიტეტში სწავლის დროს გავიაზრე. ბიჭების ყურადღების ცენტრში მოვექეცი და მივხვდი, რომ მე უფრო ხშირად მიყურებდნენ, ვიდრე მსუქან და დაბალ გოგონებს,“ - განაცხადა ოქსანამ ძველ ინტერვიუში.

მალაიზიის მეფეს განათლება ინგლისში აქვს მიღებული, ოქსფორდის უნივერსიტეტში, მოგვიანებით კი ლონდონის ბიზნესსკოლა დაამთავრა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე