სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ამერიკაში რომ წავალ, ამ ადამიანს არ დავკარგავ" -  ირინკა კავსაძე მეწყვილესთან ურთიერთობასა და სამომავლო გეგმებზე
"ამერიკაში რომ წავალ, ამ ადამიანს არ დავკარგავ" -  ირინკა კავსაძე მეწყვილესთან ურთიერთობასა და სამომავლო გეგმებზე

ირინ­კა კავ­სა­ძეს ცოტა ხნის წინ ასე მა­სობ­რი­ვად ჩვენ­ში არ იც­ნობ­დნენ, "ცეკ­ვა­ვენ ვარსვლა­ვე­ბით" გა­იც­ნეს. დღემ­დე, თა­ვის სა­ო­ცარ მე­წყვი­ლეს­თან, ოთო ფო­ლა­დაშ­ვილ­თან ერ­თად, მა­ყუ­რე­ბელს და­უ­ვი­წყა­რი ნომ­რე­ბი შეს­თა­ვა­ზა და მა­ყუ­რე­ბელ­საც გა­მორ­ჩე­უ­ლად უყ­ვარს ეს წყვი­ლი. ასე რომ, ამე­რი­კი­დან ამ პრო­ექ­ტის­თვის ჩა­მოს­ვლა ნამ­დვი­ლად ღირ­და.

- შენც ხვდე­ბი და ჩვენც, რომ სწორ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღე, რომ ამ პრო­ექ­ტში იღებ მო­ნა­წი­ლე­ბას. რას იტყვი?

- ჩემ­თვის ცოტა და­უ­ჯე­რე­ბე­ლია, მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, და­თან­ხმდე ისეთ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, რო­გო­რიც "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბია". ამი­ტომ სა­ო­ცა­რი გან­ცდა მაქვს და მგო­ნია, ცოტა სიზ­მარ­შიც ვარ. მი­ხა­რია, რომ მა­ყუ­რებ­ლის­გან ასე­თი პო­ზი­ტი­უ­რი რე­აქ­ცია მი­ვი­ღეთ, რო­მე­ლიც ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მთა­ვა­რია, მა­ყუ­რე­ბელ­მა ისი­ა­მოვ­ნოს. ახლა მათი სით­ბო მაძ­ლევს იმედს, სტი­მულს, რომ შემ­დეგ კვი­რას ჩე­ვე­ნი წყვი­ლი უკე­თე­სად დავ­ბრუნ­დეთ...

- ცეკ­ვა­ში და ამ პრო­ექ­ტში რა აღ­მო­ა­ჩი­ნე?

ასევე დაგაინტერესებთ
18:01 / 12-10-2018

რა ბიზნესი ააწყო ოთო ფოლადაშვილმა პარტნიორთან ერთად - "ერთმანეთს კარგად შევეწყეთ, ოქროს გოგოა"

14:30 / 06-11-2018

"მსოფლიოს ერთადერთი საოცრება ხარ" - ირინა კავსაძის ემოციური მილოცვა ოთო ფოლადაშვილს

13:17 / 21-12-2018

"ყველაფერზე მომყვება და მეორე დღეს ყველა ჩვენს ცეკვაზე ლაპარაკობს" - რას ამბობს ოთო ირინკასთან რომანტიულ ურთიერთობაზე

13:14 / 27-12-2018

"სანამ კახი გამოჯანმრთელდება, ცოტა ხანს სპექტაკლში მამა ითამაშებს" - ვინ გულშემატკივრობს ირინკას და ოთოს ამერიკიდან

10:04 / 03-01-2019

"მე ვარ ბედნიერი..." - რას წერს ირინკა კავსაძე "ცეკვავენ ვარსკვლავებში" დამარცხების შემდეგ

20:15 / 22-02-2019

"ბევრი წელი სრულიად მარტო ვიყავი, ახლა უბედნიერესი ვარ" - კახი კავსაძის გულახდილი ინტერვიუ და ოჯახური ფოტოები

- სა­მე­ჯლი­სო ცეკ­ვა ჩემ­თვის სრუ­ლი­ად ახა­ლი და უცხო "ტე­რი­ტო­რი­აა". ცეკ­ვა ყო­ველ­თის მიყ­ვარ­და და სცე­ნა­ზე პა­ტა­რა დო­ზით მი­ცეკ­ვია კი­დეც, მაგ­რამ ასე მას­შტა­ბუ­რად რო­გორც ამ პრო­ექ­ტში, არა. აქ ტექ­ნი­კა სპე­ცი­ფი­კუ­რია, სხვა წე­სე­ბია, ყვე­ლა­ფერს სხვა­ნა­ი­რად უნდა მი­უდ­გე, ამი­ტომ ეს ცეკ­ვე­ბი ჩემ­თვის ძა­ლი­ან ახა­ლია, რი­თაც დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას ვი­ღებ. შე­იძ­ლე­ბა დაღ­ლი­ლი ვიყო, მაგ­რამ თავს უფ­ლე­ბას არ ვაძ­ლევ, რომ მოვ­დუნ­დე, ან რე­პე­ტი­ცი­ა­ზე გავ­ჩერ­დე იმი­ტომ, რომ თუ გვინ­და, უკე­თე­სი შე­დე­გი გვქონ­დეს, მე­ტად უნდა ვი­მუ­შა­ოთ.

- პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი პარტნი­ო­რი გყავს, თა­ვის სფე­რო­ში ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლია, თქვე­ნი ტან­დე­მი შედ­გა. ად­ვი­ლად გა­უ­გეთ და აე­წყეთ ერ­თმა­ნეთს?

- ძა­ლი­ან კარ­გად და ად­ვი­ლად შე­ვე­წყეთ ერ­თმა­ნეთს, იმი­ტომ, რომ პა­ტივს ვცემ შრო­მის­მოყ­ვა­რე ადა­მი­ა­ნებს. ოთო­ში ეს და­ვი­ნა­ხე, სხვა­თა შო­რის, ჯერ კი­დევ მა­შინ, სა­ნამ ჯგუ­ფურ რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე დაგ­ვა­წყვი­ლებ­დნენ. ნი­ჭი­ე­რი რო­მაა, ეს ყვე­ლამ იცის, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნი თა­ვი­დან ბო­ლომ­დე არის პო­ზი­ტი­ვი. მას­თან რე­პე­ტი­ცი­ა­ზე არ გრძნობ იმას, რომ იღ­ლე­ბი და მუ­შა­ობ, პი­რი­ქით, დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას იღებ და მი­ხა­რია, რომ ამ ადა­მი­ან­თან ერ­თად მი­წევს მუ­შა­ო­ბა და მგო­ნი, მაგ მხრივ ერ­თმა­ნეთს ვგა­ვართ... არ გვინ­და, გავ­ჩერ­დეთ, ძა­ლი­ან მომ­თხივ­ნია სა­კუ­თა­რი თა­ვის მი­მარ­თაც და სხვე­ბის მი­მარ­თაც, რა­საც ვა­ფა­სებ.

- დღე­ის­თვის ერ­თად 6 და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი ცეკ­ვა წარ­მო­ად­გი­ნეთ... რა იყო ისი­ნი თქვენ­თვის?

- დიდი მად­ლო­ბა ასე­თი შე­ფა­სე­ბის­თვის, ზუს­ტად ეს გვინ­და, მუდ­მი­ვად, რომ და­ა­მახ­სოვ­რდეთ ჩვე­ნი ნომ­რე­ბი. "ტან­გო" ჩემ­თვის დიდი ოც­ნე­ბა იყო, ყო­ველ­თვის მინ­დო­და, მე­ცეკ­ვა და ამის­თვის თა­ვე­ბი არ დავ­ზო­გეთ. გვინ­დო­და, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და უნი­კა­ლუ­რი ნო­მე­რი გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა. მთავ­რია, მა­ყუ­რე­ბელ­მა მარ­თლაც და­ი­მახ­სოვ­როს და ისი­ა­მოვ­ნოს.

- ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ანუ შენი თე­ატ­რა­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა რო­გორ აღ­გიქ­ვამს, შინ თით­ქმის ყვე­ლა მსა­ხი­ო­ბი გყავს.

- დე­დის გარ­და ოჯახ­ში ყვე­ლა მსა­ხი­ო­ბია, თუმ­ცა დე­და­ჩე­მის მა­მაც მსა­ხი­ო­ბი იყო, ამი­ტომ დე­დას­თა­ვის ეს სფე­რო უცხო არ არის, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად ეს­მის... თი­თო­ე­უ­ლი ძა­ლი­ან ღე­ლავს - აინ­ტე­რე­სებთ, შემ­დეგ კვი­რას რას ვი­ზამთ და რო­გორ. აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი. ოღონდ, მშობ­ლე­ბი ამე­რი­კი­დან მგულ­შე­მატ­კივ­რო­ბენ. ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ გვე­დით დიდი გუნ­დი მიდ­გას.

- ბა­ბუა - კახი კავ­სა­ძე რას გე­უბ­ნე­ბა. ადრე გა­ნიც­დი­და იმას, რომ რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე იღ­ლე­ბო­დი...

- რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან ღე­ლავს, რაც ბუ­ნებ­რი­ვია, მაგ­რამ იმა­ზე მე­ტად ღე­ლავს, რომ არ უნდა, მე ვღე­ლავ­დე რა­მე­ზე. სულ ვე­უბ­ნე­ბი, ყვე­ლაფ­რი კარ­გად არის, არ ინერ­ვი­უ­ლო-მეთ­ქი. თან, მის­თვის უცხოა, - ჩვენს ოჯახ­ში არა­ვის ასეთ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­უ­ღია. ამი­ტომ, ჩემ­ზე ნერ­ვი­უ­ლობს. დაღ­ლა­ზე რა გი­თხრათ, შოუს მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ყვე­ლა­ნი დაღ­ლი­ლე­ბი ვართ. ყვე­ლას ძა­ლი­ან რთუ­ლი რე­ჟი­მი აქვს, მაგ­რამ მა­ინც მი­ხა­რია, რომ რა­ღაც კარ­გი გუნ­დი შე­იკ­რა. ერ­თმა­ნეთს ყვე­ლა გვერ­დში ვუდ­გა­ვართ და მგო­ნია, ეს პრო­ექ­ტი რომ დამ­თავ­რდე­ბა, ამ ადა­მი­ა­ნებ­თან ნამ­დვი­ლად მექ­ნე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე ხან­გრძლი­ვად თით­ქმის არ ყო­ფილ­ხარ. თან, აქა­უ­რო­ბას კარ­გად აე­წყე და ხომ არ ფიქ­რობ, რომ დარ­ჩე?

- პრო­ექ­ტი რომ არ მქონ­დეს, ამ­დე­ნი ხანი აქ ვერ გავძლებ­დი. უსაქ­მუ­რო­ბა არ შე­მიძ­ლია, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით არ გამ­ჩე­ნია აზრი, რომ დავ­რჩე, შემ­დეგ ვნა­ხოთ, რა რო­გორ იქ­ნე­ბა. ამე­რი­კა­ში ჯერ კი­დევ აქ ჩა­მოს­ვლამ­დე ბევ­რი გეგ­მა დავ­სა­ხე და და­ვა­ლა­გე, რისი გა­კე­თე­ბაც მინ­და. ნიუ-იორკში, სტე­ლა ად­ლე­რის სას­წავ­ლე­ბელ­ში უნდა და­ვი­წყო სწავ­ლა. მო­მა­ვალ ზა­ფხულს ნიუ-იორკში გადსვლა მო­მი­წევს.

- ირინ­კა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თქვე­ნი წყვი­ლის შე­სა­ხებ არა­ერ­თი კო­მენ­ტა­რი იწე­რე­ბა, მათ შო­რის, ისე­თიც, სა­დაც მა­ყუ­რე­ბელს მი­აჩ­ნია, რომ თქვე­ნი წყვი­ლი ერ­თმა­ნე­თის მი­მართ გულ­გრი­ლი არ არის. რას იტყვი?

- კი, ვიცი და ასეთ კო­მენ­ტა­რებ­ზე ცოტა მე­ცი­ნე­ბა, მაგ­რამ ბუ­ნებ­რი­ვია, რო­დე­საც მა­ყუ­რე­ბე­ლი ხე­დავს ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ერ­თად მუ­შა­ო­ბენ, კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ, მე­გობ­რე­ბი არი­ან, ასე­თი მო­საზ­რე­ბე­ბი უჩ­ნდე­ბათ. თან, ცეკ­ვა ძა­ლი­ან ინ­ტი­მუ­რი რამ არის, მა­ყუ­რე­ბელს ამ ურ­თი­ერ­თო­ბის­გან უფრო მეტი უნდა, რაც ვი­მე­ო­რებ, ჩემ­თვის ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლოა. უბ­რა­ლოდ, ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ასე­თი ადა­მი­ა­ნი, მე­გო­ბა­რი ოთოს სა­ხით გა­მიჩ­ნდა და ვიცი, რომ ამ პრო­ექ­ტის შემ­დეგ ოთოს­თან კონ­ტაქ­ტი ნამ­დვი­ლად მექ­ნე­ბა, ამე­რი­კა­ში რომ წა­ვალ, ამ ადა­მი­ანს არ დავ­კარ­გავ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ამერიკაში რომ წავალ, ამ ადამიანს არ დავკარგავ" -  ირინკა კავსაძე მეწყვილესთან ურთიერთობასა და სამომავლო გეგმებზე

"ამერიკაში რომ წავალ, ამ ადამიანს არ დავკარგავ" -  ირინკა კავსაძე მეწყვილესთან ურთიერთობასა და სამომავლო გეგმებზე

ირინკა კავსაძეს ცოტა ხნის წინ ასე მასობრივად ჩვენში არ იცნობდნენ, "ცეკვავენ ვარსვლავებით" გაიცნეს. დღემდე, თავის საოცარ მეწყვილესთან, ოთო ფოლადაშვილთან ერთად, მაყურებელს დაუვიწყარი ნომრები შესთავაზა და მაყურებელსაც გამორჩეულად უყვარს ეს წყვილი. ასე რომ, ამერიკიდან ამ პროექტისთვის ჩამოსვლა ნამდვილად ღირდა.

- შენც ხვდები და ჩვენც, რომ სწორ გადაწყვეტილება მიიღე, რომ ამ პროექტში იღებ მონაწილებას. რას იტყვი?

- ჩემთვის ცოტა დაუჯერებელია, მიიღო გადაწყვეტილება, დათანხმდე ისეთ პროექტში მონაწილეობას, როგორიც "ცეკვავენ ვარსკვლავებია". ამიტომ საოცარი განცდა მაქვს და მგონია, ცოტა სიზმარშიც ვარ. მიხარია, რომ მაყურებლისგან ასეთი პოზიტიური რეაქცია მივიღეთ, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მთავარია, მაყურებელმა ისიამოვნოს. ახლა მათი სითბო მაძლევს იმედს, სტიმულს, რომ შემდეგ კვირას ჩევენი წყვილი უკეთესად დავბრუნდეთ...

- ცეკვაში და ამ პროექტში რა აღმოაჩინე?

- სამეჯლისო ცეკვა ჩემთვის სრულიად ახალი და უცხო "ტერიტორიაა". ცეკვა ყოველთის მიყვარდა და სცენაზე პატარა დოზით მიცეკვია კიდეც, მაგრამ ასე მასშტაბურად როგორც ამ პროექტში, არა. აქ ტექნიკა სპეციფიკურია, სხვა წესებია, ყველაფერს სხვანაირად უნდა მიუდგე, ამიტომ ეს ცეკვები ჩემთვის ძალიან ახალია, რითაც დიდ სიამოვნებას ვიღებ. შეიძლება დაღლილი ვიყო, მაგრამ თავს უფლებას არ ვაძლევ, რომ მოვდუნდე, ან რეპეტიციაზე გავჩერდე იმიტომ, რომ თუ გვინდა, უკეთესი შედეგი გვქონდეს, მეტად უნდა ვიმუშაოთ.

- პროფესიონალი პარტნიორი გყავს, თავის სფეროში ყველაზე წარმატებულია, თქვენი ტანდემი შედგა. ადვილად გაუგეთ და აეწყეთ ერთმანეთს?

- ძალიან კარგად და ადვილად შევეწყეთ ერთმანეთს, იმიტომ, რომ პატივს ვცემ შრომისმოყვარე ადამიანებს. ოთოში ეს დავინახე, სხვათა შორის, ჯერ კიდევ მაშინ, სანამ ჯგუფურ რეპეტიციებზე დაგვაწყვილებდნენ. ნიჭიერი რომაა, ეს ყველამ იცის, მაგრამ ადამიანი თავიდან ბოლომდე არის პოზიტივი. მასთან რეპეტიციაზე არ გრძნობ იმას, რომ იღლები და მუშაობ, პირიქით, დიდ სიამოვნებას იღებ და მიხარია, რომ ამ ადამიანთან ერთად მიწევს მუშაობა და მგონი, მაგ მხრივ ერთმანეთს ვგავართ... არ გვინდა, გავჩერდეთ, ძალიან მომთხივნია საკუთარი თავის მიმართაც და სხვების მიმართაც, რასაც ვაფასებ.

- დღეისთვის ერთად 6 დასამახსოვრებელი ცეკვა წარმოადგინეთ... რა იყო ისინი თქვენთვის?

- დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის, ზუსტად ეს გვინდა, მუდმივად, რომ დაამახსოვრდეთ ჩვენი ნომრები. "ტანგო" ჩემთვის დიდი ოცნება იყო, ყოველთვის მინდოდა, მეცეკვა და ამისთვის თავები არ დავზოგეთ. გვინდოდა, განსაკუთრებული და უნიკალური ნომერი გაგვეკეთებინა. მთავრია, მაყურებელმა მართლაც დაიმახსოვროს და ისიამოვნოს.

- ოჯახის წევრები, ანუ შენი თეატრალური საზოგადოება როგორ აღგიქვამს, შინ თითქმის ყველა მსახიობი გყავს.

- დედის გარდა ოჯახში ყველა მსახიობია, თუმცა დედაჩემის მამაც მსახიობი იყო, ამიტომ დედასთავის ეს სფერო უცხო არ არის, ყველაფერი კარგად ესმის... თითოეული ძალიან ღელავს - აინტერესებთ, შემდეგ კვირას რას ვიზამთ და როგორ. აქტიურად არიან ჩართულები. ოღონდ, მშობლები ამერიკიდან მგულშემატკივრობენ. ძალიან მიხარია, რომ გვედით დიდი გუნდი მიდგას.

- ბაბუა - კახი კავსაძე რას გეუბნება. ადრე განიცდიდა იმას, რომ რეპეტიციებზე იღლებოდი...

- რა თქმა უნდა, ძალიან ღელავს, რაც ბუნებრივია, მაგრამ იმაზე მეტად ღელავს, რომ არ უნდა, მე ვღელავდე რამეზე. სულ ვეუბნები, ყველაფრი კარგად არის, არ ინერვიულო-მეთქი. თან, მისთვის უცხოა, - ჩვენს ოჯახში არავის ასეთ პროექტში მონაწილეობა არ მიუღია. ამიტომ, ჩემზე ნერვიულობს. დაღლაზე რა გითხრათ, შოუს მონაწილეები ყველანი დაღლილები ვართ. ყველას ძალიან რთული რეჟიმი აქვს, მაგრამ მაინც მიხარია, რომ რაღაც კარგი გუნდი შეიკრა. ერთმანეთს ყველა გვერდში ვუდგავართ და მგონია, ეს პროექტი რომ დამთავრდება, ამ ადამიანებთან ნამდვილად მექნება ურთიერთობა.

- საქართველოში ასე ხანგრძლივად თითქმის არ ყოფილხარ. თან, აქაურობას კარგად აეწყე და ხომ არ ფიქრობ, რომ დარჩე?

- პროექტი რომ არ მქონდეს, ამდენი ხანი აქ ვერ გავძლებდი. უსაქმურობა არ შემიძლია, მაგრამ ჯერჯერობით არ გამჩენია აზრი, რომ დავრჩე, შემდეგ ვნახოთ, რა როგორ იქნება. ამერიკაში ჯერ კიდევ აქ ჩამოსვლამდე ბევრი გეგმა დავსახე და დავალაგე, რისი გაკეთებაც მინდა. ნიუ-იორკში, სტელა ადლერის სასწავლებელში უნდა დავიწყო სწავლა. მომავალ ზაფხულს ნიუ-იორკში გადსვლა მომიწევს.

- ირინკა, სოციალურ ქსელში თქვენი წყვილის შესახებ არაერთი კომენტარი იწერება, მათ შორის, ისეთიც, სადაც მაყურებელს მიაჩნია, რომ თქვენი წყვილი ერთმანეთის მიმართ გულგრილი არ არის. რას იტყვი?

- კი, ვიცი და ასეთ კომენტარებზე ცოტა მეცინება, მაგრამ ბუნებრივია, როდესაც მაყურებელი ხედავს ადამიანებს, რომლებიც ერთად მუშაობენ, კარგი ურთიერთობა აქვთ, მეგობრები არიან, ასეთი მოსაზრებები უჩნდებათ. თან, ცეკვა ძალიან ინტიმური რამ არის, მაყურებელს ამ ურთიერთობისგან უფრო მეტი უნდა, რაც ვიმეორებ, ჩემთვის ძალიან სასაცილოა. უბრალოდ, ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ადამიანი, მეგობარი ოთოს სახით გამიჩნდა და ვიცი, რომ ამ პროექტის შემდეგ ოთოსთან კონტაქტი ნამდვილად მექნება, ამერიკაში რომ წავალ, ამ ადამიანს არ დავკარგავ.

მეგან მარკლის ორეული - "ჰერცოგინიას დიდი ხნის უკან დაკარგული ტყუპისცალი გამოუჩნდა“

"ჩემს ხმას ძალიან უხდება ქართული სიმღერის ტემბრი, მთელი გულით ვმღერი" - "დიდი სცენის" კონკურსანტი ნიგერიულ ფესვებსა და მუსიკალურ წარსულზე

საქართველოში, შესაძლოა, Hollywood-ის რამდენიმე ფილმი და სერიალი გადაიღონ